Category: ახალი ამბები

  • შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 80 პირი დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 80 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის გამო 80 მოქალაქე დააჯარიმეს.

    სამართალდამცავებმა ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმეს.

    ასევე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 5 მოქალაქე დააჯარიმდა.

    გარდა ამისა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააჯარიმეს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • ვის დანიშნავენ, რომელ თანამდებობაზე ეს არის ჩვენი მეგობარი უკრაინის საქმე – ოთარ კახიძე

    ვის დანიშნავენ, რომელ თანამდებობაზე ეს არის ჩვენი მეგობარი უკრაინის საქმე – ოთარ კახიძე

    ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ვის, რა თანამდებობაზე და რა წესით დანიშნავენ უკრაინაში, ეს უკრაინის საქმეა და არა ქართული პარტიების.

    კახიძის თქმით, , „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისედაც არ გამოირჩეოდა უკრაინის მხარდაჭერით.

    „პირიქით, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მოუწოდებდა დასავლეთს, რომ არ მიეცათ თავდაცვითი იარაღი უკრაინისათვის. ვერც იმას აცნობიერებდნენ, რომ უკრაინა და საქართველო არამხოლოდ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები არიან, არამედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არიან ერთ პაკეტში”, აცხადებს კახიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ისტერიკა ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა.

    ,,ზელენსკის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოჩინდა ის სრული ისტერიკა, რომელიც სჭირდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. საუბარი რაღაც დემარშებზე, ელჩების გამოწვევაზე, ეს იყო ძალიან სამარცხვინო ისტერიკა. რაც შეეხევა თვითონ გადაწყვეტილების შეფასებას, ვის დანიშნავენ, რომელ თანამდებობაზე, რა წესით და პროცედურით ეს არის ჩვენი მეგობარი უკრაინის საქმე, ეს არის მათი შიდა საქმე და არა აქაური პოლიტიკური პარტიების. მინდა, ჩვენს მეგობარ უკრაინას წარმატება და წინსვლა ვუსურო, როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური მიმართულებით“, – თქვა ოთარ კახიძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. 

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

     

  • სააკაშვილის დანიშვნის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან ელჩს გამოიძახებს

    სააკაშვილის დანიშვნის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან ელჩს გამოიძახებს

    რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ.

    საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას. ზალკალიანი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

    “სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დაინიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც”, — აცხადებს ზალკალიანი.

    მისი თქმით, ელჩის გამოწვევა დიპლომატიაში მიღებული პრაქტიკაა, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.

    ,,მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები”,- აცხადებს დავით ზალკალიანი.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

  • კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინიდანაა – ეზუგბაია

    კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინიდანაა – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინიდან არის გადამოყვანილი, 4 კი ცნობილი წყაროებია.

    ინფექციურ საავადმყოფოში 44 დადასტურებული პაციენტია, მათი ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა.

    ,,ერთი კრიტიკული პაციენტია, მასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით ჯერჯერობით, პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ, ამიტომ პროგნოზირება შეუძლებელია, რომ გამოვთვალოთ, მაინც კრიტიკული პაციენტია. კვლავ ერთი გვყავს მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია და ისიც ალბათ გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 288 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.

  • ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში ,,დაეხმარა”

    ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში ,,დაეხმარა”

    პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს დილის 9 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მივიდა და მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში ,,დაეხმარა”.

    ჯაფარიძე ამბობს, რომ კანცელარიაში შემსვლელებს არ უტარდებათ თერმოსკრინგი, ამიტომ პარტიამ გადაწყვიტა, მთავრობას დაეხმაროს.

    “ჩვენ ვატარებთ თერმოსკრინინგს. როგორც იცით, მთავრობამ მოსახლეობას მასობრივად ჩაუტარა თერმოსკრინინგი. მთავრობას დახმარება სჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ ამ შენობაში ვინც შედიან, იმათ არ უტარდებათ თერმოსკრინინგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ტარდება. გადავწყვიტეთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ. აღრიცხვასაც ვაკეთებთ და მივაწვდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

    საბოლოოდ, გირჩმა სულ 11 ადამიანს ჩაუატარა თერმოსკრინინგი, მათგან სიცხე არცერთს დაუფიქსირდა.

  • COVID-19-ის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც – გამყრელიძე

    COVID-19-ის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-7 კვირის ბოლოშია, კრიზისი კი მე-6 , მე-7 და მე-8 კვირაში ხდება ხოლმე.

    მისი თქმით, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შემთხვევები კლების გამო ვირუსს მოვერიეთ.

    ,,რადგან ეს ინფექცია ნაკლებად ცნობილია, არ ვიცით მეორე, მესამე ტალღა როგორ შეიძლება განვითარდეს, ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ, თან გარკვეული შემსუბუქებები არის. ზოგადად, ეს თემა უკვე მთელ მსოფლიოში მკვიდრდება. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც. ჩვენ თანდათან უნდა მივეჩვიოთ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრებას და ქვეყანაც მოემზადოს”,- ამბობს გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში.

    გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს COVID-19-ისა და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება.

    ,,ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 288 გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.

  • ევროპარლამენტარი კუბილიუსი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება

    ევროპარლამენტარი კუბილიუსი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება

    ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმება.

    კუბილიუსი ყურადღებას ამახვილებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებზე. მისი განცხადებით,  ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, „შესაძლოა, მიჩნეულ იყოს როგორც ნიშანი ნდობის მზარდი ხარვეზისა“.

    ევროპარლამენტარის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც “კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას”.

    “თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამჟამინდელი გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მიუხედავად, შეთანხმების სწრაფი აღსრულება წერილისა და სულისკვეთების თანახმად, უმაღლესი მნიშვნელობისაა.

    ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას.

    8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება ორ მემორანდუმზე შეთანხმდნენ. ერთ არჩევნების პროპორციულთან დაახლოებული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა – მაჟორიტარების 130/20-ზე გადანაწილებას, ხოლო მეორე მემორანდუმი, ოპოზიციის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში – 288

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში – 288

    8 მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 13 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 288 შეადგინა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევეთა რაოდენობა 623-ია, მათგან 9 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446 პირი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდგინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    623 ინფიცირებულიდან 288 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446 პირი.

  • “სააკაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ეს თანამდებობა, ვიდრე ის, რასაც ადრე სთავაზობდნენ.“–გია ხუხაშვილი

    “სააკაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ეს თანამდებობა, ვიდრე ის, რასაც ადრე სთავაზობდნენ.“–გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ეს პოსტი უკეთესია, ვიდრე ვიცე პრემიერის პოსტი იქნებოდა, რომელზეც სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა თავდაპირველად წარადგინა.  ხუხაშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  დიდი უგუნურება იყო უკრაინის ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ფორმით საუბარი და “ფეხების ბაკუნი“, რამაც უკუშედეგი გამოიღო.

    “მე ვფიქრობ რომ სააკაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ეს თანამდებობა, ვიდრე ის, რასაც სთავაზობდნენ. პოლიტიკური წონის თვალსაზრისით. ვიცე პრემიერი მაინც არის მესამე წრის ჩინოვნიკი პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის შემდეგ. და გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. ახლა აქვს აბსოლუტური თავისუფლება და პასუხისმგებლობა მინიმალური. ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი მთავრობაშიც პლიუს ამას რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. მისი მოძრაობის სიმჭიდროვე ჩვენ კარგად ვიცით ჟურნალისტებთან ერთად და ის გახდა რეალური პოლიტიკური ფიგურა,მაშინ, როდესაც ვიცე პრემიერის რანგში ასეთი შეიძლებოდა სულ არ ყოფილიყო.

    აქედან გამომდინარე ეს იყო დიდი  სიბრიყვე და ამან გამოიწვია უკურეაქცია უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში. რა თქმა უნდა შეიძლებოდა თავშეკავებით გაკვირვების გამოთქმა, მაგრამ მოუკრეფავში გამოსვლამ, რაც მოვისმინეთ ჩვენი ჩინოვნიკების შესრულებით, ამან უკუშედეგი მიიღო, იმიტომ რომ ჩათვალეს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევად. რამის თავი მაინც გვქონდეს. რით უნდა დავაზიანოთ უკრაინა ასე ძალიან მაინტერესებს.

    ძაან ყირაობენ ესენი და მე მგონი თავში აუვარდათ. გამყრელიძის და იმნაძის იმედზე არიან უკრაინაშიც თუ რანაირად არის საქმე?“– ამბობს გია ხუხაშვილი.