Category: ახალი ამბები

  • “ხელისუფლება იძულებული გახდა საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა შეეცვალა”- ვაშაძე

    “ხელისუფლება იძულებული გახდა საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა შეეცვალა”- ვაშაძე

    “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ ოთხ მაისს შეთავაზებული მასობრივი შიმშილისგან თავის არიდებისა და ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმის შესაბამისად, შიდა ეკონომიკის გახსნისათვის განსაზღვრული თარიღი ორი თვით, საზღვრების გახსნის თარიღი კი წლის ბოლოდან პირველ ივლისამდე გადმოწია.

     

    მოახლოებული სასურსათო კრიზისის ფონზე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მიენიჭოს სოფლის ხელშეწყობას და აგროსექტორის განვითარებას. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თუ ერთიანი ძალებით ვიმოქმედებთ, შეგვიძლია მთავრობა ვაიძულოთ, ხელი აიღოს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ თუ ხვალ მოვდუნდებით, ხელისუფლება იგივეს არ შეეცდება სხვადასხვა მიმართულებით, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

  • “შეზღუდვები ექვს თვეზე მეტ ხანს თუ  გაგრძელდა, ძალადობის 31 მილიონამდე შემთხვევას უნდა ველოდოთ” -ჰანს კლუგი

    “შეზღუდვები ექვს თვეზე მეტ ხანს თუ გაგრძელდა, ძალადობის 31 მილიონამდე შემთხვევას უნდა ველოდოთ” -ჰანს კლუგი

    მსოფლიო ჯანმრთელობის  ორგანიზაცია საქართველოს, სიტუაციის მაქსიმალური კონტროლისკენ მოუწოდებს.სპეციალისტები ქვეყნებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა ეპიდემია ხელახლა არ აფეთქდეს.   ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის ექსპერტებმა დღეს იმ რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც ჯანმო აწესებს.

    საქართველო და ყველა ქვეყანა იყენებს კოვიდთან ბრძოლის ერთიან მეთოდს. ჩვენ ვირუსი დასაწყისშივე სერიოზულ საფრთხედ აღვიქვით, ახლა პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ველოდით. პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, – ამბობს ჯანმოს ევროპის ოფისის წარმომადგენელი.

    ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი კი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დაწესებულმა შეზღუდვებმა გააჩინა. ჰანს კლუგის თქმით, მნიშვნელოვნად იმატა ძალდობის ფაქტებმა და თუ ქვეყნები შეზღუდვებს ექვს თვეზე მეტ ხანს გაახანგრძლივებენ, ასეთი ფაქტები მილიონობით იქნება.

    თუ შეზღუდვები ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ველოდებით ძალადობის 31 მილიონამდე შემთხვევას როგორც ქალების, ისე ბავშვების მიმართ, – განაცხადა ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგიმ.

     

  • ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელიც საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალშიც“ მუშაობს, კორონავირუსი დადუგინდა. ინფორმაციას ბოჭორიშვილის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი ,,ფორმულასთან” საუბრისას ადასტურებს.

    სოლოღაშვილი აცხადებს, რომ ექთანს COVID-19 საგარეჯოში დაუდასტურდა და ის ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას.

    „კი ინფორმაცია გვაქვს. დაუდასტურდა საგარეჯოს ჰოპიტალში, მაგრამ ეს ჩვენი სარეზერვო კადრია და მაღალ რისკს ვერ ვხედავ. ვთხოვე ეპიდემიოლოგს მოგვაწოდოს ინფორმაცია. ცოტა ხანში დაზუსტებული ინფორმაცია მეცოდინება. როგორც ვიცი მკურნალობს ბოქსირებულ პალატაში.  დღევანდელი შემთხვევაა, როდის მოხდა დაინფიცირება არ იცი. არ მახსოვს როდის მორიგეობდა ბოლოს“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

    ცნობისთვის, საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ია, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

  • ხელისუფლებას გაუტკბა პროტესტის გარეშე არსებობა – “ახალგაზრდა თაობა” პრემიერს პეტიციით მიმართავს

    ხელისუფლებას გაუტკბა პროტესტის გარეშე არსებობა – “ახალგაზრდა თაობა” პრემიერს პეტიციით მიმართავს

    “ხელისუფლებას გაუტკბა პროტესტის გარეშე არსებობა,” – არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა” პრემიერის პეტიციით მიმართავს.

    ონლაინ პეტიციაში, რომელსაც 2000 ხელმომწერი ჰყავს, სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას სთხოვენ აღარ გააგრძელონ საგანგებო  მდგომარეობა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს შემოსავლის მიღების საშუალება მიეცეთ და მოიხსნას კომენდანტის საათი.

    “ეტყობა tik-tok – ერ ივანიშვილს ძალიან გაუტკბა ხეების თრევა და გადაწყვიტა ეს კომფორტი პროტესტის გარეშე კიდევ 1 თვით გაახანგრძლივოს. მივმართავთ საკორდინაციო საბჭოს თავჯდომარეს არ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა 22 ივნისამდე და მოხსნას ეს კომენდანტის საათი რომელიც კაცმა არ იცის რა ლოგიკითაა.” – აცხადებს დავით დონერიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” დამფუძნებელი.

    ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია გიორგი გახარიას სახელზე უკვე ჩააბარა.

  • გირჩის აქცია-სეირნობაზე დაკავებული 3 ადამიანიდან 2 სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა

    გირჩის აქცია-სეირნობაზე დაკავებული 3 ადამიანიდან 2 სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის” აქცია-სეირნობაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირიდან ორს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი გაფრთხილება მისცა.

    23 აპრილს გირჩმა იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია-სეირნობა გამართა. ათობით აქტივისტი დისტანციის დაცვით პროტესტს გამოხატავდა, თუმცა პოლიციამ ადგილიდან ყველა აქტივისტი განყოფილებაში გადაიყვანა, 15 პირი დააჯარიმა, ხოლო 3 დააკავა.

    გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

  • ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა.

    დოლართან გაუფასურებამ 0.33 თეთრი შეადგინა, და 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2032 ლარი გახდა. ევროსთან ლარი 0.25 თეთრით გამყარდა და მისმა ფასმა 3.4540 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან – კონსტანტინ კოსაჩევი

    რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან – კონსტანტინ კოსაჩევი

    რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა.

    „მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, – აღნიშნა კოსაჩოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩართვის დროს, რომელშიც პარტია “ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.

    კოსაჩევის თქმით, რუს პარლამენტარებს არ ეშინიათ მწვავე თემების განხილვის. „ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც,” – დასძინა პოლიტიკოსმა.

  • “შვილების გამოკვება ეგოიზმი არ არის” – სალონის მეპატრონე ბიზნესის გახსნისთვის 1 კვირით დააპატიმრეს

    “შვილების გამოკვება ეგოიზმი არ არის” – სალონის მეპატრონე ბიზნესის გახსნისთვის 1 კვირით დააპატიმრეს

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, დალასში სალონის მეპატრონე ბიზნესის გახსნისთვის 1 კვირით დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წერს, 6 მაისს გამართულ სასამართლოზე მოსამართლემ სალონის მეპატრონეს განუცხადა, რომ ბოდიში მოეხადა იმისთვის რომ მან “ეგოიზმი” გამოიჩინა  და ასევე დეხურა სალონი და გადაეხადა დაკისრებული ჯარიმა.  სალონის მეპატრონემ შელი ლუთერმა მოსამართლეს განუცხადა რომ შვილების გამოკვება  ეგოიზმი არ არის.

    სალონის მეპატრონე შელი ლუთერი, ბიზნესის გახსნის მოთხოვნით გამათულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.

    “როდესაც ამბობთ, რომ ეგოისტი ვარ, ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემი შვილების გამოკვება არაა ეგოიზმი. მე მყავს სტილისტები დასაქმებული ჩემს სალონში, რომლებიც, ჩემსავით შიმშილობენ, რადგან  ჰყავთ შვილები. თუ მიგაჩნიათ, რომ კანონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვების გამოკვება, მაშინ მიდით, დაასრულეთ თქვენი გადაწყვეტილება. მე არ ვაპირებ სალონის დაკეტვას”.- განუცხადა შელი ლუთერმა მოსამართლეს.

    შელი ლუთერი 1 კვირით პატიმრობა შეუფარდეს ასევე  7 ათასი დოლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ ბიზნესის გახსნის შემთხვევაში მას  დღიურად 500 დოლარითაც დააჯარიმებდნენ. სალონის მეპატრონე შელი ლუთერი, ბიზნესის გახსნის მოთხოვნით გამათულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.

  • ჩვენი ქვეყანა  მზად არის რუსი ტურისტებიც მიიღოს  თუმცა ამ დროისთვის რუსეთთან ტურისტულ დერეფანზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს –  თურნავა

    ჩვენი ქვეყანა მზად არის რუსი ტურისტებიც მიიღოს თუმცა ამ დროისთვის რუსეთთან ტურისტულ დერეფანზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს – თურნავა

    ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ზომების დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად უსაფრთხო იქნება რუსეთიდან ივლისში ტურისტების მიღება.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, რუსი ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისა.

    „ტურისტული კორიდორების შექმნა არის უსაფრთხო კორიდორების შექმნა. თვითონ ტურისტული კორიდორების სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს კორიდორები უნდა იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთხო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, დამხევდრი ქვეყნისთვის. ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს,“- აცხადებს ნათია თურნავა.

  • სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც – თურნავა

    სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც – თურნავა

    „სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ“, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

    „სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ. სილამაზის სალონები არის ძალიან დიდი სეგმენტი დასაქმების, მცირე ბიზნესი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით სწორედ მცირე ბიზნესს და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა”,- თქვა თურნავამ.

    მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ სალონები შესაბამისად მოემზადონ და მუშაობის განახლების უფლება მიიღონ.

    კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისთვის, რომ შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა და თქვენც, მეც, მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, დაცული იყოს. მე სულ კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან და ძალიან პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის, მაგრამ გარკვეული დრო უნდათ იმისთვის, რომ თუნდაც ეს დაშორიშორება მოახერხონ შიგნით, შეიძინონ პირადი დაცვის საშუალებები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.