Category: ახალი ამბები

  • გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი – მეუფე იობი ყინწვისის ინციდენტზე

    გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი – მეუფე იობი ყინწვისის ინციდენტზე

    რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი სასულიერო პირებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რის გამოც მამა დავით აქიაშვილი დააკავეს.

    მეუფე იობის თქმით, ,,გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი”.

    ,,მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამე, არც ეპარქიაში, შელაპარაკება იყო. ერის კაცებს შორის მოხდა ჩხუბი და ამას მოყვა მერე ყველაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს”,- აცხადებს მეუფე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ გარყვნილი წესით მცხოვრები პირები, რომლებიც ხარისხის მაძიებლები იყვნენ, ,,გაყრილი” ჰყავს ეპარქიიდან.

    ცნობისთვის, მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

    30 აპრილს რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. განცხადებაში ეპარქია ასევე აღნიშნავდა, რომ ბრალდებული მამა დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის.

  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ კახეთის დასეტყვა უხარიათ – კახეთის რწმუნებული

    სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ კახეთის დასეტყვა უხარიათ – კახეთის რწმუნებული

    კახეთის სახელმწიფო რწმუნები, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გუშინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ეფექტურად იმუშავა, მისი ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება კი ნიშნავს, რომ ვიღაცას კახეთის დასეტყვა უხარია.

    „რომ არ იყოს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში, მოსავლის 90% საერთოდ არ იქნებოდა. გუშინ 790 კვადრატული კილომეტრის, ვისაც შეუძლია ამის წარმოდგენა, ფართობის მქონე ღრუბელის ფრონტი შემოვიდა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული როგორც სეტყვის ღრუბელი. რომ არ ამ სისტემის ეფექტური მუშაობა, ჩვენ გვექნებოდა ტოტალური დასეტყვა. დღეს გვაქვს რამდენიმე წერტილი, რომელიც დაისეტყვა. არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს და ამ სისტემის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს, რომ ვიღაცას მთელი კახეთის დასეტყვა უხარია “,- ამბობს ქადაგიშვილი.

    მისივე თქმით, ვენახის მოსავლის ზარალი მცირეა.

    ,,სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ცოტა მეტი ყურადღება მივაქციოთ რეალობას. ვენახის ზარალი ძალიან მინიმალურია, ძირითადად იყო  ერთწლოვან კულტურებზე მოსული ეს სეტყვა, რამდენიმე ლოკაცია არის სულ”,- თქვა რუსთავი 2-თან კახეთის გუბერნატორმა.

    ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავალი გაუნადგურდათ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კი ეფექტიანად არ იმუშავა.

    ,,დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო სეტყვა. მშრალზე დაიწყო პირდაპირ. სეტყვამ გაანადგურა როგორც ალუჩა, ასევე ყველა ხეხილი – გარგარი, ბალი ალუბალი, სულ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. რაც გადარჩენილია, დაჟეჟილია, ალბათ ჩამოცვივდება ესაც. 100%-ით არის ეს… სროლის ხმა ისმოდა სტიქიის მერე. დაიჭექა და კაკლის სისქე სეტყვა წამოვიდა”,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მიხეილ ტუხაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ კახეთში მოსულმა სეტყვამ, რეგიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

    დაზარლებული ფერმერები კახეთიდან სოციალურ ქსელში სეტყვის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ.

     

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში კიდევ 103 ადამიანი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში კიდევ 103 ადამიანი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 103 ადამიანი დააჯარიმეს.

    შსს-ს ცნობით, აქედან 78 მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

    პოლიციამ 16 მოქალაქე საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო დააჯარიმა.

    ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 5 ადამიანი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი, 4 პირი დააჯარიმეს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • შემოიყვანეს ორი ორსული, ერთს COVID-19 დაუდასტურდა, მეორის ტესტის პასუხს ველოდებით – რატიანი

    შემოიყვანეს ორი ორსული, ერთს COVID-19 დაუდასტურდა, მეორის ტესტის პასუხს ველოდებით – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, გუშინ კლინიკაში 2 ორსული პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 1-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ,,გუშინ გადმოიყვანეს 2 ორსული ქალი. საეჭვო შემთხვევაა. ერთთან დადასტურდა და მეორესთან ველოდებით პასუხს. აღებულია ნაცხი… რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, ჩატარებული კლინიკური კვლევებით 3-თან არის გამოვლენილი უარყოფითი დინამიკა, დანარჩენები უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ასევე გადმოყვანილია ახალშობილი, საეჭვო შემთხვევა. ველოდებით ტესტის პასუხებს.

    გუშინ ასევე ახალშობილთა ტესტირების შედეგად 7 მათგანთან ჩატარდა PCR ტესტი. არცერთთან კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დასტურდება“, – განაცხადა რატიანმა.

    მისივე თქმით, კლინიკის მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ,,შეესაბამება სუბიექტურ და ობიექტურ მონაცემებს”.

    დღეს დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს და ინფიცირებულთა რიცხვი 489-მდე გაიზარდა. გამოჯანრთელებულია 215 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი – 8.

  • რეანიმაციაში 8 პაციენტი რჩება, 7 გამოჯანმრთელებული კი საავადმყოფოს დღეს დატოვებს – რატიანი

    რეანიმაციაში 8 პაციენტი რჩება, 7 გამოჯანმრთელებული კი საავადმყოფოს დღეს დატოვებს – რატიანი

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკას 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

    რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის თქმით, რეანიმაციაში 8 ადამიანი რჩება, რომელთაგან 1-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

    ,,კრიტიკულის გემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია და ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენები მაღალ ოქსიგენოთერაპიაზე. ხორციელდება მათი მონიტორინგი“, – განაცხადა რატიანმა.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი მკურნალობს, მათგან 70 კოვიდინფიცირებულია

    დღეს დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს და ინფიცირებულთა რიცხვი 489-მდე გაიზარდა. გამოჯანრთელებულია 215 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი – 8.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 215

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 215

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ განკურნებულთა რაოდენობა 215-ს შეადგენს.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ინფიცირებულია 489 ადამიანი, მათგან 8 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

    589 ინფიცირებულიდან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528 პირი.

  • დარწმუნებული ვარ, მღვდლები არიან ვირუსის მატარებლები, ოღონდ მთავრობის დახმარებით მალავენ – კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, სასულიერო პირები უკვე არიან კორონავირუსის მატარებლები, თუმცა ამას მთავრობისა და ექიმების დახმარებით მალავენ.

    ,,ხვალ, კვირას, კიდევ იქნება საერთო კოვზით ზიარება და მრევლის შეკრება მთელ საქართველოში. რუსულ ეკლესიაში უკვე დაინფიცირდა ოცზე მეტი ეპისკოპოსი, ერთი გარდაიცვალა, ინფიცირებულია უამრავი მღვდელი, ბერი, მონაზონი და სემინარიის სტუდენტი.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამღვდელოებაში მთელი რიგი სასულიერო პირები უკვე არიან ვირუსის მატარებლები. ოღონდ ამას მალავენ მთავრობის და ექიმების დახმარებით, რათა ”ყველაზე ვაჟკაცი” ეკლესიის სახელი არ გააფუჭონ. მღვდლების ტესტირება არ ხდება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სულაც უსიმპტომო მატარებელია ვირუსის. იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიცით ქვეყანაში რამდენი ინფიცირებულია, ვისმენთ მხოლოდ ტრიუმფალისტურ განცხადებებს ვირუსის დამარცხებაზე, ტესტები ცოტა კეთდება, ეკლესიის მიერ კარანტინის ასეთი უტიფარი დაუცველობა მოიტანს კატასტროფულ შედეგებს”,- წერს ბასილ კობახიძე.

    ამ დრომდე, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 2 სასულიერო პირს დაუდასტურდა.

    ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სასულიერო პირები, როცა ამის საჭიროება არსებობს, ვირუსზე იტესტებიან.

  • მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე – ნათია მეზვრიშვილი

    მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე – ნათია მეზვრიშვილი

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა შიდა ფრენების აღდგენაზე მიმდინარეობს მსჯელობა.

    ,,თამამად შემიძლია ვთქვა და ამაზე პრემიერმინისტრმაც ისაუბრა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფრენების აღდგენას ახლავს თან, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე”,- ამბობს მეზვრიშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა ტურიზმის აღდგენის შესახებ გეგმას მომავალ კვირას წარადგენს.

    „რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ფრენების მნიშვნელობა ზოგადად და მათ შორის ტურიზმისთვის. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ტურიზმის აღდგენის გეგმაზე და მეტ დეტალს მომავალ კვირას საზოგადოებას წარვუდგენთ”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

    მანამდე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა. 

  • დაზარალებული კახელი ფერმერები სეტყვის ფოტოებს ავრცელებენ. რატომ არ იმუშავა სეტყვისგან დამცავმა სისტემამ

    დაზარალებული კახელი ფერმერები სეტყვის ფოტოებს ავრცელებენ. რატომ არ იმუშავა სეტყვისგან დამცავმა სისტემამ

    დაზარლებული ფერმერები კახეთიდან სოციალურ ქსელში სეტყვის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ. მოსახლეობას კითხვები აქვს – რამდენად იმუშავა სეტყვისგან დაცვის ე.წ. ღრუბლის გამფანტავმა სისტემამ?

    საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები კახეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთში ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. რამდენიმე სოფელში განადგურდა ვენახი და ერთწლოვანი კულტურები. ზარალი ჯერ დათვლილი არ არის