Category: ახალი ამბები

  • “ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას“–ნაციონალური მოძრაობის განცხადება

    “ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას“–ნაციონალური მოძრაობის განცხადება

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. პარტია როგორც ქართველ, ასევე უკრაინელ მოქალაქეებს ამ ფაქტს ულოცავს.

    “ქართველ ხალხს, საქართველოს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვულოცავთ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე უკრაინაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარება.

    ეს პოლიტიკური აქტი გამოხატავს პრეზიდენტ ზელენსკის სწრაფვას, გაატაროს სწრაფი რეფორმები, იბრძოლოს პრორუსული და ოლიგარქიული გავლენების წინააღმდეგ, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს თავისუფლებისათვის ბრძოლას მთელს რეგიონში.

    ეს პოლიტიკური აქტი არის გზავნილი რეგიონის უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის: გამარჯვების დრო დადგა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ ახალი და მძლავრი იმპულსი შეიძინა.

    ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების დღეს აახლოებს.

    “ეს პოლიტიკური აქტი გამოხატავს პრეზიდენტ ზელენსკის სწრაფვას, გაატაროს სწრაფი რეფორმები, იბრძოლოს პრორუსული და ოლიგარქიული გავლენების წინააღმდეგ, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს თავისუფლებისათვის ბრძოლას მთელს რეგიონში. ეს პოლიტიკური აქტი არის გზავნილი რეგიონის უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის: გამარჯვების დრო დადგა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ ახალი და მძლავრი იმპულსი შეიძინა. ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების დღეს აახლოებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

    შეგანხსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

  • სააკაშვილს ოლიგარქებთან დიდი ბრძოლა ელის – პაატა ბურჭულაძე

    სააკაშვილს ოლიგარქებთან დიდი ბრძოლა ელის – პაატა ბურჭულაძე

    ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას პოზიტიურად აფასებს. პაატა ბურჭულაძის შეფასებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს დაპირისპირება, პირველ რიგში, ოლიგარქებთან მოუწევს, რადგან ისინი რეფორმებს ვერ ეგუებიან. ამ თემაზე ბურჭულაძემ ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრა:

    “მიხეილ სააკაშვილს დიდი ბრძოლა ელის წინ… ოლიგარქს არასდროს არ უნდა რეფორმის გაკეთება, იმიტომ რომ ოლიგარქი და რეფორმა შეუთავსებელია“– ამბობს ბურჭულაძე.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანიშვნის ფაქტზე საქართველოს მთავრობის წევრების რეაქციამ პაატა ბურჭულაძის კრიტიკა დაიმსახურა. მან ხელისუფლების წარმომადგენლები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურად დანიშვნამდე, უკრაინას ულტიმატუმები წაუყენეს.

    ბურჭულაძისთვის სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება ელჩის გამოწვევით დაიმუქრა. მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებების გამო, ქვეყანას საერთაშორისო მასშტაბით რეპუტაცია შეელახა.

    “ამდენი არაფრის გამკეთებელი, უთავმოყვარეო და მავნებელი, არაპროფესიონალი ერთად როგორ შეიძლება შეკრიბო, არ ვიცი. როგორ შეიძლებოდა ამათი შეკრება და სახელმწიფოს მართვის ჩაბარება… რა მივიღეთ ახლა, ელჩი უნდა გამოვიწვიოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან? ამას ქუჩაში რომ გააჩერო მოქალაქე, ყველა გეტყვის, რომ არ შეიძლება“, – ამბობს ბურჭულაძე.

    მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დღეს დაინიშნა.

  • აუდიტი უნდა შევიდეს საპატრიარქოში, იგივე პატრიარქის ფონდში – მეუფე პეტრე

    აუდიტი უნდა შევიდეს საპატრიარქოში, იგივე პატრიარქის ფონდში – მეუფე პეტრე

    “სიმდიდრე არაა ცოდვა, მისი არასწორად მოხმარებაა დანაშაული”, – ეს განცხადება მეუფე პეტრემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    მისი თქმით, აუცილებელია საპატრიარქოს საქმიანობითა და ანგარიშებით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს და კითხვებს პასუხი გაეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნება ეჭვი, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

    “საქართველოში, სადაც ათობით ათასობით ბავშვი შიმშილობს, ასევე ასი ათასობით ოჯახი შიმშილის ზღვარზეა და მორწმუნე ადამიანისთვის ჯერ ერთი შეუძლებელია სანამ ერთ გაჭირვებულ ადამიანს და მოშიმშილე ადამიანს ხედავს. რა თქმა უნდა, რეზიდენციაში ჩემი არც ერთი დღე არ თენდებოდა ისე, რომ ელემენტარული დახმარება, სწავლის ფული, მცირედი თუ ა.შ. არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არ არსებობს არც ერთი ისეთი თანხა, რომ დააკმაყოფილოს მოწყალე გული, მთავარია რაც გვაქვს ის დავხარჯოთ სწორად და ღმერთმა ხომ იცის ჩვენი შესაძლებლობა. რამდენად სწორად იხარჯება და არ მდიდრდება ამით ვინმე. სიმდიდრე არაა ცოდვა, მისი არასწორად მოხმარებაა დანაშაული. ამიტომ გააჩნია ვინ როგორ ხარჯავს. ამიტომ აუდიტი უნდა შევიდეს საპატრიარქოში, იგივე პატრიარქის ფონდში. უნდა იქნეს შესწავლილი. დავიწყოთ მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან”, – აცხადებს მეუფე პეტრე.

  • „მეგონა, რომ ჩვეულებრივი გრიპი მქონდა“ – მადონამ  კორონავირუსი გადაიტანა

    „მეგონა, რომ ჩვეულებრივი გრიპი მქონდა“ – მადონამ კორონავირუსი გადაიტანა

    რამდენიმე დღის წინ, პოპ-ვარსკლავმა მადონამ განაცხადა, რომ ტესტი გაიკეთა და მის სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა. ამის საფუძველზე კი შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავს covid-19 უკვე გადატანილი აქვს.

    „დაახლოებით 7 კვირის წინ მე ავად ვიყავი და მეგონა, ჩვეულებრივი გრიპი მქონდა“, – განაცხადა არტისტმა.

    სანამ პანდემიის გამო, ქვეყანაში რეგულაციები ამოქმედდებოდა, მადონა  მუსიკალური ტურნეს Madame X ფარგლებში საფრანგეთში იმყოფებოდა. ვარსკვლავი, სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდში დაინფიცირდა.

     

  • ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

    ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

    გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

    ამავე ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

    ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.

     

     

  • იტალიაში ომში დაღუპულთა მემორიალს “ზაოდი” მიაწერეს

    იტალიაში ომში დაღუპულთა მემორიალს “ზაოდი” მიაწერეს

    იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს.  წარწერის ამსახველი ფოტო facebook-ზე გრავინა ინ პულიას მერმა, ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა. ალესიო ვალენტა  იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, ვინც ეს გააკეთა.

    „ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ. იმედია, ესმით, რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა, რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება“, – წერს ალესიო ვალენტე.

    ამ ფაქტს ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს.

    “სამარცხვინო! ყველგან თავს რომ ჭრიან ქვეყნას ეს უსინდისოები! გულზე მჯიღს რომ იკრავენ იმათთან კითხვა მაქვს ეს რომ ჩვენთან რომელიმე უცხოელმა გააკეთოს რა ამბავს ავტეხთ!? ამიტომ სანამ სხვის თვალში ბეწვის ძებნას დავიწყებთ, საკუთარი დირე მოვიქექოთ! როგორც იტალიელი მერი წერს ამ უმსგავსოებს იმედია დაიჭერენ და უმკაცრესად დასჯიან, ამ ჟამიანობის დროს იტალიელი ხალხის სიწმინდეების შეურაცხყოფისათვის!”-წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

     

  • „თუ ვინმეს მანამდეც კოცნიდი, გააგრძელე სხვა ქალებს ნუ დაუწყებ კოცნას, მოითმინე ერთი თვე და დარჩი ოჯახში“ – ლუკაშენკოს რჩევა (ვიდეო)

    „თუ ვინმეს მანამდეც კოცნიდი, გააგრძელე სხვა ქალებს ნუ დაუწყებ კოცნას, მოითმინე ერთი თვე და დარჩი ოჯახში“ – ლუკაშენკოს რჩევა (ვიდეო)

    ბელარუსის პრეზიდეტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მამაკაცებს პანდემიის დროს რჩევა მისცა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ლუკაშენკო მამაკაცებს მოუწოდებს სხვა ქალებს არ აკოცონ.

    „თუ ვინმეს მანამდეც კოცნიდი, გააგრძელე, მაგრამ სხვა ქალებს ნუ დაუწყებ კოცნას, თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ. მოითმინე ერთი თვე და დარჩი ოჯახში“, – აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.

    ცნობისთვის, ბელარუსი რჩება იმ იშვიათ ქვეყნების რიცხვში, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარობა არ შემოუღიათ. ლუკაშენკო მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას „ფსიქოზს“ უწოდებს.

  • დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი აღმოაჩნდა – CNN

    დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი აღმოაჩნდა – CNN

    ამერიკის საზღვაო ძალების ერთ-ერთ წევრს, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დაინფიცირებულ საზღვაო ძალების წევრს, ახლო კონტაქტი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან.

    „თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების წევრს, რომელიც თეთრ სახლში მუშაობს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

    თეთრი სახლის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

    ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მაღალჩინოსნებს კორონავირუსზე ყოველკვირეული ტესტირება უტარდებათ. თეთრი სახლი აგრძელებს სწრაფი ტესტის გამოყენებას, რომელიც შედეგებს დაახლოებით 15 წუთში იძლევა

  • „პაციენტების უმეტესობა სახლში რჩებოდა, თუმცა დაინფიცირდა,  ასეთი სტატისტიკა ჩვენთვის შოკისმომგვრელია“ – ენდრიუ კუომო

    „პაციენტების უმეტესობა სახლში რჩებოდა, თუმცა დაინფიცირდა, ასეთი სტატისტიკა ჩვენთვის შოკისმომგვრელია“ – ენდრიუ კუომო

    „პაციენტების  66% ჰოსპიტალებში საკუთარი სახლებიდან მოხვდა. ისინი არც მოგზაურობდნენ და არც მუშაობდნენ. სახლში იყვნენ. ასეთი სტატისტიკა ჩვენთვის შოკისმომგვრელია“ – ამის შესახებ  ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.  როგორც ის აღნიშნავს ინფიცირებულთა შორის 66% სწორედ ის პაციენტები არიან რომლებიც არ მუშაობდნენ სახლიდან გარეთ არ გადიოდნენ.

    „ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეიძლება გაიზარდოს ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იმ ადამიანებს შორის, ვისაც მაინც უწევს სამუშაოდ წასვლა, ესენი არიან ექიმები, ექთნები, დისტრიბუტორები, სასურსათო მაღაზიების თანამშრომელბი და ა.შ, თუმცა ასე არ არის.  ახალი პაციენტების 66% სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი ამბავია“.

    როგორც ცნობილი გახდა, ბოლო დღეების განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის მხოლოდ 17% არის ამჟამად დასაქმებული. 37% პენსიონერი, 46% კი უმუშევარია.

    აღნიშნულთან დაკავშირებით NBC News-თან კომენტარი გააკეთა მინესოტას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა კუმი სმიტმაც, რომლის თქმითაც იგი გუბერნატორივით გაოცებული არ არის ამ შედეგით, რადგან ადამიანების უმეტესობა ამ ეტაპზე სახლში რჩება და შესაბამისად, ინფიცირებული პირებიც სახლში არიან, გარდა ამისა  თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარეთ სისტემატურად გადის, ის შესაძლოა ინფექციის შემომტანი გახდეს.

    ენდრიუ კუომოს აზრით, აშშ-ის მთავრობა და საზოგადოება ინფექციის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია. „ ყველაფერი დაკეტილია. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ახლა ყოველი ჩვენთაგანის ჯერია აირჩიოს, თუ როგორ მოიქცევა. თუკი თქვენ ატარებთ ნიღაბს, იცავთ სოციალურ დისტანციას, რჩებით სახლში როდესაც შესაძლებელია, თუ იცავთ პირად ჰიგიენას და რეგულარულად იბანთ ხელებს, თუ ერიდებით კონტაქტს ასაკოვან ადამიანებთან, ესე იგი თქვენ ხართ მოქალაქე, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს“.- აცხადებს გუბერნატორი.

  • არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს – თურნავა საპატრიარქოს დაფინანსებაზე

    არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს – თურნავა საპატრიარქოს დაფინანსებაზე

    ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვების დასმის საფუძველი არ არის, რადგან ეს გამჭვირვალედ ხდება.

    “ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ამ ტრანზაქციას და დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე, სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით. აქედან გამომდინარე არამგონია აქ რამე კითხვის დასმის საფუძველი იყოს”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

    TDI-ს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო.

    მათივე ცნობით,  გარდა ბიუჯეტური დაფინანსებისა, თვითმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 მლნ ლარის “მატერიალურ სიკეთეს” გადასცემენ.

    ცნობისთვის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ 25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა და ისინი ,,ვალებში იხრჩობიან”.