Category: ახალი ამბები

  • ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა – ლაშა დარსალია  Daily Mail-ის სტატიაზე

    ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა – ლაშა დარსალია Daily Mail-ის სტატიაზე

    ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა– ასე გამოეხმაურა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია Daily Mail-ის  სტატიას.

    „გახსოვთ ალბათ, თებერვალში სწორედ მათთან, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოვლინდა კიბერთავდასხმები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცალსახად ვმუშაობთ ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს არის სწორედ მცდელობა, რომ ამ თანამშრომლობის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ჩამოყალიბებული.

    ვარაუდის დონეზე – საქართველოს და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები ვის ინტერესებშიც შედის, ეს რუსეთის ფედერაციაა, ხოლო ის, თუ ვინ დგას ამ ცალკეული კონკრეტული ფაქტების უკან, ეს შემდგომი თანამშრომლობის შედეგად გაირკვევა“,- განაცხადა დარსალიამ

    ბრიტანული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.

  • “რისთვის ვართ ჩაკეტილი ცხვრებივით?” – ღვანკითელები სოფლის გახსნას ითხოვენ

    “რისთვის ვართ ჩაკეტილი ცხვრებივით?” – ღვანკითელები სოფლის გახსნას ითხოვენ

    სოფელ ღვანკითის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი უკვე 2 კვირაა დახურულ ზონად არის გამოცხადებული და ჩაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პერიოდის მანძილზე ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კატასტროფულად მოიმატა საკვებისა და მედიკამენტების ფასმა. მოსახლეობას აინტერესებს როდის გაიხსნება მიმოსვლა

    ჩაკეტვიდან ორ კვირაში ხო უნდა გამომჟღავნებულიყო კლასტერი კიდევ ვინმე თუ არსებობდა, თუ არ არსებობს რისთვის ვართ დაკეტილი ცხვრებივით?” – ადგილობრივი ლია მარუაშვილი

    გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მინდა დავუსვა გუბერნატორს კითხვა, როდემდე უნდა იყოს ღვანკითი ჩაკეტილი. აქ კორონავირუსი არაა დაფიქსირებული…არანაირი საშუალება არ გვაქვს შვილები გამოვკვებოთ” – ღვანკითის მცხოვრები დალინა ხუჭუა

    გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის აფთიაქებში მედიკამენტების კრიზისია

    სოფელში სიტუაციას ვაკონტროლებთ, ახალი შემთხვევები არ გვქვს და როდის გავხსნით სოფელს, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების დასკვნაზე” – ამბობს გუბერნატორი

    შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ხელისუფლებამ 23 აპრილს ჩაკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა.

  • ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს – სესიაშვილი

    ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს – სესიაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ვერ მიიღებენ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს, ,,ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის”.

    სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს, რადგან საარჩევნო სისტემის შესახებ გაცემული დაპირება ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.

    „პირველ რიგში, ჩვენ, ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ასევე, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ საერთაშორისო ურთიერთიბის კონტექსტში, როცა გვინდა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გავხდეთ. ამიტომ, ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ.

    ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის. ვფიქრობ, საბოლოო შეთანხმება მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“, – განაცხადა სესიაშვილმა.

    ცნობისთვის, ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს ორ რეფერენდუმზე შეთანხმდა. ერთი პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემის მიღებას გულისხმობდა, ხოლო მეორე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

  • ეს არის ზღაპარი, რომლისაც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ – ვოლსკი Daily Mail-ის სტატიაზე

    ეს არის ზღაპარი, რომლისაც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ – ვოლსკი Daily Mail-ის სტატიაზე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი Daily Mail-ის სტატიას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ზღაპარია, რომელიც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ. მისივე თქმით, ეს ბრიტანული გამოცემა შემჩნეულია მსგავსი ინფორმაციების გავრცელებაში.

    ვოლსკის განცხადებით, ურთიერთობის ის ხარისხი, რაც ქართულ და ბრიტანულ პრესსამსახურებს აქვს, არ ტოვებს კითხვებს, რომ არსებობს თემები, სადაც ინფორმაცია არ არის გაცვლილი.

    ” „დეილი მეილის“ გამოცემა შემჩნეულია ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში. მინდა ყურადღება მიაქციოთ მთავარს, ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანული ლაბორატორიიდან მოიპარა ვაქცინის ფორმულა და უკან დაბრუნებაზე ევაჭრება… და ეს ჯგუფი მდებარეობს საქართველოში, უფრო მეტიც, ირანთან და რუსეთთან არიან დაკავშირებულნი – ესაა ზღაპარი, რომელიც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ. ეს ტაშ-ფანდური, რაც ნაციონალურ მოძრაობაშია ატეხილი, მიუთითებს იმაზე, რომ გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი და ხავსს ეკიდებიან, რათა ხალხს დააჯერონ ის, რაც არ არსებობს”, – აბობს გია ვოლსკი.

    დეილი მეილის სტატიაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმაც. მან თქვა, რომ Daily Mail-მა სავარაუდოდ. დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.

    გამოცემა The Daily Mail-მა საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა,სადაც წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

    მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.

    The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

  • Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ჩვენს ოპონენტებს იმედი უნდა გავუცრუო – სესიაშვილი

    Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ჩვენს ოპონენტებს იმედი უნდა გავუცრუო – სესიაშვილი

    პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.

    მისი თქმით, ასეთი ინფორმაცია ქართულ სტრუქტურებს არ გაეპარებოდა, ისინი კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, ამიტომ ოპონენტებს კიდევ ერთხელ “გაუცრუვდებათ იმედი”.

    “თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან და ბრიტანელები ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ, როცა რუსეთმა განახორციელა თავდასხმა საქართველოზე. არ გაეპარებოდა არც ერთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეილი მეილმა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციას ჩვენი სტრუქტურები არ ადასტურებენ, მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედები უნდა გავუცრუო, რომ საქართველო არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში”, – განაცხადა სესიაშვილმა.

    გამოცემა The Daily Mail-მა საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა,სადაც წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

    მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.

    The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

  • ჩინეთმა და ჯანმო-მ ინფორმაცია შეთანხმებულად დამალეს – “შპიგელის” სკანდალური სტატია COVID 19-ზე

    ჩინეთმა და ჯანმო-მ ინფორმაცია შეთანხმებულად დამალეს – “შპიგელის” სკანდალური სტატია COVID 19-ზე

    გერმანული გამოცემა „შპიგელი“, ქვეყნის „ფედერალურ სადაზვერვო სამსახურზე“ (BND) დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია შეთნხმებულად დამალეს.

    სტატიაში ნათქვამია, რომ  პრეზიდნეტმა სი ძინ პინმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ ინფორმაციის დამალვისა და პანდემიის გამოცხადების გადადების თხოვნით 21 იანვარს მიმართა.

    „ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანახმად, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უბიძგა, რომ უმაღლეს დონზე ვირუსის აფეთქების შემდეგ, გლობალური გაფრთხილება გადაედო. 21 იანვარს, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა, სი ძინპინმატედროს ადჰანომ გებრეიესუსს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა და პანდემიური გაფრთხილება გადაედო. ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, მთელ მსოფლიოში ვირუსთან საბრძოლველად, ჩინეთის საინფორმაციო პოლიტიკამ ოთხიდან ექვს კვირამდე დაკარგა“,-წერია  „შპიგელის“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

    Der Spiegel-ის სტატია გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის “Bundesnachrichtendienst” მასალებს ეყრდნობა. “BND-ის შეფასებით, ჩინეთის ინფორმაციული პოლიტიკიისა და ჯანმოს მოქმედების შედეგად მსოფლიომ პანდემიასთან ბრძოლაში 4-6 კვირა დაკარგა”, – ნათქვამია სტატიაში.

  • ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა, დაავადებულია – 73

    ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა, დაავადებულია – 73

    ნიუ-იორკში 3 ბავშვი უცნობი დაავადებით გარდაიცვალა, 73 კი დაინფიცირდა. დაავადება შესაძლოა ახალ კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ვირუსის შემთხვევა პირველად მიმდინარე კვირაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. 

    “ამ დაავადებამ 3 ნიუ-იორკელი ბავშვის სიცოცხლე წაგვართვა. ეს ახალი ტენდენციაა. ახალი მიმართულება,”- განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.

    მისი თქმით, ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში შეჰყავდათ, კოვიდ-დადებითი  იყო ან სისხლში ჰქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.

    რაც შეეხება სიმპტომებს, ის ტოქსიკურ შოკს ჰგავს, რომლის დროსაც ანთებითი პროცესები იწყება კანზე, თვალებზე, სისხლის მატარებლებსა და გულზე. ზოგ ბავშვს ხელოვნური ვენტილაციაც სჭირდება.

    ექიმების თქმით, თუ COVID-19 ხშირ შემთხვევაში მოზრდილების სასუნთქ გზებს აზიანებდა, ახალი დაავადება ბავშვების გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, მათ შორის, კორონარულ არტერიებს. ამასთან, ახალი დაავადების სიმპტომები, ექიმების თქმით, კავასაკის დაავადებას ჰგავს, ის კი, როგორც ცნობილია, გავრცელებულია მხოლოდ ბავშვებში და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.

    მსგავსი სიმპტომები ბავშვებში, ნიუ-იორკის შტატის გარდა, აღირიცხა ლუიზიანის, მისისიპისა და კალიფორნიის შტატებში. უახლოეს წარსულში, სულ მცირე, 50 ასეთი შემთხვევა დაითვალეს ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და იტალიაში.

    ნიუ-იორკის მერის განცხადებით, სახელმწიფო იმუშავებს ნიუ-იორკის გენომის ცენტრთან და როკფელერის უნივერსიტეტთან, რათა დადგინდეს, თუ რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი.

  • თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

    თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

    თურქმა ფეხბურთელმა, ჩევჰერ თოქთაშმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah-ი წერს.

    5 წლის ბიჭი საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გადაიყვანეს.  23 აპრილს ჩევჰერ თოქთაშმა ექიმებს დაუძახა და თქვა რომ მის შვილს სუნთქვა უჭირდა თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  სუნთქვის გართულების გამო  ბიჭის გარდაცვალებად კორონავირუსი ჩაითვალა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თურქმა ფეხბურთელმა აღიარა რომ საკუთარი შვილი ბალიშით გაგუდა.

    აღიარებით ჩვენებაზე მან უარყო ფსიქიკური პრობლემები და ასევე განაცხადა, რომ შვილი არასდროს უყვარდა და ეს ამიტომ გააკეთა. ჩევჰერ თოქთაშს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

     

  • ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის ჩააბარონ „შელახული ჯილდოები“ – ტრამპი

    ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის ჩააბარონ „შელახული ჯილდოები“ – ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პულიცერის პრესტიჟული პრიზის მფლობელი ჟურნალისტები მათი „შელახული ჯილდოების“ ჩაბარებას აპირებენ, რათა ისინი ნამდვილმა ჟურნალისტებმა მიიღონ.

    „როცა არსებობენ ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის, რუსეთისთვის, რუსეთისთვის და იმპიჩმენტის თაღლითობისთვის, აპირებენ ჩააბარონ მათი შელახული ჯილდოები, ისე რომ ისინი ნამდვილ ჟურნალისტებს გადაეცეთ, ვინც მიხვდა, რომ ასე სწორი იქნება. სახელებს გეტყვით, ბევრნი არიან!“, – წერს ტრამპი “ტვიტერზე”.

    შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს, პულიცერის პრემიის, გამარჯვებულები წელს 4 მაისს გამოვლინდნენ. გამოცემა New York Times-მა საუკეთესო საერთაშორისო რეპორტაჟის კატეგორიაში გაიმარჯვა რუსეთის შესახებ მომზადებული სტატიებისთვის, სადაც საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში მის მიერ განხორციელებულ ჩარევებზე.

  • სტიქია კახეთში – გადაუღებელი წვიმის გამო სოფლები და სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

    სტიქია კახეთში – გადაუღებელი წვიმის გამო სოფლები და სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

    გადაუღებელი წვიმის გამო კახეთში მდინარეები ადიდდა და რამდენიმე სოფელი დაიტბორა.

    ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დაეტბორათ სამეურნეო სავარგულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სათბურები.

    ლაგოდეხში სტიქიის შედეგად, მუნიციპალიტეტის რვა სოფელი: გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანიგიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.

    მოსახლეობა აცხადებს, მთავრობა ყურადღებას არ აქცევთ და ზარალს არ ითვლის.

    სტიქიის ზონაში იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური.