Category: ახალი ამბები

  • გამოყოფილი დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან–კუბილიუსი

    გამოყოფილი დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან–კუბილიუსი

    ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოსთვის Covid19-თან დაკავშირებული კრიზისის შედეგების დაძლევის, ეკონომიკური აღდგენისა და რეფორმების საქმეში ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მრავალმილიონიან დახმარებაზეა საუბარი. ამავე დროს ხაზგასმულია, რომ ეს დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

    გთავაზობთ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას სრულად:

     

    “აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი ევროპის ნაწილია და ევროკავშირის გეოსტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ევროკავშირმა სწრაფად მიიღო არაერთი  ზომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად  Covid-19-ის პანდემიასთან და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში . მთლიანობაში ევროკავშირი გამოყოფოს 3 მილიარდ ევროზე მეტს ევროკავშირის სამეზობლოსთვის, საიდანაც 962 მილიონ ევროს მიმართავს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, მათ შორის საქართველოში.

     

    როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მინდა ყურადღება გავამახვილო უზარმაზარ დახმარებაზე, რომელიც 500 მილიონ ევროს აღემატება და რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები აძლევენ  საქართველოს, რათა მან განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს Covid-19-ის პანდემიასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს.

     

    ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის საკითხებში. ჩვენ  მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, ქონდეს უმაღლესი სტანდარტების სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც  საჭიროა, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიული მმართველობისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, ეკონომიკური ზრდისაგან და კეთილდღეობისგან.

    2020 წლის მარტში კრიზისის დასაწყისიდანვე ევროკავშირი იდგა საქართველოს გვერდით. მან დაუყონებლივ დაიწყო გადაუდებელი დახმარება ჯანდაცვის სფეროში, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლიკვიდურობის გაზრდისთვის, ჯამური 90 მილიონი ევროს გამოყოფით. საქართველოსთვის გაწეული დახმარება სამედიცინო სფეროში მოიცავდა ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ნიღბებს, სამედიცინო, უსაფრთხოების აღჭურვილობას და  სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის მომზადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მიზნობრივი გრანტები დაეხმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისით, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებს და ადამიანის უფლებების დაცვას.

    2020 წლის აპრილში ევროკავშირმა დაიწყო საქართველოს სოციალური და ეკონომიკური  აღდგენის და საჯარო ფინანსების გაძლიერების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც გამოიყო მეორე ტრანში 183 მილიონი ევროს გრანტის ოდენობით.

    თანხის ნაწილი დაიხარჯება იმიასთვის, რომ შეუწყოს ქართული ბიზნესებისთვის ლარში საკრედიტო ხაზების ხელმისაწვდომობას და გრანტებზე წვდომას ბიზნესების ხელახლა გადატვირთვისა და გაძლიერებისთვის.  ეს დახმარება განხორციელებულდება  ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რომლებიც იმუშავენ ადგილობრივ ბანკებთან და საკრედიტო ინსტიტუტებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, AFD-ისთან,  KfW-ისთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მათ პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხების გაზრდაზე.

    აპრილის ბოლოს ევროკავშირმა  მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მხარდაჭერის სახით 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს და შეამსუბუქებს ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის  გამოყოფილი სახსრების ნაწილი მიბმული იქნება საქართველოსთვის სპეციალურ პირობებზე, განსაკუთრებით, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე, სამართლის უზენაესობის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის სფეროებში.

    გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, გაეზარდა საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის მოცულობა 345 მილიონი ევროთი, რომელთაგან 280 მილიონზე მეტი გამოიყოფა 2020 წელს.

    მე ვხედავ უპრეცენდენტო მოსალოდნელ გამოწვევებს Covid-19-ის კრიზისის მართვაში, რომელსაც ექნება უდიდესი გავლენა საჯარო და კერძო სექტორზე საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგებით. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ბიზნესს. აქედან გამომდინარე საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა სოციალური და ეკონომიკური საშუალება საპასუხოდ, რაც  უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული  არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროკავშირი პასუხისმგებლობას იღებს მხარი დაუჭიროს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებმაც აირჩიეს ევროპული ინტეგრაციის რეფორმების გზა.

    ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო გრძელვადიანი დახმარება ევროკავშირისგან მხრიდან ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმებისთვის, შევიმუშავოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის ისევე, როგორც დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის.

     

    დღეს Covid-19-ის პანდემია, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, ყველას გვაყენებს დარტყმას ისე, როგორც არასდროს. ერთადერთი გზა ამ უდიდესი, მოულოდნელი გამოწვევის დასაძლევად ევროპული ოლიდარობაა. ჩვენ კვლავ გვჯერა,  რომ ევროკავშირი აკეთებს ძალიან ბევრს ახლა და უფრო მეტს გააკეთებს მომავალში, რომ დაეხმაროს საქართველოს და მის ხალხს.

    მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი საერთო ძალისხმევით, მზად იქნება, გახდეს, ევროპის კავშირის წევრი.

    მე გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი საერთო ძალისხმევით  მზად იქნება, გახდეს ევროკავშირის წევრი. მჯერა, რომ  როგორც ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო საქართველო აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, შევხვდეთ ამ გამოწვევას. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი უმკლავდება Covid-19-ის კრიზისს, შიდა საქმეებში ჩარევას და დეზინფორმაციის კამპანიას.

    ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზანს. ეს ნდობა შეიძლება  დაეფუძნოს მხოლოდ პროგრესს უკვე აღებული ვალდებულებების და დაპირებების შესრულებაში  მათ შორის მათი, რომელზე შეთანხმება მიღწეული იქნა 2020 წლის 8 მარტს  საქართველოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის.

  • მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი – წულუკიანი პოლიტპატიმრებზე

    მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი – წულუკიანი პოლიტპატიმრებზე

    “მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი “- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მისი თქმით პოლიტპატიმრებზე თემა დახურულია და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დაიხარჯოს.

    „ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ ბიჭოო, იმან იქიდან დაუდასტურა, ყველა ერთად შეთანხმდა და ერთმანეთი ცნეს პოლიტპატიმრებად.

    ეს არის კომედია, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ტრაგიზმის ფორმას მიიღებს და ერთმანეთში დაიწყებენ იმის გარკვევას, ვინ პოლიტ არის და ვინ არაპოლიტ, ჩვენ საარჩევნო სისტემას შევცვლით, რადგან 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამისთვის „ქართული ოცნება“ ძალისხმევას არ დაიშურებს

    დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • მგონი ბევრ დროს ვხარჯავთ ე.წ. პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე – თეა წულუკიანი

    მგონი ბევრ დროს ვხარჯავთ ე.წ. პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე – თეა წულუკიანი

    მგონი ბევრ დროს ვხარჯავთ ე.წ. პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე”- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მისი თქმით პოლიტპატიმრებზე თემა დახურულია და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დაიხარჯოს.

    “მემგონი კარგი იქნებოდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მათ ე.წ პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ მგონი, თემა არის დახურული. მომლაპარაკებლები, ვინც იქ იყვენენ, ამბობენ რომ ამაზე არავითარი დაპირება არ ყოფილა  პარტიის წარმომადგენლები ვინც ვიყავით პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის ინსტრუქციების ფარგლებში ვმოქმედებდით, არც 8 მარტსაც ჩვენს მომლაპარაკებლებს სხვა ინსტრუქცია არ ჰქონიათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • “ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი ტყუილის და თაღლითობის ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა – მარგველაშვილი

    “ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი ტყუილის და თაღლითობის ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა – მარგველაშვილი

    “ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი ტყუილის, თაღლითობის, თუნდაც მათი შესაძლებლობა, ახალი ვერსიები გამოიგონონ, ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა. ის 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა.

     

    „ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი, თუნდაც ტყუილის, თაღლითობის, თუნდაც მათი შესაძლებლობა, რომ ახალი ვერსიები გამოიგონონ, ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა.

    ჩვენ გვახსოვს კომენტარები, რომელიც თავიდანვე დაიწყო, როდესაც უპრეცედენტოდ მაღალი თანმდებობის პირები, მათ შორის ევროპისა და შეერთებული შტატების დედაქალაქიდან აყალიბებდნენ თავინთ პოზიციას იმ თაღლითობასთან მიმართებით, რომელიც 2019 წლის ბოლოს გათამაშდა. მაშინ, როდესაც მოატყუეს ისინი და მოგვატყუეს ჩვენ, მაშინ ჩამოყალიბდა უბადრუკი ნარატივი, რომ ესენი არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. მაშინვე ნათელი იყო, რომ ეს ძალიან იაფფასიანი დაბალი დონის პოლიტიკური ტყუილი იყო” , – განაცხადა მარგველაშვილმა.

    მისი შეფასებით, მმართველი გუნდის გზავნილები „დაბალი ხარისხის ტყუილი და თავის მოტყუებაა“.

    „რას მოველით, რომ ტეხასიდან, ლონდონიდან, ჰამბურგიდან, ევროპისა და შეერთებული შტატების მოქალაქეები ჩამოვლენ და ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიტინგს მოაწყობენ? უმაღლესი თანამდებობის პირები თავიანთ ძალიან ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებენ. არ მგონია, რომ ეს ტექსტი მხოლოდ „ქართული ოცნებისკენ“ იყოს მიმართული. იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ სიტყვებით საუბარი დაიწყეს, მათ დაიწყეს საუბარი ჩვენს მიმართაც, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ისინი თანამოაზრეებად, თავისუფლების, დემოკრატიისა და დასავლეთის ღირებულების დამცველებად ხედავენ მსოფლიოს ამ წერტილში. ჩვენ გვესაუბრებიან თანამოაზრეები, ადამიანები, რომლებიც აფასებენ თავიანთი ქვეყნის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, – აცხადებს მარგველაშვილი.

    მისი შეფასებით, კომიკურ მდგომარეობაშია ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც შექმნილ მდგომარეობას სათანადოდ ვერ აფასებს.

  • საქართველოში შემომსვლელი ტურისტები COVID-19-ზე გაკონტროლდებიან

    საქართველოში შემომსვლელი ტურისტები COVID-19-ზე გაკონტროლდებიან

    ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა არ შემოიყოლოს კორონა ინფექცია – ამის შესახებ პაატა იმნაძემ სოციალურ ქსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „დღეს მსოფლიოში კონკურენციაა, ვინ დაასწრებს გახსნას. ევროპაში სლოვაკეთს და საბერძნეთს აქვთ კურორტების გახსნის გეგმა. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მით უმეტეს უსაფრთხო იმიჯის ქვეყანა ვართ.აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას გამოყენება უნდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან კონტროლირებადი.

    ამაზე მუშაობს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კონტროლირებადი იქნება.ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პირველ რიგში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოება, იმისათვის, რომ ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა არ შემოიყოლოს კორონა ინფექცია.

     

    აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თავის დროზე გაწერილად გამოცხადდება, თუ რა რეკომენდაციები იქნება, მაგრამ ეს პირველ რიგში, აუცილებლად იქნება უსაფრთხოების გათვალისწინებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს, ფრანცისკეს ესაუბრა

    საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს, ფრანცისკეს ესაუბრა

    საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს, ფრანცისკეს ესაუბრა

    საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა დღეს კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრისას.

    საუბარი შეეხო ასევე, მსოფლიოში ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოსდაცვით საკითხებს, რომელიც რომის პაპის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ეკოლოგიის დაცვა და ქვეყანაში არსებული ეკოსისტემების შენარჩუნებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებში იგი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

    საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა.

    რომის პაპი 14 მაისს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის.

  • რეკომენდირებული იქნება, რომ პლაჟებზე დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება – ზახაშვილი

    რეკომენდირებული იქნება, რომ პლაჟებზე დაცული იყოს ფიზიკური დისტანცირება – ზახაშვილი

    მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრებს პირბადის ტარება მოუწევთ.

    „რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, მისი ამუშავება საჭიროა. ადამიანთა გადაადგილებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა ქალაქების შიგნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლების აღდგენის პროცესში, თუმცა აღდგენის პროცესი აუცილებლად იმ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება, რაც ყოველდღიურად წარმოიქმნება და შეიძლება, ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ცვლილება საზოგადოების გადაადგილებასთან ერთად, ასოცირებულია შესაძლო რისკების მატებასთან და თუ ამ რისკების მატების შედეგად, დღის წესრიგში დადგა დაავადების შემთხვევათა მატება, რომელმაც შესაძლოა, რისკი შეუქმნას საზოგადოების ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, შესაძლოა, მოგვიწიოს პერიოდულად უკუსვლების გაკეთებაც და კვლავ შეზღუდვების დაწესება. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიგნით და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას“,-განაცხადა ზახაშვილმა.

  • სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც  მემგონი, მიკერძოებას დაგვაბრალებენ – გამყრელიძე

    სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც მემგონი, მიკერძოებას დაგვაბრალებენ – გამყრელიძე

    სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნა ზახაშვილი არის მწვანეა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატა იმნაძის გურიაც მწვანეა, მემგონი, მიკერძოებას დაგვაბრალებენ ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ე.წ. მწვანე რეგიონებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ხათუნას ზახაშვილთან და პაატა იმნაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაზიანებით პირველ ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი და მას მოსდევს თბილისი. მისივე თქმით, „საბედნიეროდ გვაქვს რეგიონები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეხებია კოვიდი“.

    ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, მოსახლეობის სიმჭიდროვე და მიგრაცია ყოველთვის არის ერთ-ერთი ფაქტორი დაავადების გავრცელების.

    „სწორედ ამიტომ იყო ქვემო ქართლისადმი თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი, რომ ქვემო ქართლის რეგიონში შემოსვლას უკავშირდებოდა პირველივე შემთხვევა ჩვენ ქვეყანაში კოვიდ ინფექციის რეგისტრაციის. ჩვენ რომ არ აღმოგვეჩინა ის შემთხვევა საზღვრის კვეთისთანავე, ეს პროცესი ბევრად ადრე დაიწყებოდა ქვემო ქართლში. შემდგომი პირველი შემთხვევები, რომელიც დაკავშირებული იყო ქვემო ქართლთან, მართალია, ასოცირებული იყო მოგზაურობასთან, მაგრამ მერე უკვე შიდა გავრცელება მოხდა ძალიან იოლად იქ არსებული მოსახლეობის სიმჭიდროვის, ცხოვრების წესის, კულტურული თავისებურებების გამო და ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ქვემო ქართლთან დაკავშირებით იყო მიღებული, განპირობებული იყო პირველ რიგში იქ არსებული მოსახლეობის სიმჭიდროვით და მეორე მხრივ იმ თავისებურებით, რომ დიდი იყო მიგრაცია ამ რეგიონსა და ძალიან მაღალი დაზარალების ქვეყნებს შორის,“- განაცხადა ზახაშვილმა.

  • ძალიანაც რომ მომინდეს რამეს გავეთიშო, მე ვერ გავეთიშები საქართველოს ისტორიას – მიხეილ სააკაშვილი

    ძალიანაც რომ მომინდეს რამეს გავეთიშო, მე ვერ გავეთიშები საქართველოს ისტორიას – მიხეილ სააკაშვილი

    “ძალიანაც რომ მომინდეს რამეს გავეთიშო, მე ვერ გავეთიშები საქართველოს ისტორიას”- ეს განცხადება საქართველოს ექს პრეზიდენტმა და ახლა უკვე  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ტვ “პირველის” ეთერში გააკეთა.

    “ამ დღეებში ძალიან ბევრმა მსოფლიოს გაზეთმა, ყველაზე დიდმა გაზეთმა: ჰოლანდიურმა, გერმანულმა, ჰოლანდიურმა, იტალიურმა, არაბულმა, არ ვიცი რა ჩამოვთვალო, დაწერა სტატია. ძალიან ბევრ მათგანში ჟღერდა ერთი და იგივე ფრაზა: სააკაშვილი არის ისტორიული მასშტაბის, ე.ი. იმაზე დიდი ვიდრე მისი ცხოვრება და ისტორია. მე ჩემს თავს ხშირად ვუყურებ და არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ როდესაც ასეთი შეფასებაა, ე.ი. შენ ხარ შენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი და ისტორიიდან ამოშლა არცერთ ტოტალიტარულ რეჟიმს არ გამოსვლია და მითუმეტეს ტოტალიტარობაზე პაროდიის მქონე რეჟიმებს ეს არ გამოუვათ”, — განაცხადა სააკაშვილმა .

  • “კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა  ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს”- ხათუნა ზახაშვილი

    “კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს”- ხათუნა ზახაშვილი

    თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი,  შეკითხვას რჩება თუ არა ძალაში რეკომენდაცია ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვის შესახებ.

    „ეს რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს. ეს სახეობა გამოიყენება არამარტო საქართველოში, არამედ ბევრგან და უპირველეს ყოვლისა ასოცირებულია ტაქსების გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც ნიშნავს, რომ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს. მოხსნა ამ შეზღუდვებისა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი. თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა

     

    წყარო: Interpressnews.ge