Category: ახალი ამბები

  • ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესები, რომელთა დაცვაც ბიზნესებს და ორგანიზაციების ამუშავების შემთხვევაში მოუწევთ

    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესები, რომელთა დაცვაც ბიზნესებს და ორგანიზაციების ამუშავების შემთხვევაში მოუწევთ

    ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორნავირუსის (COVID- 1 9 )თავიდან აცილების მიზნით სამუშაო ადგილებზე რეკომენდაციები და წესები დაამტკიცა. სწორედ ამ წესების დაცვით მოუწევთ ამუშავება სხვადასხვა ბიზნესებს და ორგანიზაციებს. მინისტრის ბრძანებას თან ერთვის სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილი კონკრეტული რეკომენდაციები, თუმცა არსებობს ზოგადი  რეკომენდაციები , რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორს მიესადაგება. ზოგად რეკომენდაციებში რისკის მიხედვით საქმიანობა სამ კატეგორიად არის დაყოფილი: მაღალ, საშუალო და დაბალი რისკის მქონე სამუშაო ადგილები. მათთვის მოთხოვნები განსხვავებულია, თუმცა ზოგადი მოთხოვნები ყველა ტიპის  ეკონომიკური საქმიანობისთვის ასეთია:

    ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავება:

    დამსაქმებლებს, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ სპეციალური ზომები, უნდა შეიმუშაონ ინფექციური
    დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), რომელიც
    COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება მათ. მნიშვნელოვანია გამოყენებულიქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები და განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი რეკომენდაციების შესრულება.
    გეგმებში გათვალისწინებული და განხილული უნდა იქნას სხვადასხვა სამუშაო ადგილებთან და
    დავალებებთან დაკავშირებული რისკის დონე (დონეები), რომელთა შესრულებაც უწევთ
    თანამშრომლებს. გასათვალისწინებელი საკითხები შეიძლება მოიცავდეს: სად, როგორ და COVID-19-ით ინფიცირების რა წყაროების მიმართ შეიძლება აღმოჩნდნენ თანამშრომლები დაუცველნი, მათ შორის:საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მომხმარებლებთან ურთიერთობისას და ა.შ.
    მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თანამშრომლების ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები (მაგ:
    საპენსიო ასაკი, ქრონიკული დაავადების არსებობა და ა.შ). ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში, კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიმართოს კონტროლის დამატებით ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა ამ რისკების შესამცირებლად.
    პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
     მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
     ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ
    პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი
    წესით);
     აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა,
    ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
     მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა
    დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე
    პირები.

    ინფექციის პრევენციის ძირითადი ღონისძიებების განხორციელებისთვის მზადება:
    ყველა დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის სათანადო
    პრაქტიკის განხორციელება, მათ შორის:
    – ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა;
    – ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის;
    – ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სულ მცირე 70 %
    ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;
    – თანამშრომელთა წახალისება, დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში;

    – რესპირატორული ეტიკეტის დაცვის წახალისება, მათ შორის ხველის დაცემინების დროს
    ცხვირის და პირის დაფარვა;

    – ერთჯერადი ხელსახოცებისა და ნაგვის ყუთების უზრუნველყოფა მომხმარებლებისა და
    საზოგადოებისთვის;

    დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და
    პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები გააჩნიათ და ტრენინგები უნდა ჩაუტარონ თანამშრომლებს მათ განხორციელებაში.

    დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ სამუშაო ადგილზე მოქნილი სამუშაო რეჟიმის შემუშავება და განხორციელება, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ავადმყოფობის გამო შვებულების პოლიტიკის მოქნილობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მითითებებთან მისი შესაბამისობა.

    ობიექტზე არსებულ კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადებული თანამშრომლების სახლში დარჩენა და მათთვის წამახალისებელი, პოლიტიკის, შვებულების აღების, როტაციული გრაფიკის ან/და დისტანციურად შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ღონისძიებების განხორციელება.

    დამსაქმებლებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიმუშავონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც
    თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
    კონტროლის ღონისძიებების იერარქია კომპანიებმა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კონტროლის უზრუნველყოფისთვის უნდა იხელმძღვანელონ „კონტროლის ღონისძიებების იერარქიით“.

    კონტროლის საუკეთესო გზაა საფრთხის სისტემატურად აღმოფხვრა სამუშაო ადგილიდან. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელმა პირველ რიგში უნდა მიმართოს საინჟინრო კონტროლის ღონისძიებებს (მაგ. – დამცავი ბარიერები და ა.შ), ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები (ინსტრუქციები, ტრენინგი, სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შემუშავება), და ბოლოს უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
    (პირბადეები, სათვალეები, ხელთათმანები, კომბინიზონი). კონტროლის ღონისძიების თითოეულ დონეს ახასიათებს უპირატესობები და ნაკლოვანებები მათი განხორციელების სიმარტივის, ეფექტურობის და ხარჯების გათვალისწინებით. უმეტეს შემთხვევებში საჭიროა კონტროლის ღონისძიებების კომბინაციის გამოყენება თანამშრომლების COVID-19 ვირუსის ზეგავლენისაგან დასაცავად.

    რისკის კონტროლის შესაბამისი იერარქიის არჩევისას, არსებული სამუშაო გარემოს სპეციფიკისა და თავისებურებებიდან გამომდინარე დამსაქმებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს კონტროლის იერარქიის პირველ საფეხურს (საფრთხის აღმოფხვრა), ხოლო დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, თუ ვერ ხერხდება კონტროლის იერარქიის სრული დაცვა, იხელმძღვანელოს დაღმავალი მიმართულებით უპირატესი საკონტროლო ღონისძიებიდან ბოლო საფეხურამდე.

    საკონტროლო ღონისძიებები სამუშაო პოლიტიკის ან პროცედურების ცვლილებებს წარმოადგენს,
    რათა შემცირდეს საფრთხე. COVID-19-თან დაკავშირებით საკონტროლო ღონისძიებების მაგალითები მოიცავს:
     მოწოდებას დაავადებული თანამშრომლების მიმართ, რომ სახლში დარჩნენ.
     თანამშრომლებს, კლიენტებსა და მომხმარებლებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე შემცირება
    დისტანციური მუშაობის შემოღების გზით.
     ალტერნატიული დღეების ან ცვლებში მუშაობის შემოღებას, რათა შემცირდეს
    დაწესებულებაში/ობიექტზე ერთდროულად მყოფ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა, რაც მათ
    საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ დისტანცია ერთმანეთისგან.
     თანამშრომლებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას და დატრენინგებას COVID-19-ის რისკების ფაქტორებისა და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ (მაგ. ხველების ეტიკეტი და პირადი დაცვის აღჭურვილობის მოვლა).
     თანამშრომლების დატრენინგებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად
    გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე.
     ტრენინგის მასალები ადვილად ააღქმადობას და მსმენელთათვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობას.

    მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, რომ საინჟინრო და ადმინისტრაციული კონტროლის
    ღონისძიებები უფრო ეფექტურია COVID-19-ის მიმართ ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებისათვის, შესაძლოა ასევე საჭირო იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს), გარკვეული ექსპოზიციის პრევენციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იდს-ების სწორად გამოყენებას გარკვეული სახის ექსპოზიციის პრევენცია შეუძლია, მან არ უნდა შეცვალოს პრევენციის სხვა სტრატეგიები.

    ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია: ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, სახის დამცავი ფარები, სახის ნიღბები, და რესპირატორული დამცავი საშუალებები.
    აუცილებელია, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ყველა ტიპი:
     შერჩეულ იქნას თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად;
     სათანადოდ იყოს მორგებული სამუშაოს და დასაქმებულს (მაგ. რესპირატორები);
     გამოიყენებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად;
     რეგულარულად ხორციელდებოდეს მისი შემოწმება ვარგისიანობაზე, საჭიროების
    შემთხვევაში გაეწიოს ტექნიკური მომსახურება და დაზიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს
    მისი დროული გამოცვლა; დამსაქმებლები ვალდებული არიან თანამშრომლები უზრუნველყონ იდს-ებით, რომელიც საჭიროა მათი  უსაფრთხოებისათვის სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელებისას.

    რესპირატორთან დაკავშირებული საკითხების ტრენინგი უნდა მოიცავდეს შერჩევის, გამოყენების (მათ შორის მისი ტარების, მორგების), სათანადო განთავსების, ან დეზინფექციის, დაზიანებაზე შემოწმების საკითხებს

     

  • ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა

    ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა

    ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა. მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფოს გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

    შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.არსებული ინფორმაციით მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

    ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ბავშვს რამდენიმე საათის წინ დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

  • გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 22 მაისიდან აღდგება

    გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 22 მაისიდან აღდგება

    საქართველოში გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას  და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცი ავრცელებს:

    “ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების
    პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N15 დანართი (რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

    ახალი რედაქციის შესაბამისად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებას აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე იქნება. 

    იხილეთ ბრძანება ბრძანება

    სტომატოლოგიური მომსახურება სპეციალური გაიდლაინების მიხედვით მოხდება.

    წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის ვადები დამოკიდებული იქნება შეფასაბასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.

  • ” სამუდამო ინვალიდობას უქადის”-  მა­ნა­ნა არჩვა­ძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

    ” სამუდამო ინვალიდობას უქადის”- მა­ნა­ნა არჩვა­ძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

    მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია სოციალურ ქსელში შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

    “სამი თვე ისე გავიდა,რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია,ტვინი რომელიც მოკლებულია აღქმას,ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა,მეტყველება ნულის დონეზეა,ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა… , მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ,სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს სამუდამო ინვალიდობას უქადის,რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!! ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია. მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს ,დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ , თავს ვერაფრით გაიმართლებთ !!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი,მკვლელი , მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს.”- წერს მანანა არჩხვაძე- გამსახურდია სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს მის საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. თავდაპირველად მას ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

     

  • “რემდესივირს” საქართველოში კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ

    “რემდესივირს” საქართველოში კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ

    საქართველოში “რემდესივირის” გამოყენებაასთან დაკავშირებით საქართველო ამერიკულ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. . ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მედიკამენტს ქართველი მედიკოსები კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ.

    “საქართველოში “რემდესივირის” შემოსვლის პერსპექტივაც რა თქმა უნდა, ფართოვდება და უფრო სწრაფად შეგვიძლია ჩვენც, გამომდინარე იქიდან, რომ აღიარება და “რემდესივირის” პრაქტიკაში კლინიკური გამოყენება დაიწყება სხვა ქვეყნებში. ჩვენთვის ამის შესაძლებლობა არის კვლავაც კვლევის პირობებში გამოყენება, რისთვისაც ქვეყანა ემზადება და ეს არაერთხელ გაჟღერდა, რომ საქართველო უერთდება სოლიდარობის კვლევას, რაც უკვე მომდევო 1-2 კვირის განმავლობაში ხელმისაწვდომს გახდის სოლიდარობის კვლევის ფარგლებში 4 მიმართულებას, მათ შორის ერთ-ერთი არის “რემდესივირი” საქართველოს კლინიცისთებისთვისაც,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

  • “სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს”- ბასილ კობახიძე  ხელისუფლებაზე

    “სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს”- ბასილ კობახიძე ხელისუფლებაზე

    ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მთავრობა რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს  და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელით ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებენ.

     

    “მთავრობა სახელმწიფო დანაშაულს სჩადის პანდემიის დროს. რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს. სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს მუშევანის ინციდენტი პოლიტიკური პროცესია და ამის უკან ადგილობრივი მოლა და მუფტი დგანანო. ქვემო ქართლის გუბერნატორი უარესი ბრიყვი რეხვიაშვილი კვერს უკრავს ეგრეაო. ჩასვრილი მთავრობა ეკლესიას ვერაფერს უბედავს, რომელიც საჯაროდ ავირუსებს ადამიანებს და ყველაზე შეგნებულ ხალხს, მუსლიმებს ურტყავს, რომლებმაც კარანტინზე დაკეტეს მეჩეთები. მთავრობას ასე უნდა არჩევნების მოგება და მართლმადიდებლურ-ეთნიკური ტოტალიტარიზმის დამყარება”- წერს ბასილ კობახიძე.

  • შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობა აღდგეს

    შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობა აღდგეს

    ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად, ერთ ოჯახში, ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში, თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბრამდე სწავლის აღდგენის საკითხი დღეს არ განიხილება.

    „განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ დღეს ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს და განათლება სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვება, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან – მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს შეზღუდვები დაკავშირებულია ისევ და ისევ ჯანმრთელობისთვის საფრთხეების არიდებასთან, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან, მაგრამ ეს დღის წესრიგში დგას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმსჯელობთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

  • საჩხერის მუნიციპალიტეტში  რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

    საჩხერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

    საჩხერის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. საჩხერის მერის ბენიამინე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა ნათესების და ვენახის დაახლოებით 30%.

    მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია

  • თბილისში, კონიაკის დასახლებაში ერთი პირი დანით დაჭრეს

    თბილისში, კონიაკის დასახლებაში, 58 წლამდე ასაკის კაცი დანით  დაჭრეს.  როგორც ირკვევა  მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.  მამაკაცი ამჟამად  ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

     

  • ” საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება”- მეზვრიშვილი

    ” საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება”- მეზვრიშვილი

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს. მისივე თქმით, კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, ბოლო ეტაპზეა გათვალისწინებული.

    „გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა 27 აპრილამდეც დაშვებული იყო და 27 აპრილიდან ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაშვება გავაკეთეთ, ოღონდ მეწარმე სუბიექტებს ვუთხარით, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შემოწმდებიან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.