Category: ახალი ამბები

  • რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

    რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

    კორონავირუსით გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი იონა კარპუხინი. იუწყება რუსეთის საპატრიარქო.

    საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონია გახდა.

    მიტროპოლიტი იონა 2013-2016 წლებში ასტრახანის მიტროპოლიას ედგა სათავეში. 2016 წლიდან მიტროპოლიტი, რუსეთის ეკლესიის სინოდის თანხმობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გავიდა.

  • მოვუწოდებთ ბატონ მიხეილს,ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის –ტელეკომპანია კავკასია მიხეილ ცაგარელის განცხადებებს ემიჯნება

    მოვუწოდებთ ბატონ მიხეილს,ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის –ტელეკომპანია კავკასია მიხეილ ცაგარელის განცხადებებს ემიჯნება

    ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელობა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის გადაცემა “ჰოროსკოპში“ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ემიჯნება. ცაგარელმა 1 მაისის გადაცემაში კორონავირუსის პანდემია მასონების გლობალურ შეთქმულებას დააბრალა, რომლის მიზანი ადამიანების “დაჩიპვა“ და დამორჩილებაა. მის თეორიებს დიდი გამოხმარურება მოჰყვა.

    გთავაზობთ არხის განცხადებას მიხეილ ცაგარელის გადაცემასთან დაკავშირებით:

    “თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ განცხადება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 1 მაისს გასულ გადაცემა “ჰოროსკოპთან“ დაკავშირებით, რომელსაც უძღვება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

    ბოდიშს ვუხდით მაყურებელს იმ გაურკვეველი და დაუსაბუთებელი პროპაგანდისთვის, რაც ბატონმა მიხეილმა ჩვენი ეთერით შესთავაზა საზოგადოებას.

    ვწუხვართ, რომ გვიწევს ამ განცხადების გაკეთება, რადგან მრავალი წელია ბატონ მიხეილ ცაგარელთან გვაკავშირებს თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა, თუმცა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ამ უმძიმეს დროს ადამიანების მოწამვლა შავ–ბნელი პროპაგანდით და შეთქმულებების დაუსაბუთებელი თეორიებით იმდენად ზღვარგადასული ქმედებაა, რომ არ შეიძლება მისი შეფასების გარეშე დატოვება.

    დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ადამიანების რეალური ცოდნით და ინფორმაციით შეიარაღება გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, რაციონალური ქმედებები და გააზრებული ბრძოლა. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში მედიის როლი განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ ვწუხვართ, რომ ჩვენი ეთერის გამოყენება მოხდა სრულიად საპირისპირო მიზნით.

    ტელეკომპანია კავკასია კატეგორიულად ემიჯნება მიხეილ ცაგარელის გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებს, მოუწოდებს ბატონ მიხეილს, პატივი სცეს მაყურებელს და ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის“– ნათქვამია ტელეკომპანია კავკასიის განცხადებაში.

     

  • TIK TOK  ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

    TIK TOK ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

    პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების ( ვინაობა, ელექტრონული ფოსტა, ადგილმდებარეობა)   უკანონო შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას   CNN-ი ავრცელებს. 

    როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ  ბავშვთა პირადი მონაცემების შეგროვების გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ  TikTok ისეთ ინფორმაციას ინახავდა, როგორიცაა ბავშვების სახელები, მათი ელექტრონული მისამართები და ადგილმდებარეობა.

    Tik-Tok-ს  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. შარშან აგვისტოში, Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedance-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა. მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.

     

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2095 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2095 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1923 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0172 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5109 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5048 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული – მდინარაძე ოპოზიციაზე

    მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული – მდინარაძე ოპოზიციაზე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მოწოდებას, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს საქმიანობა.

    „როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დილეტანტიზმს, რომ არ იციან, საგანგებო მდგომარეობის არსი ან იმას, რომ მორიგ ჯერზე სპეკულირებენ იქედან გამომდინარე, რომ მათი ვორდინგი არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. ეს მაშინ ხდება, როცა კარგად იციან, რომ სამი ძირითადი მიმართულებაა პრიორიტეტული – კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც არათუ კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, არამედ უშუალოდ არის კრიზისი მენეჯმენტში ჩართული.”- განაცხადა მდინარაძემ.

  • “მივიღეთ მძიმე პაციენტი, რომელსაც არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა აქვს – გოფოძე

    “მივიღეთ მძიმე პაციენტი, რომელსაც არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა აქვს – გოფოძე

    რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მიიღეს მძიმე პაციენტი, რომელსაც არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე აქვს და ქირურგები ჩაერთვნენ მისი მკურნალობის პროცესში.

    “გუშინ ორი პაციენტი გადმოიყვანეს ჩვენთან დადასტურებული დიაგნოზით. მათ ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. ასევე, მივიღეთ სხვა მძიმე პაციენტიც, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები, არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე. დავიწყეთ ამ პაციენტის კვლევა. დღეს უკვე ქირურგები ჩაერთვნენ მისი მკურნალობის პროცესში, გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები და მერე სამკურნალო მანიპულაციები,“ – განაცხადა გოფოძემ.

     

  • Covid19: ევროპელები ქუჩაში გამოდიან.რუსეთში პიკია. ტრამპის სამწუხარო პროგნოზი. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში ბოლო 24 საათში

    Covid19: ევროპელები ქუჩაში გამოდიან.რუსეთში პიკია. ტრამპის სამწუხარო პროგნოზი. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში ბოლო 24 საათში

    ესპანელები შვიდი კვირის მანძილზე პირველად სასეირნოდ გამოვიდნენ. დონალდ ტრამპი აშშ–ში 100 000 გარდაცვლილს პროგნოზირებს, ახალ ზელანდიაში ბოლო დღეღამეში კორონავირუსით არცერთი ახალი დაინფიცრებული არ გამოვლენილა. ნახეთ ბოლო 24 საათის უახლესი ამბები მსოფლიოში Covid19-ის შესახებ.

    საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ბოლო 24 საათის განმავლობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე დაბალი დაინფიცირების მაჩვენებლის შესახებ იუწყებიან.

    სერბეთში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გაუქმდა. იხსნება სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები, თუმცა სოციალური დისტანცირების წესები ძალაში რჩება.

    ქვეყანაში შემოღებული კომენდანტის საათი ხუთშაბათს მთლიანად გაუქმდება. უახლოეს დღეებში ასევე აღდგება ავტობუსების და სარკინიგზო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით. მაისის ბოლოს კი ხელისუფლება აპირებს ზოგიერთი კომერციული რეისი დაუშვას.

    სერბეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 9000 ადამიანი. გარდაიცვალა 193.

    აშშს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს. ამასთან ის კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ მისი ადმინისტრაციის რეაგირება სიტუაციაზე არასაკმარისად სწრაფი იყო.

    აშშ მსოფლიოში დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ლიდერობს – 1.2 მილიონი დაინფიცირებული და 68 000–ზე მეტი გარდაცვლილი – ასეთია ბოლო მონაცემები.

    ორსაათიანი ონლაინ გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა უკვე ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა სამედიცინო საზოგადოება კვლავ ამტკიცებს, რომ ამისათვის მინიმუმ ერთი წელი იქნება საჭირო.

    რუსეთში ერთ დღეღამეში 10581 ახალი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ოდნავ ნაკლებია, ვიდრე წინა დღეს, როცა ქვეყანამ ახალ ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

    ყველაზე რთული სიტუაცია მოსკოვშია. რუსეთის დედაქალაქის საავადმყოფოებში ყოველდღიურად საშუალოდ 1700 პაციენტი შეყავთ. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ დაავადების პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

    ახალ ზელანდიაში კი  ბოლო 24 საათში პირველად პანდემიის პერიოდში ახალი დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

    ევროპა

    იტალიაში ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი რეგიონების ფარგლებში მცხოვრები ნათესავები მოინახულონ. იტალიის სხვადასხვა ნაწილებს შორის მიმოსვლა კვლავ შეზღუდულია. იტალიელებს ასევე უფლება მისცეს ქუჩაში სავარჯიშოდ გამოვიდნენ, იმ პირობით, რომ სოციალური დისტანცირების წესს დაიცავენ.

    სკოლები, კინოთეატრები, მაღაზიების დიდი ნაწილი კვლავ დახურულია. ბარები და რესტორნები მხოლოდ ივნისში გაიხსნება.

    ამ შაბათ–კვირას ესპანეთის მოსახლეობამ ბოლო 7 კვირის მანძილზე პირველად შეძლო ქუჩაში სავარჯიშოდ გამოსვლა. ადრე სახლების დატოვება მხოლოდ მაღაზიაში წასასვლელად და ძაღლის გასეირნების მიზნით იყო შესაძლებელი. თუმცა ესპანეთში 3 მილიონი ადამიანი სამსახურებში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაუშვეს. მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნიღბების ტარება ტრანსპორტში სავალდებულოა.

    საფრანგეთში 11 მაისიდან დაიწყება კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, თუმცა ეტაპობრივად.

    დღეიდან ლოქდაუნიდან ეტაპობრივად გამოსვლა დაიწყო პორტუგალიამაც. იხსნება ტანსაცმლის ზოგიერთი მაღაზია და ქალაქის პარკები. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 6 კვირა ცხოვრობდა.

    დანარჩენი მსოფლიო

    ჰონკონგში დღეიდან სამსახურებს დაუბრუნდნენ სახელმწიფო მოხელეები. იხსნება ბიბლიოთეკები, მუზეუმები და კაფეები, რომლებსაც ქუჩიდან ვაჭრობა შეუძლიათ.

    შეზღუდვების მნიშვნელოვანი შემსუბუქება დაიწყო ტაილანდში და ნიგერიის ორ ყველაზე დიდ ქალაქში – დედაქალაქ აბუჯაში და ლაგოსში. ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით კარანტინიდან გამოსვლის პირველი ფაზა ექვს კვირაზეა გათვლილი, რის შემდეგაც თუ სიტუაცია არ გაუარესდა, კარანტინის ზომების მოხსნა მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.

    ინდოეთში კარანტინიდან გამოსვლის მესამე ფაზა დაიწყო, რომლის ფარგლებში სამსახურში ბრუნდებიან დამლაგებლები, მზარეულები და სანტექნიკოსები. იხსნება კერძო კომპანიების ოფისები, თუმცა ერთდროულად შენობაში მხოლოდ პერსონალის 33%–ს აქვს ყოფნის უფლება. პატარა მაღაზიები, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ, მუშაობას იწყებენ.

    იორდანიაში მუშაობა დაიწყო აბსოლუტურად ყველა ბიზნესმა და წარმოებამ.

    ეგვიპტის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმისთვის სასტუმროების გახსნის ნებართვა გასცა, თუმცა იმ პირობით, რომ მათი დატვირთვა 25%–ზე მეტი არ იქნება.

    იაპონიის ხელისუფლებამ მთავრობის სხდომაზე ორშაბათს გადაწყვიტა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მაისის ბოლომდე გააგრძელოს. ქვეყანა ჯერჯერობით ტესტირების დამაკმაყოფილებელ დონეზე არ გასულა. მსხვილი ქალაქების საავადმყოფოები ჩივიან, რომ ვერ ერევიან პაციენტების რაოდენობას. თუმცა, იაპონიის საგანგებო მდგომარეობა მკაცრი არ არის და ის ძირითადად ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვას გულისხმობს.

     

     

     

  • „შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს, ეს გახდება იარაღი ეშმაკის ხელში“ – მეუფე საბას ქადაგება

    „შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს, ეს გახდება იარაღი ეშმაკის ხელში“ – მეუფე საბას ქადაგება

    „ შემოთავაზებული იქნება ვაქცინა რომელიც ადამიანებს დაიმონებს”, –  განაცხადა საკვირაო ქადაგებაზე ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც მეუფე ქადაგებისას აცხადებს  მოწოდება, რომ ” დარჩით სახლში”არის ეშმაკისეული.

    “დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს… ჯერ ყველაფერი შენიღბულია. ვირუსი რომელიც რეალურია, მაგრამ არა საბედისწერო.

    მოვა დრო, როდესაც ამ ყველაფერზე მასშტაბურად მოგვიწევს საუბარი. შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც არაიმდენად ვაქცინას მოემსახურება, არამედ ადამიანებს დაიმონებს. ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს. ფართოდ გაახილეთ თვალები და გახსენით გონება, კარგად მოისმინეთ ყველაფერი”, – აღნიშნა საკვირაო ქადაგებაზე ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (გიგიბერია).

  • ლევან ვასაძის თანამებრძოლი ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც თავის დაწვა სცადა, ფინანსურ დახმარებას სთავაზობს

    ლევან ვასაძის თანამებრძოლი ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც თავის დაწვა სცადა, ფინანსურ დახმარებას სთავაზობს

    ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი „ალტ ინფო“ მ ტრანსგენდერ ქალს ფინანსურად დაეხმარება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა.

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის თანამოაზრე, კონსტანტინე მორგოშიამ წერს.

    სოფო კილაძის სტუსზე 3 დღის წინ დავწერე აი ეს კომენტარი რაც ქვევით შემოგთვაზეთ 7 პუნქტად.( ანუ გადმოვაკოპირე)

    1) ტრანსგენდერი ქალი არა ვიცი რას ნიშნავს …. მაგრამ ეგ გამიტარებია.

    2) გულწრფელად შემეცოდა რადგან ცხადია რაღაც უჭირის …. (ნუ გარდა იმისა რაც ისედაც ჭირს)

    3) ნამდვილად არ მომწონს მზგავსი ადამიანების არც ცხოვრების წესი და არც მათი მორალი …. მაგრამ სასიკვდილოდ არავინ მემტება.

    4) რაც შეეხება მერიის დახმარებას …. მერია ეხმარება მოხუცებს და ეს კარგია  …. ნუ თუ ეგრეთწოდებულ ტრანსგენდერებს თუ ა.შ სხვებსაც დაეხმარება ….. კი ბატონი სიკეთეს არ ააქვს: საზღვრები და ლიმიტი …. მაგრამ ამავდოულად არც ომის ვეტერანები და სხვები უნდა დაგვავიწყდეს.

    5) მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი LGBT  პრაიდების და მზგავსი პროპაგანდის …. და ცხადია მომავალშიც ვიქნები ….. პირადული ზიზღი არავის მიმართ არ მაქვს: და არც მქონია … პირიქით გულწრფელად განვიცდი მათ ესეთ მდგომარეობას. მე ვეწინააღმდეგები LGBT  პროპაგანდას და არა ამ ადამიანებს …. პირიქით მათ ვუსურვებ ჯანმრთელობას და სწორი ცხოვრების წესისკენ შემობრუნებას.

    6) ჩვენ ალტ-ინფო ჯგუფი ამ პანდემიის დროს …. შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს, სხვა და სხვა სტრუქტურას თუ ორგანიზაციას დავეხმარეთ.

    7) ამიტომ თუ ვინმე ითავებს ამ ადამიანის დახმარებას და დაწერთ ანგარიშის ნომერს …. ჩვენ მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისა მზად ვართ ფინასურად დავეხმაროთ ამ განსაცდელში მყოფ პიროვნებას.

    მოკლედ იდეაში კი ყველა საღად მოაზროვნეს მარტივად უნდა გაეგო რაც ვთქვი და აბსოლუტურმა უმრავლესობამ კიდეც გაიგო. მაგრამ …. სამწუხაროდ ჩვენ ფლანგზე პორტირებული ნომრიანი აგენტების მიერ იმაზე გათვლილი პროვოკაციის შედეგად რომ ბევრი ტექსტს არ კითხულობს და მარტო სათაურს ეცნობა, ზოგიერთს კითხვები გაუჩნდა, ამიტომ ჩემი იმ სტატუსის მე-7 პუნქტს ( რომელიც მთლიანი კომენტარიდან კონტექსტიდან ამოჭრეს ცხადია მიზანმიმართულად ) რომლის “სქრინებსაც” ამ ტექსტის ქვეშაც ვდებ დამატებით დავღეჭავ თუმცა იდეაში საჭირო არაა. ეწ-ტრანსგენდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა და საზოგადოება გვქონდეს მაგათ უნდა ვმკურნალობდეთ. თუ ამ ხალხის ფსიქიკური რეაბილიტაციის ინიციატივა გაჩნდება ( რისი აუცილებლობაც სახეზე რომ არის, ის კადრები ვინც ნახა ყველა დამეთანხმება) ალტ-ინფო ჯგუფი მზადაა ამაში გინდ სახელმწიფოს და გინდ კერძო სტრუქტურებს ფინანსურად დაუდგეს მხარში.  ქრისტიანული პრინციპია ებრძოლო ცოდვას და არა ცოდვილს. არა-ლგბტ პროპაგანდას, კი- ტრანსგენდერების ფსიქიკურ რეაბილიტაციას.

    პ.ს გულწრფელ ხალხს ცხადია არ ვგულისხმობ და არც იმათ ვინც შეცდიმაში შეიყვანეს ….მაგრამ ყველა მიხვდა რაც მოხდა  ….. უბრალოდ ალტ-ინფო ყავს ყელში გაჩხერილი ამ ყველა დროზე მორგებულ აგენტურას და მათ მონა-შნირებს და რა ქნან?! )) ყველას კიდია ესენი კაი ხანია და რამით ხომ უნდა მიიპყონ ყურადღება )) აბა ისე ვინ მისცემს სასუსნავას⁉️ )))”- წერს კონსტანტიე მორგოშია.

  • ტესტის პასუხის მოლოდინში ამირან გამყრელიძე ფანჯარას არ შორდება – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

    ტესტის პასუხის მოლოდინში ამირან გამყრელიძე ფანჯარას არ შორდება – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პიარმენეჯერი ნინო მამუკაშვილი ავრცელებს ფოტოს, რომელიც გადაღებულია ლაბორატორიაში. ფოტოზე ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეა გამოსახული. ის, როგორც ჩანს, ლაბორატორიიდან პაციენტების შედეგებს ელოდება.

    “როგორ ელოდება” – წერს პიარმენეჯერი ფოტოზე.