Category: ახალი ამბები

  • რა შემთხვევაშია შესაძლებელი 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის გაუქმება – ცერცვაძის განმარტება

    რა შემთხვევაშია შესაძლებელი 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის გაუქმება – ცერცვაძის განმარტება

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს.

    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 22 მაისამდე ერთი კვირაზე მეტია დარჩენილი. ცერცვაძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ იქნება.

    „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და მანამდე დაიდება პირველი შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ. ვიმედოვნებ, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება. მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი, ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სიძნელეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამან ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

    მისი განმარტებით, ევროპის ყველა ქვეყანა ეტაპობრივად ხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ მათ ამის გაკეთება გაცილებით რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უწევთ, ვიდრე ეს დღეს საქართველოშია.

    ცერცვაძის ვარაუდით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს უფრო მეტი შანსი აქვს ამჟამინდელი სიტუაცია შეინარჩუნოს.

    „მე მგონია, რომ ჩვენ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სიფრთხილის სამი ზომა შევინარჩუნოთ: ხელების ხშირად დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება. ეს არ შექმნის ისეთ დისკომფორტს, რომ ჩვენი ცხოვრების რიტმი დაარღვიოს. სამაგიეროდ, ამან შეიძლება უზრუნველყოს ის, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება აღარ დაგვჭირდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

  • „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერისგან უცნაური განცხადება მოვისმინეთ – ვოლსკი ევროპარლამენტარის  განცხადებაზე

    „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერისგან უცნაური განცხადება მოვისმინეთ – ვოლსკი ევროპარლამენტარის განცხადებაზე

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა უცნაური, ვინაიდან მსგავსი საკითხები მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება.

    ამასთან, ვოლსკი ევროპარლამენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერს უწოდებს.

    „უცნაური განცხადებაა რაც მოვისმინეთ, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერისაგან, პარტიული, პიროვნული მხარდამჭერისაგან, ვინაიდან მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მასალები უნდა შეისწავლოს და თუკი რაიმე პრინციპული პოზიცია აქვს, სამართლებრივი გზით უნდა დაიცვას იგი. იყო ასეთივე განცხადებები, არანაკლები, ხისტი, პრინციპული, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე „რუსთავი2“-ის თემაზე ვმსჯელობდით და, მეორე მხრივ, სამართლებრივი ხაზი განვითარდა ისე, რომ სტრასბურგმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის იმ მოწოდებებისაგან, რაც სახალხო პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში ჰქონდათ “, – განაცხადა ვოლსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, მაიკლ გელერი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

    „ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- წერს გელერი.

  • რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ავრცელებს.

    დაინფიცირებულთა შორის ორი დეპუტატი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ორი კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა და ექიმებმა უკვე გაწერეს.

    ცნობისთვის ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 242 271-ს მიაღწია.

  • ქართული ენა პრეზიდენტმა არ იცის და მაინც ვერ გაიგებს, რას მიმართავენ – გიორგი ვაშაძე

    ქართული ენა პრეზიდენტმა არ იცის და მაინც ვერ გაიგებს, რას მიმართავენ – გიორგი ვაშაძე

    „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია თავის პოზიციაში. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტიციო ცვლილების მხარდაჭერა არ მოხდება.

    „მე კარგად მახსოვს მათი განცხადებები, რომ არაფერი შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემაში და არაფერი იქნებოდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იყო კონკრეტული შეხვედრები, რომელმაც ერთ დღეში შეცვალა მათი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რა წამალმაც უშველა მარტში. ეს წამალი იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ.

    კითხვაზე, უნდა მიმართოს თუ არა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს პატიმრების შეწყალებაზე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ამის გადაწყვეტის გზები არსებობს.

    „როგორც უნდათ, უნდათ მიმართონ, უნდა მომართონ, ქართული ენა არ იცის პრეზიდენტმა და მაინც ვერ გაიგებენ რას მიმართავენ. აქედან გამომდინარე, მაგის გადაწყვეტის გზები არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.

  • 20 ივნისს რუსთაველზე შესაძლოა, დიდი სახალხო თავყრილობა ჩავატაროთ – ნათელაშვილი

    20 ივნისს რუსთაველზე შესაძლოა, დიდი სახალხო თავყრილობა ჩავატაროთ – ნათელაშვილი

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 20 ივნისს, შესაძლოა მასშტაბური საპროტესტო აქცია ჩაატარონ.

    მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

    „მე კოლეგებს გავუზიარე ჩემი პოზიცია და ვიმსჯელებთ იმაზე, რომ 20 ივნისს, დისტანციის დაცვით, ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის გამზირზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიოს, რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ ეს წინააღმდეგობა არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციური“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო

    სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო

    გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

    როგორც  დაზარალებულის ადვოკატი  შალვა მჭედლიშვილი  აცხადებს, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლოვნის ჩვენება იყო, რასაც განაჩენის გამოსატანად ვერ გაიზიარებდა.

    ბრალდებულის ადვოკატის, ლევან ზაქრაძის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მისივე თქმით, წარმოდგენილი მოწმეები არასრულწლოვნები იყვნენ, შესაბამისად, სასამართლომ მათი ჩვენებები არ გაიზიარა.

    ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო დაახლოებით, ერთი თვის წინ, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    ცნობისთვის, განაჩენის გამოცხადებამდე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

  • ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

    ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2037 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2037 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4779 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4742 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო პარტნიორად აქცევს, ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს- ევროპარლამენტარი

    კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო პარტნიორად აქცევს, ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს- ევროპარლამენტარი

    კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს” – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპალამენტარი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრი ვიოლა კონ კრამონი  საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშეთანხმებას . მისი თქმით ქქართული ოცნების მიერ კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება უპასუხსმგებლო პარტნიორად აქცევს რომელზეც ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს.

    “რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონა კრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა ქართული ოცნების მცდელობა გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება. კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად.

    უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

    დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.

    ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე.”, – ნათქვამია ვიოლა  კონ კრამონის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

     

     

  • დასაწყისშივე ვიყავით ინფორმირებულები, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებსაც ეხებოდა – გრეგოროვა

    დასაწყისშივე ვიყავით ინფორმირებულები, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებსაც ეხებოდა – გრეგოროვა

    ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ამიტომ ძალიან უკმაყოფილია ,,ქართული ოცნების” პოზიციით.

    “ვაკვირდები მოვლენებს და ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, როგორც ვითარდება სიტუაცია, რადგან 2 თვის წინ, შეთანხმების დადებიდან ერთ კვირაში ჩვენ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას ვაპირებდი. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის გამო სტრასბურგში სტანდარტული პლენარული სხდომა არ ჩატარებულა, შესაბამისად, რეზოლუციაც არ მიგვიღია.

    რაღაც მხრივ, კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკებები და შეთანხმება არ იყო დაფუძნებული რეზოლუციის შიშზე, არამედ გულწრფელ შეთანხმებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას და ყველა პატივსაცემ მხარეს შორის. თუმცა, ეს ასე არჩანს. რა თქმა უნდა, ვერ მეცოდინება, ეს იმის გამო მოხდა, რომ კორონავირუსი დიდებული შესაძლებლობა იყო ამის გასაკეთებლად, თუ თავიდანვე ასე ჰქონდათ დაგეგმილი. ძალიან უკმაყოფილო ვარ იმ პოზიციით, რომელშიც ხელისუფლებამ ჩაიგდო თავი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [ევროპარლამენტარები] დასაწყისშივე ვიყავით ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ ეს შეთანხმების ნაწილი იყო”, – თქვა გრეგოროვამ მედია-პროექტ Пограничная ZONA-ში იგორ კუროპტევისთვის მიცემულ ინტერვიუში.

    დღეს განცხადება ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმაც გააკეთა და განაცხადა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

  • ხელისუფლებამ მისდაუნებურად „პანდორას ყუთი“ გახსნა და პირველად ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა „პოლიტპატიმარი“ – ბურჯანაძე

    ხელისუფლებამ მისდაუნებურად „პანდორას ყუთი“ გახსნა და პირველად ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა „პოლიტპატიმარი“ – ბურჯანაძე

    ხელისუფლება ახლა უბრალოდ ჯიუტობს, არ უნდა დათმობაზე წამოვიდეს, რომ ეს სისუსტედ არ ჩაეთვალოს, მაგრამ გარწმუნებთ, მერე თუ დაათმობინებენ, როგორც ეს 8 მარტს მოხდა, ეს უფრო სისუსტე იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქრთველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    როგორც ბურჯანაძე განმარტავს, თუკი, ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ეყოლება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ეკონომიკური დახმარების მიღება გართულდება.

    „ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მისდაუნებურად „პანდორას ყუთი“ გახსნა და პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა – პოლიტპატიმარი, რაც ხელისუფლებისათვის დამანგრეველია და ძალიან ცუდია იმ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, რომელიც ჩვენ გველოდება. თუ გამოყენებული იქნა სიტყვები, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, გარწმუნებთ, რომ ეკონომიკური დახმარების მიღება გართულდება და ძალიან გაგვირთულდება საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობა. ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი და სრულწყოფილად შეასრულოს შეთანხმება. ხელისუფლება ახლა უბრალოდ ჯიუტობს, არ უნდა დათმობაზე წამოვიდეს, რომ ეს სისუსტედ არ ჩაეთვალოს, მაგრამ გარწმუნებთ, მერე თუ დაათმობინებენ, როგორც ეს 8 მარტს მოხდა და აუცილებლად დაათმობინებენ, ეს უფრო სისუსტე იქნება“, – აცხადებს ბურჯანაძე.

    კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, რას აპირებს ოპოზიცია, ბურჯანაძე პასუხობს, რომ მათ ქმედებებებში ცვლილებები ეტაპობრივად შევა.

    „პოლიტიკა არის ცოცხალი ორგანიზამი, იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება, როგორი იქნება ვითარება, გაკვეულწილად შეიცვლება და კორექტირება შევა ჩვენს მოქმედებებში. ერთობლივად ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ პროპორციული სისტემაც მოვიპოვოთ, ასე ვთქვათ, სამართლიანობაც მეტ-ნაკლებად აღდგეს და ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემო იყოს. გარწმუნებთ, ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ გამოუშვას ეს ადამიანები ციხიდან, იმიტომ რომ ახლა ხელისუფლების გაჯიუტება გააძლიერებს საერთაშორისო თანამეგრობრობის ზეწოლას და ვფიქრობ, ოპოზიციური ერთიანობაც მაინც და მაინც კარგ ხასიათზე ვერ დააყენებს ხელისუფლებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

    ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტუაცია არ გაამწვავოს. ბურჯანაძის განცხადებით, „ხელისუფლებამ მათ ცეცხლი გაუხსნა და ისინი იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ“.