Category: ახალი ამბები

  • როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობა, როცა იქით მხარეს სააკაშვილია? – თალაკვაძე

    როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობა, როცა იქით მხარეს სააკაშვილია? – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, როდესაც იქეთ მხარეს მიხეილ სააკაშვილია უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობა გართულდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

    “ამან ჩრდილი მიაყენა ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველ პოლიტიკურ გუნდებს შორის თანამშრომლობა, როდესაც იქით მაგიდასთან, უკრაინის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს თავის ამპლუაში ამ საკონსულტაციო საბჭოდან ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას იმ წლების განმავლობაში, როდესაც ის ოპოზიციაში გადავიდა, რომ არაფერი ვთქვათ წარსულზე და კიდევ 9 წელს არ დავუბრუნდეთ”, — განაცხადა არჩილ  თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის’ ეთერში.

     

  • გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­რე­ბე­ბი­სა და სახ­ლში დარ­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გა­დაგ­ვე­დო ვირუ­სი  –  ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი

    გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­რე­ბე­ბი­სა და სახ­ლში დარ­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გა­დაგ­ვე­დო ვირუ­სი – ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი

    ” გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­რე­ბე­ბი­სა და სახ­ლში დარ­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გა­დაგ­ვე­დო ვირუ­სი”- წითელ ზონად გამოცხადებულ ნიუ-იორკში მცხოვრები ნინი არე­ვა­ძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ თუ რა გზა გამოიარეს მან და მისმა მეუღლემ მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

     

    “გა­მოც­დი­ლე­ბას ვა­ზი­ა­რებ ერთი მიზ­ნის­თვის, იქ­ნებ ვინ­მეს და­ეხ­მა­როს მარ­ტი­ვად უნერ­ვო­ზოდ გა­და­ტა­ნა­ში ან უბ­რა­ლოდ მშვი­დად ყოფ­ნა­ში, ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა მსუ­ბუქ სიმპტო­მი­ან და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე. (რო­გო­რე­ბიც ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ბევ­რია) ხალ­ხი მა­ლავს, ეში­ნი­ათ, რატო ასო­ცირ­დე­ბა კო­რო­ნი­ა­ნი კეთ­რო­ვან­თან არ ვიცი ალ­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის ამ­ბა­ვია.

    მოკ­ლედ, ჩემი ჯერ­მო­ფო­ბო­ბის, კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­რე­ბე­ბი­სა და სახ­ლში დარ­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გა­დაგ­ვე­დო ვირუ­სი! ნუ რა­ღაც კლას­ტე­რებ­ზე ეჭვი გვაქვს :დ(ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­გეხ­სე­ნე­ბათ აქ, ნიუ-იორკში)

    ჯამ­ში 16-18 დღე გაგ­რძელ­და სიმპტო­მე­ბი:

    1 დღე – და­მე­წყო მსუ­ბუ­ქი ყე­ლის ტკი­ვი­ლი და და­მე­მა­ტა კუნ­თე­ბის დაღ­ლი­ლო­ბა/ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე. დავ­კარ­გე სუ­ნის შეგ­რძნე­ბა სრუ­ლი­ად.(რა­მაც მე-16 დღი­დან და­ი­წყო ნელ­ნე­ლა აღ­დგე­ნა – და ამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გე­მოს და­კარ­გვას­თან ერ­თად).

    2 დღე – იგი­ვე­ნა­ი­რად სუს­ტად, უე­ნერ­გი­ოდ, სულ ოფლს მას­ხავ­და დღეც ღა­მეც, ოდ­ნავ ცხვი­რის გა­ჭედ­ვა/სიმ­შრა­ლე, ძი­რი­თა­დად ვი­წე­ქი!

    3 დღი­დან – 5/6დღის ჩათ­ვლით, რო­გორც ვირუ­სის კრი­ტი­კუ­ლი ფაზა, და­მე­მა­ტა: 1. გულ-მკერ­დის არე­ში და­ჭი­მუ­ლო­ბა (pressure in the chest) , 2. გუ­ლის და პულ­სა­ცი­ის აჩ­ქა­რე­ბა ოდ­ნავ გავ­ლა­ზეც კი. მაგ: ნორ­მა­ლუ­რად რომ მქონ­და 60-65 პულ­სი ამ­დი­ო­და 80-90-100-ზეც სპორტ სა­ათ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რა­საც თან სდევ­და 3. სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა (shortness of breath) თუმ­ცა შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში, მაგ: სა­უბ­რის დროს ღრმად ჩა­სუნ­თქვე­ბი მჭირ­დე­ბო­დაა ან პე­რი­ო­დუ­ლად, ძი­რი­თა­დად ძი­ლის წინ ან შუ­ა­ღა­მეს.

    (ეს 3-იც ამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბულ და შე­და­რე­ბით გარ­თუ­ლე­ბულ სიმპტო­მად ით­ვლე­ბა – გა­აჩ­ნია სიმ­ძი­მეს- ჭირ­დე­ბა ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია და დაკ­ვირ­ვე­ბა) ასე­ვე ამ პე­რი­ოდ­ში მო­მეხ­სნა ყე­ლის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის დაღ­ლი­ლო­ბაც, თუმ­ცა ზო­გა­დი სი­სუს­ტე შე­ნარ­ჩუნ­და.

    7 დღე – უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვი­და პრო­ცე­სი… ყვე­ლა სიმპტო­მი დამ­რჩა თუმ­ცა შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში და­ი­წყო გა­დას­ვლა.

    გულ-მკერ­დზეც მუდ­მი­ვი და­ჭი­მუ­ლო­ბა მო­მეხ­სნა. თუმ­ცა მარ­ტი­ვად გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბის გამო, რაც მალე დაღ­ლას და სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი უმოქ­მე­დოდ/მწო­ლი­არ-მჯდო­მი­ა­რე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ეს და შემ­დე­გი დღე­ე­ბიც!

    8 დღე – მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი (მე-6 დღეს გა­ვე­ტეს­ტე დრავ-სრუ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში) რომ პო­ზი­ტივ ვი­ყა­ვი #covid19 -ზე! უკვე ისე შე­გუ­ე­ბულ-დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რომ ეს უხ­სე­ნე­ბე­ლი მჭირ­და, თან გა­მოვ­ლილ-გა­და­ტა­ნი­ლიც მქონ­და ძი­რი­თა­დი ფაზა, უარ­ყო­ფი­თი რომ ყო­ფი­ლი­ყო მე­წყი­ნე­ბო­და.

    9 დღე იყო კაი და 10 უკე­თე­სი, ღამე მე­ძი­ნა ადა­მი­ა­ნუ­რად გა­მოღ­ვი­ძე­ბე­ბის გა­რე­შე ვნა­ხე ჩემი ბლოგ­ბას­ტე­რუ­ლი სიზ­მრე­ბი! თით­ქმის ყვე­ლა სიმპტონ­მა გა­ი­ა­რა. ოდ­ნავ გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბე­ბი­სა და სუ­ნის შეგ­რძნე­ბის აღ­დგე­ნის გარ­და!

    და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბი 18 დღის ჩათ­ვლით სიმპტო­მე­ბი იშ­ვი­ა­თად ავ­ლენ­და თავს. (დღეს 21 დღეა უკვე)……

    რო­გორ ვმკურ­ნა­ლობ­დი/რას ვა­კე­თებ­დი კო­რო­ნას უმ­ტკივ­მე­უ­ლოდ და­სა­მარ­ცხებ­ლად, რაც ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­აა არა მარ­ტო ჩემი არა­მედ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სხვა მის­თა­ნა­ნის: (რო­გორც თქვენ მეც და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია ამ დარ­გში :დ)

    მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა ჩვენ იმუ­ნურ სის­ტე­მას ენერ­გია შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ/მი­ვა­წო­დოთ რომ ქონ­დეს საკ­მა­რი­სი ან­ტი­ბა­დე­ბის გა­მო­ყო­ფის უნა­რი ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად!

    1. ბევ­რი ბევ­რი სი­თხე სულ სულ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ლიტ­რი მა­ინც. (dehydration არის ერთ-ერთი სიმპტო­მი ამი­ტომ stay hydrated!) ძა­ლი­ან კარ­გია ჯინ­ჯე­რი­ა­ნი და ლი­მო­ნი­ა­ნი ცხე­ლი წყა­ლი. მდუ­ღა­რე არა რა­ღათ­ქმა­უნ­და… სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­საც უწყობს ხელს; თან გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბე­ბის გამო კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბას ვე­რი­დე­ბო­დი ჩაის ან ყა­ვის სა­ხით.

    2. ხილი, ბოსტნე­უ­ლი, მწვა­ნე საკ­ვე­ბი – იმუ­ნი­ტე­ტის­თვის! რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არაა ბევ­რის ჭა­მაც რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ იგი­ვე რა­ცი­ო­ნით. საჭ­მლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზეც ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ას კარ­გავს;

    3. ნაკ­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბა,დატ­ვირ­თვა, არა­ნა­ი­რი ვარ­ჯი­ში, ჯო­ბია არა­ფე­რი აკე­თოთ ენერ­გი­ის აღ­დგე­ნამ­დე;

    4. სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა – მე მხო­ლოდ ყე­ლის ტკი­ვი­ლის სა­წუწ­ნი აბე­ბი დამ­ჭირ­და ასე­ვე მა­რი­ლი­ან/სო­დი­ან თბილ წყალს ვივ­ლებ­დი, 1-2 ჯერ პირ­ველ-მე­ო­რე დღეს ტე­რაფ­ლუც დავ­ლიე. სი­ცხე და ხვე­ლე­ბა არ მქო­ნია სა­ერ­თოდ (აქ ბევ­რს ქონ­და და ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლობ­დნენ სახ­ლში)

    5. სუნ­თქვის ვარ­ჯი­შე­ბი – დამ­ჯდარ პო­ზი­ცი­ა­ში, 5 წამი ცხვი­რით ჩა­სუნ­თქვა ნელ­ნე­ლა, 4 წამი შე­ყოვ­ნე­ბა სუნ­თქვის, ისევ 5 წამი ნელ­ნე­ლა ამო­სუნ­თქვა პი­რით, 6-7-ჯერ გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ ღრმად ამოხ­ვე­ლე­ბა. შემ­დეგ იგი­ვე მუ­ცელ­ზე და­წო­ლილ­მა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ. დღე­ში რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ გა­მე­ო­რე­ბა კარ­გია, გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­საც სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა აქვს! ამით ფილ­ტვებს ავარ­ჯი­შებთ და ცოტა გულ­საც ამ­შვი­დებს.. ლინ­კიც: https://youtu.be/bBkGDIeQwXo6.

    არა­ნა­ი­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა/სტრე­სი – რაც ასე­ვე ასუს­ტებს იმუ­ნურ სის­ტე­მას. ამ პოსტსაც მა­გი­ტომ ვწერ, სა­ერ­თო ის­ტე­რი­ის ფონ­ზე ძნე­ლია მშვი­დად დარ­ჩე, ამი­ტომ როცა იგებ მსგავს სიმპტო­მი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ზე რომ მარ­ტო არ ხარ თან გა­მო­კეთ­დნენ უფრო მშვი­დად იღებ მო­ცე­მუ­ლო­ბას. აქ უმე­ტე­სო­ბას, ბევ­რად რთულ სიმპტო­მე­ბი­ანს და სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას სახ­ლში გა­და­აქვს ვირუ­სი ჩვე­უ­ლებ­რივ!

    7. სუფ­თა ჰა­ე­რი – ანი­ა­ვეთ სახ­ლი, და­ჯე­ქით ფან­ჯა­რას­თან!

    აქვე დავ­ძენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფრთხი­ლად იყოთ და გა­აგ­რძე­ლოთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა 2-3 კვი­რა, არის შემ­თხვე­ვე­ბი რომ კარ­გად გრძნო­ბენ თავს და მერე უბ­რუნ­დე­ბათ!

    ვი­მე­დოვ­ნებ, სა­ერ­თოდ არ დაგ­ჭირ­დე­ბათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა

    ხოდა კი­დევ, უჩამ თით­ქმის უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნა!” – წერს ნინი არე­ვა­ძე.

  • საგარეჯოში მომუშავე ექთანს სიღრმისეული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა და კლინიკიდან გაწერეს

    საგარეჯოში მომუშავე ექთანს სიღრმისეული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა და კლინიკიდან გაწერეს

    საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექთანს ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული სიღრმისეული კვლევების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაშიი განაცხადეს, მათ კლინიკაში იზოლირებულ განყოფილებაში მოთავსებული ექთანი სახლში გაეწერა.

    „მედდა მოთავსებული იყო იზოლირებულ ბოქსირებულ პალატაში და დღეს გაეწერა კლინიკიდან სახლში“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკაში.

    შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალისა“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექთანს რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტესტით covid-19 -ის არსებობა დაუდასტურდა, ხოლო PCR ტესტმა ვირუსის არსებობაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, რის გამოც სიღრმისეული კვლევების ჩატარება გადაწყდა.

  • ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა

    ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა

    ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა. ფოტო-მასალას დე-ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

    ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც საერთაშორისო საზოგადოებაა გაკრიტიკებული იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლებსაც მარიონეტული ხელისუფლებები მართავენ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.

     

     

     

  • ლანჩხუთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

    ლანჩხუთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

    მკვლელობა გურიაში –  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში, რამდენიმე საათის წინ, შუახნის მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სოფელ ნიგვზიანში მომხდარის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

    როგორც “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • 9 მაისი გამარჯვების დღე არ არის  – ზურაბ გურული

    9 მაისი გამარჯვების დღე არ არის – ზურაბ გურული

    “ეს გამარჯვების დღე არ არის. ეს სხვათა ბრძოლებში ჩაფერფლილი ქართველების ხსოვნის დღეა.”- ასე ეხმაურება აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს.

    ” 9 მაისი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა მოსდევს უსახელმწიფოებრიობას. ეს ის პარადოქსული დღეა, როცა “სამშობლოსათვის” მებრძოლნი რეალურად ოკუპანტის გამარჯვების მოწმენი და შემოქმედნი გახდნენ გარემოებათა ბოროტი დამთხვევის გამო. ეს გამარჯვების დღე არ არის. ეს სხვათა ბრძოლებში ჩაფერფლილი ქართველების ხსოვნის დღეა.

    საქართველომ, პატარა ქვეყანამ, უზარმაზარი, დამოუკიდებელი წვლილი შეიტანა იმ პლანეტარული მასშტაბის ბოროტების დამარცხებაში, ფაშიზმს რომ ვუწოდებთ. ჩვენ არასოდეს ვიყავით, ვართ და ვიქნებით მეორე პლანეტარული მასშტაბის ბოროტების ორგანული ნაწილი, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომელმაც ჩაყლაპა და შეინივთა იმ დიდ ომში დაღვრილი ქართული სისხლიც, სახელიც და დამსახურებაც.

    კიდევ ერთ გაზაფხულს ვულოცავ დუნიას შემორჩენილ ბებერ ქართველ მგლებს! “- წერს  ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

  • საქართველოს საზღვართან ლეოპარდი გამოჩნდა – კადრები ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა [ვიდეო]

    საქართველოს საზღვართან ლეოპარდი გამოჩნდა – კადრები ფოტო-ხაფანგმა დააფიქსირა [ვიდეო]

    სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 80 კილომეტრში, ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა. ამის შესახებ ფოტო-ვიდეო მასალას  სოციალურ ქსელში “სენაკის ქრონიკა” აქვეყნებს.

    როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წერს, ფოტოხაფანგები ტავუშის რეგიონის ერთ-ერთი მაცხოვრებლის მტკიცების შემდეგ დააყენეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თავს ლეოპარდი დაესხა.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში ლეოპარდი 50 წელია არ გამოჩენილა და ის ბოლოს შენიშნეს 1970 წელს.

  • “იცით, რა ძნელია იმ კომბინიზონების, შლემებისა და სათვალეების ჩაცმა?!”- თენგიც ცერცვაძე ექიმებზე

    “იცით, რა ძნელია იმ კომბინიზონების, შლემებისა და სათვალეების ჩაცმა?!”- თენგიც ცერცვაძე ექიმებზე

    “იცით, რა ძნელია იმ კომბინიზონების, შლემებისა და სათვალეების ჩაცმა?”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა და ექიმების ინფიცირების შემთხვევებს გამოეხმაურა.

    თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა. მისი შეფასებით, საქართველოს მასშტაბებისთვის ეს შესაძლოა ცოტა არ იყოს, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩვენებელი მიზერულია.

    „იცით, რა ძნელია იმ კომბინიზონების, შლემებისა და სათვალეების ჩაცმა?! ეს სათქმელადაა ადვილი! გახდის დროს თუ საკმარისად ტრენირებული არ ხარ, საკმარისია ერთი ხელთათმანი ან ხალათი არასწორად გაიხადო, რომ ინფიცირებულ ადგილთან გიხდება შეხება,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

     

  • ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა

    ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა. მისი შეფასებით, საქართველოს მასშტაბებისთვის ეს შესაძლოა ცოტა არ იყოს, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩვენებელი მიზერულია.

    „ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72 -ია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც, თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 660 ინფიცირებულია ქვეყანაში, თორე იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასობით დაინფიცირებული პერსონალია, ეს არის მიზერი, თან არც ერთ მედიცინი მუშაკი არ გარდაცვლილა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

     

  • პიკი არ გამოდგა ციცაბო- თენგიზ ცერცვაძე

    პიკი არ გამოდგა ციცაბო- თენგიზ ცერცვაძე

    პიკი არ გამოდგა ციცაბო​ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება და ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს.

    ​დღეისaთვის, ქვეყანაში 626 პაციენტია. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.