Category: ახალი ამბები

  • გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს

    გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს

    გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს, – აღნიშნულის შესახებ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

    როგორც კაკაბაძე განმარტავს, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

    „მერაბ კობიაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 და 108-ე მუხლებით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ერთი ადამიანის განზრახ მკველელობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ბრალი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ჩვენ იმედი გვქონდა, როცა პროკურატურა რეალობას კარგად შეისწავლიდა, დევნას თავად შეწყვეტდა, თუმცა, ნაცვლად ბრალის შეწყვეტისა, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც აბსურდული და დასაბუთებელია, ისევე როგორც, მთლიანად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ სასამართლოში აუცილებლად მივაღწევთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის გამართლებას და მის მიმართ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება.

    საზოგადოების ყურადღება მინდა იმასთან დაკავშირებით გავამახვილო, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ სცემს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი წაქცეულ მერაბ კობიაშვილს და სახეში როგორ ურტყამ ხელებს, ფეხებს და როგორ აყენებს სხვადასხვა დაზიანებას. საქმეში სამედიცნო ინფორმაციაც არსებობს, თუ როგორი დაზიანება ჰქონდა კობიაშვილს მიყენებული. აღნიშნული არცერთი პირის მიმართ ბრალი წაყენებული არ არის და არცერთი მათგანი პასუხისგებაში მიცემული არ არის, თუნდაც ცემის მუხლით“, – აცხადებს კაკაბაძე.

    ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

  • ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად  და მდივნად დანიშნავენ ეს უკვე აღარ ვიცი – მდინარაძე სააკაშვილზე

    ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ ეს უკვე აღარ ვიცი – მდინარაძე სააკაშვილზე

    ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ ეს უკვე აღარ ვიცი. მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად „პიარშიკების” გარეშე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით.

    ამასთან, მამუკა მდინარაძე უკრაინის რადას სააკაშვილისთვის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის გამო მადლობას უხდის.

    „მე მინდა უკრაინის რადას და ჩვენს კოლეგებს, მათ უდიდეს უმრავლესობას, მადლობა გადავუხადო კეთილგონიერებისთვის და ჩვენი პოზიციის იმგვარად გაზიარებისთვის, რაც შემდეგ მათ ე.წ. სფიჩებშიც გამოიხატა. სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა ისე, რომ რადაში მისი კანდიდატურის განხილვა რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე და იმ თანამდებობაზე, რაზეც იყო საუბარი, არ მოხდა. ვერ დავიბრალებთ, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი მიმართვებიც იყო. ჩვენ ვუთხარით, კრიმინალის დანიშნვა არ შეიძლება მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაში რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე. ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ, ეს უკვე აღარ ვიცი. მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად „პიარშიკების” გარეშე. ამას იყო ის მიჩვეული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მოვიქეცით ისე და საქართველოს პარლამენტი მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს პარლამენტი მოიქცეოდა. ხვალ რას იზამენ და დღეს რას იზამენ, არ ვიცი. კონსულტანტის, მრჩევლის ან მდივნის თანამდებობაზე თუ გაამწესებენ, ეს ჩემი აზრით, გაცილებით მეორეხარისხოვანია,” – განაცხადა მდინარაძემ.

    თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნის გამო „ქართულ ოცნებას” შესაბამისი რეაქციაც ჰქონდეს.

    „ყოველ შემთხვევაში, ისეთ თანამდებობაზე თუ იქნება საუბარი, რომელიც „იგუგლება“ მაინც და დღეს ვიღაც პერსონაა იმ ადგილზე, მაშინ შეიძლება ჩვენ ჩვენი რეაქციებიც გვქონდეს და თუ ასე არ იქნება, მერე არ ვიცი, ალბათ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მდინარაძემ.

  • ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ოცნების” ოფისში მუშაობდა, მელანდებოდა თურმე – ჩუგოშვილი

    ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ოცნების” ოფისში მუშაობდა, მელანდებოდა თურმე – ჩუგოშვილი

    უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდა.

    ,,ძალიან გაკვირვებული ვარ, ამის გარდა ყველაფერს ველოდი, რაზეც მამუკამ ისაუბრა, მუშაობდა იქ ადამიანი და ვხედავდი და მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა უნდა ვთქვა. როდესაც მუშაობს ადამიანი, ფაქტია, იქ არის და უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში, ამას არ ველოდი ნამდვილად”,- ამბობს ჩუგოშვილი მდინარაძის განცხადებაზე.

    მდინარაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ Facebook-მა საკუთარ განცხადებაში , საქართველოს კონტექსტში, ერთადერთი პარტია, ნაციონალური მოძრაობა ახსენა და შესაბამისად, მათი ანგარიშები წაშალა, ხოლო კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან კავშირი არ აქვს.

    ,,ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნებიდან, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს”, — განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

    ცნობისთვის, Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

    Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

  • კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს –  მდინარაძე

    კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს – მდინარაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. ამასთანავე, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა რომ ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

    „რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება, ჩვენ გვახსოვს ნარატივები “ბოტების და ტროლების” ქარხანაზე და ა.შ. ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს. ის, ყველამ იცის და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია და ბევრი წელია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოებსაც წარმოადგენდა. მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვისაც და ვიცით, აქვს და ჰქონდა „ესპერსონა“ -ასეთი სააგენტო და ოპერირებდა მედია სივრცეში და მათ შორის, Facebook სივრცეში, მაგრამ “ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი, ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს ან რაიმე დავალება მის მიმართ “ქართული ოცნებიდან” არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება, ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    ცნობისათვის, „ფეისბუქმა“ მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანგარიშები წაშალა.

  • Facebook-მა ენმ-სთან დაკავშირებული გვერდები წაშალა, ყანდიაშვილს ,,ოცნებასთან” კავშირი არ აქვს – მდინარაძე

    Facebook-მა ენმ-სთან დაკავშირებული გვერდები წაშალა, ყანდიაშვილს ,,ოცნებასთან” კავშირი არ აქვს – მდინარაძე

    უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Facebook-მა საკუთარ განცხადებაში , საქართველოს კონტექსტში, ერთადერთი პარტია, ნაციონალური მოძრაობა ახსენა და შესაბამისად, მათი ანგარიშები წაშალა.

    “FACEBOOK-ს განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, ვინც ზიანი მიიღო პანდემიის დრო”, – ამბობს მდინარაძე.

    მისი მტკიცებით, კოკა ყანდიაშვილს, რომლის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული ანგარიშები ფეისბუქმა წაშალა, ,,ქართული ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.

    “მას [კოკა ყანდიაშვილს], როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა ესპერსონას სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქსივრცეში. ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნებიდან, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს”, — განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

    ცნობისთვის, Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

    Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

     

     

  • ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს ხსნიან

    ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს ხსნიან

    ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ მიაღწიეს შეთანხმებას, ერთმანეთთან საზღვრების გახსნის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ლატვიის პრემიერ მინისტრმა კრიშიანის კარინმსმა მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა.

    მისი განცხადებით, ვირუსის წარმატებით შეკავების შემდეგ, სამი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება 15 მაისიდან ამოქმედდება.

    სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს კი ორკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.

  • გავუმწარეთ სიბერე ადამიანს, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე შემოგვწირა  – მამა შალვა კეკელია

    გავუმწარეთ სიბერე ადამიანს, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე შემოგვწირა – მამა შალვა კეკელია

    ” გავუმწარეთ სიბერე ადამიანს, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე შემოგვწირა” – ამის შესახებ დეკანოზი მამა შალვა სოციალურ ქსელში წერს.

    „გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ქვეყნის იმედი უხუცესი პატრიარქი.

    ჩვენი ცოდვებით, გაუტანლობით, ერთმანეთის დამცირებით, შურით, შეურაცხყოფით, მტრობით, ჩაქოლვით, უსიყვარულობით და კიდევ არ ვიცი რამდენი რამე ჩამოვთვალო… გავუმწარეთ სიბერე ადამიანს, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე შემოგვწირა ჩვენ… ხმას არ იღებს… ჩვენთვის გამუდმებით ლოცულობს და ჩვენ!!! გრცხვენოდეს ერო რომელიც აძლევს უფლებას მავანს რომ ასეთი საშინელი ცოდვა დააბრალოს პატრიარქს…

    ყველა სუფრაზე პატრიარქის სადღეგრძელო ითქმის… ამდენი ადამიანი იძახის გვიყვარს პატრიარქი ჩემი სიცოცხლის წლებს მივცემდიო და მაშინ, როგორ გვიბედავენ ამის თქმას პატრიარქზე,“- წერს მამა შალვა.

  • როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა! – ილია მეორე

    როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა! – ილია მეორე

    თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

    პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ გიორგობა ეროვნული დღესასწაულია.

    „ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, ეს დღე საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები. პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისათვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. მეორე მაგიდა უკვე კულტურული ხალხისათვის. დიდი ზეიმი იყო, დიდი იმედი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია.

    წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ მას, წარმოთქვა სიტყვა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რასათვის დამიტევებ მე“. ხმა მოესმა გიორგის „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ“, ეს მაცხოვრის სიტყვებია. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსიფიოლს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა: „ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ“, – ბრძანა პატრიარქმა.

    ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო განიცდის იმას, რაც დღეს ხდება.

    „მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები, დაკეტილია მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს, მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს.

    ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი “, – ბრძანა პატრიარქმა.

  • ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

    ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

    ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ 30 აპრილს რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.

    „ის კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა და ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,“- აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა.

    მისივე თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი გამოვლენია და იზოლაციაში იმყოფებიან.

  • ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა – რატიანი

    ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა – რატიანი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

    როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკიდან გაეწერა ერთი მედპერსონალიც, ხოლო კიდევ რამდენიმე მედიკოსი კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება.

    „ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაგზავნილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ტესტი, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.

    რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენ კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა და რამდენიმე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც გავა პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

    მისი თქმით, ბოლო პერიოდში ტესტირების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა,

    „ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“,- განაცხადა რატიანმა.