Category: ახალი ამბები

  • ბოლო 24 საათში შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 77 პირი დააჯარიმა

    ბოლო 24 საათში შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 77 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 პირი დააჯარიმეს.

    კერძოდ, კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დაჯარიმდა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო კი – 7 პირი.

    1 მოქალაქე დააჯარიმეს თვითიზოლაციის წესების დარღვევის, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთის კი – 3.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ფიზიკური პირებისათვის ჯარიმა 3 000 ლარია, იურიდიული პირებისათვის კი 15 000.

  • წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

    წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 10 მაისამდე არამდრადი ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა, ხოლო 11 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

    „საქართველოში, 10 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი იქნება. უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. დაბლობ რაიონებში, 10 მაისის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა +16+17 გრადუსის ფარგლებში იყოს. მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +10 +15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით + 5 +10 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი ტემპერატურა შიდა ქართლშია მოსალოდნელი, სავარაუდოდ +14 +16 გრადუსი. კახეთში +22 +24 გრადუსი იქნება. თბილისში, 11 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა.

    11 მაისის შემდეგ, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლებელია, 12 და 13 მაისს + 24 +26 გრადუსი დაფიქსირდეს“,-უთხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა ipn-ს.

  • 25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვიხრჩობით ვალებში – მეუფე ნიკოლოზი

    25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვიხრჩობით ვალებში – მეუფე ნიკოლოზი

    ახალქალაქის დაკუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 25 მილიონი, რამდენითაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან ცოტაა.

    ,,პირველ არხს, საზოგადოებრივს, რამდენი აქვს დაფინანსება? რამდენი? ითვლება, რომ საზოგადოებრივის დაფინანსება [52 მილიონი ლარი წელიწადში] არის მიზერული. ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო [25 მილიონი ლარი წელიწადში]. 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე გეუბნებით, რომ ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის მაქვს 500 000 ლარი. მინდა გითხრათ, რომ ვიხორჩობით ვალებში”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი ტვ პირველთან.

    მიტროპოლიტის თქმით, მისი ავტომობილის საბაზრო ღირებულება 2006 წელს 42 000 დოლარი იყო, თუმცა დღემდე ისეთ ადგილებში დადის, რომ გაცვითა.

    ,,ჩემი ავტომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 000 დოლარი, 2006 წელს, ერთმა პატიოსანმა ადამიანმა, რომელიც დღეს არ არის ცოცხალი, როცა ნახა, რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, შემომწირა. ეს მანქანა 2006 წლიდან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, აბსოლუტურად, ისეთ ადგილებში დავდივარ, ჯავახეთია რა”,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

  • ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ გამოცდებზე საგნების რაოდენობა შეამციროს

    ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ გამოცდებზე საგნების რაოდენობა შეამციროს

    ევროპული საქართველო” მთავრობას მიმართავს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატისა და ვადების შესახებ.

    პარტიის წევრის, სერგო რატიანის თქმით, არსებული გაურკვევლობა ხელოვნურად ძაბავს და ართულებს აბიტურიენტების მდგომარეობას.

    რატიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა დრო ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს აბიტურიენტებისათვის კვლავ უცნობია.

    ევროპული საქართველო მთავრობას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციებს სთავაზობს.

    ,,მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ივლისში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევები შემცირებული იყოს, მაღალი ალბათობით, ის გამქრალი არ იქნება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩვეული ფორმით ჩატარებამ – ოთხ გამოცდაზე მისვლამ (ფაქტობრივად მთელი ივლისის განმავლობაში გრძელდება საგამოცდო პროცესი) და საგამოცდო ცენტრებში დიდი რაოდენობით აბიტურიენტის შეკრებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქნას ახალგაზრდებისა და პროცესში ჩართული სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.

    ვფიქრობთ, აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდის შემცირება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი – ერთ სასესიო დროში კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის გაერთიანება, ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით მინიმუმ 3 საგნობრივი ჯგუფის პროგრამის შინაარსის გაერთიანებას, რაც შეეხება, მეოთხე გამოცდას – მოცემულობის მიხედვით, რადგან დარეგისტრირებულთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, მათი საგამოცდო სივრცეში განთავსება, უსაფრთხოების კუთხით, მარტივად გადაწყდება”, – აცხადებს რატიანი.

    მისივე თქმით, სკოლებში საგამოცდო ცენტრები უნდა ჩამოყალიბდეს. პარტიის მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები საგამოცდო ოთახებში ინდივიდუალურად უნდა განთავსდნენ და  სივრცეს მონიტორინგი ვიდეოთვალის საშუალებით უნდა გაუწიონ.

  • 1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დაავადება პროგრესირებს – მარინა ეზუგბაია

    1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დაავადება პროგრესირებს – მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კლინიკაში 47 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება, რადგან მისი სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა.

    ,,უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენთან იმყოფება ეს პაციენტი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, იმიტომ რომ ჟანგბადდამოკიდებულია, ის არაინვაზიურ ვენტილაციაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა როგორც ასაკის, ისე თანარსებული დაავადებების გათვალისწინებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჯერჯერობით სტაბილიზაცია ვერ იქნება მიღებული, დაავადება მცირედ, მაგრამ როგორც კლინიკის, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ პროგრესირებს, ამიტომ ჯერჯერობით პროგნოზირებაზე ლაპარაკი შეუძლებელია”,- ამბობს ეზუგბაია.

    მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

    ეზუგბაია აღნიშნავს, რომ დღეს დამატებული ყველა პაციენტის წყარო ცნობილია, მათგან 6 საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.

    საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ია, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

  • თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ დაბრკოლება გადავლახეთ – ეზუგბაია

    თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ დაბრკოლება გადავლახეთ – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ დაბრკოლება გადალახა.

    ,,ბოლო რამდენიმე დღეა დადასტურებულ შემთხვევებს აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და თუ ასე გაგრძელდება ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბრკოლება გადავლახეთ, ვნახოთ რა იქნება. პროგნოზირება ყველგან ძალიან რთულია, თუ ჩვენ ყველა სწორად მოვიქცევით, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ, ეს ალბათ იქნება საწინდარი იმისა, რომ გარკვეულწილად ეპიდემიას დავძლევთ”,- ამბობს მარინა ეზუგბაია.

    მისივე თქმით, ჯამში 275 ინფიცირებული ადამიანი გაეწერა, ხოლო 331 მკურნალობას აგრძელებს და თუ ასე გაგრძელდა, განსხვავება ,,კარგი და სერიოზული” იქნება.

    საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ია, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ, 8 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ, 8 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 8 მაისს თბილისის ნაწილს ელეტრომომარაგება შეუწყდება. თელასის განცხადებით, ამის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოები და ქსელში გადართვებია.

    საბურთალოს რაიონი 

    ქსელში გადართვების გამო, 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ქსელში გადართვების გამო 11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელი ლისის მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი 

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, დოლაბაურის, წერნაკის, დესპინე გელოვანის და ეკატერინე ფორაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი 

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი 

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის და პუშკინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი 

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 275

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 275

    დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 275-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 პირი

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა და COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 615-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე  რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

    615 ინფიცირებულიდან ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 პირი.

  • კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია -ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია -ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა COVID 19-ის პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვირუსის გავრცელება ისევ მოხდეს, ამიტომ ქვეყნებმა გადაწყვეტილების მიღების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

    “კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია, თუ ქვეყნები ვერ მოახერხებენ, გარდამავალი პერიოდი უკიდურესად ფრთხილად და ეტაპობრივად გაიარონ”, – აცხადებს ტედროს გებრეიესუსი.

    კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო.მათ შორის ევროპის იმ ქვეყნებმა, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა და სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი იყო.