Category: ახალი ამბები

  • 18 მაისიდან 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა იხსნება, ოღონდ არა ავტომობილებში – გახარია

    18 მაისიდან 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა იხსნება, ოღონდ არა ავტომობილებში – გახარია

    პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.

    პრემიერის განმარტებით, ავტომობილში შეზღუდვის დატოვებას მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური ,,აზრი” აქვს.

    18 მაისიდანვე ამუშავდება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

    ასევე, 18 მაისიდან გაიხსნება მარნეული.

  • 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება

    18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება

    18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება.

    „ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“, – განაცხადა პრემიერმა გახარიამ.

  • საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

    პრემიერ-მინისტრი გახარიას ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვლა.

    გახარაის თქმით, ის 81 წლის იყო.

  • ხუთივე ახალი ინფიცირებული კარანტინში იყო, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია – ეზუგბაია

    ხუთივე ახალი ინფიცირებული კარანტინში იყო, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ზუგბაიას თქმით, ხუთივე ახალი პაციენტი საკარანტინე სივრცეში იყო მოთავსებული და მათი ინფიცირების წყარო ცნობილია.

    მისივე თქმით, ინფექციურში მყოფი 33 პაციენტიდან 1 კრიტიკულია, დანარჩენები კი საშუალო სიმძიმის არიან.

    „ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი, ეს არის დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 39%. საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოჯანმრთელებულია”,- აცხადებს ეზუგბაია.

    საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383, გარდაცვლილი – 11.

  • მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 22 მაისს – ტიკარაძის განმარტება

    მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 22 მაისს – ტიკარაძის განმარტება

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

    მისი განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების კლების გამო გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა აღდგა და შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

    „ეპიდსიტუაცია იმდენად ცვალდებადია..ჯერ არ გვქონია ჩვენ ისეთი დღე და ისეთი ჯგუფი, როდესაც რამდენიმე დღის მანძილზე არ დაფიქსირებულა ინფექციის ახალი შემთხვევა. აქედან გამომდინარე სრულ მოხსნაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს.

    22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით. ჩვენ წინასწარ არ ვიძლევით იმის პირობას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა. თუმცა დაკვირვება მიმდინარეობს. თუ ჩვენ გვექნება 3-4 დღე სრულად თავისუფალი ახალი ინფიცირებული პაციენტებისგან, მერე გვექნება საფუძველი, რომ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე ვიმსჯელოთ“, – ამბობს ტიკარაძე იმედის ეთერში.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს. გაუმჯობესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, კვლავ მოქმედებს კომედანტის საათი – აკრძალულია 21:00 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილება. ასევე აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდომა.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში – 383

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში – 383

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 11 ადამიანი განიკურნა, მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 383 გახდა.

    14 მაისის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულია 652-ია, მათგან 11 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 პირი

  • საერთაშორისო ექსპერტის დასკვნით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ  ხაზარაძემ და  ჯაფარიძემ ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს

    საერთაშორისო ექსპერტის დასკვნით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”  აქვეყნებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.  დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად  ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

    საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, ბრალდების შესახებ დადგენილების, საქმეში არსებული ფაქტებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების შედეგად დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ გაკეთებული ძირითადი მიგნებები შემდეგია:

    •  არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:
      o   სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;
      o   თანხის „უკანონო  წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;
      o   მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.
    • იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.
    • ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ფულის გათეთრების ბრალდებას ვერ დაადასტურებს.
    • იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს  დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.
    • საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ   მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში  ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.
    • ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.
    • საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.
    • არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ  იღებს გადაწყვეტილებას.

    საერთაშორისო ექსპერტის შერჩევის პროცესი და მეთოდოლოგია

    2019 წლის ნოემბერში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ გამოაცხადა საერთაშორისო ღია კონკურსი ფულის გათეთრების ექსპერტი იურისტის ასარჩევად. სამუშაოს აღწერილობა მოიცავდა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეფასებას და იმის დადგენას, თუ რამდენად შეიცავდა მათ მიერ 2008 წელს განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები ფულის გათეთრების ელემენტებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    კონკურსის შედეგად, 2020 წლის იანვარში შერჩეული იქნა ქ-ნი პოლინ დევიდი, პრაქტიკოსი ადვოკატი (სიდნეი, ავსტრალია) 30 წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

    მას გადაეცა საქმის ყველა მასალა ინგლისურ ენაზე, და ასევე იგი იმყოფებოდა საქართველოში 2020 წლის ოთხიდან შვიდი თებერვლის ჩათვლით, სადაც შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირებსა და უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მიაწოდეს მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა, სულ – 652

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა, სულ – 652

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 652-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 383 ადამიანია გამოჯანმრთელებული, 11 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 პირი.

  • დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში შესვლა–გასვლაზე შეზღუდვები მოიხსნა

    დღეიდან რუსთავსა და გარდაბანში შესვლა–გასვლაზე შეზღუდვები მოიხსნა

    დღეს დილის ექვსი საათიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. გადაწყვეტილება ამის შესახებ 7 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიიღეს.

    რუსთავში გვიან ღამით საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მოხდა. გაუქმდა ქალაქის შესასვლელებში არსებული 4 ბლოკპოსტი.

    რუსთავი თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად 15 მაისს ჩაიკეტა.

    18 მაისს იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული.

  • ხალხმრავალი თავყრილობების აკრძალვა შესაძლოა წლის ბოლომდე ძალაში დარჩეს

    ხალხმრავალი თავყრილობების აკრძალვა შესაძლოა წლის ბოლომდე ძალაში დარჩეს

    ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ შესაძლოა 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს, თუმცა ეს ყველა შეზღუდვის გაუქმებას არ ნიშნავს.  ეპიდემიოლოგები ამიერიდან გვირჩევენ, ვისწავლოთ ცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად, რაც ბევრი ახალი რეგულაციის შემოღებას და გარკვეული შეზღუდვების ხანგრძლივად დაკანონებას გულისხმობს. მათ შორის ერთ–ერთი ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვაა.

    ინფექციონისტების რეკომენდაციით, წელს სავარაუდოდ აიკრძალება ხალხმრავალი თავყრილობები. შემოდგომაზე კი ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ შესაძლოა საგანგებო რეჟიმი ისევ აღადგინოს.

    “ალბათობა არსებობს, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უფრო ცუდისკენ, – ამბობს პაატა იმნაძე.

    შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა ამ დრომდე არ განიხილება. ამ დროისთვის უცნობია როდის განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება.