Category: ახალი ამბები

  • კორონავირუსის გამო მივიღებთ პრევენციულ ზომებს და საარჩევნო უბნები შესაბამისად იქნება მომზადებული – კობახიძე

    კორონავირუსის გამო მივიღებთ პრევენციულ ზომებს და საარჩევნო უბნები შესაბამისად იქნება მომზადებული – კობახიძე

    ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო არჩევნების ჩატარების თარიღს საფრთხე არ შეექმნება.

    მისი თქმით, პრევენციულ ზომებს წინასწარ მიიღებენ და საარჩევნო უბნებს შესაბამისად მოამზადებენ

    “ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექმნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინასწარ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ განსაკუთრებულად მოვემზადოთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კერძოდ, შესაბამისად იქნება მომზადებული თითოეული საარჩევნო უბანი და იქნება შესაბამისი პრევენციული ზომები მიღებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

  • სააკაშვილი ყოველ წინადადებაში იტყუება, დიდი შანსია, რომ ეს ინფორმაციაც ტყუილი იყოს – კობახიძე

    სააკაშვილი ყოველ წინადადებაში იტყუება, დიდი შანსია, რომ ეს ინფორმაციაც ტყუილი იყოს – კობახიძე

    პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი “ყოველ წინადადებაში იტყუება”, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაციაც მცდარი იყოს.

    “ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და დღესაც არ ვიცით, რამდენად სწორია ის. თქვენ უსმენთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს და ის ყოველ წინადადებაში იტყუება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ესეც ტყუილი იყოს, თუმცა, ბუნებრივია დაზუსტება ყველაფერს სჭირდება”, – განაცხადა კობახიძემ.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    11-12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

    „13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 მაისიდან შედარებით გამოიდარებს და დათბება. თბილისში 13 მაისს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელია, დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ჯამში ინფიცირებულია 638

    კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ჯამში ინფიცირებულია 638

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  638-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    მონაცემების მიხედვით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია –  317 , ხოლო გარდაცვლილი – 10.

    კარანტინის რეჟიმში – 4896 იმყოფება,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 444 რჩება.

  • “ელჩებს ვთხოვოთ დააფიქსირონ  პოზიცია, რა იყო ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსი“–ირაკლი კობახიძე

    “ელჩებს ვთხოვოთ დააფიქსირონ პოზიცია, რა იყო ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსი“–ირაკლი კობახიძე

    ქართული ოცნების აღასრულებელი მდივანი, ირაკლი კობაზიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების  მონაწილე  ელჩებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა შეთანხმების საგანი პატიმრების გათავისუფლება.

    „ჩვენ იძულებულები ვიყავით დღეს დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია. ბუნებრივია, ვერცერთ შემთხვევაში, ელჩების თანდასწრებით, ვერცერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლო, პროკურატურის და პრეზიდენტის საქმიანობაში. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც ამტკიცებს ოპოზიცია და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ახლა ველოდებით პასუხს, რაში იყო საქმე. ეს არის ჩვენი თხოვნის არსი. ჩვენ გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა იყო შეთანხმების შინაარსი“- განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    კობაზიძის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაიშლება, პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება.

  • “ელჩებს ვთხოვთ დაადასტურონ, რომ შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება“–თალაკვაძე

    “ელჩებს ვთხოვთ დაადასტურონ, რომ შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება“–თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირალი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

    განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    “რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით სარგებლობს, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებენ სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევის და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, შესაბამისად ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარს, კერძოდ, ვთხოვთ მათ, რომ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება, ასევე ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში”, – განაცხადა თალაკვაძემ

  • “ბიძინა თუ დარჩა ხელისუფლებაში, ძვლებამდე გააშიშვლებს აქაურობას, ბოლოს მოუღებს ქართულ სახელმწიფოს“–გუბაზ სანიკიძე

    “ბიძინა თუ დარჩა ხელისუფლებაში, ძვლებამდე გააშიშვლებს აქაურობას, ბოლოს მოუღებს ქართულ სახელმწიფოს“–გუბაზ სანიკიძე

    მთავარი არხის ეთერში გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვებაზე და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. ის თვლის, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო

    სანიკიძის აზრით  პრობლემა არ არის მარტო ხელისუფლების ღალატში, მის უნიათობაში, მის სიმხდალესა და მის სიბოროტეში, პრობლემაა ოპოზიციის ნაწილშიც. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი თვლის რომ უნდა მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდირება იდეის გარშემო და მათი მამოძრავებელი სწორედ ეს იდეა უნდა იყოს.

    “ბიძინა თუ დარჩა ხელისუფლებაში, ძვლებამდე გააშიშვლებს აქაურობას, ბოლოს მოუღებს ქართულ სახელმწიფოს, უდაბნოდ აქცევს ამ ქვეყანას. უსისხლო დიდგორი გველოდება წინ. ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე. ნურავინ ნუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. არ არის ასე მარტივად საქმე, იმიტომ რომ სიბოროტეს არ აქვს საზღვარი და ის აბსოლუტურად ყველაფერს გამოიყენებს. “– ამბობს გუბაზ სანიკიძე.

    არჩევნებამდე სანიკიძე ოპოზიციის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებასთან დაკავშრებით კოლეგებთან საუბარსაც აპირებს.

  • ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

    ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

    ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო დღეღამეში კიდევ ხუთი ადამიანი დაინფიცირდა. შედეგად ინფიცირებულთა რიცხვმა ცხინვალში 22–ს მიაღწია. ამის  შესახებ ჟურნალისტებს დე-ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში განუცხადეს.

    ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, დაავადებულები ინფექციურ კლინიკაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    22 დაინფიცირებულიდან 14 რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, ერთი სამხედრო მოსამსახურე, 7 კი სამოქალაქო პირი. ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში კარანტინის რეჟიმში 500-მდე ადამიანია.

  • “სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ” –სააკაშვილი

    “სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ” –სააკაშვილი

    “სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საბჭოს  თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, “ღამის მთავარში” განაცხადა.

    მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ გუნდთან ერთად, უკრაინაში იმ ცვლილებებს მოამზადებს, რომლის შედეგადაც ,ქვეყანა რეგულაციებისგან გათავისუფლდება და საბაჟო-საგადასახადო მიმართულებით არსებული ხვრელები აღმოიფხვრება.

    “სულ იყო მცდელობა, რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ საბაჟო-საგადასახადო გაერთიანების კუთხით, მაგრამ ვეუბნებოდი, მე ამის სპეციალისტი არ ვარ, საქათველოში ამას ბევრი სხვა ადამიანი აკეთებდა ჩემს გარდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია უკრაინისთვის, მაგრამ თუ მთელი სისტემა არ შეიცვალა, საფინანსო და საგადასახადო სამსახურების გაერთიანებით და სუპერუფლებების მინიჭებით, სადაც ფინანსური გამოძიებაც შედიოდა, ამით ჩვენ ვერ შევძლებთ განსხვავების ჩვენებას და რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ჩვენ შედეგები გვქონდეს და არა რამე სავარძელში მოვკალათდე, – ამბობს სააკაშვილი.“

    შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ შვიდ მაისს დაინიშნა.

  • რას აკეთებდა ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში შესვლამდე – სახლაისო ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება

    რას აკეთებდა ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში შესვლამდე – სახლაისო ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით  ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა. თუმცა, ბრიფინგამდე, კადრი მოულოდნელად შეიყვანეს ეთერში. რა დროსაც პოლიტიკოსის სახალისო მომენტი დაფიქსირდა.