Category: ახალი ამბები

  • თუ კიდევ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ და არ მოვაწყვეთ თავყრილობა, მგონია, კოვიდინფექციის პირველი შემოტევა დავძლიეთ – ცერცვაძე

    თუ კიდევ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ და არ მოვაწყვეთ თავყრილობა, მგონია, კოვიდინფექციის პირველი შემოტევა დავძლიეთ – ცერცვაძე

    თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუკი მობილიზაციის და რეკომენდაციების დაცვის ეს ხარისხი გაგრძელდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად აღარ მოიმატებს. ცერცვაძის განცხადებით, ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.

    „თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო. გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ,სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე – ერთი ათეული, ან ორი ათეული. მე პირადად მგონია, რომ თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ. ინფიცირების 626 შემთხვევა და მხოლოდ 10 გარდაცვლილი, ეს ევროპაში ერთ- ერთი საუკეთესო ან საუკეთესო მაჩვენებელია,“ – განაცხადა ცერცვაძემ მცხეთაში, მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში სტუმრობის შემდეგ.

     

  • ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ისე ვერ ხვდება მისგან რას ითხოვენ –  აკაკი ბობოხიძე

    ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ისე ვერ ხვდება მისგან რას ითხოვენ – აკაკი ბობოხიძე

    ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას “თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ”, ისე ვერ ხვდება მისგან რას ითხოვენ-  ასე გამოეხმაურა ბობოხიძე ევროპარლამენტარის წერილზე მმართველი გუნდის საპასიხო რეაქციებს ტელეკომპანია რუსთავი2- თან.

    “არცერთი ჩვენი პარტნიორის განცხადებაში, სიტყვა პოლიტპატიმარი არ არის ნახსენები. არა იმიტომ, რომ ისინი ამას ასე არ თვლიან, უბრალოდ ამ სიტყვას დიპლომატიური ეტიკეტის გამო არ იყენებენ. ისინი ამ უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ორიენტირებულები არიან შედეგებზე და ითხოვენ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ისე ვერ ან არ ხვდება თუ რას ითხოვენ მისგან”, – განაცხადა ბობოხიძემ.

  • გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

    გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

    მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ თითოეული ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი, 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

    ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

  • თელავში ძაღლი იარაღით ჩაცხრილეს – საზარელი დანაშაული თელავში

    თელავში, ალაზნის გამზირზე მიუსაფარი ძაღლი იარაღით ჩაცხრილეს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, მიუსაფარი ძაღლი იმავე კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. ადგილზე პოლიცია თვითმხილველებმა გამოიძახეს.

    როგორც ოჯახის წევრებიაცხადებენ, იარაღი, რომლითაც გასროლა მოხდა, მამაკაცის პირად საკუთრებაშია და ძაღლისგან თავს იცავდა.

    მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

  • “ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში“–ევროკავშირის ელჩი

    “ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში“–ევროკავშირის ელჩი

    9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე გაკეთებულ ამ მიმართვაში ჩამოყალიბებული იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირის შექმნას.

    დღეს,  27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ევროკავშირი, ამ დეკლარაციის სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. 2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდებაა — „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს COVID-19-ს პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.

    9 მაისთან – ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა:

    „დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო.

    იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ.

    სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო – მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.

    სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები – ანუ “ევროპის გუნდი” – გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

    დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და   მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში. 

    საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

    ეს იქნება რთული წელი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.

    გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს.

    გილოცავთ ევროპის დღეს!“

     

  • მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ-ზურაბიშვილმა ვეტერანებს  100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი გადასცა

    მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ-ზურაბიშვილმა ვეტერანებს 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღესთან  დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მისალოც წერილთან ერთად ვეტერანები პრეზიდენტისგან საჩუქრად მედიკამენტების შესაძენ 100 ლარიან სააფთიაქო ვაუჩერებს მიიღებენ.

    “დიდი პატივისცემით გილოცავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს!

    იმ ომში, კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების – მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე.

    ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ.

    თქვენ მიმართ მოწიწებასა და მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ და გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობასა და მხნეობას!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის მიწერილ წერილში.

    დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს.

  • ჩვენ გვაქვს უპირატესობა იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი – თენგიზ ცერცვაძე

    ჩვენ გვაქვს უპირატესობა იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი – თენგიზ ცერცვაძე

    ჩვენ გვაქვს უპირატესობა ევროპის ქვეყნებთან – იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი, რომელიც ევროპაში სამაგალითოდ ითვლება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ანატომიასთან” საუბრისას განაცხადა.

    “ახლა ყველაფერი ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. საზოგადოებამ როგორმე უნდა გამოიჩინოს ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაღალი თვითშეგნება, რომ ის, რასაც მას სთხოვდა საგანგებო ზომები და დღეს აღარ მოეთხოვებათ, მაინც შეასრულოს. მანქანების, ქალაქებს შორის მიმოსვლა განახლდა, მოიხსნება სხვა სერიოზული შეზღუდვებიც, გაიხსნება მაღაზიები, კაფე-ბარები, მაგრამ სამი ძირითადი მოთხოვნა მაინც უნდა შეასრულოს ყველა მოქალაქემ – არა ჯარიმის შიშით, არამედ – მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. ეს მოთხოვნებია: სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა. ესაა სამი ყველაზე მარტივი ღონისძიება, რომელიც, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. ამის შესრულება არც ისე დიდი ტრაგედია არაა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • “ბევრი კითხულობს კომენდანტის საათი რას გვაძლევს?”- თენგიზ ცერცვაძე

    “ბევრი კითხულობს კომენდანტის საათი რას გვაძლევს?”- თენგიზ ცერცვაძე

    კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

    მისი თქმით, ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო ჯერ არ მოსულა.

    “ბევრი კითხულობს გულწრფელად ან პროვოკაციულად, რომ „კი ბატონო, საჭიროა სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება, მაგრამ კომენდანტის საათი რას გვაძლევს?“. ერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის და მას აჯარიმებენ, მართლაც უსიამოვნო პროცედურაა და შეიძლება, ამ კუთხით, არც იყოს გამართლებული, მაგრამ კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან. ამ ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო კი ჯერ არ მოსულა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა.

  • გორში  სტალინის ძეგლი იასამნით შეამკეს

    გორში სტალინის ძეგლი იასამნით შეამკეს

    პანდემიისა და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარობის გამო, ფაშიზმზე გამარჯვების დღე სავარაუდოდ მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში.

    თუმცა, საბჭოთა დიქტატორის მიმდევრები მისი სახელობის მუზეუმის ეზოში შეკრებასა და ძეგლის გვირგვინებით შემკობას მაინც გეგმავენ.

    ერთ-ერთი პირველი ვინც ტერიტორიაზე მივიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობა და სამართლიანობის” წევრები იყვნენ, რომლებმაც სტალინის ძეგლი იასამნებით შეამკეს.

    პერიმეტრს სამართალდამცველები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ

  • გახარიას აღარ ახსოვს საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი – სალომე სამადაშვილი

    გახარიას აღარ ახსოვს საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი – სალომე სამადაშვილი

    პოლიტპატიმრებს აუცილებლად გავათავისუფლებთ და ეს მოხდება არჩევნებამდე, – განაცხადა“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

    მისი თქმით, როგორც ჩანს, პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნადა აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი.

    “როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი. პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გავათავისუფლებთ, ეს მოხდება ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ.

    გახარიას კი მინდა ვუთხრა – მისთვის და მისი პოლიტიკური პატრონისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სჯობს, რომ ეს გათავისუფლება მოხდეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე“, – თქვა სალომე სამადაშილმა.

    ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება შეასრულოს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია არ აპირებს ე.წ.ი პოლიტპატიმრების თემის განვრცობას. ამბობს, რომ საკითხზე წერტილი დასმულია და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები არ არსებობენ.