Category: ახალი ამბები

  • რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად – ინფექციონისტის პასუხი

    რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად – ინფექციონისტის პასუხი

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხს სცემს იმ კითხვას, რომელსაც მსოფლიოს არაერთი მედიასაშუალება და ექსპერტი სვამს:

    რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა რაოდენობა ძალიან მაღალია?

    “რუსეთში COVID სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.9%, მაშინ როდესაც აშშ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 6-10%-ს აღწევს.

    საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყნები კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილობის სტატისტიკის რეგისტრაციის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 16 აპრილს გამოაქვეყნა კოვიდის სიკვდილობის აღრიცხვის მეთოდოლოგია, თუმცა ეს გარკვეულად დაგვიანებულია, რადგან ქვეყნები უკვე საკუთარი შეხედულებისამებრ ახდენენ რეგისტრაციას და ბევრ ქვეყანაში სიკვდილობის მაჩვენებელმა უკვე შემცირებაც დაიწყო.

    გამოცემა The Moscow Times აკეთებს საინტერესო ანალიზს რუსეთში კოვიდით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებლების მიზეზების შესახებ.

    რუსეთში გარდაცვლილთა დაახლოებით 70%-ის აუტოფსია („გაკვეთა“) ტარდება, მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, მხოლოდ 10%-ის. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, კოვიდით გარდაცვლილად რეგისტრირდება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც აუტოფსიით დგინდება ამ დაავადების შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, ფილტვის დაზიანება), ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში, თითქმის ყველა სიკვდილის შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდ ასოცირებული სიკვდილი.

    უფრო მეტიც, მაგალითად, ბელგია (რომელსაც, სხვათა შორის, მილიონ მოსახლეზე გადათვლით კოვიდ სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში და რატომღაც უფრო მეტად იტალია, ესპანეთი და აშშ სახელდება სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლების ქვეყნებად), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში კოვიდზე საეჭვო გარდაცვლილებს, თუნდაც არ იყოს ლაბორატორიულად დადასტურებული, თვლის კოვიდის სიკვდილობის სტატისტიკაში. მაშინ როდესაც რუსეთში, თუნდაც შესაბამისი პათანატომიური ცვლილების დროს, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ იყო კორონავირუსი, შემთხვევა არ ჩაითვლება კოვიდ სიკვდილობის სტატისტიკაში.

    მაგალითად, ჩელიაბინსკში გადათვალეს სიკვდილობის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების მეთოდის შესაბამისად და გაიზარდა 233%-ით.

    თუ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება სტატისტიკური აღრიცხვის ამ მეთოდის შეცვლის შესახებ, მკვეთრად მოიმატებს კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.“– ამბობს მაია ბუწაშვილი.

  • 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება – მთავრობა

    10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ძალაში რჩება – მთავრობა

    მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, 3 ადამიანის შეკრების შეზღუდვის მოხნის შემდეგ, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

    “როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

    აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ”, – აცხადებს მთავრობის ადმინიტრაცია.

    დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 18 მაისიდან მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.

  • ევროკავშირის ფინანსებს არავინ არ ჰკითხავს ბატონ კუბილიუსს და ეს შანტაჟისმაგვარი წერილი ყურადრების ღირსი არ არის – გია ჟორჟოლიანი

    ევროკავშირის ფინანსებს არავინ არ ჰკითხავს ბატონ კუბილიუსს და ეს შანტაჟისმაგვარი წერილი ყურადრების ღირსი არ არის – გია ჟორჟოლიანი

    “ეს შანტაჟისმაგვარი წერილი საერთოდ არ არის ყურადღების ღირსიც კი. არავინ არ ჰკითხავს ფინანსებს ბატონ კუბილიუსს” – ეს განცხადება,   პატრიოტთა ალიანსის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით   ანდრიუს კუბილიუსის განცხადება  შანტაჟისმაგვარი წერილია და საერთოდ არ საჭიროებს ყურადღების მიქცევას.

    “ეს შანტაჟისმაგვარი წერილი საერთოდ არ არის ყურადღების ღირსიც კი. არავინ არ ჰკითხავს ფინანსებს ბატონ კუბილიუსს. არ მინდა მეტი ვილაპარაკო… ვთქვი, რომ ეს არის არაკომპეტენტური განცხადებაა და ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან”, –  განცხადა გია ჟორჟოლიანმა.

    ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაციის თავჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ დახმარება რომელსაც საქართველო პანდემიასთან გასამკლავებად იღებს, დემოკრატიურ პროცესებთან არის დაკავშირებული. მან ასევე განაცხადა, რომ  დახმარება დაკავშირებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან მათ შორის 8 მარტს შეთანხმების შესრულებასთანაც.

     

     

  • Tbilisi Pride კახა კალაძეს 17 მაისს თბილისის ანძის ლგბტ ფერებში განათებას სთხოვს

    Tbilisi Pride კახა კალაძეს 17 მაისს თბილისის ანძის ლგბტ ფერებში განათებას სთხოვს

    Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ და თხოვენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ ფერებში განათდეს.

    17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს კამპანიის ფარგლებში ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს ლგბტ დროშები აივნებიდან და სხვადასხვა სივრციდან გადმოფინონ.

    ,,საქართველოში ქვიარ ადამიანებს ხშირად გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ცისარტყელას დროშა, რომელიც სიამაყის და მრავალფეროვნების სიმბოლოა, ჩვენს რეალობაში ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძვლად არაერთხელ ქცეულა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული თვითგამოხატვის პირობებშიც კი, ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ მიმღებლობისკენ.

    გადმოფინეთ ცისარტყელას დროშა სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან 17 მაისს. ერთად გავაფერადოთ თბილისი!” – წერია მათ განცხადებაში.

     

  • ევროპარლამენტი 19 მაისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს

    ევროპარლამენტი 19 მაისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს

    ვროპარლამენტი 19 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.

    როგორც დღის წესრიგთან მიმაგრებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

    „ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს დამოუკიდებელი სასამართოს უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლოს, რისი ვალდებულებაც მას აკისრია“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გადაიხედოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურები და მათ დანიშვნამდე უზრუნველყოფილი იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება.

    „მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა“,-აღნიშნულია დოკუმენტში.

  • ტურიზმი ბევრად უფრო მომგებიანია დღეს ეკონომიკურად, ვიდრე ჰესების მშენებლობა – სააკაშვილი

    ტურიზმი ბევრად უფრო მომგებიანია დღეს ეკონომიკურად, ვიდრე ჰესების მშენებლობა – სააკაშვილი

    ტურიზმი ბევრად უფრო მომგებიანია დღეს ეკონომიკურად, ვიდრე ჰესების მშენებლობა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით რაჭაში ტურისტული პოტენციალის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით მოგებიანი იქნება.

    “ვიღაცას უნდა ამ ჰესებზე ფულის გათეთრება, ცემენტის გაყიდვა, იაფი კაპიტალის მოზიდვა და წილში ჩაჯდომა, მაგრამ ხალხი უნდა ამოვიდეს საკუთარი ინტერესებიდან, ბუნების დაცვიდან და ასევე, იმიდან, რომ ეკონომიურად ტურიზმი ბევრად უფრო მოგებიანი დღეს, ვიდრე ჰესების მშენებლობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

     

     

  • ცდილობენ, დახმარება კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ – ბერაია კუბილიუსზე

    ცდილობენ, დახმარება კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ – ბერაია კუბილიუსზე

    უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ სამწუხაროა, ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი დახმარება “კონკრეტული კრიმინალების” გათავისუფლებას დაუკავშირონ.

    მისი თქმით, კუბილიუსის განცხდებას განიხილავენ, როგორ მორიგ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში.

    ,,ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, მიუღებელია. საქართველო არის კანონის უზენაესობის და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და რასაკვირველია, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი”,- აცხადებს ბერაია.

    მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად საქართველოს იმიჯის დაზიანებას ცდილობს, თუმცა ქართულ-ევროპული პარტნიორობა ძალიან მყარია.

    ,,ამას ჩვენ წლებია ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით ვაშენებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდდეგობისა, ჩვენ ამ ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს აუცილებლად განვახორციელებთ,“- განაცხადა ბერაიამ.

    ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოსთვის Covid19-თან დაკავშირებული კრიზისის შედეგების დაძლევის, ეკონომიკური აღდგენისა და რეფორმების საქმეში ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მრავალმილიონიანი დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობასთან.

  • საქართველოს მთავრობა რუსული ძალის მიერაა მართული და ანაკლიის პროექტის ჩაგდება დაავალეს – მამუკა ხაზარაძე

    საქართველოს მთავრობა რუსული ძალის მიერაა მართული და ანაკლიის პროექტის ჩაგდება დაავალეს – მამუკა ხაზარაძე

    საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება იყო, – ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას გამოეხმაურა.

    როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი დაიდო, სადაც არათუ ფულის გათეთრებაზეა საუბარი, არამედ, ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ მოიპოვება.

    „დღეს გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ავსტრალიიდან მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იქნა გამოძიებული. შესაბამისად, დაიდო საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, არამედ არანაირი დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში არ მოიპოვება. ეს მნიშვნელოვანია და ჩემი და ბადრის ბრძოლაც მნიშვნელოვანი იყო სამართლისთვის და სამართლიანობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროკურატურის, სამსამართლო სისტემის მიკერძოებულობას, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების არსებობას ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი მიმართული იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებისთვის, ეს არის ანაკლიის პროექტი. უკვე ორი წელია ეს საქმე გრძელდება და გრძელდება იმიტომ, რომ დროებით მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რასაც ანაკლიის გაჩერება ჰქვია. საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება იყო, რომ გაჩერებულიყო ანაკლია. ეს ხდება იმ დროს, როდესაც პარალელურად ტამანში, ნოვოროსისკის გვერდზე იგივე რუსეთი აშენებს ღრმაწყლოვან პორტს. სურათი ნათელია, ამაზე დიდხანს არ შევჩერდები. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

    შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

  • ევროკავშირის დახმარებასა და ენმ-ს ძმაკაცების გამოშვებას შორის ტოლობა ვერ იქნება – მათიკაშვილი

    ევროკავშირის დახმარებასა და ენმ-ს ძმაკაცების გამოშვებას შორის ტოლობა ვერ იქნება – მათიკაშვილი

    ,,ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში პრობლემას ვერ შექმნის. ის ევროპალრამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარებასა და ,,ნაციონალური მოძრობის ძმაკაცების” ციხიდან გამოშვებას შორის ტოლობის ნიშანი ვერ იქნება.

    ,,საზოგადოებისთვის ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში, შესაბამისად, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებითაა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და ნაციონალური მოძრაობის ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი”, – ამბობს მათიკაშვილი.

    ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოსთვის Covid19-თან დაკავშირებული კრიზისის შედეგების დაძლევის, ეკონომიკური აღდგენისა და რეფორმების საქმეში ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მრავალმილიონიანი დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობასთან.

  • იტალიაში მიგრანტები, მათ შორის ქართველები, ლეგალურად დასაქმების უფლებას მიიღებენ

    იტალიაში მიგრანტები, მათ შორის ქართველები, ლეგალურად დასაქმების უფლებას მიიღებენ

    იტალიაში ასი ათასობით არალეგალურად დასაქმებული მიგრანტი, მათ შორის ქართველიც, დროებით ლეგალურად შრომის უფლებას მოიპოვებს.

    იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს, რომლებიც ოფიციალური საბუთების გარეშე ცხოვრობენ და მუშაობენ, სპეციალური დოკუმენტის მიღება შეეძლებათ, რაც მათ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას, ასევე იტალიის ჯანდაცვისა და სხვა სერვისებით სარგებლობის უფლებას მისცემს.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, მმართველი კოალიცია კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისისგან დასაღწევად ეკონომიკის მასტიმულირებელ 60 მილიარდიან პაკეტზე მუშაობს.

    გეგმაზე მუშაობის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტერეზეა ბელანოვამ წამოაყენა ინიციატივა, რომ შრომის კანონმდებლობაში დროებიტ მაინც ცვლილებები შევიდეს და დამლაგებლებს, მომვლელებს, ფერმებსა და სხვა რამდენიმე ტიპის სექტორში დასაქმებულ მიგრანტებს ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცეთ.

    “დღეიდან უხილავები ნაკლებად უხილავები იქნებიან. დღეიდან სახელმწიფო იმარჯვებს, რადგან ის უფრო ძლიერია, ვიდრე დანაშაული და ექსპლუატაცია”, – თქვა ბელანოვამ.

    განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება მიგრანტებს 6 თვით მიეცემათ.