Category: ახალი ამბები

  • ბოდიში მოიხადონ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა – აბაშიძე

    ბოდიში მოიხადონ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა – აბაშიძე

    ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა აბაშიძე ბოლნისში, სოფელი მუშევანის ინციდენტზე სოციალურ ქსელში მიერ მიერ გაკეთებულ კომენტარზე შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ რაც თქვა, ეხებოდა ყველას – აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს, საქართველოს ყველა მოქალაქეს.

    აბაშიძე ადამიანებს, ვინც ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა, ბოდიშის მოხდას სთხოვს.

    მის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

    ,,მეგობრებო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა მიმოწერამ ჩემს მეგობრებთან, ამიტომ, უპირველესად, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას უცენზურო სიტყვების გამო. მაგრამ, თავს ვალდებულად ვრაცხ განვმარტო ჩემი პოზიცია:

    ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია ეროვნული შუღლის გამღვივებელი! ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?).

    არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს- საქართველოს ყველა მოქალაქეს!

    ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.
    აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!

    რაც შეეხება აჟიოტაჟს, როგორც ჩანს ამ ვაი-პოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ქართული ანდაზისა არ იყოს „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია“.

    ასევე მოვუწოდებ ბოდიში მოიხადონ მათ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა”,- წერს ზაზა აბაშიძე.

    რამდენიმე დღის წინ ზაზა აბაშიძემ ერთ-ერთი პოსტის კომენტარში დაწერა , რომ მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები – “უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!”.

    ამის შემდეგ პარტია ევროპულმა საქართველომ ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნა და მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა.

  • ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ეზუგბაია

    ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსით ერთ-ერთი პირველი დაინფიცირდა და კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა.

    “ჩვენთან დღევანდელი დღის ჩათვლით 130-მა პაციენტმა იმკურნალა. აქედან 72 გვყავს გამოჯანმრთელებული. შემიძლია გითხრათ, რომ N5 პაციენტიც გამოჯანმრთელდა”, – თქვა ეზუგბაიამ.

    ამ პაციენტის შესახებ პაატა იმნაძემ 21 აპრილს ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველოში ერთი პაციენტი მკურნალობდა, რომელიც პაციენტების პირველ ხუთეულში შედიოდა, იყო პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე, თუმცა შემდეგ ისევ დადებითი აჩვენა ტესტმა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.

  • თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრდება, შესაძლებელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა – ცერცვაძე

    თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრდება, შესაძლებელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერვაძე ამბობს, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით რთული იქნება ტურისტული სეზონის გახსნა, თუმცა თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრდება, შესაძლებელი იქნება.

    ,,რთული საკითხია, ზაფხულში რამდენად იქნება შესაძლებელი ტურისტული სეზონის გახსნა. მაგალითად, იტალია ამბობს, რომ წლის ბოლომდე ვერ გახსნის. ასეთი მდგომარეობა რომ შენარჩუნდეს, ცოტა ძნელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა. აი, თუ მივაღწიეთ ჩვენ ახალი შემთხვევების რაოდენობის განახევრებას, მაშინ შესაძლებელი იქნება”,- თქვა თენგიზ ცერცვაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში”.

    1 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა.

    შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმ განმარტა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა შიდა ფრენების აღდგენაზე მსჯელობენ. 

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 240

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 240

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 ადამიანი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 604-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    საქართველოში კორონავირუსისგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი

  • “სააკაშვილის წარმატება უკრაინაში იქნება ამ ხელისუფლების ფიასკო“–გია ხუხაშვილი

    “სააკაშვილის წარმატება უკრაინაში იქნება ამ ხელისუფლების ფიასკო“–გია ხუხაშვილი

    რა მოტივები ამოძრავებს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით და რა შეცდომებს უშვებდა და უშვებს იგივე პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება. ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ზელენსკის სააკაშვილის დანიშვნის ორი მოტივი აქვს–ოლიგარქიულ სისტემასთან ბრძოლა და დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ხუხაშვილის აზრით სააკაშვილის უკრაინული წარმატება მისთვის შესაძლოა ფიასკოდ იქცეს:

    “უკრაინაში ჩამოყალიბებულია მდგრადი ოლიგარქიული სისტემა, რომლის დანგრევასაც ზელენსკიუკვე რამდენიმე წელია წარუმატებლად ცდილობს. მას აქვს ამასთან დაკავშირებით როგორც სისტემური, ისე პერსონალური პრობლემები, ხელისუფლებაში მყოფ ფიგურებთან მიმართებაშიც კი. ეს არის ავაკოვი ხელისუფლებაში, ეს არის ჩრდილში მყოფი ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებენ დეპუტატების გარკვეულ რაოდენობას და აქვთ მექანიზმი, რომ არასასურველი გადაწყვეტილებები დაბლოკონ. ეს არის პოროშენკოს რევანშისტული გეგმები და ა.შ. გარდა ამისა, ზელენსკის აქვს მეორე პრობლემა. რთული ვითარებაა ეკონომიკაში და მას ჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვა და მან ჩათვალა, რომ ამაში გამოადგებოდა სააკაშვილი, გამოადგებოდა  ამ ოლიგარქიული სისტემის დასანგრევად.

    ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ რამდენად წარმატებულია რეფორმების თვალსაზრისით სააკაშვილი, მაგრამ ის რომ სისტემების ნგრევა მას შეუძლია, ეს ეჭვგარეშეა და ამ კუთხით ის ფიქრობს, რომ სააკაშვილი გამოადგება. თვითონ ჩადგება ამ ბრძოლებში არბიტრის როლში და ამით გარკვეულ შედეგებს მიიღებს.

    გარდა ამისა, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს 2003 –2006 წლებში სააკაშვილმა შექმნა ერთგვარი რეფორმატორის ბრენდი, დასავლეთი მას თვლიდა წარმატებულ პროექტად შესაბამისად მისი ჩართვა რეფორმების თვალსაზრისით საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომლებმაც ფული უნდა გამოყონ და რესურსები მისცენ უკრაინას არის პლუსი და შესაბამისად ეს ორი ამოცანაა შესასრულებელი.

    ამასთან ერთად ზელენსკი ფიქრობს, რომ ის თამაშობს წაუგებელ თამაშს. თუ სააკაშვილი წარმატებული იქნა ზელენსკი დარჩება მოგებული, თუ წარუმატებელი იქნა შესაბამისად ის ერთ პრობლემას მისი სახით მოიშორებს და მეორეს მხრივ მისი მტრებიც ამ ბრძოლებში დასუსტდებიან.

    რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მან სააკაშვილთან მიმართებაში მთელი მართლმსაჯულების სისტემა ფარსად აქცია. თავიდანვე შეცდომები დუშვა, როცა პირველი საქმე მის წინააღმდეგ წამოიწყო არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით და  ამით ფაქტობრივად იმის მაგივრად, რომ სააკაშვილი დასჯილიყო მას შეუქმნა ალიბი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

    რატომ მოიქცა ასე საქართველოს ხელისუფლება? ამდენად ბრიყვი იყო?  იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა მართლმსაჯულების აღსრულება მისი ამოცანა. მას ჭირდებოდა  სააკაშვილი არა ციხეში, საქართველოში, რასაც თვლიდა რომ მისთვის თავის ტკივილი გახდებოდა, არამედ  მას ჭირდებოდა სააკაშვილი სადღაც უცხოეთში მოხეტიალე, რომლისგანაც  არჩევნების წინ შექმნიდა მუდმივად მტრის ხატს, გამოაცხადებდა მორიგ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლას და ამით მოიგებდა. პრინციპში ასეც ხდებოდა წლიდან წლამდე. ჩვენ ვუყურებთ, რომ სააკაშვილის გამოჩენით შეშინებული ამომრჩეველი მიდიოდა, დაეწყობოდა და ხელისუფლებას აძლევდა ხმას ამ ორპოლუსიანობის პირობებში. მაგრამ თუ მოხდა სააკაშვილის ინსტიტუციონალიზაცია სხვა ქვეანაში და მითუმეტეს, თუ ღმერთმა არ ქნას ის იქნა წარმატებული, ეს ხელისუფლებისთვის იქნება დიდი ფიასკო ორი  მიზეზით: ერთი რომ მათ მგელი, მგელის ძახილის რესურსი აღარ ექნებათ, სისულელე იქნება იმის ძახილი, რომ ჩამოვა და რაღაც კოშმარებს დაატრიალებს და მეორე ის, რომ ჩვენი ხელისუფლების წარუმატებლობის ფონზე განსაკუთრებით სოციალურ რისკებთან დაკავშირებით მისი წარმატება იქნებოდა მათთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი მომავალ არჩევნებზე. ეს არის მთელი ისტორია. ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ რთულად არის საქმე, მაგრამ საქმე ძალიან მარტივად არის “ – ამბობს გია ხუხაშვილი.

  • რუსეთში  Covid19-ით ინფიცირების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია – CNN

    რუსეთში Covid19-ით ინფიცირების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია – CNN

    რუსეთში Covid19-ით ინფიცირების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია, – ამ სათაურით აქვეყნებს ცნობილი ამერიკული გამოცემა CNN სტატიას.

    „ეს საშიშ პოლიტიკურ მომენტს უქმნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ახალ გამოკითხვაში, რომელიც დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“ გამოაქვეყნა, რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა – 46%-მა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიზისს ადეკვატურად გაუმკლავდა. პანდემიამ  პუტინის საქმიანობის რეიტინგებსაც დაარტყა. მარტში „ლევადა“ ცენტრმა დაადგინა, რომ პუტინის რეიტინგი 63%-მდე დაეცა.  რეიტინგის ასეთი ვარდნა  მას 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია“, – წერს CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

    როგორც გამოცემა წერს, რუსეთში შაბათ-კვირას Covid19-ის დადასტურებულმა შემთვევებმა ყველაზე მაღალ რიცხვს 0 633 მიაღწია. ასევე უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც: გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ Covid-19-ის მსგავსი კრიზისი არასდროს უნახავს.

    მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის სახელმწიფოს მთავარი შემოსავლის წყაროა, ქვეყნის ეკონომიკას ორმაგი დარტყმა მიაყენა.

     

     

  • ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში,თუ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავს–მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

    ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში,თუ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავს–მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

    “კონკრეტული საქმიანობები, რომელთა აღდგენა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით იყო დაგეგმილი, ცოტა წინ გადმოვწიეთ და ეს ეხება სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო მასალების წარმოებას, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობას, ავტოტექმომსახურებას და ავტოსამრეცხაოებს, რაც განსაკუთრებით აწუხებდათ ჩვენს მოქალაქეებს“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

    მისი თქმით, ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ.

    „ყველა ეს ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა იმ პირობებში თუ ისინი დაიცავენ ჯანდაცვის  სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, როგორიცაა სამუშაო ადგილზე პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ. შესაბამისი სამსახურები, ბუნებრივია, პერიოდულად შეამოწმებენ, რამდენად იცავენ ეს ობიექტები სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

  • საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური შესაძლოა, გაიზარდოს

    საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური შესაძლოა, გაიზარდოს

    საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა ისაუბრა.

    როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.

    „იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

    კითხვაზე, თუ რამდენი პროცენტით, შეიძლება, გაიზარდოს სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, ქეთევან გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განსჯის საკითხია, რომელსაც ექსპერტთა საბჭოს შეკრება სჭირდება.

    „დღესდღეობით ერთიანი მიღებული ფასი, რომლითაც ყველა კლინიკა მუშაობს, არ არსებობს. ზოგი მაღალი, ზოგი საშუალო, ზოგი დაბალი ფასებით მუშაობს, მაგრამ იგივე ფასითაც რომ დატოვო ყველაფერი, მხოლოდ ეკიპირება აძვირებს.

    ჩვენ ვაპირებთ, განცხადებით მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. არ ვიცი პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

  • სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას – უკრაინული მედია

    სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას – უკრაინული მედია

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეში უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ უკრაინულმა გამოცემა  „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის წყაროზე დაყრდნობით წერს.

    „უახლოეს დღეებში მას დანიშნავენ. ჩვენ ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, რა თანამდებობაზე. ამის შესახებ პრეზიდნეტმა უნდა თქვას. შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ის მთავრობას დაეხმარება“ , – განაცხადა გამოცემის წყარომ.