Category: ახალი ამბები

  • თბილისის 200-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც 4 მაისს წყალმომარაგება შეუწყდება

    თბილისის 200-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც 4 მაისს წყალმომარაგება შეუწყდება

    4 მაისის 15:00 საათიდან 5 მაისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება თბილისის 200-ზე მეტ ქუჩას შეუწყდება.

    GWP-ს განცხადებით,  წყალმომარაგების შეწყვეტა 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება. მათი ცნობით, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამუშაოებს დაიწყებს 4 მაისის 15 საათზე და დაასრულებს 5 მაისის 15 საათამდე.

    ქუჩები, რომელთა მაცხოვრებლებს წყალი შეუწყდება:

    მთაწმინდის რაიონი 

    პოლიკარპე კაკაბაძე, კაკაბაძეები, ზალდასტანაშვილი, ზანდუკელი, ზ. ბოცვაძე, ე. გაბაშვილი, ვ. სარაჯიშვილი, 8 ბარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიზის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 2 შესახვევს, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, გალის, თერგის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიჭის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდა, ყიფიანის, არსენას, ზაალ ქიქოძე, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჯორდანიას, ინფოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინა, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის ქ. თარხნიშვილის ქ. ჯანაშიას ქ. ტატიშვილის ქ. მილორავას ქ. ჩირგაძის ქ. გურგულიას ქ. ალ. მაჭავარიანის ქუჩებს.

    კრწანისის რაიონი 

    პუშკინის, აბესაძის, ხოსპიელის, კუპტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანი, ასკანის, ორპირი, სამღებრო, გორგასლის, ღვინის, გუნიას ქუჩებს.

    საბურთალოს რაიონი 

    დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, კეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, და იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას ქ, პეკინის ქ    N3  დან N5-ის და N2-დან N10 -ის ჩათვლით, ალექსიძის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ბალანჩივაძის, იყალთოს გორის ქუჩა, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის,  ვაჟა-ფშაველას 1-23,  ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, ქართველიშვილის, შევარდენიძის, ქუთათელაძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის, ასლანიძის, აკურის, მიროტაძის ქუჩებს.

    ვაკის რაიონი 

    ჯანაშვილის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის ქ, ფალიშვილის ქ, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზ, აბაშიძის, ამირეჯიბის, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, ჟვანიას, მცხეთის, მარუხის გმირების,  აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის ქ.  ბურკიაშვილის, არაყიშვილის,  მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ავალიშვილის ქუჩებს.

    ჩუღურეთის რაიონი 

    მარჯანიშვილის ქუჩას და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.

  • არ ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდება – ზურაბ ჯაფარიძე

    არ ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდება – ზურაბ ჯაფარიძე

    პარტია ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რადგან შემოდგომაზე სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე შემოტევა იქნება და მთავრობა ამას გამოიყენებს.

    ,,არ ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება. იმიტომ რომ შემოდგომაზე , პრაქტიკულად, გარანტირებულად იქნება კორონას მეორე შემოტევა და ვერ ვხვდები, რა დაუშლის ხელისუფლებას, რომ თქვას, რაღაცა კატასტროფის წინაშე ვდგავართ, აბა ახლა შევიკეტეთ სახლში და საარჩევნო უბნებზე ბევრი ხალხის შეკრება შეუძლებელიაო და ა.შ. , შესაბამისად, არჩევნები აღარ ჩატარდება”,- ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

    მისივე თქმით, არჩევნების არჩატარებით ქართული ოცნების მთავრობა ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგრძლივებს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ შემდეგ არჩევნებს მაინც მოიგებენ.

    ,,მე მგონია რომ მათ აქვთ სრული განცდა, რომ თეთრ ცხენზე სხედან და მიაჭენებენ, მათ შეძლეს და სრულიად განადგურებული რეიტინგი წამოწიეს ზემოთ. პრაქტიკულად, მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხალხმა დაარქვა კიდეც უუნაროები, აი ამ უუნარობიდან უცებ ახლა შეიქმნეს იმიჯი, რომ ვითომ არიან ყველაზე ეფექტური მებრძოლები ვირუსთან, ვითომ უკეთესად ებრძვიან ვირუსს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

    კონკრეტულმა პოლიტიკურმა ფიგურებმაც კი, რომელსაც გარეთ არ გამოეყოფოდათ თავი, შეძლეს რეაბილიტაცია. ამიტომ მგონია, რომ მათ წარმოდგენაში ეს რეალობა არის ისეთი, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიგებთ არჩევნებს და ბარემ ,მოდი, გავახანგრძლივოთ ნახევარი წლით და 1 წლით და შემდეგ მოვიგოთ”,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

  • უაზრო შეზღუდვები, რომელსაც არანაირი ეფექტი და შედეგი არ აქვს, უნდა მოიხსნას – კაპანაძე

    უაზრო შეზღუდვები, რომელსაც არანაირი ეფექტი და შედეგი არ აქვს, უნდა მოიხსნას – კაპანაძე

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესდა, ეკონომიკას აჩერებს და არანაირი ეფექტი არ აქვს, ამიტომ უნდა მოიხსნას.

    ,,ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ის, რომ უაზრო შეზღუდვები, რომლითაც შეაჩერეს ეკონომიკა და რომელსაც არანაირი ეფექტი და შედეგი არ აქვს, მოიხსნას, მაგალითად: „კომენდანტის საათი“, ასევე, მანქანებში ოჯახის წევრების ჩასხდომაზე დაწესებული უაზრო შეზღუდვები, ასევე კონკრეტული სიის განსაზღვრა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის წარმოება.

    ესენი უნდა იყოს სასწრაფოდ შეცვლილი და ამისთვის მივმართეთ მათ გუშინ, რომ ეს გააკეთონ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ უკვე სწრაფად გადადგან ნაბიჯები ეკონომიკის ამოძრავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზეც კონკრეტული წინადადება გვაქვს გაკეთებული და ასევე, სოციალური დახმარების პროექტებთან დაკავშირებითაც კონკრეტული წინადადება გვაქვს მიცემული“, – განაცხადა კაპანაძემ.

    მისივე თქმით, აუცილებელია, საპარლამენტო ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, რათა მოხდეს იმ თანხების საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად იხარჯება.

    ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი 22 მაისამდე გრძელდება. აკრძალულია ავტომობილში მძღოლის გვერდითა სავარძლით გადაადგილება, ასევე 3 ადამიანზე მეტის ჩავშეყრა. ჩაკეტილია ქვეყნის 4 ყველაზე დიდი ქალაქი: რუსთავი, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. შეზღუდულია საქალაქთაშორისო გადაადგილებაც.

  • “ეპიდემიოლოგებმა თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებებისგან“–ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

    “ეპიდემიოლოგებმა თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებებისგან“–ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან.

    გთავაზობთ განცხადებას სრულად:

    “განცხადება მუსლიმი სასულიერო პირების დადანაშაულებაზე

    1 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, მოსახლეობა პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. 2 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მარნეულში იმყოფებოდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას, მან მუშევანში მოხდარი ფაქტის შესახებ თქვა, რომ შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი, ხოლო მუსლიმი სასულიერო პირები დაპირისპირების მართვაში დაადანაშაულა: “ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს”. ადგილობრივმა სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ამ ინციდენტთან კავშირი არ აქვს და მისთვის გაუგებარია, რატომ დაადანაშაულეს.

    მოგვიანებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა საჭიროებას, რელიგიური ლიდერები მეტად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებთან საგანმანათლებლო და განმარტებით მუშაობაში: “ბოდიშის მოხდა არ მიჭირს არასდროს და შემიძლია მოვიხადო კიდეც, თუ ასეთი რამე წამომცდა იქ. თუ ეს ფრაზა ჩემ მიერ იქნა გამოყენებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“. 

    როგორც ცნობილია, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შეიზღუდა მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა. კარანტინის გამოცხადებისთანავე, გამძაფრდა სიძულვილის ენა და ქსენოფობია ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. ადგილობრივები მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.

    რაც შეეხება მუსლიმ სასულიერო პირებს, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მათ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მთელი საქართველოს მასშტაბით უარი თქვეს სამლოცველოებში შეკრებაზე, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარებას სთავაზობენ.

    მუსლიმები საქართველოში სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან. სახელმწიფო უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანების ავტონომაში და უფლებების დაცვის ნაცვლად, უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელძღვანელი შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და მის მიმართ გამოძიება საბოტაჟის ბრალდებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ.

    მივმართავთ

    საქართველოს ხელისუფლებას

    • გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა;
    • შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს;
    • უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული და პროაქტიული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

    ეპიდემიოლოგებს  

    • მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ეპიდემიოლოგებმა, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან. მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.
  • COVID-19-ით დაღუპული მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა – ტურძელაძე

    COVID-19-ით დაღუპული მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა – ტურძელაძე

    თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით მე-9 გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერიდანაა.

    მისი ინფორმაციით, 58 წლის გარდაცვლილი ქალი, რომელსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და დღეს გარდაიცვალა, სპორტსმენის დედაა.

    “აპარატზე იყო, კარგა ხანია ჩვენთან არის. უმძიმესი პაციენტი იყო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის კლასტერთან დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა,” – განაცხადა ლალი ტურძელაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

    ცნობისთვის, 33 წლის სპორტსმენი აპრილის დასაწყისში დაინფიცირდა. ის სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და სოფელში იმყოფებოდა, რის გამოც კლასტერი ჩამოყალიბდა და  რამდენიმე ათეული ადამიანი კარანტინსა ან თვითიზოლაციაში გადავიდა.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 6 ადამიანი განიკურნა, სულ 221

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 6 ადამიანი განიკურნა, სულ 221

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

    დღეს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, საერთო რიცხვი კი 221-ს შეადგენს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 589 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 9 პაციენტი.

  • როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-9 პაციენტის მდგომარეობა – რატიანის განმარტება

    როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-9 პაციენტის მდგომარეობა – რატიანის განმარტება

    თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი “დაახლოებით, 60 წლის” ქალი იყო.

    მან მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ რომ პაციენტი კლინიკაში სამ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდა და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

    „მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

    მისივე თქმით, “ჩატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო და რამდენიმე წუთის წინ, ქალი გარდაიცვალა”.

    დღეს კორონვირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საქართველოში ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

  • საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

    საქართველოში კორონავირუსით სულ 9 ადამიანი გარდაიცვალა.

    3 მაისის მონაცემებით, ინფიცირების 598 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

  • მდიდარი ქვეყნებიც არ აკეთებენ იმას, რასაც ღარიბი საქართველო, რესურსებს უყაირათოდ ვხარჯავთ – კავკასიძე

    მდიდარი ქვეყნებიც არ აკეთებენ იმას, რასაც ღარიბი საქართველო, რესურსებს უყაირათოდ ვხარჯავთ – კავკასიძე

    მედიცინის დოქტორი და ქართულ-ამერიკული კლინიკის მენეჯერი გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ საქართველო რესურსებს უყაირათოდ ხარჯავს, რადგან ინფიცირებულ მსუბუქ ან უსიმპტომო პაციენტებს კლინიკაში ათავსებს.

    ,,მდიდარი ქვეყნებიც კი არ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებს ღარიბი საქართველო. ჩვენ არაყაირათიანად ვხარჯავთ რესურსებს. მაგალითად, არცერთ დასავლეთ სახელმწიფოში კოვიდ დადასტურებულ უსიმპტომო ან მსუბუქ პაციენტს არ ათავსებენ კლინიკაში, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან 551 პაციენტი არის კლინიკაში, რისთვის, სიმართლე რომ გითხრათ, გაუგებარია. ახსნა არის – დაკვირვების ქვეშ. მე ვერ ვიგებ, რას აკვირდებიან. თუ ადამიანი არის უსიმპტომო დაინფიცირებული, ყველაზე კარგი საშუალება არის სახლში იზოლაცია”,- განაცხადა კავკასიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში.

    მან მთავრობის ეკონომიკურ გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ საქმიანობის განახლება უნდა შეძლონ. 

  • საგანგებო ძალიან გახანგრძლივდა, ხალხი მოეშვა, მათ შეზღუდვებში მუდამ ვერ ვამყოფებთ – კავკასიძე

    საგანგებო ძალიან გახანგრძლივდა, ხალხი მოეშვა, მათ შეზღუდვებში მუდამ ვერ ვამყოფებთ – კავკასიძე

    მედიცინის დოქტორი და ქართულ-ამერიკული კლინიკის მენეჯერი გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ძალიან მალე გამოცხადდა, რის გამოც ხალხი მოეშვა. მისი თქმით, მუდმივად შეზღუდვებისა და კარანტინის რეჟიმში ხალხის ყოფნა შეუძლებელია, რადგან ის მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

    ,,ჩემი აზრით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ძალიან ადრე გამოცხადდა. იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე საჭირო იყო. ჩემი ანგარიშით, სადღაც 10 აპრილს უნდა გამოცხადებულიყო. რა მოხდათ იცით?! იმის გამო, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი ძალიან გახანგრძლივდა, ხალხი მოეშვა. შეზღუდვებში და საგანგებო მდგომარეობაში ხალხს მუდამ ვერ ამყოფებ, წარმოუდგენელია, ეს მოქმედებს ფსიქიკაზე, ეს მოქმედებს ემოციურად, იმუნიტეტზე, იმუნიტეტი პირდაპირ არის დაკავშირებული ფსიქიკურ მდგომარეობაში და ის ეცემა. ამას ემატება ეკონომიკური მდგომარეობა”,- ამბობს კავკასიძე.

    მისივე თქმით, სახელმწიფომ ხალხმა არ უნდა დააშინოს, არამედ უნდა აუხსნას, თუ რა საფრთხის წინაშე დადგებიან, თუ გულგრილად მიუდგებინ ვირუსს.

    კავკასიძე ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკის გახსნის გეგმა დროში გაწელილი და არარეალისტურია, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ საქმიანობა ეტაპობრივად უნდა დაიწყოს, ხოლო რისკჯგუფებზე ყურადღება გაძლიერდეს.

    ,,ჩვენ არ გვაქვს საქართველოში ეპიდემია. ის ხალხი, რომელიც არ არის ინფიცირებული და შეუძლია ეკონომიკური საქმიანობა, უნდა მიეცეთ ამის საშუალება, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მაგრამ არც ისე დროში გაწელილად, როგორც გეგმით წარმოგვიდგინეს. ასე მგონია, 1 თვეში ჩვენ თუ ეკონომიკა არ ამოვქოქეთ, იმდენად ღრმა უფსკრულში ჩავვარდებით, რომ იქიდან ამოსვლა იქნება ძალიან რთული, მეტისმეტად რთული”,- უთხრა გიორგი კავკასიძემ ტვ პირველს.