Category: ახალი ამბები

  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა

    მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა

    მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა ბიჭი ხევში გადაიჩეხა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და მარტო იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ის მთის მცენარის საკრეფად იყო წასული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

  • ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა (ფოტოები)

    ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა (ფოტოები)

    მსოფლიო პანდემიის გამო დაწესებულმა შეზრუდვებმა ახალი პრობლემა წარმოშვა. მას სემდეგ რაც მალაიზიაში 2 თვიანი კარანტინის შემდეგ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს გახსნის უფლება მისცეს, აღმოჩნდა რომ ტყავის ფეხსაცმლებს ჩანთებსა და სამოსს ობი მოედი და მთლიანად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემა მალაიზიაში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეზე დაყრდნობით ავრცელებს ფოტოებს სადაც ჩანს რომ მთელი პროდუქცია ობის გამო დაზიანდა.

    „მაღაზიის გახსნას აზრი არ აქვს.. სა­ქო­ნე­ლი სრუ­ლად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მას შემ­დეგ, რაც ორი თვე მა­ღა­ზია და­იკეტილი იყო“.

     

     

  • პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

    პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია RIA ავრცელებს.

    ამის შესახებ პესკოვმა ინფორმაცია თავად გაავრცელა. მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

    რუსეთის მთავრობაში კორონავირუსით აქამდე დაავადდნენ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, კულტურის მინისტრი და მშენებლობის მინისტრი.

    რუსეთში ამჟამად კორონავირუსის 230 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

  • მდინარე რიონის კალაპოტს და ეკოსისტემას შევინარჩუნებთ – დავითაშვილი ონის კასკადზე

    მდინარე რიონის კალაპოტს და ეკოსისტემას შევინარჩუნებთ – დავითაშვილი ონის კასკადზე

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ონის კასკადზე პოლიტიკური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებული ინფორმაცია ,,მოღალატეობრივია” და ,,დეზინფორმაციულია.

    მისი თქმით, არც მთები ფეთქდება და არც მდინარე რიონი იკარგება.

    “გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში 100 პროცენტით გათვალისწინებულია. როდესაც საუბარია, რომ რამდენიმე წელი მიმდინარეობდა განხილვა და მარტში გაიცა [ნებართვა], ეს იყო რამდენჯერმე გადავადებული იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღოდა გადაწყვეტილებას”, — თქვა დავითაშვილმა.

    მინისტრი აღნიშნავს, რომ რიონი მილებში არ მოექცევა და ჰესები იმ პირობით აშენდება, რომ შენარჩუნდეს მდინარის კალაპოტი და ეკოსისტემა.

    ,,მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას აუცილებლად შევინარჩუნებთ, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი. ასევე ჰესის აშენებას. ჰესის აშენების პირობაა ასევე ის, რომ მინერალური წყლები, რომლებიც რაჭაშია და რომლითაც რაჭა ამაყობს უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი და არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ უნდა ჩატარდეს ისე, რომ რაიმე ტიპის ზემოქმედება მოხდეს ასეთ წყლებზე. ასე რომ ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, უბრალოდ არის ძალიან უპასუხისმგებლო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

    ,,ონის კასკადის” განმარტებით, მარტში სამინისტრომ არა მშენებლობის ნებართვა, არამედ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა, რაც მშენებლობის ნებართვის პროცედურის ერთ-ერთი ნაწილი. კომპანიის ინფორმაციით, პროექტით იჩეხება არა 25 ჰექტარი ტყე, არამედ 1,064 მ3 მერქნული რესურსი. ისინი უარყოფენ, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ, კასკადის მშენებლობისთვის არ იგეგმება მდინარე რიონის დაშრობა და არც უწერის მინერალური წყლები განადგურდება.

    მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადს სს „ონის კასკადი“, შპს „ფერი“ და თანაინვესტირების ფონდი აშენებს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ორსაფეხურიანი, მდ. რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე (წყალსაცავის გარეშე) მომუშავე ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დამცველები და არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს.

  • 25 ათასი არ დაღუპულა კორონავირუსით  96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა,  ნუ იყენებთ გარდაცვლილებს – იტალიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა

    25 ათასი არ დაღუპულა კორონავირუსით 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა, ნუ იყენებთ გარდაცვლილებს – იტალიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა

    იტალიის პალატის დეპუტატი ვიტორიო სგარბი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გააყალბეს. სგარბის ემოციურ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც დეპუტარი აცხადებს იტალიის ხელისუფლება კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას აყალბებს რადგან 25 ათასი გარდაცვლილიდან 96.3 სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა და არა კორონავირუსით როგორც ეს სტატისტიკაშია. მისი განცხადებით ეს სტატისტიკა იმისთვის სჭირდებათ რომ იტალიის მოსახლეობა ტერორში ჰყავდეთ და დიქტატურა დაამყარონ.

    „ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები დიქტატურის წინააღმდეგ და სიმართლის დასამტკიცებლად. ნუ ვაქცევთ ამ პალატას სიცრუის სახლად. მეცნიერები, ვინც მოიწვიეთ, ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი მცირედით არის უარესი ჩვეულებრივ გრიპზე. ამის შესახებ ყველამ კარგად იცით.

    თქვენ მოისმინეთ და წარმოგიდგინეს ციფრები. მეც მინდა, ეს ციფრები წარმოგიდგინოთ. არ უნდა ვამტკიცოთ, რომ იტალიაში კორონავირუსით 25 000 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არ არის მართალი. ციფრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, ამტკიცებს, რომ ამ გარდაცვლილთაგან 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ მართალს ვამბობ. მე ეს ყველაფერი შევისწავლე. ხალხი სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თუ თქვენ ამის შესახებ არ იცოდით, შეისწავლეთ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები.”

    თარგმანი : Fortuna.ge

  • ხვალიდან ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის სხდომები განახლდება – ნათელაშვილი

    ხვალიდან ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის სხდომები განახლდება – ნათელაშვილი

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცახდებით, 13 მაისიდან ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის სხდომები განახლდება. მისი თქმით, ოპოზიცია ხვალ 14:00საათზე შეიკრიბება.

    “მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და აი, ამ გაკოტრებულმა რეჟიმმა, რომ ვერანაირი ვირუსები, კორონები, ეპიდემიები და საგანგებოები ვერ გააჩერებს პოლიტიკური ძალებისა და ქართველი ხალხის სწრაფვას, განიკურნოს საშიში, ყველაზე უბედური ვირუსისაგან, რაც კი უშვია საქართველოს ისტორიას ამ რეჟიმის სახით”, — განაცხადა მან მთავარი არხზე.

    ოპოზიცია პანდემიის პირობებში არ შეკრებილა. სხდომების განახლება სავარაუდოდ მთავრობის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. 

     

  • თუ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ – კაპანაძე

    თუ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ – კაპანაძე

    ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

    კაპანაძის განცხადებით, ივანიშვილს კიდევ ერთი გადაგდება დიდ კრიზისამდე მიგვიყვანს.

    “შეთანხმება არის 2-ნაწილიანი, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შეთანხმების ნაწილია როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ პირველი მოსმენისთვის პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და საკონსტიტუციო ცვლილებები განსახილველად პარლამენტში ისე შემოიტანეს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ ვაპირებთ, გადაწყვეტილება შევცვალოთ.

    ივანიშვილისთვის თუ იქნება გზავნილი, რომ მას შეუძლია, მორიგჯერ გადაადგოს საზოგადოება, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებზე, იმ დიდი პროცესის და შეთანხმების მერე, რომელშიც ჩვენი პარტნიორები მონაწილობდნენ, ეს გარდაუვლად მიგვიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისამდე, იმიტომ რომ შეიძლება, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთოს იმ მოლოდინით, რომ ესეც გაუვა”, – უთხრა კაპანაძემ ტვ პირველს.

    ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს ორ მემორანდუმზე შეთანხმდნენ. ერთი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა, ხოლო მეორე, როგორც ოპოზიცია განმარტავს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

    11 მაისს არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.

    ელჩებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს. 

    ,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში

    12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

     

  • ისნის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    ისნის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    ისნის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი კაცი პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

    ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

    სახლში 2 უსახლკარო ცხოვრობდა, გარდაცვლილი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა. ირკვევა, რომ კაცი ახალი გარდაცვლილი არაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

    ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე თვეა იმ შენობაში ცხოვრობდა, სადაც ცხდარი იპოვეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ის არ გამოჩენილა. მეზობლების ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო და მეზობლები მას ხშირად საკვებითა და სხვადასხვა ნივთებით ეხმარებოდნენ.

    წყარო : formulanews.ge

  • გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს, ქართული პროდუქტები შეიძინონ

    გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს, ქართული პროდუქტები შეიძინონ

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქართული პროდუქტები შეიძინონ.

    როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი.

    გარდა ამისა, გახარიას თქმით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არცერთი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.

    „აგროსასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით. სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ამ პროგრამის მიზანი. შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით და გარკვეული წარმატებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი, ქვეყანაში სხვაობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 300-350 დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ვუთხრათ და მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომელიც სულ უფრო ხარისხიანი ხდება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდეგ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ,” – განაცხადა გახარიამ.

  • მხარს ვუჭერ ვაქცინას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდება – მეუფე მიქაელი

    მხარს ვუჭერ ვაქცინას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდება – მეუფე მიქაელი

    მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი,- ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ გახარებული ვარ.რა არის ეს ვაქცინა, ერთი რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი.

    ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ. კორონას ვაქცინაციაზე არის მაცხოვრის ხორცი და სისხლი საკურნებელად სულისა და ხორცისა, ასევე ნაკურთხი წყალი.“ – განუცხადა მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს.