Category: ახალი ამბები

  • Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი საავადმყოფოში მოხვდა

    Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი საავადმყოფოში მოხვდა

    ლეგენდარული ჯგუფის Queen გიტარისტი ბრაიან მეი საავადმყოფოში სახლში მიღებული ტრავმის შემდეგ მოხვდა. ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. 

    როგორც გამოცემა წერს ბრაიან მეი საკუთარ ბაღში მუშაობდა  რა დროსაც ინციდენტი მოხდა. მან საჯდომის კუნთი ძლიერად დაიზიანა, როგორც თავად ბრაიანი აცხადებს მას კუნთი “ნაფლეთებად” აქვს ქცეული.

    სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ პოსტში ბრაიან მეი წერს, რომ იმდენად ძლიერი ტკივილები აქვს სიარუსა და ძილს ვერ ახერხებს.

    „გთხოვთ, თანაგრძნობას ნუ გამოხატავთ, ახლა მე სამკურნალო სიჩუმე მჭირდება. დავბრუნდები, მაგრამ შესვენება მჭირდება, კარგი? მადლობა. თავს გაუფრთხილდით“, – დაწერა  ბრაიან მეიმ ინსტაგრამზე.

  • ” ივანიშვილი პანდემიის დროს, მსოფლიოში ქველმოქმედების სათავეშია”- თალაკვაძე

    ” ივანიშვილი პანდემიის დროს, მსოფლიოში ქველმოქმედების სათავეშია”- თალაკვაძე

    „ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტმა, მთავრობამ, საკრებულოებმა, მერებმა, უბრალო საჯარო მოხელეებმა თავისი ხელფასების საკმაოდ დიდი ნაწილი Covid ფონდში გადარიცხეს“ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

    „ეს იყო ზუსტად ის, რამაც პანდემიასთან გამკლავება შეგვაძლებინა და რითაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას – მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ასევე განსაკუთრებული იყო ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ გაწეული 100-მილიონიანი დახმარება. ეს იყო თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნისადმი უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა. ამით ბიძინა ივანიშვილი არის პანდემიის დროს, მსოფლიოში ქველმოქმედების სათავეში. ეს დასაფასებელია და ყველას, ვინც თავისი თანხა გაიღო ფონდში, მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • წვიმა, ქარი, მზე – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

    წვიმა, ქარი, მზე – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 და 12 მაისს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე.

    აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ხანმოკლედ იწვიმოს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

    ,,13 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ისევ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19 მაისს ისევ გამოიდარებს“,- განაცხადა ipn-თან ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა.

  • “სალონში არ დადის ვინც რეგულაციები მიიღო” – სილამაზის სალონების მფლობელები მთავრობას

    “სალონში არ დადის ვინც რეგულაციები მიიღო” – სილამაზის სალონების მფლობელები მთავრობას

    სილამაზის სალონების წარმომადგენლებისთვის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები გაუგებარია. გეგმის მიხედვით, სალონები 8 ივნისს უნდა გაიხნსას, თუმცა იქ მომუშავე პირებს და კლიენტებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, კერძოდ, საუბარია ორ მეტრიან დისტანციაზე.

    როგორც სტილისტები ამბობენ, ვინც ამ რეგულაციაზე იმუშავა, ის სავარაუდოდ სალონშიც არ დადის, რადგან მათი თქმით, ასე მუშაობა წარმოუდგენელია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი წესები არ მოქმედებს.

    სალონების წარმომადგენლები მთავრობას სთხოვენ ისინიც ჩართონ რეგულაციების შემუშავების პროცესში:

    გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში მეგობრები, სტილისტები. დავეკონტაქტეთ და თქვეს, რომ იქ ყველგან დაშვებულია პირბადე და ხელთათმანი, არანაირი ბარიერი, დისტანცია, თერმომეტრები, არავინ არ უზომავს სიცხეს ყველას” ამბობს “მთავართან” საუბარში სილამაზის სალონის მფლობელი მირიან ტუზურიძე.

    სფეროს წარმომადგენლების თქმით, ასეთი სახის შეზღუდვები პრობლემებს გამოიწვევს, შეამცირებს მომხმარებლებს, რაც საბოლოო ჯამში სალონების დახურვით დასრულდება:

    ვერც მომხმარებელს ვერ ავუწევთ ფასს. დღეს ფასის აწევა არარეალურია, გადამხდელი არავინ იქნება და მოგვიწევს დაკეტვა – ამბობს სალონის მეპატრონე ნინა ბაბაიანი.

  • კანადის პარლამენტში პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობის შესახებ პეტიცია დარეგისტრირდა

    კანადის პარლამენტში პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობის შესახებ პეტიცია დარეგისტრირდა

    კანადის პარლამენტში პუტინის სამხედო დამნაშავედ ცნობის შესახებ პეტიცია დარეგისტრირდა. ხელმომწერი მოქალაქეები მოითხოვენ, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში, უკრაინასა და სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო დამნაშავედ იქნას ცნობილი.

    „რუსეთის პრეზიდენტმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები საქართველოში, უკრაინაში, გაამძაფრა ძალადობრივი კონფლიქტი სირიაში და გამოიყენა სასტიკი სამხედრო ძალა ჩეჩნეთში. ჩვენ, კანადის მოქალაქეები, ვთხოვთ მთავრობას, ცნოს  ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ და გასამართლდეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ”, – ვკითხულობთ პეტიციაში.

     

  • ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

    ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

    ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი დაიღუპა.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა. სულ ქვეყანაში დაავადებას დღემდე 26 621 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 812 ადამიანი დაინფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 224 390-მდე გაიზარდა.

    ესპანეთში, კორონავირუსით ყველაზე მეტად მადრიდი და კატალონია დაზარალდნენ.ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

  • რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან საქართველოში

    რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან საქართველოში

    ხვალიდან, 11 მაისიდან ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმის მეორე ეტაპზე გადადის. 7 მაისს გახარიამ მორიგი პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:

    • სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში და გაუქმდება ყველა შეზღუდვები შესვლაზე და გასვლაზე;
    •  გაისხნება ყველა სახის წარმოება;
    • ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. (არ ეხება მოლებს და ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს);
    • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
    • ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები;
    • საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი.

    ბიზნესები ვალდებულები არიან, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები.

    ცნობისთვის, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება 22 მაისამდე.

     

     

  • მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს

    მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს

    საქართველოს მთავრობა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ  მიწის სისტემური რეგისტრაციის 8 თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

    მომდევნო 3 წლის მანძილზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს.

    მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე შეფასდა ის რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და აღინიშნა, რომ 2016  წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრებული მიწების ფართობი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.

    მთავრობის წევრების შეფასებით, ეს ციფრები რეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობს მზაობა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათა მიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითი შედეგები მოიტანოს.

  • თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეშმაკისეული მოქმედება იქნება – მეუფე ნიკოლოზი

    თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეშმაკისეული მოქმედება იქნება – მეუფე ნიკოლოზი

    კუმორდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ ექიმები კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს ,,დააძალებენ”, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება.

    მისი თქმით, თუ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

    ,,ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არცერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ – არა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

    მისი თქმით, ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

    „ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ“,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

  • საქართველოს ხელისუფლება ჰიბრიდულ ომში შეკრულია რუსეთთან – დეკანოიძე კიბერ-შეტევაზე

    ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ბრიტანეთის ლაბორატორიის კიბერ-შეტევაზე The Daily Mail-ის გამოძიებას ეხმიაენება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰიბრიდულ ომში რუსეთთან არის შეკრული.

    ,,ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრაქტიკულად არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ რუსულ ინტერესებს და პრაქტიკულად საქართველო გამოიყენება როგორც პლატფორმა ასეთი ჰაკერებისთვის, ვინც ერევიან და აყალბებენ არჩევნებს, უტევენ ცივილიზებული სამყაროს ინსტუტებს და ა.შ.”,- ამბობს დეკანოიძე ,მთავარ არხთან”.

    დეკანოიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ხელს უწყობდა რუსული უშიშროების სამსახურებს. მისი თქმით, გამოძიებაში საქართველო მხარის ჩართულობა არანაირ შედეგს არ მოიტანს და საერთაშორისო გამოძიების ძალიან აქტიური ქმედებით ჰაკერული ქსელი უნდა გამოაშკარავდეს

    გამოცემა The Daily Mail საგამოძიებო სტატიაში წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.

    The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

    .