Category: ახალი ამბები

  • პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები –  გახარია

    პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

    “ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან”, – განაცხადა მან.

    მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საზღვრებს გახსნის.

    “საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები”, -განაცხადა გახარიამ.

  • 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

    11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

    მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.

    მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

    „11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა გახარიამ.

  • 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული – გიორგი გახარია

    18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული – გიორგი გახარია

    პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ტესტების ჩატარება და ამიტომ საჭიროა გარკვეული დრო.

    ამის შესახებ პრემიერმინისტმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პოსტკრიზისული გეგმა უნდა წარადგინოს.

  • 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება იხსნება – გიორგი გახარია

    11 მაისიდან ყველა სახის წარმოება იხსნება – გიორგი გახარია

    მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.

    მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

    „11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა გახარიამ.

    შეზღუდვების მოხსნა არ ეხება სავაჭრო მოლებს.

  • 11 მაისიდან თბილისი გაიხსნება, 14 მაისიდან – რუსთავი – გახარია

    11 მაისიდან თბილისი გაიხსნება, 14 მაისიდან – რუსთავი – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თბილისი 11 მაისიდან გაიხსნება, ხოლო რუსთავი 14 მაისიდან. ასევე 14 მაისიდა გაიხსნება გარდაბანი.

    რაც შეეხება მარნეულს, ქალაქში შესვლა და გამოსვლა 18 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

    გახარიას თქმით, მიუხედავად ამისა, შენარჩუნდება კომენდანტის საათი.

    ის მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები.

  • საპატრიარქომ 2002-2019 წლებში ბიუჯეტიდან 276 მლნ ლარი მიიღო – TDI

    საპატრიარქომ 2002-2019 წლებში ბიუჯეტიდან 276 მლნ ლარი მიიღო – TDI

    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო.

    ორგანიზაცია აცხადებს, რომ გარდა ბიუჯეტური დაფინანსებისა, თვითმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 მლნ ლარის “მატერიალურ სიკეთეს” გადასცემენ.

    TDI-ს ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან 2013-მდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25  535  400 მლნ, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, საპატრიაქრო სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს იღებს და დღემდე მათ 64 კვ. კმ–მდე ფართობის ქონება გადაეცათ.

    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

    “მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთე უმრავლეს შემთხვევაში რელიგიური საქმიანობისა და მიზნებისთვის გამოიყენება და შესაბამისად, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს”, – წერს TDI.

    ცნობისთვის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ 25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა და ისინი ,,ვალებში იხრჩობიან”. 

  • პროკურატურამ გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებული პირის ჯგუფური ცემისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინა

    პროკურატურამ გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებული პირის ჯგუფური ცემისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინა

    გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და 126-ე ცემის მუხლი დაემატა, ხოლო მ.კ.-ს მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის 6 პირს ბრალდება წარედგინა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა. აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

    განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად”, – წერის პროკურატურა.

    უწყების ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სადაც მ.კ. დაზარალებულად ცნეს.

    ცემის ფაქტზე 6 პირს – მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

    შემთხვევა გუდაურში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ბრალდებული მ.კ. იმავე დღეს, 16 თებერვალს განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

    დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ბრალდებული თავს იცავდა და არავის განზრახ მოკვლას არ აპირებდა.

    მას დაუმძიმეს ბრალი და  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

  • გადაუღებელი წვიმის გამო ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა

    გადაუღებელი წვიმის გამო ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა

    რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ინფორმაციას ტელეკომპანია მთავარი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ადგილზე ერთ-ერთი ჩინური კომპანია მუშაობდა, რომლის ტექნიკაც ამ დროისთვის ადიდებულ მდინარეში დგას. კომპანია თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის სამუშაოებს ახორციელებს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მთავართან სატელეფონო საუბრისას ​ამბობს, რომ ჩინური კომპანიის ტექნიკა არ დაზიანებულა.

    მისი თქმით, წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სახნავ-სათეს მიწებს არ შეხებია.

    “ჭარბი ნალექის გამო ერთ-ერთი სავარგული ჰქონდა ერთ გლეხს და ის დატბორა. ჩინურ კომპანიას მივმართეთ, დაასუფთავა კალაპოტი და დაიწია წყალმა, ასე, რომ საცხოვრებელ ტერიტორიებს არ შეხებია, ეს წყალი. დაზარალებულ გლეხს ჩინური კომპანიის წარმომადგენელი ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა”, — განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

  • კონგრესმენების აქტიურობა სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტის შეთანხმების თაროზე შემოდებას – ჭიაბერაშვილი

    კონგრესმენების აქტიურობა სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტის შეთანხმების თაროზე შემოდებას – ჭიაბერაშვილი

    ,,ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მე-9 კონგრესმენის მიერ საქართველოს მთავრობის სანქცირებისთვის მხარდაჭერას ეხმიანება და ამბობს, რომ ნიშნავს, რომ საქართველოს იმიჯი ისეთი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო.

    მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სანქციებს იმსახურებს, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

    ,,ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ამის ინდიკატორი არის ის, რომ კიდევ ერთი კონგრესმენი დაემატა ამ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს სანქციებს, ის პირველ რიგში სანქციებს იმსახურებს ქართველი ხალხის მხრიდან, მაგრამ აქ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ყოველი დღე კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ძალიან ცუდ და არასასიამოვნო იმიჯს ქვეყნისას,“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

    მისივე თქმით, საქართველოს რეპუტაციაზე ,,ქართული ოცნების” მიერ პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებამ იმოქმედა.

    „ეს პირდაპირ უკავშირდება თუნდაც იმ მოვლენებს, რაც ვითარდება ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ გადაადგო ქართველი ხალხი, როცა ივნისში დაპირდა ამას. ბუნებრივია, პარტნიორები დაინტერესებულნი არიან, რომ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე, რაც მათი ძალისხმევით მოხდა კიდეც, მთავარია ახლა ამის იმპლემენტაცია მოხდეს”,- ამბობს ჭიაბერაშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ,,კონგრესმენების აქტიურობა კიდევ ერთი სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტს მიღებული შეთანხმება, რაც აშშ-ის და ევროკავშირის შუამავლობით მოხდა, ვინმემ თაროზე შემოდოს”.

    საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს აშშ-ის კიდევ ერთი, მე-9 კონგრესმენი, რობ ბიშოპი მიემხრო. კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი 5 მაისს დაუჭირა.

  • საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას მე-9 კონგრესმენი მიემხრო

    საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას მე-9 კონგრესმენი მიემხრო

    საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს აშშ-ის კიდევ ერთი, მე-9 კონგრესმენი, რობ ბიშოპი მიემხრო. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ოფიციალურ საიტზე დევს.

    ოფიციალური მონაცემებით, კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი 5 მაისს დაუჭირა.

    რობ ბიშოპი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იუტას შტატის წარმომადგენელი და დელეგაციის ხელმძღვანელია.

    სანქციების კანონის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, სადაც:

    • გამოვლენილი იქნება, მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში;
    • იდენტიფიცირებული იქნებიან უცხოელი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ პირველ პარაგრაფში მოცემულ აქტივობებზე (ანუ, აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებებისთვის თუ საკონტრაქტო შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრაზე);

    იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს.

    აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მარკვეინ მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, მისმა თანაპარტიელმა კონგრესმენებმა აქტის მხარდაჭერა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს.

    მალინმა გიორგი გახარიას წერილიც გაუგზავნა, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.