Category: ახალი ამბები

  • პოლიტპატიმრების არგამოშვება შეთანხმების ჩაშლას ნიშნავს – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

    პოლიტპატიმრების არგამოშვება შეთანხმების ჩაშლას ნიშნავს – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

    ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერთიანი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, პოლიტპატიმრების არგამოშვება ივანიშვილის მიერ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას ნიშნავს, რაზეც პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „დღეს როცა საქართველო covid 19-ის ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ, ნორმალურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს წინ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი უსწრებდა, რომელიც ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას. შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება – კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს.

    ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველამ, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელმაც ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზად საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება – მათ შორის რურუას, ოქრუაშვილის და უგულავას საქმეები.

    შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა და ასევე საქართველოს სხვა მეგობრებმა, მათ შორის აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიშმა, კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონსინგერმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავჯდომარემ, ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა.

    პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერ შეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

    ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის.

    ჩვენი ამოცანაა რომ ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენი ამოცანაა რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეცვალოს , – წერია ოპოზიციის განცხადებაში.

    მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ 8 მარტს საარჩევნო სისტემის გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან არ შეთანხმებულა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს შეთანხმება შედგა, ივანიშვილი კი მეორედ ცდილობს მათ გადაგდებას.

    ევროპარლამენტარები ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეასრულონ შეთანხმება – გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

  • როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კალაძის პასუხი

    როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კალაძის პასუხი

    თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, თუმცა როდის მოხდება ეს, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. მისი თქმით, დარგის სპეციალიტების მითითებებს ელოდებიან.

    „ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა.

  • ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა – კალაძე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

    ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა – კალაძე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ,,ქართული ოცნება” საარჩევნო ცვლილების მხარდასაჭერად მზად არის და თუ ის ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

    ,,მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციის და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს”,- ამბობს კალაძე.

    მისივე თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ შეთანხმებულან და ვერც შეთანხმდებოდნენ.

    ,,8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“,- განაცხადა კალაძემ.

    მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ 8 მარტს საარჩევნო სისტემის გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან არ შეთანხმებულა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს შეთანხმება შედგა, ივანიშვილი კი მეორედ ცდილობს მათ გადაგდებას.

    ევროპარლამენტარები ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეასრულონ შეთანხმება – გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

  • “ყველა შვილმკვდარ დედას აქვს სინდისის ქენჯნა, რატომ დარჩა ცოცხალი”  – ანიტა ფაცაციას დედის ემოციური ინტერვიუ

    “ყველა შვილმკვდარ დედას აქვს სინდისის ქენჯნა, რატომ დარჩა ცოცხალი” – ანიტა ფაცაციას დედის ემოციური ინტერვიუ

    “ყველა შვილმკვდარ დედას აქვს სინდისის ქენჯნა, რატომ დარჩა ცოცხალი” – განაცხადა ანიტას დედამ ფორმულას გადაცემა “ბაიასთან” საუბრისას. ინტერივუს დაწყება საკმაოდ რთული და ემოციური აღმოჩნდა როგორც ანიტას დედასთვის ასევე წამყვანისთვისაც.

    მე ხომ ვიცი დედები რას გრძნობენ, როცა იბრძვიან თავისი შვილის სიცოცხლისთვის. ყველა შვილმკვდარ დედას აქვს სინდისის ქენჯნა, რატომ დარჩა ცოცხალი.

    დღემდე ვეძებ პასუხს და ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს სად ვიპოვე ასეთი ძალა. აღმოჩნდა, რომ თურმე შემიძლია ვიბრძოლო, ვიომო, დავანგრიო ყველაფერი ჩემი შვილისთვის. შვილმა მომცა ასეთი ძალა”, – განაცხადა ანიტას დედამ  მარიკო სადრაძემ.

    ანიტა ფაცაცია  დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა, მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. მის გადასარჩენად უამრავი ადამიანი იბრძოდა თუმცა ბრძოლის მიხუედავად პატარა ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და  31 იანვარს გარდაიცვალა.

  • ენმ-ს მოკავშირე ევროპელია – ვოლსკი ევროპარლამენტარ მაიკლ გალერიზე

    ენმ-ს მოკავშირე ევროპელია – ვოლსკი ევროპარლამენტარ მაიკლ გალერიზე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერი, გია ვოლსკი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის მოკავშირეა.

    ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია”,- განაცხადა ვოლსკიმ.

    8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი დღეს გამოეხმაურა და თქვა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

    „ყველა პარტიამ უნდა დაიცვას რვა მარტს მიღებული შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება. ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეალური მიზნების გამოსავლენად. ისინი ტესტავენ საქართველოს დასავლელი მეგობრები ელოდებიან თუ არა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს”,- დაწერა მან ტვიტერზე.

  • რუსეთში  ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 028 შემთხვევა გამოვლინდა

    რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 028 შემთხვევა გამოვლინდა

    რუსეთის Covid-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 028 შემთხვევა გამოვლინდა.

    ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 242 271-ს მიაღწია.

    გამოჯანმრთელდა 48 000-მდე პაციენტი. გარდაიცვალა 2 212 ადამიანი.

    კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთმა ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და გლობალური მასშტაბით მეორე ადგილზეა.

  • ოცნებამ მოახერხა, რომ პარტნიორები აღარ ერიდებიან ტერმინს – პოლიტპატიმრები – შავგულიძე

    ოცნებამ მოახერხა, რომ პარტნიორები აღარ ერიდებიან ტერმინს – პოლიტპატიმრები – შავგულიძე

    თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ის, რომ პარტნიორები სიტყვა პოლიტპატიმრების ხსენებას აღარ ერიდებიან.

    “ესეც არის ქართული ოცნების მოხერხება, რომ [საერთაშორისო პარტნიორები] უკვე აღარ ერიდებიან პირდაპირ ამ ტერმინს – პოლიტპატიმრები. იმიტომ, რომ ცხადია, როცა ამდენი გარემოება ემთხვევა ერთმანეთს, ეს ყველაფერი გაკეთებინებს ობიექტურ დასკვნას, რომ აქ არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, ყოველ შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება პოლიტიკურ მოტივაციას ხელისუფლების და როცა პრიორიტეტულია პოლიტიკური მოტივაცია, ამ შემთხვევაში იხმარება ფრაზა – პოლიტიკური პატიმრები. ეს ფრაზა უკვე გამოიყენეს ამერიკის სენატის მაღალმა წარმომადგენლებმა”,- განაცხადა შავგულიძემ.

    8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მორიგი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი გამოეხმაურა და თქვა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

    შეთანხმების შესრულებისკენ, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ 8 მაისს მთავრობას ევროპარლამენტარმა კუბილიუსმაც მოუწოდა. 

  • ივანიშვილი წლის ბოლოს დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა – მელია

    ივანიშვილი წლის ბოლოს დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა – მელია

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღების საფრთხე არსებობს.

    „ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ეს არის ცხადზე ცხადი რამ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად ბოლო უნდა მოეღოს და მოეღება”,- ამბობს მელია.

    მისივე თქმით, წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა.

    ,,ხალხი იქნება ოპოზიციასთან და ოპოზიცია იქნება ხალხთან. აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა. სხვა აზრი არ შეიძლება ნამდვილ საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს დაებადოს და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი არის ასეთი მოქალაქე. წინ გველოდება ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, არასოდეს არ წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობას არავინ აღარ მივცემთ”,- განაცხადა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.

    ცოტა ხნის წინ ლეიბორისტული პარტიის ოფისის ეზოში ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო.

  • ანაზღაურებადი შვებულების აღება მამებსაც შეეძლებათ – ცვლილება შრომის კოდექსში

    ანაზღაურებადი შვებულების აღება მამებსაც შეეძლებათ – ცვლილება შრომის კოდექსში

    ახალი კანონპროექტის მიხედით, ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების მიღების უფლება მამებსაც ექნებათ.

    შრომის კოდექსის ცვლილების შემდეგ, დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით.

    ამასთან, დასაქმებულს ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია მხოლოდ 57 კალენდარული დღე.

    დოკუმენტის მიხედვით, შვილის მოვლის გამო შვებულება, პირველ პუნქტში მითითებული ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.

    ამ დრომდე საქართველოს კანონმდებლობა უშუალოდ მამის დეკრეტულ შვებულებას არ არეგულირებდა.

  • TikTok-ი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობას” აღიარებს

    TikTok-ი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობას” აღიარებს

    TikTok-ის აპლიკაციაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი. მათ ცალკე სატელეფონო კოდიც აქვთ მითითებული.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ საკითხზე საკითხზე მუშაობენ.

    ,,არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით”, – წერია უწყების განცხადებაში.