Category: ახალი ამბები

  • არ ვარ ,,ქართული ოცნების” თანამშრომელი, პარტიას ხშირად ვსტუმრობ – კოკა ყანდიაშვილი

    არ ვარ ,,ქართული ოცნების” თანამშრომელი, პარტიას ხშირად ვსტუმრობ – კოკა ყანდიაშვილი

    სააგენტო ეSპერსონას დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ტელევიზიას ჩამოაშორა, თუმცა მედია საშუალებების შექმნასა და ხალხისთვის სიმართლის თქმას ვერავინ აუკრძალავს.

    მისივე თქმით, ქართული ოცნების თანამშრომელი არ არის და არც ყოფილა, თუმცა პარტიაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მას ხშირად სტუმრობს.

    ,,2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ”,- აცხადებს ყანდიაშვილი.

    ის თავისი გვერდებისა და ანგარიშების წაშლას იმით ხსნის, რომ ,,ადგილობრივმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ორგანიზაციებმა” ,,Facebook”-ს კვლევის მასალები მიაწოდეს, სადაც კვლევის სამიზნე ის და მისი სააგენტო ეSპერსონა იყო.

    ,,ესპერსონა» დამოუკიდებელი მედია პლატფორმაა, რომლის საქმიანობაც კარგადაა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს www.espersona.com და თავად ნახავთ. რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს «კვლევის» მასალები ფეისბუქს, თავად «კვლევის» სამიზნედ პირადად მე და «ეS პერსონა» ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო.

    მინდა აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან,  გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა”,- აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

  • გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი მაისის მეორე ნახევრიდან განახლდება

    გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი მაისის მეორე ნახევრიდან განახლდება

    გერმანია მაისის მეორე ნახევრიდან გეგმავს ბუნდესლიგის მატჩების, ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებთან ონლაინკონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

    “მაისის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება თამაშების განალხება ჰიგიენის წესების დაცვით”, – განუცხადა კანცლერმა ჟურნალისტებს.

     

  • პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

    პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

    აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

    რო­გორ CNN წერს, პროფესორი  COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნას­თან ახ­ლოს იყო.

    ბინგ ლუ თა­ვის მშობ­ლი­ურ სახ­ლში პო­ლი­ცი­ამ შა­ბათს იპო­ვა. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვის, ყე­ლი­სა და ტა­ნის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, ლუს სახ­ლთან მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი და­უდ­გე­ნე­ლი პირი იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის თავ­დამ­სხმე­ლია, რო­მელ­მაც ჯერ პრო­ფე­სო­რი მოკ­ლა, ხოლო შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა.

    “გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მკვლე­ლო­ბა მის წარ­მო­მავ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს“. – ამ­ბობს დე­ტექ­ტი­ვი ბრა­ი­ან კოჰლ­ჰე­პი.

  • ცდილობენ, ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანონ – გია ვოლსკი

    ცდილობენ, ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანონ – გია ვოლსკი

    უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანეს, რომელზეც არ არის გარკვეული ჯერ, ,,დაარღვია რამე თუ არ დაარღვია”.

    მისი თქმით, ყანდიაშვილი მათი მხარდამჭერია, რომელმაც შეიძლება გადააჭარბა რეგულაციების, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფეისბუქმა ნაციონალური მოძრაობის მართული ანგარიშები წაშალა.

    ,,ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე, რომელმაც კიდევ არ ვიცით დაარღვია თუ არ დაარღვია, მაგრამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას მხარს უჭერს, ფეისბუქი თავად იძლევა შესაძლებლობას შექმნა პლატფორმები, მოიზიდო ხალხი, შექმნა ჯგუფები, თუმცა შეიძლება, რომ დაარღვიო და გადასცდე რეგულაციებს.

    ტრაგედია ისაა, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიჩნევს კანდიდატად თავს ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლოაბაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა, აი, ამ ფეისბუქის თუ სხვა მორალურ-ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში”, — თქვა გია ვოლსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ყანდიაშვილს ,,ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.

    მდინარაძის მისმა ორმა ყოფილმა თანაგუნდელმა, თამარ ჩუგოშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა უპასუხეს, რომ ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდნენ. 

    ცნობისთვის, Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

  • პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობდა, ,,ოცნების” ოფისში არაერთხელ მინახავს – ცქიტიშვილი ყანდიაშვილზე

    პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობდა, ,,ოცნების” ოფისში არაერთხელ მინახავს – ცქიტიშვილი ყანდიაშვილზე

    მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილი ,,ქართული ოცნების” ოფისში არაერთხელ უნახავს და ის პარტიულ საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას მედიის მონიტორინგის კუთხით.

    ცქიტიშვილის თქმით, არ იცის, ყანდიაშვილი ოფიციალურად იყო თუ არა გაფორმებული სამსახურში, თუმცა ის პარტიის პიარსაქმიანობაში იყო ჩართული, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში.

    „ცოტა მიკვირს. არ ვიცი, კოკა ყანდიაშვილი ფორმალურად იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა თუ არა „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ მე არაერთხელ მინახავს ის და სხვათაშორის 2014 წლიდან, მანამდე ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული. არ ვიცი ზუსტად რა ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ პარტიის პიარსამსახურში იყო ჩართული მედიის მონიტორინგის კუთხით.  არაერთხელ მინახავს ის პარტიის ოფისში, საარჩევნო პერიოდშიც.

    რაც მახსოვს, 2016 წელს ვხედავდი საარჩევნო კამპანიის დროს, ძირითადად პარტიის ოფისში ვიყავი მაშინ, მე პირადად გადაკვეთა მასთან არ მქონია, მე საერთაშორისო კუთხით ვიყავი, მაგრამ 2015, 2016, 2017, 2018 წლებში მახსოვს, 2019 წელს უფრო საპარლამენტო კუთხით ვიყავი გადართული და არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,“ – აცხადებს ცქიტიშვილი.

    ცნობისთვის, Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ყანდიაშვილს ,,ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.

    მას მისმა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა და თქვა, რომ კოკა ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდა.

  • არც ვმართავდით და არც მომავალში ვაპირებთ არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას – ენმ

    არც ვმართავდით და არც მომავალში ვაპირებთ არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას – ენმ

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა Facebook-ის მიერ მათთან დაკავშირებული ანგარიშების ქსელის გაუქმებას ეხმიანება და ამბობს, რომ ისინი არ მართავდნენ და არც მომავალში აპირებენ არაიდენტიცირებადი გვერდებით ოპერირებას, რადგან ასეთი მეთოდით პოლიტიკის კეთება მიუღებელია.

    პარტიის განცხადებით, მათი პრინციპია ,,ქართული ოცნების” ფეიკ კამპანიას დაუპირისპირონ  თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გაოიყვანონ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან.

    ,,სწორედ ნაციონალური მოძრაობა და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.

    ჩვენი უმთავრესი პრინციპია – საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ ქართული ოცნება სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან”,- წერია ნაცმოძრაობის განცხადებაში.

    ენმ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან.

    ,,ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, ქართული ოცნება არიან”,- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

    ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Facebook-მა საკუთარ განცხადებაში , საქართველოს კონტექსტში, ერთადერთი პარტია, ნაციონალური მოძრაობა ახსენა და შესაბამისად, მათი ანგარიშები წაშალა, ხოლო კოკა ყანდიაშვილს ,,ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.

    მას ყოფილმა თანაგუნდელმა, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ კოკა ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდა.

    Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

    Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

     

  • მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა

    მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს აღნიშნული ინფორმაციას დანიშვნის შესახებ  თავად მიხეილ სააკაშვილზე დაყრდნობით წერენ.

    მიხეილ სააკაშვილი ასევე  ადასტურებს უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობას.

    „არა მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვლმა გამოცემასთან საუბარში.

    ცნობისათვის, მანამდე „ცენზორ.ნეტ“-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, დიდი ალბათობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ განცხადებას გააკეთებდა. „6 მაისს ველით პრეზიდენტის ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტია. ამასთან ერთად, პრეზიდენტი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას – იგი მიიღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის სხდომებში,“- წერდა „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. აშშ დოლარი ლართან მიმართებით 0.0001 თეთრით გაუფასურდა და 3.1999 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1998 ლარი იყო.

    ევრო ლართან მიმართებით 0.0137 თეთრით გამყარდა და მისმა ოფიციალურმა კურსმა 3.4565 ლარი შეადგინა. დღეს ერთი ევრო 3.4702 ლარი ღირდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    სამინისტროს ინფორმაციით, ლიუბიმოვა თვითიზოლაციაში, თავის სახლში იმყოფება. ის მუშაობას განაგრძობს და ვიდეოშეხვედრებსა და კონფერენციებს მართავს.

    არსებული ინფორმაციით, ლიუბიმოვას დაავადების მსუბუქი ფორმები აქვს.

  • არ ვიცი „ტროლები“ და „ბოტები“, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდებ – კახა კალაძე

    არ ვიცი „ტროლები“ და „ბოტები“, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდებ – კახა კალაძე

    არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ.

    „გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება. შესაბამისად, არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კრონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ამ მდგომარეობიდან, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბრძოლა გაჩაღებულიყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა და ჩართულია კორონავირუსის დამარცხებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    ცნობისთვის, „ფეისბუქმა“ მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანგარიშები წაშალა