Category: ახალი ამბები

  • ხვალიდან ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში შეზღუდვებს მოვხსნით და შევამსუბუქებთ – რიჟვაძე

    ხვალიდან ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში შეზღუდვებს მოვხსნით და შევამსუბუქებთ – რიჟვაძე

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალიდან ქობულეთის 4 ჩაკეტილ სოფელში შეზღუდვების მოხსნა და შემსუბუქება დაიწყება.

    “როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირაა აღარ გვიფიქსირდება არცერთი დაინფიცირების შემთხვევა და ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. პრაქტიკულად ხვალიდან უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა მოვხსნათ და შევამსუბუქოთ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში”, — თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ზღვის წყალი არ არის ვირუსის გადამტანი.

    ,,ზღვის წყალი არ არის ვირუსის გადამტანი, ეს ძალიან საიმედო პროგნოზია. რაც შეეხება დისტანციას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეეცდებიან დისტანციის დაცვას. რბილი ზედამხედველობის ფარგლებში ამას დავაკვირდებით”,- თქვა რიჟვაძემ.

  • რძლის ცემისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დედამთილი დააკავეს

    რძლის ცემისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დედამთილი დააკავეს

    შსს-მ დედამთილი რძლის ცემისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა.

    სამინისტროს ინფორმაციით, დედამთილმა რძალს თბილისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა.

    ,,1962 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა”,- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.

    დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ჯანდაცვის სამინისტრო ტესტირების ჩატარების მეთოდოლოგიას მალავს – ლელო

    ჯანდაცვის სამინისტრო ტესტირების ჩატარების მეთოდოლოგიას მალავს – ლელო

    “ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს და კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პირობებში გამჭვირვალობას არ იცავს” –  ამის შესახებ სპეციალური განცხადება “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, საბა ბუავამ გააკეთა.

    მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მალავს ტესტირების ჩატარების მეთოდოლოგიას, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას, სასუნთქი აპარატების ოდენობასა და რაიონების მიხედვით მათ ხელმისაწვდომობას.

    გარდა ამისა, ხელისუფლება არ ასაჯაროებს, რა ეკონომიკური ზარალი მიადგა ქვეყანას და რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ლელოში აცხადებენ, რომ არ იძებნება არც იმ ანტიკრიზისული გეგმის დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა წარმოადგინა.

  • სტიქია ხარაგაულში –  დაზიანებულია ხიდები, დატბორილია მიწის ნაკვეთები და მძიმე ტექნიკა

    სტიქია ხარაგაულში – დაზიანებულია ხიდები, დატბორილია მიწის ნაკვეთები და მძიმე ტექნიკა

    ხარაგაულში რთული ვითარებაა – რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

    მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, თუმცა ზარალის დამდგენ კომისიას მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია. შესაბამისად, უცნობია მისი ოდენობაც.

    ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდებიც. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. ასევე დატბორილია საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთები. მდინარეში ჩარჩა ჩინური კომპანიის კუთვნილი მძიმე ტექნიკა.

  • როგორ ამუშავდება ტურიზმი საქართველოში – ინდუსტრიის გახსნის 3 ეტაპი

    როგორ ამუშავდება ტურიზმი საქართველოში – ინდუსტრიის გახსნის 3 ეტაპი

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამ ეტაპს ასახელებს. თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე ინდუსტრია მოემზადება, მეორე ეტაპზე ადგილობრივი ტურიზმი აღდგება, მესამეზე კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

    პირველ ეტაპზე ესაა , რასაკვირველია , ტურისტული ინდუსტრიის დახმარება, რომ დავნერგოთ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული უსაფრთხო სტანდარტები. იგივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და აეროპორტებში, განთავსების და კვების ობიექტებში, გიდებთან. ვმუშაობთ ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, ეს იქნება პირველი დერეფნები, რომლის შიგნითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ. ჩვენი მთელი მარკეტინგული სტრატეგია გადაეწყობა ახალი იმიჯის გასამყარებლად, საქართველო როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

    მეორე ეტაპი – 15 ივნისს საქართველო გაიხსნება ჩვენი ბაზრის შიდა ტურიზმისთვის. ამ დროისთვის უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს ესტუმროს სასტუმროებს.

    მესამე ეტაპი – პირველი ივლისი, როდესაც მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს. ეს ყველაფერი მოხდება ,პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრიორიტეტის დაცვით და ამ ეტაპისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება“, – განაცხადა თურნავამ.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

    გახარიას თქმით, საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა. აღნიშული ზონებად განსაკუთრებით ის კურორტები ჩაითვლება, რომელსაც ტრადიციულად სუნთქვის პრობლებისთვის მიმართავდნენ.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისთვის, ხოლო საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

  • დღეს 7 მაისია – ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს

    დღეს 7 მაისია – ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს

    ყოველი წლის 7 მაისს თბილისში აუცილებლად წვიმს. ამ თქმულებას თავისი ისტორია აქვს. “ტფილისის ჰამქრის” ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, ეს ძალიან ძველი რწმენის გამოძახილია.

    “დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.

    თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.2015 წელს 7-ში არ უწვიმია.. სამაგიეროდ, 13 ივნისს იწვიმა….

    არც შარშან იწვიმა და კი ვართ სახლში გამოკეტილები. წელს თბილისი არ მოგვატყუებს!

    ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ…:))) ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”

  • რა შეღავათებით ისარგებლებენ კვების ობიექტები

    რა შეღავათებით ისარგებლებენ კვების ობიექტები

    ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობამ კვების ობიექტებს გარკვეული შეღავათები დაუწესა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამთურნავამ თქვა, სავარაუდოდ, სარესტორნო ბიზნესი ყველაზე სწრაფად აღდგება.

    კვების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ასევე, მათ საშემოსავალო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებთან.

    ნათია თურნავას თქმით, კვების ობიექტები საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან:

    “რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო 30 პროცენტში თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში და საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90 პროცენტს თანაუზრუნველყოფას ჩვენს თავზე ავიღებთ”.

  • საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა — გიორგი გახარია

    საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა — გიორგი გახარია

    საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 7 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშული ზონებად განსაკუთრებით ის კურორტები გამოიყოფა, რომელსაც ტრადიციულად სუნთქვის პრობლმებისთვის მიმართავდნენ.

    გარდა ამისა, გახარიას განმარტებით, საქართველომ საკარანტინე ზონებად სასტუმროების გამოყენებამ გამოყენებამ ქვეყანას იმის გამოცდილება დაუგროვა, თუ როგორ უნდა მოემსახუროს შესაბამისი საჭიროების ადამიანებს.

    “საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს. ეს შეიძლება იყოს: წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი რამ. განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები. ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ტურიზმის აღდგენისთვის რამდენიმე მნიშნელოვანი კონტროლის წერტილია აუცილებელი”, –  განაცხადა გახარიამ.

  • ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან, საშემოსავლო გადაუვადდებათ – გახარია

    ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან, საშემოსავლო გადაუვადდებათ – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება ქონების გადასახადისთვის 2020 წლისთვის, ხოლო საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

    ,,,ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, და ეს დარგის არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადი გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე, აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე ლაპარაკი შესაძლებელია”, — განაცხადა გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობის თავდაპირველი გეგმის თანახმად, ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი 4 თვით, ნოემბრამდე გადავადდა.

  • მთავრობა სასტუმროების ნაწილს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს

    მთავრობა სასტუმროების ნაწილს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსრტიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

    ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

    „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ. რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებისთვის, უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ და ყველა სასტუმროსთან მიმართებაში, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, ესაა სასტუმროების 95%-ზე მეტი, ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება“, – აღნიშნა თურნავამ.