Category: ახალი ამბები

  • ერთ წელიწადში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 16,1%-ით გაიზარდა – საქსტატი

    ერთ წელიწადში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 16,1%-ით გაიზარდა – საქსტატი

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა.

    „საქსტატმა“ აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

    წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10 პროცენტი) და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი).

    ამასთან, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.

    “ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“.

  • როგორც კი კორონას გამო დაკეტილი საზღვარი გაიხსნება, თურქეთიდან რეაბილიტაციისთვის ევროპაში გადავიყვანთ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიაზე

    როგორც კი კორონას გამო დაკეტილი საზღვარი გაიხსნება, თურქეთიდან რეაბილიტაციისთვის ევროპაში გადავიყვანთ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიაზე

    ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

    როგორც ჯაბაურმა განაცხადა, გამსახურდია კვლავ თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, პაციენტის გადაყვანა ევროპაში სურდათ, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს ვერ მოხერხდა. როგორც ჯაბაური აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საზღვრებისა და საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ, მას ევროპაში გადაიყვანენ.

    „ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ცოტ-ცოტა კვებაც დავაწყებინეთ, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი იმიტომ, რომ დაზიანება დიდია და ჯერ კიდევ წინ ბევრი მკურნალობა ელის. ახლაც მკურნალობს თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში. რეაბილიტაციისთვის ევროპაში გვინდოდა გადაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა, ევროპამ უარი გვითხრა კორონავირუსის გამო. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და როგორც კი მიგვიღებენ, კორონას გამო დაკეტილი საზღვარი და საჰარეო სივრცე გაიხსნება, გადავიყვანთ.

    ცოტნეს დინამიკა არის დადებითი, ნელ-ნელა მივდივართ წინ. ყოველდღიურად, პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მივიწევთ და მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დადებითი დინამიკაა. წინ მიდის, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, თუნდაც ის, რომ კვება დავაწყებინეთ ცოტ-ცოტა, ეს უკვე ძალიან წინწადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ჯაბაურმა.

    ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

     

    წყარო : ipn.ge

  • მოქალაქეებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით სარგებლობა ხვალიდან ახალი პრინციპით შეეძლებათ

    მოქალაქეებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით სარგებლობა ხვალიდან ახალი პრინციპით შეეძლებათ

    გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. ახალი პრინციპი არის შემდეგი: იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭირო იქნება პორტალის MYGOV.GE-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    მისი განმარტებით, MYGOV.GE-ის გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე.

    „ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე ამ წუთიდან მოქმედებს და შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დროს ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში.

    დანარჩენი ყველა სერვისი იქნება მხოლოდ დაჯავშნის გზით, წინასწარ ელექტრონული რიგის მეშვეობით ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა საქართველოში ვირუსის შემოსვლამდე. ეს დროებით, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ჩვენ შევძლებთ კორექტირება გავაკეთოთ იმ ახალი წესის, რომელსაც დღეიდან გთავაზობთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე, შენობაში ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დროებით დაკეტილი დარჩება“, – განაცხადა წულუკიანმა.

  • ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება – გიორგი ვაშაძე

    ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება – გიორგი ვაშაძე

    „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება.

    გიორგი ვაშაძემ დღეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც მისი შეფასებით, ეკონომიკის სწრაფ ამუშავებასა და არაპროპორციული შეზღუდვების უმოკლეს დროში მოხსნას გულისხმობს.

    „საქართველოში კორონავირუსთან ერთად, ნომერ პირველი პრობლემა შიმშილია. დიახ, მასობრივი შიმშილი გვემუქრება, თუ იმ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. ჩვენს გუნდთან ერთად შევისწავლეთ მთელი მსოფლიოს გამოცდილება მსოფლიოს საუკეთესო ეკონომისტებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ის ალტერნატიული გზა, რომელიც მაქსიმალურად აგვარიდებს თავიდან სამუშაო ადგილების დაკარგვას და ქვეყანაში მასობრივ შიმშილს. უკვე 45-ე დღეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ჩაკეტილია. საქართველო დღეში კარგავს 100 მილიონ ლარს და ჯამურად, ჩვენ უკვე გავღარიბდით 4,5 მილიარდი ლარით ანუ, ფაქტობრივად, საქართველო ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტს კარგავს. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ხელისუფლების წარმოდგენილი გეგმით კიდევ 76 დღე გვექნება მსგავსი ტიპის შეზღუდვები ქვეყანაში. ეს კი ნიშნავს 6 მილიარდამდე ლარის დაკარგვას ქართული ეკონომიკისთვის, თან ეს გეგმა საერთოდ საზღვრების გახსნას არ ითვალისწინებს. ტყუილია, როცა გვეუბნებიან, რომ საქართველო პირველი იქნება, ვინც ამ შეზღუდვებს მოხსნის, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვეყნის შიგნით შეზღუდვების მოხსნა უკვე დაიწყო“, -განაცხადა მან.

    გიორგი ვაშაძის თქმით, მისი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის სამეტაპიანი გეგმა ითვალისწინებს 15 მაისიდან ეკონომიკური და ადმინისტრაციული შეზღუდვების მოხსნას ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, 1-ელი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნას წინასწარი ტესტირების პირობით და 15 ივნისიდან საჰაერო საზღვრების გახსნას ტურისტების მისაღებად.

    „4 ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს: პირველი ნაბიჯი ეს არის საქართველოს შიდა ეკონომიკის გახსნა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაწესება. საჯაროდ უნდა დაწესდეს ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები ყველა სექტორისთვის და აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს. მეორე ეტაპი – მინიმუმ 100 ათასი ტესტირება უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში იმიტომ, რომ საქართველოში ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნდობა იყოს. მესამე ნაბიჯი არის ტურისტების წინასწარი ტესტირება, როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან. მეოთხე ნაბიჯი ეს არის მასობრივი საინფორმაციო კამპანია ამ თვალსაზრისით. თუ ჩვენ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები“, – განაცხადა ვაშაძემ.

  • ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია, გაეწერა 13 წლის ბავშვი, რომელიც 24 დღის განმავლობაში იწვა

    ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია, გაეწერა 13 წლის ბავშვი, რომელიც 24 დღის განმავლობაში იწვა

    თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 13 წლის მოზარდი გაეწერება, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა და ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

    „კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი, აქედან 68 კორონადადასტურებულია. დღეს ეწერება 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია. გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის ბავშვი, რომელიც იწვა 24 დღის განმავლობაში. ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

  • შესაძლებელია, კვირის ბოლოს თბილისი და რუსთავი გაიხსნას – გიორგი გახარია

    შესაძლებელია, კვირის ბოლოს თბილისი და რუსთავი გაიხსნას – გიორგი გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში, თბილისი და რუსთავი გაიხსნება. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

    გახარიას თქმით, ხვალ, 5 მაისიდან გაიხსნება ბათუმი და ქუთაისი. მისივე თქმით, ამ ქალაქებში მოიხსნება ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე. პრემიერს არ დაუკონკრეტებია გულისხმობს თუ არა ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნას.

  • ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ

    ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ

    ხვალიდან, 5 მაისიდან, ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

    მისივე თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის.

    „მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ – განაცხადა პრემიერმა.

  • ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიას მუშაობის განახლების ნებართვა მიეცემა

    ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიას მუშაობის განახლების ნებართვა მიეცემა

    ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება.

    „გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან, ანუ ხვალიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას 5 მაისიდან. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანიის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, პასუხისმგებლობით მოეპყრან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების დ

  • ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება

    ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება

    ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება.

    „რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.