Category: ახალი ამბები

  • როდის  გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები

    როდის გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები

    სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობის განახლება შესაძლოა დაგეგმილზე ადრე, 22 მაისამდეც შეძლონ.

    როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განაცხადეს, უკვე შესულია 70 განაცხადი და სპეციალისტები კლინიკებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად შეამოწმებენ. არსებული ნორმების დაცვის შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეძლებენ.

    სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნულის გარდა სტომატოლოგიურ კლინიკებს პაციენტების თერმოსკრინინგი და სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ. ასევე, მათი შესაბამისად აღჭურვა.

    „სტომატოლოგს უნდა ჰქონდეს სრული აღჭურვილობა, ის რაც საჭიროა ინდივიდუალური დაცვისთვის, რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, უნდა არსებობდეს შესაბამისი სივრცე, რათა დიდი რაოდენობის ადამიანების ერთ სივრცეში კონცენტრაცია არ მოხდეს, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაცია ითხოვს“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძე.

     

    წყარო : Imedinews.ge

  • მოვუწოდებთ ივანიშვილს, დროზე მოეგონ გონს – გიგა ბოკერია

    მოვუწოდებთ ივანიშვილს, დროზე მოეგონ გონს – გიგა ბოკერია

    იდევ ერთხელ მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგონ გონს, – განაცხადა  “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

    „მესმის, რომ ეს უტიფრობა და სრული აბსურდი, ივანიშვილის გარემოცვის სტილია ტყუილებში. პროპორციულზეც, რომ გადაგვაგდეს, მერე თქვეს, რომ ჩვენ არ დაგპირებივართო, იდეა ვთქვითო.

    გავიგე, რომ ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა, რასაც თალაკვაძე, კობახიძე და დანარჩენები აკეთებენ. ეს არ გვიკვირს. მთავარი არის ქვეყნის ინტერესი.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგონ გონს, ცოტა დრო კიდევ არის დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე, იქამდე ის პირობა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს. თუ არ შეასრულებს ამ პირობას, მაშინ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ყველა სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორისგან უმძიმეს დარტყმას მიიღებს. ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება და ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე. ძალიან მძიმე პოლიტიკურ, პერსონალურ ხვედრს უქადის მას“, – განაცხადა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ელჩენის ჩართულობით მიაღწიეს, კვლავ საბაბია. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. ოპოზიცია კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და შეთანხმების შესრულებას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ელჩებს გაასაჯაროონ შეთანხმების შინაარსი, რათა „ნათელი მოეფინოს“ იმას, რომ ოპოზიცია სპეკულირებს.

  • “მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების გამო, პარტნიორებს თაღლითების ერი არ ვეგონოთ”- მარგველაშვილი

    “მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების გამო, პარტნიორებს თაღლითების ერი არ ვეგონოთ”- მარგველაშვილი

    “მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების გამო, პარტნიორებს თაღლითების ერი არ ვეგონოთ”- ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ტყუილები და პირობის შესრულება ჩვევად ექცა და საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა.

    “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ ჩვენ ვართ თაღლითების ერი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ამისთვის სწორედ ის ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომელიც მოსახდენია. ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კოვიდ19-სგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს

    მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კოვიდ19-სგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს. როგორც პრემიერმა ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები.

    „იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი აჭარა უნდა გახდეს. ძირითადად იმიტომ, რომ ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის მთაც არის, ღვინოც არის, კიდევ ბევრი რაღაც არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს ისევე, როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება. ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები, გამოვაცხადოთ კოვოდისგან უსაფრთხო ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც პატარა მობილურ ზონებზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს: საირმე, წყალტუბო, გუდაური, ბაკურიანი … აჭარა ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა აჭარის გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროებს, იქ სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ, როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ იმისთვის, რომ კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები”, – განაცხადა გახარიამ.

  • “ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი”- კალაძე

    “ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი”- კალაძე

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება განხორციელდეს. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და არჩევნების ჩატარება მოგვიწევს იმ სისტემით, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გარკვეული პირების პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.

    როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

    „ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, შეთანხმების დოკუმენტში ყველაფერი ასახულია და ეს საზოგადოებამ იხილა.

    რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, სრული მობილიზაციაა მათ განსახორციელებლად. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და არჩევნების ჩატარება მოგვიწევს იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში,“ – განაცხადა კალახა კალაძემ.

    რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს განცხადებები ოქრუაშვილის პატიმრობასთან კავშირში არ არის.

    „განცხადებები, რომელიც გაკეთდა აშშ-ს საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის. თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომ ზოგადად, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა მათ მაშინვე მკაფიოდ მიიღეს უარი იმიტომ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უკანონობას არავინ ჩაიდენს. თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასთვის ცხადი და ცნობილია. ყველას შეუძლია ნახოს. სანამ ეს შეთანხმება შედგებოდა, გვახსოვს უგულავას განცხადება, რომ მათი გათავისუფლების საგანი არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული. ამას შემდეგ გამოეხმაურა მთელი რიგი ოპოზიციონერი დეპუტატებისა, ამ განცხადებების ფაქტები არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.

  • როგორც კი კრიზისი დაიწყო, ჩვენ ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა – გახარია

    როგორც კი კრიზისი დაიწყო, ჩვენ ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა – გახარია

    როგორც კი ეს კრიზისი დაიწყო, ჩვენ ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით. არავინ იყო მზად იმისთვის, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, ეს როდემდე გაგრძელდებოდა. დღესაც არავინაა ამისთვის მზად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მისივე თქმით, სახელმწიფო სესხის თანადაფინანსებაში იმ სასტუმროებსაც მიეხმარება, ვისაც 20 მილიონ ლარამდე აქვთ ბრუნვა. გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, ინდუსტრია, 2020 წლის განმავლობაში, ქონების გდასახადიდან იქნება გათავისუფლებული.

    “კრიზისის დაწყებისას პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება დასჭირდებოდა იმათ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ. ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასასახი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, ისე განვითარდა ეს კრიზისული ეტაპები. ახლა გადავდგით შემდეგი ნაბიჯები. ინდუსტრია, სრულად, 2020 წლის განმავლობაში, ქონების გდასახადიდან იქნება სრულად გათავისუფლებული. სასტუმროებს, რომლებსაც სესხის თანადაფინანსებაში მივეხმარებით, მათი რაოდენობაც გავზარდეთ. აღარ იქნება 50 ნომრამდე, ეს იქნება, სასტუმროები რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონამდე. დანარჩენი სასწრუმროები სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და ამიტომ ამის არც საშუალება არ არის და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტუროპერატორები, რომლებსაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული. მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით. გიდები ცალკე საკითხია, სოციუმია, მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება,”- განაცხადა გახარიამ.

  • პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და თავმოყვარეობაზე უარის თქმა „მოსულა“, რასაც თალაკვაძე და კობახიძე აკეთებენ – ბოკერია

    პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და თავმოყვარეობაზე უარის თქმა „მოსულა“, რასაც თალაკვაძე და კობახიძე აკეთებენ – ბოკერია

    „ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე უარის თქმა „მოსულა“, რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

     

    „პირველ რიგში, ნახევრად ხუმრობით მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს და ივანიშვილის გარემოცვას, თუ არც ჩვენი, არც ოპოზიციის, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის მერე გააკეთეს, არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების, არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრების ჯგუფის, თუ არავისი არ სჯერათ, რმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე იყო საუბარიო. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა სიმართლე და მაშინაც არ უჯერებენ, არ შეიძლება ასე. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებში და ამაშიც უნდა დაუჯერონ. ახლა სერიოზულად, რომ გიპასუხოთ. მესმის, რომ უტიფრობა და სრული აბსურდი არის ივანიშვილის გარემოცვის სტილი. პროპორციულზეც რომ „გადაგვაგდეს“, თქვეს, რომ არც დაგპირებივართ, რაღაც იდეა ვთქვითო. გავიგე, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა, რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ, ეს არ გვიკვირს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის ინტერესი. მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგოს გონს, ცოტა დროა კიდევ დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე. იქამდე ეს პირობა უნდა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ უმძიმეს დარტყმას მიიღებს, ქვეყნისთვის ეს კარგი არ იქნება, ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე და ძალიან მძიმე პერსონალურ პოლიტიკურ ხვედრს უქადის მას. დროზე მოეგოს გონს და ამ უტიფარ რაღაც სპექტაკლებს თავი დაანებოს“, – განაცხადა ბოკერიამ.

  • საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    არსებული ინფორმაციით, 81 წლის პაციენტი ბათუმის კლინიკა “მედალფაში” გარდაიცვალა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

    ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი.

  • ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

    ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

    ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა.

    „რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, – განაცხადა გაგლოევამ.

    მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.

    აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.

  • პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ოცნების“ სხვა წევრების, იყო უპასუხისმგებლო  – ირმა ნადირაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ოცნების“ სხვა წევრების, იყო უპასუხისმგებლო – ირმა ნადირაშვილი

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

    როგორც ნადირაშვილი განმარტავს, არჩილ თალაკვაძის ეს განცხადება უპასუხისმგებლო და ცრუა.

    „პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო, მან ელჩებს მოუწოდა, გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და ამ მოლაპარაკებებს უძღვებოდა, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია, როცა ოქრუაშვილს მიუსაჯეს. დიპლომატიურმა კორპუსმა, ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია ძალიან ნათელია.

    ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ ბოლომდე დაიცვას ეს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე. ეს იქნება სწორი, ეს შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების გზით დატოვოს ხელისუფლება და გადავიდეს ოპოზიციაში. თუ ეს არ იქნება იმ ფარგლებში, რა მოლაპარაკებაც იყო, არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან მორიგი ტყუილი, ადამიანების მორიგი გადაგდება და ამის გამო მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, მაგრამ მაინც წავლენ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

    „არჩილ თალაკვაძემ თქვა, ამ მოლაპარაკებებამდე გიგა ბოკერიას კომენტარი იყოო, რომ არ შეიძლება პოლიტპატიმრების საკითხი იყოს საარჩევნო სისტემის მოლაპარაკებაზე დამოკიდებულიო. ჩვენ გვახსოვს რურუას, გიგი უგულავას წერილიც, ისინი თვლიდნენ, რომ მათ ფაქტორს ეს მოლაპარაკებები ჩიხში არ უნდა შეეყვანა. ეს იყო იქამდე, სანამ ელჩების თანდასწრებით პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა. პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური პატიმრების გარეთ გამოსვლას გულისხმობს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.