Category: ახალი ამბები

  • 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელსაც აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული – ეზუგბაია

    1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელსაც აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პაციენტი ინფექციურში მოთავსებული სხვა პაციენტის კონტაქტია და მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.

    “გვაქვს 593 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 215 გვყავდა, დაგვემატა 8 და არის 223. დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში 361 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან შემოვიდა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მყოფი პაციენტის კონტაქტია. ამ ეტაპზე ჩვენ გვიწევს 55 დადასტურებული შემთხვევა და გუშინ დაგვემატა 2 გამოჯანრმრთელებული, ჩვენი ცენტრიდან უკვე 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტს, მისი თქმით, ამ პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება.

    “გვყავს კვლავ 1 კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული, მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანარსებული დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე ჯერჯერობით, მდგომაროების სტაბილიზირება ვერ ხერხდება და ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება. 7 მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ორი დღის განმავლობაში მათი დინამიკა გაუარესებისკენ არ არის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

  • რუსეთის არმიაში 1254 სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებულია 1228 კურსანტი

    რუსეთის არმიაში 1254 სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებულია 1228 კურსანტი

    რუსეთის არმიაში კორონავირუსი 1254 სამხედროს, სამხედრო სასწავლებელში კი 1228 კურსანტს დაუდგინდა, – ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.

    „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში უწყვეტი ტესტირების მანძილზე, მარტიდან სამ მაისამდე პერდიოში, 1254 სამხედროს დაუდგინდა კორონავირუსი. 344 მათგანი თავდაცვის სამინისტროს საავადმყოფოებში გადის მკურნალობას, 375 იზოლაციაში იმყოფება, 13 მათგანი სახლშია იზოლირებული, ხოლო 157 გამოჯანმრთელდა“,-ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 134 687 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 1280 ადამიანი ემსხვერპლა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 4-ით გაიზარდა და 593 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4830 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521 პირი.

    ინფორმაციისთვის, 593 ადამიანიდან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების  „რემდესივირით“ მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „ა.წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით აშშ FDA-მ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური რეკომენდაცია აშშ FDA-იმ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტ – ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება  COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ.

    პრეპარატ რემდესივირზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი  თავის დროზე  შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead Science-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.

    ა.წ. 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა Anthony Fauci-იმ განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რემდესივირის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდდა წინასწარი მონაცემებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ რემდესივირით მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი რემდესივირი შესაძლოა COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.

    შესაბამისად, აშშ FDA, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რემდესივირს COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს. თუმცა ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ.

    წყარო: https://www.medscape.com/viewarticle/929685

    https://www.cbsnews.com/news/fauci-remdesivir-coronavirus-treatment/“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

  • “მეუფე იობს ჰომოსექსუალი მღვდლების შავი სია აქვს და საპატრიარქოს ატერორებს“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

    “მეუფე იობს ჰომოსექსუალი მღვდლების შავი სია აქვს და საპატრიარქოს ატერორებს“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

    თეოლოგები ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ყოველივე ეს საპატრიარქოს მხრიდან უყურადღებობით არის განპირობებული. მათი განმარტებით, წლების განმავლობაში, არ ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც „ანაფორას იყვნენ ამოფარებულნი“.

    ტვ ფორმულასთან თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის გავლენებზეც საუბრობს. მისი თქმით, მეუფე იობს სასულიერო პირებზე გარკვეული კომპრომატები აქვს და ამის გამო, საპატრიარქო მას არ ეხება.

    „თვითონ ეპარქიის ხელმძღვანელმაც სცადა, რომ ყველაფერი მიეჩქმალა. თავდაპირველად ყველა ყველაფერს უარყოფდა მაგრამ წარმოიდგინეთ, თვით მეუფე იობიც კი გახდა იძულებული, რომ ეს საკითხი ეღიარებინა. საპატრიარქოს უბრალოდ თავის გასამართლებელი ფორმალური საფუძველიც აღარ აქვს. რა შეიძლება ითქვას, როდესაც ბერები ნასვამ მდგომარეობაში, ბოდიში და,  „გონკაობენ“ გზაზე, უსაფრთდება ერთი ბერი და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრილავს მეორის მანქანას. საპატრიარქო არ არ ერევა იობის საქმეში. ის არის ერთ-ერთი ხელშეუხებელი ეპისკოპოსი, იმიტომ რომ ატერორებთ. მე ვიცი, რომ იობს აქვს ჰომოსექსუალი სასულიერო პირების ე.წ. შავი სია და ამით, ასე  ვთქვათ, ატერორებს საპატრიარქოს“, – განაცხადა გამრეკელაშვილმა.

    თეოლოგთა ნაწილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საეკლესიო სასამართლო არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ, საქმე სინოდის სხდომაზე განიხილონ.

    „მსგავს საკითხებს განიხილავს, ზოგადად, სინოდი, მაგრამ რამდენადაც სინოდის მოწვევა პროცედურებთან არის დაკავშირებული, ამიტომ უნდა არსებობდეს საქართველოში

    შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, არქიმანდრიტი საბა ჟღენტს რამდენჯერმე ესროლა რასაც წინ ურთიერთდაპირისპირება უძღვოდა. მამა დავით აქიაშვილს 29 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით აქიაშვილი მეუფე იობის შვილობილია. თუმცა მეუფე იობი დღეს აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც ის ნასვამი ნახა მისი შვილობილი აღარ არის.

  • პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ხელახლა ქორწინდებიან

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ხელახლა ქორწინდებიან

     

    მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფლებამოვალებებზე უარი თქვას ზეიმისთვის ემზადებიან. დასავლური ტაბლოიდების ინფორმაციით მეგან მარკლმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაყვეს ცოლად პრინც ჰარის.

    ცერემონიალი აშშ–ში ჩატარდება, სადაც წყვილი ცოტა ხნის წინ მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა. ამბობენ, რომ ეს ზეიმი წყვილისთვის მათი ოჯახის ახალი ფურცლის დაწყებას ნიშნავს, თუმცა არა მხოლოდ ამას. ამგვარად პრინცი ჰარი ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს, რომლითაც უპრობლემოდ იმუშავებს.

    წყვილი აპირებს ცერემონიალი კაილფორნიაში, ოკეანის სანაპიროზე გამართოს. ამჯერად ცერემონიალზე დასწრებას ისინიც შეძლებენ, ვინც ბრიტანეთში გამართულ სამეფო ქორწილს ვერ დაესწრო.

    შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ქორწილი 2018 წლის 18 მაისს შედგა. ის 32 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. ინსაიდერების ცნობით მეგან მარკლს ქმარზე უდიდესი გავლენა აქვს. სწორედ ეს არ მოსწონთ ჰარის ძმას, პრინც უილიამს და მის ცოლს, ქეით მიდლტონს.

  • საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

    საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

    აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 4 მაისს, 00:04 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 4,4 მაგნიტუდა შეადგინა

  • საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობის განახლებას არ აპირებს

    საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობის განახლებას არ აპირებს

    საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს ოპოზიციის მოთხვონაზე და საგანგებო ორგანიზაციის დასრულებამდე საპარლამენტო საქმიანობის განახლების საჭიროებას ვერ ხედავს. პარლამენტი 22 მაისამდე მუშაობას არ განაახლებს. დეპუტატები მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიკრიბებიან.  უმრავლესობაში ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა და “ქართული ოცნების” დეპუტატები ამ ეტაპზე ამ პრობლემებთან ბრძოლით არიან დაკავებული.

    ოპოზიცია ითხოვს  პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ხელისუფლება პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს და სწორედ ახლა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ორგანომ მისი მთავარი ფუნქცია შეასრულოს.

    “ქართულ ოცნებას” დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა.პარტიაში თვლიან, რომ ახლა, როცა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა სოლიდურ თანხას ხარჯავს და საგარეო ვალებს იღებს, საპარლამენტო ზედამხედველობა აუცილებელია.

    საპარლამენტო მუშაობის აღდგენას ითხოვენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. მათი თქმით, ახლა საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანია და ის, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში რამდენიმე დეპუტატი მუშაობს,  პროცესებში პარლამენტის ჩართულობას არ ნიშნავს.

    საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მეორე ვადით, 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

  • ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა მძღოლი

    ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა მძღოლი

    ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.

    სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • 20-მდე ტელევიზიამ აჭარის ტვ-ს ჟურნალისტების მხარდასაჭერად ეთერი 1 წუთით გათიშა

    20-მდე ტელევიზიამ აჭარის ტვ-ს ჟურნალისტების მხარდასაჭერად ეთერი 1 წუთით გათიშა

    დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 20-მდე მეტი ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა 19:00 საათზე ერთი წუთით ეთერი გათიშა.

    მაუწყებლების ეკრანებზე გამოჩნდა წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.

    სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ მაუწყებლები:TV პირველმა, კავკასიამ, მთავარმა არხმა, პალიტრამ, ფორმულამ, ტოკ ტვ-მა, მეცხრე არხმა, მარნეული ტვ-მ, თრიალეთმა, მეგა ტვ-მ, ბორჯომი ტვ-მ , გურიამ, მეცხრე ტალღამ, ოდიში ტვ-მ, იმერვიზია ტვ-მ და სხვებმა.

    ტელევიზიების აქციას არ შეუერთდნენ: იმედი, რუსთავი 2, პირველი არხი, მაესტრო.

    აქცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად, მედიაკოალიციის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენებაა.

    აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.