Category: ახალი ამბები

  • შეხვედრებზე 20-მდე ადამიანი იყო, 2-ის გარდა შინაარსი ყველამ ერთნაირად გაიგო – ჩუგოშვილი

    შეხვედრებზე 20-მდე ადამიანი იყო, 2-ის გარდა შინაარსი ყველამ ერთნაირად გაიგო – ჩუგოშვილი

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ 8 მარტის შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობამ შინაარსი ერთნაირად გაიგო, ხოლო 2-მა ოცნების წარმომადგენელმა – სხვანაირად.

    “როგორც ჩანს უმრავლესობამ, თითქმის 20 ადამიანი იყო იქ და ორის გარდა როგორც ჩანს ერთნაირად გაიგო შეთანხმების შინაარსი. პრეზიდენტის შესახებ არის ამ ტექსტში ჩანაწერი და პრეზიდენტის ხსენება გულისხმობდა იმას, რომ შეწყალება იქნებოდა გამოყენებული”, — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

    მისივე თქმით, შეთანხმების ტექსტში კიდევ იყო 2 მიმართება, რომლის მიხედვითაც, წარსულში არსებულ საქმეებზე, რომლებიც კითხვებს აჩენდნენ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, ხოლო მომავალში, მსგავსი შემთხვევები იქნებოდა არიდებული.

    გუშინ არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.

    ელჩებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს. 

    ,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში

    12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

  • ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ – იონათამიშვილი

    ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ – იონათამიშვილი

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება საქართველოში პოლიტპატიმრების არარსებობაზე თანხმდება, ,,უპასუხისმგებლო” ოპოზიცია კი ამ თემით მანიპულირებს.

    “საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ უნდოდათ, კონსენსუსი შემდგარიყო და ეს მათთვის იყო იძულება, მე მათ მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.

    ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში და პროცესში პოლიტპატიმრებზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია, რომ კონსენსუსი არ იყოს მიღწეული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

    აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

    გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შუამავალმა დიპლომატებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს. 

    ,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში.

    მანამდე არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.

    “ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“–ასეთი იყო დიპლომატების პასუხი ამ  მოწოდებაზე.

  • შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 87 პირი დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 87 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 87 პირი დაჯარიმდა.

    ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 მოქალაქე დააჯარიმა.

    გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 3 მოქალაქე დააჯარიმეს.

    ასევე, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 1 მოქალაქეს გამოუწერა ჯარიმა.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • ტრამპი ჟურნალისტს ეჩხუბა და ბრიფინგი დატოვა

    ტრამპი ჟურნალისტს ეჩხუბა და ბრიფინგი დატოვა

    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად დატოვა ბრიფინგი თეთრ სახლში ჟურნალისტთან მორიგი დაპირისპირების შემდეგ.

    პრესკონფერენცია კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას ეძღვნებოდა. სი ბი ეს – ის კორესპონდენტმა, ვეიცზია ცზიანმა ტრამპს კითხა, რატომ უსვამს ყოველდღე ტრამპი ხაზს, რომ ამერიკაში ბევრად მეტი ტესტირება ტარდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რატომ განიხილავს აშშ–ს პრეზიდენტი კორონავირუსზე  ტესტრირებას როგორც მსოფლიო შეჯიბრებას და რატომ აკეთებს ამაზე აქცენტს მუდმივად, როცა ამერიკაში ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება.

    „ადამიანები მთელ მსოფლიოში იხოცებიან. ეს კითხვა ჩინეთს უნდა დაუსვათ. მე ნუ მეკითხებით, ჩინეთს კითხეთ. თუ მათ კითხავთ,  შეიძლება ძალიან უჩვეულო პასუხი მიიღოთ„– უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.

    ამის შემდეგ მიკროფონთან სი ენ ენ–ის ჟურნალისტი მივიდა, თუმცა ცზიანმა კვლავ დაუსვა კითხვა ტრამპს, რატომ ელაპარაკება ჩინეთზე კონკრეტულად მას.

    “ეს პასუხი ვინმეს კონკრეტულად არ ეხება. ყველას ეხება, ვინც საძაგელ კითხვებს სვამს“– უპასუხა ტრამპმა. ჟურნალისტმა კი გააპროტესტა, რომ ეს “არ არის საძაგელი კითხვა“.

    ამის შემდეგ კითხვის დასმა სი ენ ენ–ის კორესპონდენტმა სცადა, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე სცადა მისთვის სიტყვის მიცემა, შებრუნდა და ბრიფინგი მოულოდნელად დატოვა.

     

  • კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტის წყარო უცნობია – ეზუგბაია

    კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტის წყარო უცნობია – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ეზუგბაიას თქმით, პაციენტის კონტაქტების ხელახალი კვლევა მიმდინარეობს.

    “კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია, საკარანტინო სივრციდანაა თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დავადასტურებ, არ ვიცი. ერთი პაციენტია რომლის კონტაქტები მოძიებულია, 4 კონტაქტია, რომელთა PCR დიაგნოსტიკა განმეორებით კვლევას საჭიროებს, დღეს განმეორდება და დადასტურდება, რამდენად ეს პირებიც იქნებიან ინფიცირებულები”, — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

    მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 37 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამს მძიმე პნევმონია აქვს, 1-ის მდგომარეობა კი კრიტიკული რჩება.

    საქართველოსი კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 639-მდე გაიზარდა.

    დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-ია. კორონავირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი.

  • პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს – ეზუგბაია

    პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს.

    მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი მეტია, ვიდრე აქტიური, მიმდინარე შემთხვევები. ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე ქვეყანაში 279 პირი მკურნალობს, ხოლო 349-მდე გაიზარდა.

    შესაბამისად, ამჟამად კლინიკებში მყოფ 279 კოვიდ-ინფიცირებულს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს , გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 70-ით გადააჭარბა.

    საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი გამოჯანმრთელება. საერთო რიცხვი 317-დან 349-მდე გაიზარდა.

    12 მაისის დილის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების სულ 1 შემთხვევა დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 639 გახდა. მათგან 11 გარდაცვლილია.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოსი კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 639-მდე გაიზარდა.

    დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-ია. კორონაირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი.

    საკარანტინო რეჟიმში 4 769 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 ადამიანი რჩება.

  • ველოდები შეთანხმების შესრულებას, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – სენატორი რიში

    ველოდები შეთანხმების შესრულებას, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – სენატორი რიში

    აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

    “ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებაში პროგრესს გულისხმობს”,-წერს რიში ტვიტერზე და აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას აზიარებს.

    გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შუამავალმა დიპლომატებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც უნდა შესრულდეს. 

    ,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში.

    მანამდე არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.

    “ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“–ასეთი იყო დიპლომატების პასუხი ამ  მოწოდებაზე.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 349

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 349

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ინფექციისგან ჯამში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 639-მდე გაიზარდა. მათგან გარდაცვლილია 11 ადამიანი.

    საკარანტინო რეჟიმში 4 769 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 ადამიანი რჩება.

  • ჭავჭავაძეზე მერიას სავარაუდოდ მილების დაერთება დაავიწყდა და ხელახლა გადათხარეს  – ლევან ხაბეიშვილი ვიდეოს ავრცელებს

    ჭავჭავაძეზე მერიას სავარაუდოდ მილების დაერთება დაავიწყდა და ხელახლა გადათხარეს – ლევან ხაბეიშვილი ვიდეოს ავრცელებს

    თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს სადაც ჩანს რომ რამდენიმე კვირის წინ გახსნილი ჭავჭავაძის გამზირი მერიამ ხელახლა გადათხარა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ ჭავჭავაძის გამზირზე მერიას მილების დაერთება დაავიწყდა და ხელახლა გადათხარეს.

    “დაგებული გზა ხელახლა აყარეს, ეს სამუშაოები მთელ ჭავჭავაძის გამზირზე სიგრძეზე მიმდინარეობს.თხუნელას დაემსგავსა ჩვენი თბილისის მერი, დაგებული გზის ხელახლა აყრა დაიწყეს და დღეს გადაკეტეს გამზირი. ”