Category: ახალი ამბები

  • “რუსეთი ტრადიციულად ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

    “რუსეთი ტრადიციულად ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

    მისი თქმით, რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია დაავდებას ქმნიდა.

    „სამწუხაროა, რომ მაშინაც კი, როდესაც ვეძებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს, რუსეთი ტრადიციულად ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოში, სადაც ეს ლაბორატორია მდებარეობს. რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია ქმნიდა დაავადებას, ნაცვლად მასთან ბრძოლისა“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ვიდეობრიფინგის დროს.

  • “მშიშარა კაცია.. იმალებიან, ისე დადიან”- ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე პეტრეს ემუქრება

    “მშიშარა კაცია.. იმალებიან, ისე დადიან”- ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე პეტრეს ემუქრება

    ახალი დაპირისპირება საპატრიარქოში – სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სკანდალური აუდიო ჩანაწერის გამო მღვდელმთავრებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. საქმე ეხება მღვედლმონაზონ ანდრია სარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მან მეუფე პეტრეს ბრალდებების მტკიცებულებად გაასაჯაროვა.

    მამა დავით ჭინჭარაული, რომელიც სკანდალური აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, სამების საკათედრო ტაძარში დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მამა დავითისგან განსხვავებით, რომელიც  პატრიარქთან დაახლოებული პირია, მწვავე განცხადებები გააკეთეს სინოდის სხვა წევრებმა.

    “საკითხები, რაზეც ახლა თქვენ მე მისვამთ შეკითხვებს, თუ ეს მართალია, ე.ი. ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს პირდაპირ. თუ ეკლესია ამაში არის დამნაშავე, თუ პატრიარქი ამაშია დამნაშავე, მაშინ აღარაფერი მეტი აღარ არსებობს. თუ ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა, ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო და თვითონ, ვინც ამ საკითხებს აყენებენ, თვითონ აზრად არ მოსვლიათ თავში, რომ ადრე ეთქვათ რაიმე ამის შესახებ. დამთავრდა პანდემია და ახლა ისევ გაახსენდათ, “- განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. 

    მეუფე პეტრეს ღიად დაემუქრა ბოდბის მთავარეპისკოპოსი და დაანონსა, რომ სინოდის მომდევნო სხდომა მისთვის საბედისწერო იქნება.

    “ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა, იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია. ვერასდროს ვერაფერი ვერ დაამტკიცა, რასაც ამტკიცებს. მაგენი, ზოგიერთები, იმდენს იძახიან მაგაზე, თითონ გახდებიან შესამოწმებლები მაგ თემაზე. მტერია ჩვეულებრივი, მშიშარა კაცია. იმალებიან, ისე დადიან,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • ” ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო, რას მოდიხარ აქო”-  მეუფე იაკობი

    ” ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო, რას მოდიხარ აქო”- მეუფე იაკობი

    “ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო.”- ამის შესახებ  ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგების დროს განაცხადა.  როგორც მეუფე იაკობი აცხადებს ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა მისი ნათლული ეკლესიაში არ შეუშვა.

    „არ შეიძლება რომ საქართველოში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირზე რაღაც არ ვთქვა. მხოლოდ მღვდლებზე ვამბობ ამას, ეპისკოპოსებს არ ეხებათ – მოინანიეთ!…ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო. რას მოდიხარ აქო, შვილები გვყავს ჩვენ და ხომ შეიძლება გადაგვდოთ და შვილებს მივუტანოთო. თუ გეშინია, წადი თქვი რომ გეშინია და ნუ მოხვალ, ეგ უფრო ვაჟკაცობა არ არის? აბა ვის უნდა შენი მსახიობობა, რომ მოდიხარ თეატრი ხომ არ არის, წირვაა. ეს ერთი შემთხვევა ვთქვი და მიხვდება რომელიც არის, კარგად მიცნობს და მიხვდება. შეინანონ სანამ დროა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინმეს როგორ შევარჩენ, პატრიარქს შეაგინოს – მეუფე ნიკოლოზი

    ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინმეს როგორ შევარჩენ, პატრიარქს შეაგინოს – მეუფე ნიკოლოზი

    ახალქალაქის, კუმუდოს და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მეუფე პეტრეს ის განცხადება გაიხსენა, სადაც მან ილია II  “პედარასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში” დაადანაშაულა და თქვა, რომ პატრიარქისთვის შეგინებას არავის შეარჩენს.

    მისი თქმით, პატრიარქმა გარეთ არ გაუშვა, თორემ იქ რომ ყოფილიყო, ამის საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა.

    “ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ეპისკოსი გავხდი, თორე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი და შეგინებისთვის პასუხი რა არის, თქვენც გეცოდინებათ ახლა. ქუჩაში, ქუჩაში ადამიანი რომ შეგაგინებს, იმას არაფერზე აღარ უნდა ელაპარაკო, ერთადერთი მოქმედებაა ამის საწინააღდმეგო.

    კიდევ კარგი იქ არ ვიყავი, აუცილებლად გავაკეთებდი ამას, აი, აუცილებლად. თან ვაპირებდი გასვლას, სინოდს ვთხოვე, რომ რაღაცას იტყვის-მეთქი ეს ადამიანი. მე სინოდს ვთხოვე, რომ მეც გავალ და ვიქნები-მეთქი იქ. არ გამიშვეს კიდევ კარგი, პატრიარქმა არ გამომიშვა. ეს ისეთი რამეა რა, ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს. ეს იყო პირველი შოკი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ამ ადამიანისგან ამ საქციელს”, – თქვა მან.

    31 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა. მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილია”.

  • ვერ ხვდებიან, რა დღეში არიან, პატრონიც კი არ გამოუცვალეს საქმეს – ხიდაშელი ქართულ ოცნებაზე

    ვერ ხვდებიან, რა დღეში არიან, პატრონიც კი არ გამოუცვალეს საქმეს – ხიდაშელი ქართულ ოცნებაზე

    ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ვერ აღიქვამს, თუ რა რეალობში ცხოვრობენ და წინამორბედების მსგავსად ვირტუალური რეალობის შექმნას ცდილობს.

    „ხელისუფლებაში, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან როგორშიც ივანიშვილია, როდესაც შეუძლიათ აიტანონ და ტოლერანტობა ჰქონდეთ იმის მიმართ, რაც „იმედის“ ეთერში ხდება ყოველდღიურად. ამ თვალსაზრისით ყველაზე შთამბეჭდავი იყო ლაშა ნაცვლიშვილის ის ცნობილი გამოსვლა. როდესაც ასეთ ამბებზე ტოლერანტობა გიჩნდება და შეგიძლია, დაუსჯელი დატოვო, პოლიტიკურ დასჯას ვგულისხმობ.

    იქ უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ აღქმა აქვთ იმისი თუ რა ვითარებაში ცხოვრობენ. ისინიც, წინა ხელისუფლების მსგავსად, პარალელურ სამყაროს ქმნიან, მაგრამ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ეს პარალელური სამყარო არ მუშაობს. დეკემბერში გამოქვეყნებულ ფეისბუქის ანგარიშს მყისიერი რეაგირება, რომ არ მოჰყვა მათი მხრიდან და იგივე ინსტრუმენტებით რომ გააგრძელეს… რომ ხვდებოდნენ რა დღეში არიან, უკეთ გამკეთებელს ჩააბარებდნენ. პატრონიც კი არ გამოუცვალეს საქმეს“, – განაცხადა ხიდაშელმა ფორმულაზე.

  • მსოფლიო ვერ შექმნის ვირუსის გავრცელების დამაჯერებელ სტატისტიკას – ზურაბ გურული

    მსოფლიო ვერ შექმნის ვირუსის გავრცელების დამაჯერებელ სტატისტიკას – ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ფეისბუქზე წერს, რომ მსოფლიო ვერ შექმნის ვირუსის გავრცელების დამაჯერებელ სტატისტიკას და ერთადერთი დამაჯერებელი სტატისტიკა იქნება რეანიმაციის განყოფილებებში მოხვედრილი პაციენტების ხვედრითი წილის დათვლა, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სიმწვავის ყველაზე დამაჯერებელ კოეფიციენტს გამოიყვანს.

    “ამერიკაში მიმდინარე ტესტირების პროცესზე დაკვირვებიდან აშკარაა, რომ მსოფლიო ვერ შექმნის ვირუსის გავრცელების დამაჯერებელ სტატისტიკას. ამ პროცესის მართვა მოსალოდნელი ეკონომიკური კატასტროფის, უვაქცინობის, უწამლობის, საეჭვო ექსპერიმენტების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი დამაჯერებელი სტატისტიკა, რომელიც შეიძლება შეიქმნას, არის რეანიმაციის განყოფილებებში მოხვედრილი პაციენტების ხვედრითი წილის დათვლა, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სიმწვავის ყველაზე დამაჯერებელ კოეფიციენტს გამოიყვანს.
    შემდეგ ეს კოეფიციენტი შეჯერებული იქნება ასაკობრივ ჯგუფებთან და ქვეყნების დემოგრაფიულ მონაცემებთან.
    შესაბამისად, არის ალბათობა იმისა, რომ მეტნაკლებად მოწყვლადი ქვეყნებისა და არეალების სია შეიქმნას და ეკონომიკის აღორძინების საუკეთესო შანსი გაუჩნდებათ არა იმ ქვეყნებს, რომლებსაც კრიზისის უკეთესი მენეჯმენტი შეუძლიათ, არამედ იმათ, რომელთა პოპულაციაში ბუნებრივად არ მოხდა ვირუსის განსაკუთრებით მწვავედ გავრცელება. ვინ იცის …”- წერს ზურაბ გურული. 

  • პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ – ანგელა მერკელი

    პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ – ანგელა მერკელი

    გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანამ პანდემიის პირველი ფაზა უკან მოიტოვა. თუმცა, მისივე თქმით, რომ გერმანია პანდემიის ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ქვეყანას პანდემიის პირობებში კიდევ დიდხანს იქნება.

    მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გაგრძელდება, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. ამუშავდება დიდი მაღაზიები, დასაშვები იქნება ოჯახების შეკრება. მაისის მეორე ნახევრიდან ბუნდესლიგის ლიგის თამაშები აღდგება, თუმცა მაყურებლის დასწრება აკრძალული იქნება.

    ახალი წესების თანახმად, თითო მნახველის მიღების უფლება ექნებათ მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლებს.

    ფედერალური მიწების მთავრობები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, როდის და როგორ გახსნან კინოთეატრები, რესტორნები და თეატრები.

    ანგელა მერკელის თქმით, თუ ინფიცირებულთა რიცხვები გაიზარდა, შეზღუდვებს ისევ მიიღებენ.

  • სახლებში ვკლავთ ამ ადამიანებს? – მეუფე იაკობი 70 წელს გადაცილებულებზე

    სახლებში ვკლავთ ამ ადამიანებს? – მეუფე იაკობი 70 წელს გადაცილებულებზე

    მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა“.

    „მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი მადლობა იმ თავდადებისთვის, რაც გამოიჩინეთ. სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ხომ ყველაფერი? პატრიარქი გვაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა და ყველა რა, იმიტომ რომ ისეთი ერთსულოვნება ჰქონდა, გაგიკვირდებათ. კიდევაც ვუთხარი და სხვებმაც აღიარეს. ერთმანეთს კიდევაც განვიკითხავთ – ადამიანები ვართ, ზოგს ერთმანეთის მიმართ შური ჰქონდა… დაგვაძლევინა ეს უფალმა და მამასთან საძმო, უფროსი და უმცროსი ძმები, ერთად მივდიოდით. მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო და 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია, სხვებს მაპატიეთ და ლეიბზე წამოწოლილებს, ხალხის გარეშე გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა. ,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • რა დოკუმენტები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად

    რა დოკუმენტები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად

    საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელშიც გაწერილია ის დოკუმენტები, რომელიც თვითდასაქმებულმა დახმარების მისაღებად უნდა წარადგინონ.

    მათ ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად მოუწევთ, დასაქმების სააგენტოს პორტალზე შემდეგი ინფორმაციის განთავსება:

    • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
    • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო
      ტელეფონი);
    • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
    • ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
    • 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:
    • გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
    • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება
      ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
    • მუნიციპალეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე
      საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
    • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი.

    დახმარების მისაღებად ყველა ადამიანი ვალდებულია, 1 ივლისამდე სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა.

    დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება.

    თუ კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, 10 სამუშაო დღის ვადაში მოქალაქეს თანხა  მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება.

     

  • ყანდიაშვილი თავისი გვერდების წაშლას ,,პოლიტიკურად ანგაჟირებულ” ორგანიზაციებს უკავშირებს

    ყანდიაშვილი თავისი გვერდების წაშლას ,,პოლიტიკურად ანგაჟირებულ” ორგანიზაციებს უკავშირებს

    კოკა ყანდიაშვილი Facebookის მიერ მის მიერ მართული ასობით გვერდისა და ანაგარიშის წაშლას ადგილობრივ, ,,პოლიტიკურად ანგაჟირებულ” ორგანიზაციებს უკავშირებს. მისი თქმით, ორგანიზაციებმა ,,Facebook”-ს კვლევის მასალები მიაწოდეს, სადაც კვლევის სამიზნე ის და მისი სააგენტო ეSპერსონა იყო.

    ,,დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს “კვლევის” მასალები ფეისბუქს, თავად “კვლევის” სამიზნედ პირადად მე და “ეS პერსონა” ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო”, – წერს ყანდიაშვილი გავრცელებულ განცხადებაში.

    მისივე თქმით, ახლო მომავალში თავის გუნდთან ერთად საზოგადოებას “უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს” შესთავაზებენ.

    “ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ Facebook-თან, Google-თან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს Fake News-ებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა”, – აცხადებს ყანდიაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.