Category: ახალი ამბები

  • იმ ქუჩების ჩამონათვალი რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ივლის

    იმ ქუჩების ჩამონათვალი რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ივლის

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამის შესახებ  თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

    როგორც ბითაძემ აღნიშნა, ხაზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ორივე ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს.

    „გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ავტობუსების „ბას ლაინები“ არის კუთხეებში, მაგრამ სატრანსპორტო სქემა შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა ავტობუსების გაჩერებების ადგილები. ავტობუსებს ექნებათ თავისი გადასაადგილებელი სპეციალური ხაზი ორივე მიმართულებაზე, რაც დაახლოებით, 6 კმ-ია. ავტობუსების დიდი გაჩერებები გვექნება დაახლოებით, 15 ისეთივე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე იქნება, რადგან ამ დერეფანშიც დიდმა, 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ. სიახლე არის ის, რომ ავტობუსების გაჩერებები დაემთხვევა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ადამიანები ზემოდან გადადიოდნენ ასინქრონულად. როდესაც ვამბობთ, რომ იქნება 15 გაჩერება, ე.ი. იქნება 15 შუქნიშნის კვანძი, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, ხიზანიშვილი-ვეკუაზე გვექნება 5,5 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც შემდგომ შეუერთდება ველოსიპედების სხვა ქსელს.

    მსუბუქი ავტომობილებისთვის ორივე ქუჩა ცალმხრივი რჩება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე ქუჩაზე ორმხრივად ივლის, ანუ ჯამში 4 „ბას ლაინი“ გვექნება. ამასთან, იმისთვის, რომ გაადვილდეს მეტროსთან კავშირი, ორივე ქუჩისთვის ავტობუსის ზოლები იქნება ისე, რომ ადამიანს მოუწიოს ერთი ქუჩით ნაკლების გავლა. მგზავრს არ მოუწევს შეფერხება ქუჩაზე გადასვლისას, რადგან ავტობუსის გაჩერებებთან მოწყობილი შუქნიშნები სინქრონულად იმოქმედებენ“, – განაცხადა ბითაძემ.

    რაც შეეხება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის აღდგენის საკითხს, როგორც ბითაძე ამბობს, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება.

    „ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ზედა ფენის ასფალტის დაგება ამ კვირის ბოლოს დაიწყება. მერე იქნება კოსმეტიკური სამუშაოები, ავტობუსების გაჩერებების დაყენება, განათების ბოძების მონტაჟის დასრულება და დახაზვითი სამუშაოები. ვფიქრობთ, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება, მათ შორის გამწვანებებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ

  • კორონავირუსით გარდაცვლილ მე-11 პაციენტს მეუღლეც Covid-19-ით დაეღუპა

    კორონავირუსით გარდაცვლილ მე-11 პაციენტს მეუღლეც Covid-19-ით დაეღუპა

    დღეს აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-11 შემთხვევაა. გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე დღე მართვით სუნქთავაზე იმყოფებოდა და მას თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა და ასევე ინსულტიც გადატანილი ჰქონდა.

    81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ის 18 აპრილს ასევე კლინიკა „მედალფაში“ გარდაიცვალა. იგი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა.  ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

    73 წლის ქალი კლინიკაში 10 აპრილს შეიყვანეს, 13 აპრილს კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

    ამჟაიმნდელი მონაცემებით მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 317 ადამიანი, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

  • საუკეთესო მუსიკოსი ვინც კი ოდესმე შემხვედრია – ნიკოლოზ რაჭველის კომპოზიცია, რომელიც  ყველაზე მძიმე დღეებში იტალიელ ხალხს მიუძღვნა

    საუკეთესო მუსიკოსი ვინც კი ოდესმე შემხვედრია – ნიკოლოზ რაჭველის კომპოზიცია, რომელიც ყველაზე მძიმე დღეებში იტალიელ ხალხს მიუძღვნა

    ქართველმა კომპოზიტორმა კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა იტალიელ ხალხს მხარდასაჭერად, მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა. რაჭველმა მუსიკალური დიალოგი იტალიელ მუსიკოსთან, მარიო სტეფანო პიეტროდარკისთან გამართა.

    “მე გამიმართლა! ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო შემესრულებინა ნაწარმოები სანტა მარია დელი ანჯელის წმინდა მონასტერში.ეს მუსიკალური მარგალიტი სპეციალურად ჩვენი ხალხისთვის შექმნა ერთ-ერთმა საუკეთესო მუსიკოსმა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.ის უბრალოდ, გენიოსია და მისი სახელია – ნიკოლოზ რაჭველი. რომ ნახავთ და მოისმენთ, ამაში თავად დარწმუნდებით. დიდი პატივისცემა და მადლიერება თეონა ჯორბენაძეს, რომელმაც ჯადოსნური გზებით შექმნა ეს ვიდეო” – წერს მარიო სტეფანო  სოციალურ ქსელში.

    სოლისტი –  მარიო სტეფანო პიეტროდარკი

    ვიდეორგოლი “ლენო სტუდიაშია” აწყობილი

    ჟღერადობა და გადაღება – გიორგი გვარჯალაძე

    რეჟისორი – თეონა ჯორბენაძე

    ედიტორი – საბა ფრუიძე

     

  • რატომ არ მოაწერა ირმა ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმებას ხელი

    რატომ არ მოაწერა ირმა ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმებას ხელი

    „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს თუ რატომ არ მოაწერა შეთანხმებას ხელი.

    როგორც ირმა ინაშვილი გავრცელებულ ვიდეო-კომენტარში განმარტავს, შეთანხმების მეორე პუნქტი ძალიან ბუნდოვანი იყო და ენმ, ასევე, ევროპული საქართველო მასში უგულავას და სხვების გათავისუფლებას გულისხმობდნენ.

    “ელჩების ინციატივით იმართებოდა შეხვედრები საარჩევნო სისტემის თემაზე! ხაზს ვუსვამ: საარჩევნო სისტემის თემაზე! და ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არამარტო საპარლამენტო. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე ნაცმოძრაობაც და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე. კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არამარტო უგულავასი. ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან!

    მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემს გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემს გარეშეც. დაბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არამარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ”, – აცხადებს ინაშვილი.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2106 ლარი ეღირება, ევრო – 3.4742 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.9587 ლარი.

    დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2100 ლარი ღირდა, ევრო – 3.4800 ლარი, ფუნტი – 3.9727 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 მაისს ამოქმედდება

  • ქართული ოცნების ახალი სახე ვეღარ ვიქნები, შემოდგომას დაველოდოთ და დავითვალოთ წიწილები –  გიორგი გახარია

    ქართული ოცნების ახალი სახე ვეღარ ვიქნები, შემოდგომას დაველოდოთ და დავითვალოთ წიწილები – გიორგი გახარია

    „ყველაფერი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი და სხვა ყველაფერი შეიძლება“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ tv „პირველის“ კითხვას პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების გამოჩენასთან დაკავშირებით.

    ამასთან, კითხვას – შეიძლება თუ არა, რომ არჩევნების პერიოდისთვის ის აღარ იყოს პრემიერი, გიორგი გახარიამ შემდეგი პასუხი გასცა:

    „რა მნიშვნელობა აქვს, მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ. ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები“.

  • “იძალადა ბავშვზე ხელის კვრით”- 13 წლის ბავშვის ოჯახი გამომძიებელს ძალადობაში ადანაშაულებს

    “იძალადა ბავშვზე ხელის კვრით”- 13 წლის ბავშვის ოჯახი გამომძიებელს ძალადობაში ადანაშაულებს

    ტყიბულში 13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელი 13 წლის გოგონას დაემუქრა, რის შემდეგაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.

    “იძალადა ბავშვზე როგორც ხელის კვრით, ისე მორალურად, ფსიქოლოგიურად. ხელის კვრით აგდებდა გარეთ. ბოლო ხმაზე უყვიროდა ბავშვს – “გადი ამ სახლიდან, ამ სახლში არ გაქვს შემოსვლის უფლება”. შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგდღლიზავდი შუაზე. მე შენ ახლა გამოგიწერ შემაკავებელ ორდერს, ვიცი, სადაც წაგიყვან და სადაც არის საჭირო”, – განაცხადა “მთავარ არხთან” ბავშვის ბებიამ.

    ტყიბულის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, ოჯახის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვზე არ უძალადია.

    ეკატერინე ისაკაძე აცხადებს, რომ მზად არის, მომხდართან დაკავშირებით ზემდგომ ორგანოებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

  • “ხელისუფლება ცდილობს ჩაშალოს შეთანხმება და ეს ოპოზიციას ათქმევინოს“ – გია ხუხაშვილი

    “ხელისუფლება ცდილობს ჩაშალოს შეთანხმება და ეს ოპოზიციას ათქმევინოს“ – გია ხუხაშვილი

    ეს არის ხაფანგი, რომელშიც ოპოზიცია შევიდა – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი განცხადებებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.

    ხუხაშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრების თემა იყო მეორე რანგის საკითხი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან დაიბადა. შესაბამისად, მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ არ უნდა მისცეს მმართველ გუნდს საშუალება, რომ ამ საკითხზე აპელირებით საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მიღებული შეთანხმება ჩაშალოს.

    მისი აზრით, ხელისუფლება ახლა სწორედ იმას ცდილობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და შეთანხმებაზე უარი ოპოზიციას ათქმევინოს.

    ეს არის ძველი თამაში ძალაუფლებისთვის რეპუტაციის ხარჯზე და ეს არის სამწუხარო, ეს არ არის პირველი სერია. ახლა ხელისუფლებას აქვს პრაგმატული მიზანი გამოიყენოს პოლიტპატიმრების თემა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები.

    რეალურად მათთვის პოლიტპატიმრების თემა იმდენად  მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა და უნდა რომ ეს გააკეთოს ოპოზიციის ხელით, უნდათ რომ ეს თქმევინონ ოპოზიციას.

    რაც შეეხება თალაკვაძეს და კობახიძეს, როგორ ამ მოლაპარაკებებზე მომლაპარაკებელი მხარეები, კობახიძე და თალაკვაძე არანაირი პოლიტიკური ფიგურები არ არიან, მათ შეახოცავს ივანიშვილი ხელს.

    თალაკვაძის და კობახიძის რეპუტაცია ისედაც პლინტუსს ქვემოთაა. და ვის რაში ენაღვლება მათი რეპუტაცია.  შეიძლება ივანიშვილთან შეუთანხმებლად მათ რაღაცეები იბოდიალეს კიდეც და იქიდან რომ გამოვიდნენ უთხრეს არა, ჩვენ ამაზე ხელს არ მოვაწერთ.“– განაცხადა გია ხუხაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

  • “ნორმალურია, X ქვეყანამ Y-ს უთხრას გამითვალისწინე გასამართლებულიაო, მაგრამ ოცნებას ანგარიშს აღარ უწევენ” – გიორგი  მარგველაშვილი უკრაინაზე

    “ნორმალურია, X ქვეყანამ Y-ს უთხრას გამითვალისწინე გასამართლებულიაო, მაგრამ ოცნებას ანგარიშს აღარ უწევენ” – გიორგი მარგველაშვილი უკრაინაზე

    “ნორმალურია, X ქვეყანამ Y-ს უთხრას გამითვალისწინე გასამართლებულიაო, მაგრამ ოცნებას ანგარიშს აღარ უწევენ”, –  ასე ეხმიანება  გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინაში ტვ “მთავარის” ეთერში. მისი განცხადებით,  ქართული ოცნება უნდა მიხვდეს, რომ მათ, როგორც პოლიტიკურ ძალას ანგარიშს აღარ უწევენ

    “როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი გასამართლებული გვყავს და არ მოგვწონს რომ დანიშნეთ, ეს განცხადება, რომ X ქვეყანამ Y ქვეყანას უთხრას, შინაარსობრივად ნორმალურია. პრობლემა იმაშია, რომ იმიჯი როგორც სასამართლოსი, ისევე ამ პოლიტიკური ძალის [ქართული ოცნების] არის თაღლითების იმიჯი.აქაც ელემენტარულად ვერ მიხვდნენ თავიანთ როლს. კიდევ ერთი მომენტია, რომ როცა რაღაცას იტყუები, იჯერებ ამას და ვერ ხვდები, რომ სხვები ამას ხედავენ.როდესაც ითხოვენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ქართული სასამართლო, მართმსაჯულება, პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, ვერ ხედავენ უკე რამდენად კომიკური გახდა ეს ყველაფერი და მათი ავტორიტეტი საერთაშორისო კონტექსტში ელემენტარულად თაღლითების ავტოტირეტეტია”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • “ბოკერიას ვერ გამოიყვან კომკავშირული მენტალიტეტიდან”- კობახიძე

    “ბოკერიას ვერ გამოიყვან კომკავშირული მენტალიტეტიდან”- კობახიძე

    უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებმა კომკავშირული მენტალიტეტის გამო ვერ ისწავლეს რა არის სამართლებრივი სახემწიფო.

    “ჩვენ ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, მივესალმეთ და ვასრულებთ დღემდე. ისინი იმ დღიდან ახდენდნენ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზებას. მათ დღემდე ვერ ისწავლეს, გავიდა 20 წელი, შევარდნაძის დროს იყვნენ ხელისუფლებაში, მერე ბოლომდე თვითონ იყვნენ, მერე ოპოზიციაში დარჩნენ. 20 წელიწადში თუ ვერ ისწავლი რა არის სამართლებრივი სახელმწიფო, მერე ბუნებრივია არავითარი შანსი არ გაქვს. ეს არის მათი მენტალიტეტი, ბოკერიას ვერ გამოიყვან კომკავშირული მენტალიტეტიდან. ვერ ვასწავლით მათ რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო”, — განაცხადა დღის კურიერში კობახიძემ.