Category: ახალი ამბები

  • ივანიშვილი გაღიზინებულია, თვლის, რომ სააკაშვილის დანიშვნით დასავლეთი ებრძვის – უსუფაშვილი

    ივანიშვილი გაღიზინებულია, თვლის, რომ სააკაშვილის დანიშვნით დასავლეთი ებრძვის – უსუფაშვილი

    პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ რაც საქართველოში ხდება ტრაგიკომედიაა და პრობლემის მოგვარება ოპოზიციის და ხელისუფლების გაერთიანებით არის შესაძლებელი.

    მისი თქმით, ივანიშვილი თვლის, რომ სააკაშვილის კიევში დანიშვნით დასავლეთი ებრძვის.

    „დღეს ბატონი ივანიშვილი სუპერ გაღიზიანებულია. ის თვლის, რომ დასავლეთი ებრძვის მას სააკაშვილის კიევში დაწინაურებით. სამწუხაროდ, ამ დონეზე მსჯელობენ მისი მხარდამჭერები და პიარშიკები​. ეს არის იმის საპირისპირო, რაც სჭირდება ქვეყანას.

    „ლელო“ ვლაპარაკობთ იმას, რომ ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, რომელიც ერთად უნდა შევადგინოთ ვოლსკებმაუსუფაშვილებმა, მელიებმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელთაც გვაქვს იმის პასუხისმგებლობა ტვირთად მოკიდებული, რომ ქვეყანას სწორი გამოსავალი მოვაძებნინოთ ხოლმე. ერთად უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ, რაც საქართველოში ხდება ეს არის ტრაგიკომედია.

    საგანგებო მდგომარეობა და ეს გლობალური პრობლემა, რომელიც გრძელვადიანია, მრავალპლანიანია, პატარა ქვეყანას და პატარა ეკონომიკას განსაკუთრებით რთულ განსაცდელებს უქადის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. 

    ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას.

     

  • “ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს“–რატომ წავიდა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან

    “ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს“–რატომ წავიდა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან

    მთავარი არხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექსკლუზიურად მოიპოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას გამოსამშვიდობებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც მან თანამშრომლებს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაუგზავნა:

    “ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს, – ამ შეტყობინებით დაემშვიდობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამშრომლებს.

    მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა თანამდებობიდან მოულოდნელად წავიდა. არსებული ინფორმაციით, ნინუას პირდაპირი მოვალეობა ეპიდემიის პირობებში საზღვარგარეთიდან ქართველი ემიგრანტების დაბრუნება იყო.

    მინისტრის მოადგილის მოულოდნელად წასვლას ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დიპლომატებს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების ლობირებისთვის იყენებს.

    “შესაძლოა, ეს ფრაზა უკავშირდება ზოგადად შექმნილ ვითარებას, როდესაც სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, მათ შორის, დიპლომატიური რესურსი არის ასე ვთქვათ, მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის პირადი დღის წესრიგისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა იყო აზრთა სხვადასხვაობა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე ქვეყანაში. შესაძლოა მას პროტესტი გაუჩნდა, რადგან ხედავდა, რომ იბლოკებოდა პოლიტიკური მიზეზებით ადამიანების დაბრუნება,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • ტურიზმს, როგორც ეკონომიკის დარგს ნელ-ნელა გავხსნით, ჯერ შიდა, შემდეგ საერთაშორისო დონეზე–გახარია

    ტურიზმს, როგორც ეკონომიკის დარგს ნელ-ნელა გავხსნით, ჯერ შიდა, შემდეგ საერთაშორისო დონეზე–გახარია

    ჩვენთვის გვაქვს შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ – საერთაშორისო დონეზე, შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს და ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

    გახარია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმია და ხელისუფლებას კარგად ესმის, რამდენად მაღალი იქნება გლობალური კონკურენცია.

    „გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის რისკი არის და გახსნის ეს გრაფიკი, რომელიც თარიღების მიხედვით გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულად ვმართავთ.  ერთ თვეზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ. გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტები და წესები იქნება დასაცავი. უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან დიდი ხანია, არსებობს ინტერესი და გვინდა, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ. ჩვენთვის ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ – საერთაშორისო დონეზე; შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს და ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საუბრისას.

    ვიდეოკონფერენციისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო სექტემბერში  ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.

  • აშშ-მ COVID-19-თან ბრძოლისთვის საქართველოს დამატებით 3 მლნ დოლარი გამოუყო – დეგნანი

    აშშ-მ COVID-19-თან ბრძოლისთვის საქართველოს დამატებით 3 მლნ დოლარი გამოუყო – დეგნანი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის საქართველოსთვის 3 მილიონი დოლარი გამოყო.

    მისი თქმით, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, აშშ საქართველოს პერსონალის მომზადებაშიც ეხმარება.

    ,,ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, „კოვიდ-19“-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა „კოვიდ-19“-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანამა.

  • აშშ საქართველოს 27 ათას ტონა ხორბალს კიდევ ჩუქნის

    აშშ საქართველოს 27 ათას ტონა ხორბალს კიდევ ჩუქნის

    საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს 27 ათას ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს კიდევ ჩუქნის.

    ,,საქართველოს საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის “სურსათი პროგრესისთვის” ფარგლებში საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დავემხაროთ ქვეყანას პანდემიის დროს”, — თქვა დეგნანმა.

    ელჩი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა ზოგიერთი ქვეყანა პანდემიის პირობებში ხორბლის ექსპორტს კრძალავს, აშშ მეგობარი ქვეყნებს დახმარების გზებს ეძებს.

    “აქ, საქართველოში, საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას”, – ამბობს ის.

    აშშ-სგან საქართველომ 2019 წლის დეკემბერში 27 ათასი ტონა ხორბალი უკვე მიიღო.

  • აქცია აჭარის მთავრობის სახლთან – სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს

    აქცია აჭარის მთავრობის სახლთან – სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს

    აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მოქალაქეები აქციას მართავდნენ, რამდენიმე პირი დააკავეს.

    მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული სამართლადრღვევისთვის დააკავეს.

    საპროტესტო აქციას დაკავებული ორი მოქალაქის რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ნათესავები მართავენ. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

    სამართალდამცველებმა ისინი ბათუმში ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.

    რამდენიმე დღის წინ რეზო წულუკიძესა და ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წულუკიძეს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა კი ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

  • იტალიაში, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა – გრავინას მერი

    იტალიაში, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა – გრავინას მერი

    იტალიაში, ქალაქ გრავინას მერმა, ალესიო ვალენტიმ განაცხადა, რომ დედამ შვილის მიერ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე “ზაოდის” მიწერისთვის გასუფთავების ნებართვა ითხოვა.

    ვალენტიმ ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ დედის მხარიდან ეს მისაბაძი საქციელია.

    „სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, – აცხადებს ალესიო ვალენტი.

    ვიდეოში მერმა აღნიშნა, რომ ძეგლის დაზიანების გამო მიყენებული “ჭრილობა” დედის საქციელის გამო ნელ-ნელა “შეხორცდება”

    ,,ეს ჭრი­ლო­ბა დიდ­ხანს დაგ­ვრჩე­ბა, მაგ­რამ ნელ-ნელა შე­ხორ­ცე­ბას და­ი­წყებს, ასე­თი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო. მშობ­ლებ­მა უნდა ას­წავ­ლონ შვი­ლებს სწო­რად მოქ­ცე­ვა, არ უნდა და­ფა­რონ მათი ცუდი საქ­ცი­ე­ლი. მინ­და მო­ვე­ფე­რო ამ ქალს და მინ­და ბევ­რი იყოს მას­სა­ვით მა­მა­ცი”,- განაცხადა ქალაქის მერმა.

    მემორიალის დაზიანების შესახებ პოსტი ფეისბუქზე 7 მაისს გამოქვეყნდა, ქალაქ პულიას მერი წერდა, რომ ძეგლზე წითელი საღებავით „ზაოდის“ მიწერით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ადამიანების ხსოვნას.

  • ელჩის გამოწვევა საქართველოს რეპუტაციას ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება – გრიგოლ ვაშაძე

    ელჩის გამოწვევა საქართველოს რეპუტაციას ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება – გრიგოლ ვაშაძე

    “მძიმე, ჩამოურეცხავ ლაქად დააჩნდება ეს საქართველოს რეპუტაციას ძალიან სამწუხაროდ, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ აჩვენა ამ ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი და დაუფიქრებლობა” – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო საქართველოს ელჩის გამოწვევას.

    მისი თქმით, უკრაინის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიის პირველი კლასის გაკვეთილი ჩაუტარეს, რადგან თქვეს, რომ ,,ბავშვებივით არიან – გაიწვიეს ელჩი, ჩვენ ვეცდებით შევინარჩუნოთ ჩვენი სტრატეგიული კავშირი და მეგობრული ურთიერთობები და შემდგომ მომავალში ავანაზღაუროთ დანაკლისი.

    შესანიშნავად გამოჩნდა უკრაინის ხელისუფლება და სამარცვინოდ საქართველოსი, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მთავარ არხთან საუბრისას.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. 

    ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას.

  • მაშველებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

    3-დღინი ძებნის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

    კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური, 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა.

    გზაზე ზვავის ქვეშ ორი მოქალაქის მოყოლის შესახებ ინფორმაცია 5 მაისს გავრცელდა. ერთ-ერთი მოქალაქე მალევე იპოვეს და ის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე, დაკარგულ მოქალაქეს დღემდე ეძებდნენ.

  • არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში ხინჯი შეიტანა – ვოლსკი სააკაშვილზე

    არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში ხინჯი შეიტანა – ვოლსკი სააკაშვილზე

    ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ამბობს, მან არარსებული, დამამცირებელი პოზიცი მიიღო, თუმცა ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ხინჯი მაინც შეიტანა.

    “მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას. მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, რასაკვირველია, გარკვეული ხინჯი შეიტანა ორმხრივ ურთიერთობაში”,- აცხადებს ვოლსკი.

    მისი თქმით, ელჩის გამოწვევა გარკვეული პოლიტიკური დემარშია, რაც განხილვის საშუალებას იძლევა.

    ,,ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე, დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა – რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული“, – ამბობს ვოლსკი.

    მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის , ზელენსკის გადაწყვეტილება გაუგებარია.

    ,,შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით. ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით. ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა, თუ რა შედეგი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა.