Category: ახალი ამბები

  • ღმერთი არის სიყვარული ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა – ილია მეორე

    ღმერთი არის სიყვარული ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა – ილია მეორე

    “ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

    პატრიარქის თქმით, სიმდიდრე ბედნიერებას არ ნიშნავს.

    ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს. ილია მეორის თქმით, ეს ძალიან ძნელი, მაგრამ მისაღწევია.

    „ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მაგრამ მდიდარი არ არის ბედნიერი, აი ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

    ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის, ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულის ექნება. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა“,- აღნიშნა ილია მეორემ.

  • ბრიტანულ ლაბორატორიაზე კიბერ-თავდასხმა საქართველოდან მოხდა – The Daily Mail

    ბრიტანულ ლაბორატორიაზე კიბერ-თავდასხმა საქართველოდან მოხდა – The Daily Mail

    გამოცემა The Daily Mail საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

    მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.

    The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერებმა 14 მარტს მოიპარეს ასობით ბრიტანელის კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, პასპორტების, დაზღვევის ბარათებისა და ვიზის დოკუმენტების სკანირებული ფოტოები, სამედიცინო ისტორიის ჩანაწერები და ჯანმრთელობის კითხვარები, მოპარული ინფორმაციის დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს და კომპანის ფასდაკლებას დაჰპირდნენ, თუ კორონავირუსის წამალს იპოვიან.

    დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობების განცხადებით, ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ვაქცინასთან ან კორონავირუსის წამალთან დაკავშირებული ინფორმაცია.

  • დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა

    დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა

    დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მანქანა აირისგან ცარიელი იყო.

    უწყების განცხადებით, მაშველებმა დეფორმირებული კაბინიდან რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქე გამოიყვანეს.

    “მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება”,— აცხადებენ საგანგებოში.

    მათივე ცნობით, დაშავებული კონტაქტურია და საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

  • რომელ 400 კომპანიას სთავაზობს საქართველო ჩინეთიდან წარმოების გადმოტანას – თურნავას განმარტება

    რომელ 400 კომპანიას სთავაზობს საქართველო ჩინეთიდან წარმოების გადმოტანას – თურნავას განმარტება

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალი სტრატეგია ორიენტირებულია იმ კომპანიების მოზიდვაზე, რომლებიც შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე გადაწყვეტენ, რომ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც ჰქონდეთ და ამით მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

    თურნავას თქმით, საქართველო 400-ზე მეტ კომპანიას უხსნის, რატომ უნდა გადმოიტანონ წარმოება საქართველოში.

    ,,ჩვენ შევიმუშავეთ დასაბუთებული გზამკვლევი გლობალური კორპორაციებისთვის ასევე საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლითაც ჩვენ გავდივართ 400-ზე მეტი კორპორაციის ტოპ მენეჯმენტზე და ვუსაბუთებთ მათ თუ რატომ არის საქართველო ნომერ პირველი არჩევანი, იმისთვის რომ საკუთარი ბიზნესების გადანაწილება მოახდინონ, ვიდრე ეს არის ჩინეთი ან აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნები,”- განაცხადა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში”.

    ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მოლაპარაკებები იმ კომპანიებთან მიმდინარეობს, რომელთა მიერ ჩინეთში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში მაღალი საბაჟო გადასახადით იბეგრება. მათ საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას სთავაზობს.

    ,,კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ ჩინეთი დატოვონ და გადმოვიდნენ საქართველოში, აუცილებლად გაანალიზებენ თუ როგორ მოკლდება ამით მათი მიწოდებათა ჯაჭვი. ამ თვალსაზრისით საქართველოს ლოკაცია, ის ფაქტი, რომ ჩვენ ათობით სახელმწიფოსთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მათ შორის ევროკავშირთან, არის კიდევ ერთი დამატებითი ქულა ჩვენთვის.

    ჩინეთი არის ძალიან ბევრი სასაქონლო ჯგუფის მთავარი მწარმოებელი. სმარტფონების 80%, ტელევიზორების 50%-ზე მეტი ჩინეთში იწარმოება, ასევე სათამაშოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მაგრამ მას არ გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. შესაბამისად, ჩვენთან გადმოიტანს წარმოებას უბაჟო განაკვეთის გამო. განსაკუთრებით კი იმ სასაქონლო ჯგუფებისთვის, რომლებიც მაღალი განაკვეთით იბეგრება,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

  • როგორც სანახევრო ორსულობა, ისე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება – გოცირიძე

    ენმ-ს ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მთავრობამ 8 მარტს დადებული შეთანხმება მთლიანად უნდა შეასრულოს.

    ,,არის ასეთი გამოთქმა, არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. ასე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება, ხელისუფლება ან ასრულებს შეთანხმებას მთლიანად, ან არ ასრულებს და ის პასუხს აგებს ამისათვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე”,- აცხადებს გოცირიძე.

    მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ქვეყანაში არასტაბილურობის საფუძველი იქნება.

    ,,საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ეს არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქმნება სერიოზული არასტაბილურობის საფუძველი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები საქართველოს ზურგს აქცევენ”,- თქვა რომან გოცირიძემ.

    ცნობისთვის, 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიცია ორ მემორანდუმზე შეთანხმდნენ. ერთი მართლმსაჯულების საკითხს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა, მეორე კი არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარებას.

  • 9 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თეთრიწყაროს უკავშირდება – ეზუგბაია

    9 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თეთრიწყაროს უკავშირდება – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 9 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თეთრიწყაროდან არის და ყველას წყარო ცნობილია.

    მისივე თქმით, 1 კრიტიკული და ერთი მძიმე პაციენტების მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

    “ჩვენს ცენტრში 40 პაციენტი მკურნალობს და აქედან ერთი კრიტიკული, ერთიც მძიმე პაციენტი გვყავს. მათი მდგომარეობა უცვლელია და დანარჩენის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია რუსთავი 2-თან საუბრისას.

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 635-მდე გაიზარდა, მათგან  გამოჯანმრთელებულია 309 ადამიანი, 10 პაციენტი კი გარდაიცვალა.

  • შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 61 პირი დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 61 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 61 პირი დაჯარიმდა.

    ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 57 მოქალაქე დააჯარიმა.

    ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

    გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 3 მოქალაქე დააჯარიმეს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • ქედაში მეწყერი ჩამოწვა – ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი

    ქედაში მეწყერი ჩამოწვა – ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი

    გვიან ღამით ქედაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩაიკეტა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის ბრიგადები. სავარაუდოდ მოძრაობა დღის მეორე ნახევრისთვის აღდგება.

    ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ გზის გაწმენდას სავარაუდოდ აფეთქებითი სამუშაოები დასჭირდება.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 309

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 309

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-მდე გაიზარდა.

    დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452 . 

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 635-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 635-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 9 შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში ამ დრომდე დადასტურებულია 635 შემთხვევა.

    დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 309 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 10 პაციენტი.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452 .