Category: ახალი ამბები

  • ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულებს 1 მლნ ფუნტით დაეხმარება

    ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულებს 1 მლნ ფუნტით დაეხმარება

    ბრიტანელი მწერალი, “ჰარი პოტერის” ავტორი, ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულებს 1 მლნ ფუნტით დაეხმარება.

    როულინგი ამბობს, რომ თანხა თანაბრად გაიყოფა ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას შორის და მოხმარდება უსახლკაროებს და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას, ასევე ლტოლვილებსა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ.

  • საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 24 ივლისამდე გეგმავს

    საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 24 ივლისამდე გეგმავს

    საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის 24 ივლისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს გადაეგზავნება.

    მისივე თქმით, მიმდინარე თვეში საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევი იქნება და შესაძლოა, ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე შექმნას.

    ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 24 მარტს შემოიღეს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 24 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფექცია ქვეყანაში 167 346 ადამიანს დაუდგინდა.

  • საქართველოში კორონავირუსით 582 ინფიცირებულიდან 82 სამედიცინო პერსონალია

    საქართველოში კორონავირუსით 582 ინფიცირებულიდან 82 სამედიცინო პერსონალია

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ადასტურებს, რომ  ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა  დიდი ნაწილი სამედიცინო პერსონალია. ის ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებულთა 12.7%–ს შეადგენს და  ეს საშუალო ევროპული მაჩვენებელია.

    გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, მეტი სიფრხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები დაიცვან.

    „ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ წესები და მათ შორის ჩემმა კოლეგებმა, ძალიან სკურპულოზურად უნდა დაიცვან ის წესები, რაც ინფექციის კონტროლთან არის დაკავშირებული, კერძოდ, იმ დამცავი საშუალებების მოხმარება, ჩაცმა, გახდა, დახურვა მათი და ა.შ. მაგრამ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის“– აცხადებს გამყრელიძე.

    მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 ექიმს დაუდასტურდა.

    ყვარლის რაიონში ვირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს დაუსდასტურდა.  სასწრაფო დახმარების ექიმი გამოძახებებზე დადიოდა. ყვარელის შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. ასევე შესაძლოა, რომ ყვარელი დაიკეტოს.

    დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი 10 მედიკოსს დაუდასტურდა, აქედან 2 ექიმია. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 82 მედიკოსს დაუდასტურდა.

     

  • რუსთავში მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

    რუსთავში მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

    რუსთავში გარყვნილი ქმედების გამო 40 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც ცნობილია შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა, შუახნის მამაკაცი 10 წლამდე გოგონას ინტიმურ ადგილებზე ეხებოდა.  გავრცელებული ცნობით, 40 წლის მამაკაცი 10 წლამდე გოგონას ინტიმურ ადგილებზე შეეხო.მომხდარის შესახებ ბავშვმა, მშობლებთან განაცხადა, რომლის  შემდეგაც პოლიციაში დარეკეს.

     

    ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ მამაკაცი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • მარნეულში კარგად დავიწყეთ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს -გამყრელიძე

    მარნეულში კარგად დავიწყეთ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს -გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში მარნეულში კონტროლი შესუსტდა. ამის შესახებ გამყრელიძემ მარნეულში შეხვედრისას განაცხადა.

    მისი თქმით, სოფლის რწმუნებულმა, რელიგიურმა ლიდერმა და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა თითოეულ სოფელში მოსახელობის დარწმუნებაზე უნდა იმუშაოს.

    „მარნეულში კარგად დავიწყეთ ჩვენ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. თითოეულ სოფელზე უნდა იყოს სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, ვისაც ენდობა ეს ხალხი, რომ არც ერთი ცხელება არ გამოგვეპაროს სოფელში. ამ პერიოდში ხველებით, სუნთქვის გაძნელებით ადამიანები სწრაფად უნდა იყვნენ გადმოყვანილები „ცხელების ცენტრში“ გამოკვლევებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ცნობისთვის, მარნეულის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მარნეულისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო – ამირან გამყრელიძე

    ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო – ამირან გამყრელიძე

    ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ

    „ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო და მეტი გამოვლენა. ყველამ იცოდეს, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვს, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • სუსის თანამშრომელი სუსის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

    სუსის თანამშრომელი სუსის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. მან საკუთარ კაბინეტში იარაღით მოიკლა თავი. დეტალები არ ხმაურდება, თუმცა სუსი მომხდარ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა – ჩრდილოეთ კორეის მედია

    კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა – ჩრდილოეთ კორეის მედია

    20 დღის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ლენტი გაჭრა სასუქების ქარხნის გახსნისას.

    ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა. მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ გულის ოპერაციის შემდეგ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას არ ადასტურებს ფხენიანი.

  • “ამ ხელისუფლებას ჭეშმარიტად ურიცხვი ბნელი, ჩლუნგი ჰყავს მომსახურე პროპაგანდისტად“–დავით ზურაბიშვილი

    “ამ ხელისუფლებას ჭეშმარიტად ურიცხვი ბნელი, ჩლუნგი ჰყავს მომსახურე პროპაგანდისტად“–დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე ხელისუფლების პროპაგანდაზე წერს:

    “რასაც კი მოვსწრებივარ, ყველა ხელისუფლებას თავისი ნაკლოვანებები და მინუსები ჰქონდა, ზოგი დიდი და ზოგი მცირე. თუმცა, რაში გადაუხურა ამ ხელისუფლებამ ყველას და იმაში, რომ ჭეშმარიტად ურიცხვი ბნელი, ჩლუნგი და ღიად რომ ვთქვა, გამოსირებული ჰყავს მომსახურე პროპაგანდისტად. ბევრად მეტი, ვიდრე ყველა წინა ხელისუფლებებს ერთად აღებულს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ორი წიგნიც არ გაქვს ცხოვრებაში წაკითხული, გჯერა მასონების ყოვლისშემძლეობის, იაღოვლების სივერაგის, სოროსელების მაფიის, ლეღვის ნახარშით გარუჯვის და გიჭირს კრიტიკული აზრის გამოთქმა საგინებელი სიტყვების გარეშე, უსამსახუროდ არ დარჩები.

    ოქროს ხანაა დღეს ასეთებისთვის.

    პირველად საქართველოში

    და იმედია უკანასკნელად.“– წერს დავით ზურაბიშვილი

     

  • კახეთში კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი დაინფიცირდა

    კახეთში კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი დაინფიცირდა

    კახეთში, კონკრეტულად კი ყვარელში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.ამ ეტაპზე დაინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად დაინფიცირდა სასწრაფო დახმარების ექიმი.

    ის დადიოდა გამოძახებებზე და პაციენტებსაც იღებდა კლინიკაში, სადაც პარალელურად მუშაობდა.  დაინფიცირებული 50 წლის ასაკის ქალია.