Category: ახალი ამბები

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა

    საგარეო საქმეთა მინსტრის, დავით ზალკალიანის მოადგილე მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მან სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო.

    უწყება აცხადებს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების — უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა.

    “აღსანიშნავია, რომ მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ. ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად”, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    მიხეილ ნინუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2018 წლის ოქტომბერში, მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით დაინიშნა.

  • მეუფე პეტრეს ბრალდება პირადად პატრიარქის ჰომოსექსუალობის შესახებ ცილისწამებაა – კობახიძე

    მეუფე პეტრეს ბრალდება პირადად პატრიარქის ჰომოსექსუალობის შესახებ ცილისწამებაა – კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე მიტროპოლიტი პეტრეს პატრიარქისადმი ბრალდებას ეხმიანება და ამბობს, რომ პატრიარქი მალავს ამგვარ სკანდალებს და ხელს აფარებს მათ გამომწვევ პირებს, თუმცა ბრალდება პირადად მისი ჰომოსექსუალობის შესახებ ცილისწამებაა.

    ,,სექსუალური სკანდალების შესახებ ვწერდი, მაგალითად, ჩემს უკანასკნელ ღია წერილში პატრიარქის მიმართ, 2007 წელს. პატრიარქი მალავს ამგვარ სკანდალებს და ხელს აფარებს მათ გამომწვევ პირებს.

    ჩემი პოზიციაა, რომ მეუფე პეტრეს ბრალდება პირადად პატრიარქის ჰომოსექსუალობის შესახებ არის ცილისწამება. მე მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი პატრიარქის ახლო თანამშრომელი და საკუთარი თვალით ვხედავდი მის ყოველდღიურ ცხოვრებას, პატრიარქი არც ჰომოსექსუალია და არც ქალებთან ჰქონია ურთიერთობა, ის პატიოსნად ასრულებდა ბერობის ქალწულების აღთქმას”,- წერს კობახიძე.

    კობახიძე აღნიშნავს, რომ მეუფე პეტრეს უფლება აქვს, სინოდმა მისი ბრალდება განიხილოს, მაგრამ ნაცვლად ამისა, მომავალ სინოდზე მისი და მამა ანდრია სარიას ეკლესიიდან განკვეთას აპირებენ.

    ,,მეუფე პეტრეს, როგორც მღვდელმთავარს, სრული კანონიკური უფლება აქვს, ბრალდებები წაუყენოს პატრიარქს და სინოდი ვალდებულია ეს განიხილოს საეკლესიო სასამართლოზე. მაგრამ სინოდის წევრები უკანონოდ სრულ იგნორირებას უკეთებენ მეუფე პეტრეს მოთხოვნებს და უფრო მეტიც, მომავალ სინოდზე მის და მამა ანდრია სარიას განკვეთას აპირებენ. ეს იქნება კიდევ ერთი სკანდალური უსამართლობა, როდესაც საპატრიარქო ტანკივით გადაუვლის ადამიანებს საზოგადოების სრული ინდიფერენტულობის ფონზე”,- აცხადებს ბასილ კობახიძე.

    მისივე განცხადებით, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ღირსეული და გულწრფელი ადამიანია, რომელმაც თავი ბოლომდე დადო სიმართლისათვის და ჩვენი რეალობაში ეპისკოპოსისაგან ასეთი თავგანწირვა ძალიან დასაფასებელია.

    შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა. მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილია”.

     

  • “ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი სიმბოლური სილის გაწვნა“–გია ნოდია სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნაზე

    “ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი სიმბოლური სილის გაწვნა“–გია ნოდია სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნაზე

    ექსპერტი გია ნოდია აფასებს, რას ნიშნავს საქართველოსთვის სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ:

    “უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი სიმბოლური სილის გაწვნა. ეს აჩვენებს, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ (ეს მარტო პირადად სააკაშვილს არ ეხება) სერიოზულად არავინ აღიქვამს: არა მხოლოდ უკრაინის მთავრობა, არამედ მთლიანად დემოკრატიული სამყარო. ეს, ცხადია, ისედაც ვიცოდით, მაგრამ ეს კონკრეტული ჟესტი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.

    მისი მძაფრი რეაქცია ფსიქოლოგიურად გასაგებია, მაგრამ უაღრესად სულელურია.

    იმის თქმა, რომ ამის გამო საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა სერიოზულად დაზარალდება, გადაჭარბებაა: ჩვენი ხელისუფლება ისედაც სისტემურად არიდებდა თავს უკრაინასთან ახლო თანამშრომლობას. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამ ეტაპზე გასაფუჭებელი ბევრი არაფერია.

    უკრაინის პოზიციიდან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სილის გაწვნა რუსეთისთვის, პირადად პუტინისთვის. მაგრამ უკრაინა ამაზე წავიდა, მოუხედავად იმისა, რომ ზელენსკის თითქოს უფრო ფრთხილი პოლიტიკა ჰქონდა რუსეთის მიმართ. ეს აღსანიშნავია.

    საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის ამ დანიშვნას დიდი მნიშნელობა არა აქვს. ცხადია, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებისთვის ეს ფსიქოლოგიურად სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ამის მიღმა ის ბევრს არაფერს იძლევა.

    ერთადერთი შედარებით მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილი საჯაროდ ნაკლებ აღმოჩნდება ჩართული ქართულ პოლიტიკაში. არ ვიცი, რა პირობით დანიშნა მიშა ზელენსკიმ იქ, სადაც დანიშნა, მაგრამ ლოგიკურია, ერთ-ერთი წინაპირობა ყოფილიყო, რომ ის ღიად აღარ ჩართულიყო ქართულ პოლიტიკაში. არაფორმალური კონტაქტები, სავარაუდოდ, დარჩება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად დასჭირდება, სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს (თუმცა მიშა სიმბოლურ „დროშად“ დარჩება).

    ბოლოს, მიხეილ სააკაშვილს მის ახალ როლში წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ რეალურად რამდენად დიდია ამ წარმატების შანსები, ძალიან ძნელი განსასჯელია. ეს ზელენსკის პოზიციაზეა გაცილებით უფრო მეტად დამოკიდებული, ვიდრე თვითონ მასზე.“– ამბობს ნოდია.

  • კორონავირუსით გარდაცვლილი მე-10 პაციენტი 45 წლის ქალია – როგორი იყო მისი მდგომარეობა

    კორონავირუსით გარდაცვლილი მე-10 პაციენტი 45 წლის ქალია – როგორი იყო მისი მდგომარეობა

    გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-10 ადამიანი მათი პაციენტი იყო.

    ჰოსპიტალში ამბობენ, რომ 45 წლის ქალს თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა.

    “პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით.

    მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, —აცხადებენ ჰოსპიტალში.

  • საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებ-გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 623 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან 288 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პირი გარდაიცვალა.

    საკარანტინო რეჟიმში 4 702 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 459 ადამიანი რჩება.

  • COVID-19-ით უცხოეთში საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი, ინფიცირებულია 45 – ზალკალიანი

    COVID-19-ით უცხოეთში საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი, ინფიცირებულია 45 – ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულია 45 ადამინი.

    მისი თქმით, ინფიცირებულთა შემთხვევაში დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმებშია გამოვლენილი.

    მინისტრი განმარტავს, რომ გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი შეფერხდა, რადგან ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედით ხდებოდა.

    ,,არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით,“- თქვა ზალკალიანმა.

  • უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ – კუჭავა

    უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ – კუჭავა

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოძახებისა და მასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პოზიციას ჩამოაყალიბებს.

    კუჭავას თქმით, სააკაშვილის თანმდებობაზე დანიშვნა დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.

    „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს უკრაინის პარლამენტში და არ დაუჭირეს მხარი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ადამიანის არჩევას, რომელიც ძებნილია საქართველოში. ხოლო რაც შეეხება უკვე გაცილებით დაბალი დონის თანამდებობაზე მის დანიშვნას, ეს ის საკითხია, რომელიც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ იქნა გამოწვეული ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი კონსულტაციებისთვის და ამის შედეგად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

    ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. 

  • ჩემი განწყობა ასეთია – ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური – ლევან რატიანი

    ჩემი განწყობა ასეთია – ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური – ლევან რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული აურზაური მალე დასრულდება, თუმცა მასთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება.

    ,,ჩემი განწყობა ასეთია- ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური, რაც ამ წუთში ჩვენს ქვეყანაში და სამყაროშია. ალბათ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწეს გაგრძელება თანაცხოვრების”,- ამბობს რატიანი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა ვირუსი არ გამომჟღავნდეს.

    „რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ, თუმცა ერთი მდგომარეობით, ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება, სავარაუდოდ, არ გამომჟღავნდება“,- განაცხადა რატიანმა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 288 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, 9 გარდაიცვალა.

  • დღეს 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას, იმედი გვაქვს, დღის ბოლოს კიდევ 10 პაციენტი გაეწერება – რატიანი

    დღეს 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას, იმედი გვაქვს, დღის ბოლოს კიდევ 10 პაციენტი გაეწერება – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი დატოვებს. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ დღის ბოლომდე კლინიკიდან კიდევ 10 პაციენტი გაეწერება.

    რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში რეანიმაციაში 4 პაციენტი რჩება.

    “ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზენაკლები პაციენტი – 75. აქედან არის 58 ინფიცირებულია.რეანიმაციაში გვრჩება 4 პაციენტი, აქედან 1 გადაგვყავს თერაპიულ განყოფილებაში, ანუ გვრჩება 3 პირი. 2 პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. 1 პაციენტი მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. რამდენიმე დღე დაველოდებით და ალბათ ორშაბათს გადავიყვანთ თერაპიულ განყოფილებაში.

    მივიღეთ 2 ახალი პაციენტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ისინი არიან საეჭვო, მაღალი რისკის შემთხვევები. ველოდებით ანალიზის პასუხებს”,- განაცხადა ლევან რატიანმა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 288 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, 9 გარდაიცვალა.

  • მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

    მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

    მოსკოვის ქართული ეკლესიის ქართველ წინამძღვას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამო დაკეტილია ეკლესია. ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ტვ პირველთან ამბობს.

    მისი ინფორმაციით, კორონავირუსი ეკლესიის წინამძღვარს, მამა ფიოდორეს დაუდასტურდა, ხოლო კიდევ ერთი სასულიერო პირი, მამა მირონ კანთელაძე ტესტის პასუხს ელოდება.

    “7-8 დღეა თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ტაძარი პირველი მაისიდან დაკეტილია. ჩატარდა დეზინფექცია და ტაძარი დაიკეტა საერთოდ ყველანაირი მსახურებისთვის და ასევე დაიკეტა საეკლესიო მაღაზიაც. შეიძლება ითქვას, რომ ტაძრის ეზოშიც ვერავინ ვერ შედის, რადგანაც ყველაფერი გადაკეტილია პირველი მაისის შემდეგ”,— განაცხადა დეკანოზმა.

    დეკანოზი ამტკიცებს, რომ ვირუსი ზიარების და წირვის დროს არ გავრცელებულა.

    “თუკი ეს ზიარებიდან არის გადასული, მე და მამა ფიოდორე ყოველ კვირას ვეზიარებოდით ერთი ბარძიმიდან. მაშინ ყველას უნდა გვჭირდეს ვინც ვეზიარებოდით”, — ამბობს სასულიერო პირმა.

    მისივე თქმით, სიცხე აქვს რამდენიმე ადამიანსაც, რომელიც ტაძრის მრევლია.