Category: ახალი ამბები

  • საქართველო საგარეო-საშინაო კურსს დამოუკიდებლად განსაზღვრავს – ნოზაძე პარტნიორებს

    საქართველო საგარეო-საშინაო კურსს დამოუკიდებლად განსაზღვრავს – ნოზაძე პარტნიორებს

    ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ საშინაო და საგარეო კურსს თვითონ განსაზღვრავს.

    მისი თქმით, პარტნიორები, რომლებიც საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, თავიანთ ქვეყანაში მართლმსაჯულებაზე ზეგავლენას არ მოახდენდნენ.

    “როგორი სათქმელია ახლა რომელი ელჩის მიერ, რომ მიუთითოს პარლამენტს, რომ შენ მართლმსაჯულებაზე მოახდინე ზემოქმედება და გამოაშვებინე ესა და ეს პიროვნება. ისინი თავიანთ ქვეყნებში ამას გააკეთებენ? მათი ქვეყნის პარლამენტები, კონგრესები, სეიმები ამას, რა თქმა უნდა, არ გააკეთებენ.

    მივეჩვიოთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არის, მის საგარეო პოლიტიკურ კურსსაც ის განსაზღვრავს, საშინაო პოლიტიკურ კურსაც ის დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მაგრამ განსაზღვრავს მეგობრებთან ერთად და მეგობრების მხარდაჭერის იმედით. და არა ის, რომ მის საშინაო საქმეებში ვინმე ჩაერიოს”, — განაცხადა ნოზაძემ.

    საქართველოს მთავრობას ბოლო დღეებში არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, რომელიც, მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო.

  • ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

    ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

    ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 მაისის მდგომარეობით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 შეადგინა.

    ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 279 პირი იმყოფება.

    აღსანიშნავია, რომ დღეს გამოვლენის შემთხვევებს შორის 4 რუსული სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

    ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის პირველი შემთხვევები 6 მაისს გამოვლინდა.

  • მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო – ლუიზა ვინტონი

    მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო – ლუიზა ვინტონი

    საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების პირობები შესრულდეს. მისი თქმით, ამ პირობების შესრულება პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა და არ არის დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებაზე.

    „ამ მხრივ შემიძლია გავიმეორო მხოლოდ ის, რასაც საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომლებმაც ნათლად აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების პირობების შესრულება და ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა და არ არის დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებაზე. ამ შეთანხმებამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური ვითარება დაამშვიდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირობების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველა კონცენტრირებულია ადამიანების ჯანმრთელობის პანდემიისგან დაცვასა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებაზე, მაგრამ იმისთვის რომ საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე ისეთივე ძლიერი იყოს როგორც აქამდე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სისტემა მყარი იყოს. ამასთანავე, იმისთვის, რომ პარლამენტში უთანხოება ამოწურული იქნეს, მომავალი არჩევნები უნდა ჩატრდეს ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო,“- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

  • ბოლო 24 საათში შსს-მ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 ადამიანი დააჯარიმა

    ბოლო 24 საათში შსს-მ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 ადამიანი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 102 მოქალაქე დაჯარიმდა.

    კერძოდ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის სამართალდამცავებმა 89 ადამიანი დააჯარიმეს.

    მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, ხოლო 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის კი 6 ადამიანი.

    საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება.

    ცნობისთვის, კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურობის ცნობასთან დაკავშირებით „გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

    იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვისაა გამოწერილი.

  • 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქემ 1000 ლარი უნდა მიიღოს, ყველა ბავშვმა 500 ლარი – ენმ-ს გეგმა

    18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქემ 1000 ლარი უნდა მიიღოს, ყველა ბავშვმა 500 ლარი – ენმ-ს გეგმა

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მოქალაქეების დასახმარებლად ფინანსური გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, რომელსაც პარტია მთავრობას სთავაზობს, ყველა მოქალაქემ, რომელიც 18 წლის ზემოთაა, 1000-ლარიანი დახმარება უნდა მიიღოს, ხოლო ყველა ბავშვმა 500-ლარიანი.

    მისი თქმით, პარტიას აქვს სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა, რაც გულისხმობს ფულად დახმარებას ყველასთვის.

    მელია აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ეს არის უალტერნატივო და უპირობო გეგმა, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება, ამიტომ ხელისუფლებამ ის უნდა გაითვალისწინოს.

    ,,ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ – 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, ვისაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ და ყველა ბავშვს 500 ლარი. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი პროგრამა, თუ როგორ და რანაირად უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს“, -განაცხადა ნიკა მელიამ.

  • გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! – ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას

    გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! – ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას

    ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი 8 მარტის შეთანხმების საკითხს ეხმიანება და მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.

    ,,ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მივესალმეთ 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური პატიმრების არგათავისუფლება ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას და უსამართლო არჩევნებს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!”,- წერს ჰალიცკი ტვიტერზე.

    13 მაისს განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმაც. მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

    ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ამიტომ ძალიან უკმაყოფილია ,,ქართული ოცნების” პოზიციით.

    ევროპარლამენტარმა, ვიოლა კონ კრამონიმ თქვა, რომ კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

    ,,ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

  • არაკონსტიტუციურია თუ არა კომენდანტის საათი – “გირჩის” სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

    არაკონსტიტუციურია თუ არა კომენდანტის საათი – “გირჩის” სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

    კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურობის ცნობასთან დაკავშირებით „გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

    სასამართლომ წარმოებაში მიიღო ამავე პარტიის სარჩელი მარნეულის ჩაკეტვის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზეც.

    ,,გირჩის” წევრის, ლევან ჯგერენაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კომენდანტის საათთან დაკავშირებულ საჩივარს დააკმაყოფილებს, ავტომატურად არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვისაა გამოწერილი.

    ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, „გირჩი“ ვამბობდით, რომ ასეთი შეზღუდვები არის არასწორი და ის არ არის შედეგის მომტანი. როგორც სხვა შეზღუდვების შემთხვევაში, ასევე კომენდანტის საათის შემთხვევაში, არანაირი კავშირი არ არსებობს ღამით გადაადგილების აკრძალვას და ვირუსის პრევენციას შორის. თუ დააკაყოფილებს საკონსტიტუციო ამ სარჩელს, ავტომატურად ყველა ადამიანს გაუუქმდება ჯარიმა, ვისაც კომენდანტის საათის დროს გამოუწერეს ჯარიმა”, – ამბობს ჯგერენაია.

    საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს მომდევნო დღეებში დანიშნავს.

  • პირველი ქვეყანა, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, ისრაელია – გახარია

    პირველი ქვეყანა, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, ისრაელია – გახარია

    პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო უსაფრთხო კორიდორს ტურისტების მისაღებად გახსნის, ისრაელი იქნება.

    „ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, მალე დადებითი შედეგებით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კოროდორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სულ მალე მივიღოთ ტურისტები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა გახარიამ.

    მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მეზობლებთან და ყველა აღნიშნული მოლაპარაკება უახლოეს მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი.

    გახარია აღნიშნავს, რომ კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ გლაბლურ კონკურენციაში უფრო ეფექტური და წარმატებული იყოს, მათ შორის ტურიზმის სფეროშიც.

  • გარდაცვლილ პაციენტის კორონავირუსი 29 აპრილიდან აღარ უდასტურდებოდა – ტურძელაძის განმარტება

    გარდაცვლილ პაციენტის კორონავირუსი 29 აპრილიდან აღარ უდასტურდებოდა – ტურძელაძის განმარტება

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-12 პაციენტი 81 წლის ქალი იყო და მას მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

    ტურძელაძის განმარტებით, 29 აპრილიდან მას კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა.

    „81 წლის ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს ქართულ-გერმანული კლინიკიდან, უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა.

    29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება”, – განაცხადა ტურძელაძემ IPN-თან.

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვლა.

  • 18 მაისიდან მარნეული იხსნება

    18 მაისიდან მარნეული იხსნება

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება.

    “ამ ჩვენი რეგიონის მოქალააქეებსაც ექნებათ პრობლემის გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით”, — განაცხადა პრემიერმა.

    მარნეულში მკაცრი კარანტინი 23 მარტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოცხადდა.