Category: ახალი ამბები

  • წვიმა, სეტყვა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს” – წერია სააგენტოს გაფრთხილებაში.

  • 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათ შორის 6 წლის მოზარდი – სოლოღაშვილი

    5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათ შორის 6 წლის მოზარდი – სოლოღაშვილი

    ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას თეთრიწყაროდან და ბოლნისიდან ორი ახალი პაციენტი დაემატა. მისი თქმით, საავადმყოფოდან 5 პაციენტი გაეწერა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია.

    “ბოქსირებულ სექტორში არის 63 პაციენტი. კორონავირუსით ინფიცირებული არის 54. გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა, ორივე არის ცნობილი კლასტერებიდან. ერთი არის თეთრიწყაროს ექთანი, მეორე ბოლინისიდანაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 9. გვყავს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, აქედან ერთი არის 6 წლის მოზარდი. გვაქვს 6 საყურადღებო შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

    13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 დაინფიცირდა. განკურნებულთა რაოდენობაა 372-ია, ხოლო ინფიცირებულთა – 647 .

  • ე.წ. კანონიერი ქურდები სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივიან

    ე.წ. კანონიერი ქურდები სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივიან

    ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან. ამის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც კრიმინალური სამყაროს წევრებს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

    განკარგულების შედეგად, მათ სხვა ქვეყნებში გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

    ე.წ. კანონიერი ქურდების იურისტის, თამარ აბესაძის აზრით, განკარგულების გამოცემის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უცხო სახელმწიფოში მათი დაკავების შემთხვევაში საქართველოში დეპორტაცია არ განხორციელდეს.

    ,,მოსარჩელეები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები და მოპასუხე მხარე არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სრული მასალა, სასამართლო დაავალებს.

    ქვეყნიდან განდევნა, მოკვეთა, იმის მოგონება, რომ თუ მას რაიმე პასპორტი აღმოაჩნდა ყალბი, შენ აქ შეუწყვიტო საქართველოს მოქალაქეობა, რომ მერე შემოსვლის საშუალება არ აქვს, დეპორტს ვერ განახორციელებს სახელმწიფო. ეს ხერხი მოიფიქრეს. რამე რომ დაემართოთ, ვერ ჩამოასვენებენ, იმიტომ რომ საბუთი აღარ აქვთ. კეთილი უნდა ინებონ და გონივრულად მიაქციონ ყურადღება ამ ყველაფერს”,- ამბობს ადვოკატი.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 372

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 372

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული დამატებით 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა რაოდენობა 372-მდე გაიზარდა.

    დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში 647, მათგან 11 ადამიანი გარდაცვლილია.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 647-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 647-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 647 გახდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    647 ადამიანიდან გამოჯანმრთელდა 372 პაციენტი, ხოლო 11 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი.

  • “თუ წავაგებ, თმას მოვუშვებ ბ-ნ ირაკლი კობახიძესავით“–ნიკა მელია არჩილ თალაკვაძეს იმიტირებულ არჩევნებზე იწვევს

    ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს, რომელმაც რუსთავი2–ის ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი არჩევნების დელეგიტიმიზაციაა, რადგან ნორმალური საარჩევნო პროცესის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

    “პრაქტიკულად, ამ ორ პარტიას ერთი ლიდერიც კი არ ჰყავს, სხვებს კი თითზე ჩამოსათვლელი, რომელსაც შეუძლია მისვლა სოფელში, ქალაქში, რაიონში და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა, იმიტომ, რომ ყველას ახსოვს ამ ქვეყანაში ეს ადამიანები რას აკეთებდნენ. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ან ბატონ ბოკერიას, ან ბატონ მელიას ვინმე პირადად მისცემს ხმას და აირჩევს?“– თქვა თალაკვაძემ.

    ნიკა მელიამ მას ფეისბუქ სტატუსით უპასუხა:

    “ბ-ნ თალაკვაძემ რუსთავი2-ის ეთერში – მელიას ხმას არავინ მისცემსო.

    არჩილ თალაკვაძე Archil Talakvadze იმიტირებულ არჩევნებში დავეჭიდოთ, სადაც ცხოვრობ იმ კორპუსში + გვერდით ორ კორპუსშიც – (რეპრეზენტაცია რომ მაღალი იყოს).

    თუ წავაგებ, სადმე ერთ დიდ ალუჩას მოვთხრი ბ-ნ ბიძინასავით და კორპუსის წინ ეზოში დაგირგავ, ან თმას მოვუშვებ ბ-ნ ირაკლი კობახიძესავით“– წერს ნიკა მელია.

  • ოპოზიციის მიზანი არჩევნების დელეგიტიმიზაციაა, რადგან ნორმალური საარჩევნო პროცესის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვთ – თალაკვაძე

    ოპოზიციის მიზანი არჩევნების დელეგიტიმიზაციაა, რადგან ნორმალური საარჩევნო პროცესის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვთ – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი არჩევნების შედეგების დელეგიტიმიზაციაა და სწორედ ამას ცდილობს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ჩაგდებით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის “რადიკალურ ნაწილმა” დაინახა, რომ ნორმალური საარჩევნო პროცესის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

    “ჩვენ დავინახეთ, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ემზადება ამ შეთანხმების ჩასაგდებად. მათ არ აწყობთ ხმის მიცემა, ნორმალური არჩევნები.

    თუ რატომ არ აწყობთ, ხელის გულზე დევს მაგაზე პასუხი – იმიტომ, რომ მათ დღეს აქვთ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია. პრაქტიკულად, ამ ორ პარტიას ერთი ლიდერიც კი არ ჰყავს, სხვებს კი თითზე ჩამოსათვლელი, რომელსაც შეუძლია მისვლა სოფელში, ქალაქში, რაიონში და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა, იმიტომ, რომ ყველას ახსოვს ამ ქვეყანაში ეს ადამიანები რას აკეთებდნენ. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ან ბატონ ბოკერიას, ან ბატონ მელიას ვინმე პირადად მისცემს ხმას და აირჩევს?

    არ აწყობთ იმიტომ, რომ მათ დაინახეს, დემოკრატიული არჩევნების გზით, შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ბევრ შედეგს ვერ ნახავენ. მათ უნდათ ამ მოლაპარაკების ჩაშლა. არჩევნების ჩატარება უნდათ ისე, რომ მოხდეს შედეგების დელეგიტიმიზაცია, უნდათ, რომ არჩევნების მიმართ ნდობა იყოს ნოლი,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • „ჯერ არ გვაქვს წამალი რომელიც მოკლავს COVID19-ს“- ჯანმო

    „ჯერ არ გვაქვს წამალი რომელიც მოკლავს COVID19-ს“- ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დრომდე არ არსებობს კონკრეტულად ერთი წამალი რომელიც კლავს ვირუსს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში არის რამდენიმე წამალი რომელიც ზღუდავს ვირუსს, ავადობის ხანგძლივობას და ვირუსით გამოწვეულ სიმძიმეებს ამსუბუქებს.

    „ჩვენ ვიღებთ პოზიციურ მონაცემებს მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დასტური იმისთვის რომ წამალი ან ვაქცინა 100% ეფექტურია,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.

    ჰარისს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ვაქცინისა და წამლის შესახებ საუბრობდა. თუმცა, აქამდე ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია გილეადის მიერ შექმნილი პრეპარატი „რემდესივირი“ აჩვენებს დადებით ეფექტებს კოვიდ19-თან ბრძოლაში.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კორონავირუსები რთული ვირუსებია და მათ საწინააღმდეგოდ ვაქცინის წარმოება გაცილებით რთულია. ამ დროისთვის, მსოფლიოში 100-ზე მეტი ვაქცინის შესახებ მიმდინარეობს მუშაობა, მათი ნაწილი კლინიკურ კვლევებში გამოიყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ვაქცინას ჯერ კიდევ 12 თვე დასჭირდება.

    მარგარეტ ჰარისი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, მანვე ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იზრდება შემთხვევების რაოდენობა აფრიკის კონტინენტზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კონტინენტს არ აქვს დიდი გამოცდილება ვირუსთან ბრძოლის რაც შეიძლება დამატებითი პრობლემა იყო.

    მსოფლიოში პანდემია უკვე რამდენიმე თვეა გამოცხადებულია და დაინფიცირებულია 4.19 მილიონზე მეტი ადამიანი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • სართიჭალაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

    სართიჭალაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

    ორი ადამიანი გარდაიცვალა სართიჭალაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომლის დროსაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ. ორივე გარდაცვლილი მოტოცკლზე იჯდა.

    საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “ფრთხილად იყავით, ასეთი უცნობი ნივთი თუ შეგხვდათ არ აიღოთ“– ლისის ტბის მიმდებარე  ტერიტორიაზე აუფეთქებელი ყუმბარები ყრია

    “ფრთხილად იყავით, ასეთი უცნობი ნივთი თუ შეგხვდათ არ აიღოთ“– ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აუფეთქებელი ყუმბარები ყრია

    ფეისბუქ მომხმარებელი, გიორგი ნაზღაიძე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ფოტოებს და გაფრთხილებას აქვეყნებს:

    “ვინც ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დარბიხართ ან ველოსიპედით ვარჯიშობთ ფრთხილად იყავით, ასეთი უცნობი ნივთი თუ შეგხვდათ არ აიღოთ, აუფეთქებელი ლულისქვეშა ყუმბარტყორცნის ყუმბარაა, ამ ნივთზე წლების წინ 4 მეგობარი აგვიფეთქდა, არ იცოდა რა იყო, ხელში აიღო და უკან დადებისას გასკდა, 2 მძიმედ დაიჭრა. ბოლო წლებია მეოთხედ გამოვიძახე ამ საკითხზე, განაღმავენ, თუმცა ვიღაც ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანები ამოდიან და ამ აუფეთქებელ საბრძოლო მასალას ტოვებენ, სისტემატიურად ხდება ეს, ფაქტობრივად ვიღაცას იმეტებენ სასიკვდილოდ, გზიდან 1 მეტრში ეგდო, ლამის ველოსიპედისტმა გადაუარა. ასეთი იარაღი სამოქალაქოს არ ექნება და ასე ღიად ვერ გაისვრის!“– წერს გიორგი ნაზღაიძე

    ფერსიბუქ სტატუსის კომენტარებში ამ ნივთის დანიშნულების და წარმომავლობის ახსნას ბევრი შეეცადა:

    მანდ არც სამხედრო და არც პოლიციის სასროლეთი არ არის! ვიღაცა განზრახ ტოვებს აუფეთქებელ ასფეთქებელ მასალებს! როგორც კი ვინმე ასეთს ან დაახლოებით ასეთ რამეს იპოვის, დარეკოს 112-ზე, ზუსტად მიუთითოს ადგილმდებარეობა და დარჩეს ადგილზე პოლიციის მოსვლამდე… მერე უკვე პოლიციამ დარწმუნებული ვარ, იცის რა გააკეთოს…

    M 4 ის 40 მმ იანია , ხო ?

    არა GP25ია

    ГП-25 ის ჭურვია

    ვაიმე ბიჭო, ორი დღის წინ შემხვდა ეგეთი ლისზე, ხელში ავიღე და რო ვერ მივხვდი რა იყო, მოვისროლე

    გადარჩენილხარ

    კი, ველოსიპედით ვიყავი გასული და ჩემ გზაზე ეგდო, მეგონა შუშის ნამტვრევი იყო და ჩამოვედი ველოსიპედიდან და გზიდან გადავაგდე, ვინმეს პაკრეშკა არ გაუფუჭოს-მეთქი. სანამ გადავაგდებდი, უცანური ვიზუალის გამო ვათვალიერებდი

    აზრზე არ ვარ, დილიდან ვიყავი გასული და მაგის მერე სულ მცირე სამი-ოთხი საათი წინ და უკან დავქროდი. ვცდილობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ ზუსტ ლოკაციას, ვერც მინიშნებებით ავხსნი. ხვალ ავალ, თუ მივაგენი იმ ადგილს, დავრეკავ 112-ზე.

    ვა კიდევაა ესენი, მე უკვე განაღმული მეგონა სრულად

    ჩვენ რომ დავრბოდით შეგვხვდნენ მსროლელები, რომ დაგვინახეს შეაჩერეს დროებით ვარჯიშოი.

    ესე ყრიააა მერე ? სად შსს სამინისთროო ?

    მაგ ტერიტორიაზე სამხედრო წრთვნები ტარდება ხოლმე და მათი დატოვებული იქნება: წლების წინ ისე ხმაურობდნენ ხოლმე რომ პლატოზე სახლში საკმაოდ ხმამაღლა მესმოდა ხოლმე ჭურვების აფეთქების ხმები. ლამის კედლებიც ზანზარებდა ხოლმე

    მაგ ჭურვი არი ВОГ-25 ან ВОГ-25 П გეპეს ჭურვი მოქმედების მანძილი 5-7 მეტრი ფრთხილად იყავით თუ ვინმე ნახავთ საშიშია

    არადა ასეთი ასაფეთქებელი საშუალებები ძალზე სახიფათოა. კიდევ კაი დანაღმული ველი არ არის მოწყობილი მანდ. ეგ ვიღაცის ან გასროლილი ან დაგდებული ვოგია და საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიაზე უამრავი აუფეთქებელი საბერძოლო მასალა და ნაღმი რჩება რომლებიც მერე მსხვერპლს იწვევენ.

    მანდ ხშირად დადიან მიზანში სასროლად, ხშირად ისმის იარაღის ხმა ქვევით როცა ვსეირნობ

    ამ პადსტვოლნიკით ჩვენნაირი კაცი ვერ ივლის და რას შვებიან თუ მიზეზს ეძებენ რა უნდათ ((((? ხომ შეიძლება ფატალური შემთხვევა მოხდეს არაფრის გამო???

     

    ასეთ კომენტარებს აკეთებენ ფეისბუქ მომხმარებლები სტატუსზე.

     

    https://www.facebook.com/1751663057/posts/10207283820531075/