Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 671

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 671

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, დადასტურებულია ინფიცირების 671 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზეა განთავსებული.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 383 ადამიანი, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.

  • ცისარტყელას ვერავის ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი – მეუფე ნიკოლოზი 17 მაისზე

    ცისარტყელას ვერავის ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი – მეუფე ნიკოლოზი 17 მაისზე

    ახალქალაქის, კუმუდოსა და კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი 17 მაისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცისარტყელას ვერავის აჩუქებს. ამ განცხადებით ის ლგბტ აქტივისტებს ეხმიანება, რომლებმაც თბილისის მერს მოსთხოვეს, 17 მაისს თბილისის ანძა ცისარტყელის ფერებში განათდეს.

    “ცისარტყელის ფერები ლგბტ-მ რატომ უნდა მიითვისოს, გამაგებინეთ რა. რას ნიშნავს ლგბტ ფერები? ცისარტყელის ფერებია და ცისარტყელა გამოუჩინა ღმერთმა ნოეს, მშვიდობის ნიშნად, მშვიდობის ნიშანია ცისარტყელა. მე პირადად, ცისარტყელას ვერავის ვერ ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი”, – ამბობს ეპისკოპოსი ტვ პირველის ეთერში.

    17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ასევე, ეს დღე საპატრიარქოს “ოჯახის სიწმინდის დღედ” აქვს დაწესებული. პატრიარქმა ილია II-მ ეს გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო.

  • 3 მგზავრის შეზღუდვისა და კომენდანტის საათის მოხსნა მეტ გადაადგილებას წაახალისებს – ტიკარაძე

    3 მგზავრის შეზღუდვისა და კომენდანტის საათის მოხსნა მეტ გადაადგილებას წაახალისებს – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კომენდანტის საათისა და ავტომობილში მხოლოდ სამი მგზავრის ყოფნის შეზღუდვის მოხსნა ადამიანების უფრო მეტ გადაადგილებას წაახალისებს.

    ,,თუ რატომ კვლავ სამი მგზავრი ავტომობილში და რატომ კომენდანტის საათი – იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და არ გვინდა, ამ ეტაპზე წავახალისოთ ადამიანები და შევამჭიდროვოთ ის არსებული მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, გარკვეულწილად, ვთვლით, რომ იქნება წახალისებული ადამიანების მეტი გადაადგილება და აქედან გამომდინარე, რისკიც მატულობს”, – თქვა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

    გუშინ მთავრობამ 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვები მოხსნა, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება კვლავ აკრძალული დატოვა. ასევე, ძალაში რჩება შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს. 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

    გარდა ამისა, ძალაში დარჩა ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.

  • გვეუბნებიან პაციენტს 4 ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, 2 ინსულტი, ოთხივე სარქვლის ნაკლოვანება და გარდაიცვალა კორონათიო – ნათელაშვილი

    გვეუბნებიან პაციენტს 4 ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, 2 ინსულტი, ოთხივე სარქვლის ნაკლოვანება და გარდაიცვალა კორონათიო – ნათელაშვილი

    “პაციენტს 4 ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და 2 ინსულტი, არ ჰქონდა კიდურები, ჰქონდა ოთხივე სარქვლის ნაკლოვანება და გარდაიცვალა კორონათი” -ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” .

     

    “ქათმის გრიპით დედამიწაზე 700 000 კაცი კვდება. ეხლა გვიცხადებენ რომ პაციენტს 4 ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და 2 ინსულტი, არ ჰქონდა კიდურები, ჰქონდა ოთხივე სარქვლის ნაკლოვანება და გარდაიცვალა კორონათი. გადამაქციეს ამ, ვირუსის დამცველად არ შეიძლება ასეთ ბრალდებები. საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის კი არ ეშნია ვირუსს, ვირუსს ეშინია ჯანმრთელი ადამიანის. “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • ბოლნისში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო – გამყრელიძე

    ბოლნისში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო – გამყრელიძე

    “ბოლნისში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო” –  ამის შესხებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    „ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო. ამჟამად ახალი შემთხვევა ორ სოფელში დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია და ამიტომ, სერიოზული ღონისძიებები ტარდება-ჩაკეტილია ბოლნისი, კარანტინია გამოცხადებული, ასევე შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. ბოლნისში მარნეულის შემდეგ, გეგმური, ე.წ. გაფართოებული ტესტირება ჩავატარეთ. გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ჩატარდა ასეთი გაფართოებული ტესტირება, ზოგიერთი კვლევა ახლაც მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. 15 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 – ერთ სოფელში და 8 – მეორეში. მთლიანად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისეთი კვლევის ჩატარება გვინდა, რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე არის დამყარებული. ანუ, ბოლნისის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევა მოხდება გარკვეული კრიტერიუმით-ეპიდემიოლოგიურითა და სტატისტიკურით. ვფიქრობთ, არ გადავდებთ და მომდევნო კვირაში ამ კვლევას ჩავატარებთ. ახლა სწორედ შერჩევა სრულდება. ანუ, რამდენი ადამიანი იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული, რომელიც მოგვცემს იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა ხდება მთლიანად მუნიციპალიტეტში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

     

    წყარო: Interpressnews.ge

  • მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

    მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

    მღვდელმსახურს შშმ ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    არხის ინფორმაცით მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეს ტაძარი მამა კახაბერ ციყელაშვილმა სავარაუდოდ იძულებით დატოვა. მმიზეზი კი ახალგაზრდა ქალთან დამყარებული სექსუალური კავშირია, რის შემდეგაც გოგონა დაორსულდა.

    ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობრივებმა ამ ისტორიის ყველა დეტალი იციან.

    ტაძარის ახალი წინამძღვარი კამერასთან ღიად არ საუბრობს, თუმცა მომხდარს ადასტურებს.

    როგორც ადგილობრივები ყვებიან, სასულიერო პირი ამ დროისთვის მიმალულია, ამას ოჯახის წევრებიც  გვიდასტურებენ. კახაბერ ციყელაშვილი საცხოვრებელ სახლში თვეზე მეტია არ მისულა. არ უნახავს მეუღლე და საკუთარი ცხრა შვილი. ოჯახში უსიამოვნება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ სკანდალური ამბის შესახებ შეიტყვეს.

    სასულიერო პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული რთული დასაჯერებელია მეზობლებითვის.

  • საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 667 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 4233 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373 პირი.

    ინფორმაციისთვის, 667 ადამიანიდან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • რვა მარტის შეთანხმება ჩაშლილია, მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი იქნება – ზაალ უდუმაშვილი

    რვა მარტის შეთანხმება ჩაშლილია, მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი იქნება – ზაალ უდუმაშვილი

    “რვა მარტის შეთანხმება ჩაშლილია, მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი იქნება “-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა  ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

    ხელისუფლებისა და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებაზე საუბრისას, უდუმაშვილი ამბობს, რომ მისი სრულად შეუსრულებლობით, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო დაძაბა და პოლარიზებული გახადა ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემო.

    ძალიან პოლარიზებული წინასაარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო ნორმალური ყოფილიყო და ერთმანეთს შევჯიბრებოდით წინასაარჩევნო პროგრამებით და არა ქუჩაში ვმდგარიყავით.. ამიტომ შევედით ამ მოლაპარაკებაში ხელისუფლებასთან, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

    ცნობისთვის, ხელისუფლება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაზე, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი, უარს ამბობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

  • ნუ დაადგებით იანუკოვიჩის გზას – კუბილიუსი “ქართულ ოცნებას”

    ნუ დაადგებით იანუკოვიჩის გზას – კუბილიუსი “ქართულ ოცნებას”

    ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, არ დაადგეს იანუკოვიჩის გზას, რომელიც მათსავით ამტკიცებდა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები დამნაშავეები იყვნენ.

    ,,მე ვნახე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. მე არ ვიცი ამის მტკიცებით რის მიღწევას ცდილობს მმართველი ძალა, შეიძლება დასავლეთ ევროპაში, მათ ვინც არ იციან საბჭოთა ტრადიციები დაიჯერონ მათი ენა, მაგრამ ჩვენ ლიეტუველებს, რომლებმაც კარგად ვიცით რა არის საბჭოთა კავშირი, ამის არ გვჯერა.

    ჩვენ გულუბყვილოები არ ვართ, ეს დავიჯეროთ. ამიტომ მე დაჟინებით ვთხოვ მმართველ პარტიას ხელისუფლებას და მათ ლიდერებს ნუ დაადგებიან იანუკოვჩის გზას… იანუკოვიჩის, რომელიც დადიოდა ევროპის დედაქალაქებში და ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ლიდერები იულია ტიმოშენკო და იური ლუცენკო უბრალოდ დამნაშავეები იყვნენ. ჩვენ სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას არ დახარჯოს დრო იგივეს სამტკიცებლად და არ მოიქცეს ისე როგორც იანუკოვიჩი, – ამბობს კუბილიუსი “მთავარ არხთან საუბრისას”.

    მისივე თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ნდობას დაკარგავს და იარსებებს ეჭვები, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, ეს დახმარების გამოყოფას შეაფერხებს, რომელიც საქართველოსთვის არის გათვალისწინებული.

    ,,ამით დაზარალდება ქართველი ხალხი და არა მთავრობა, ევროკავშირის დახმარება ხალხს ეკუთვნის, მაგრამ ამ სახსრების გამოყოფას თავისი პირობები მოყვება – ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს დასავლურ სტანდარტებს. ევროპარლამენტში სულ უფრო მეტი და მეტი დეპუტატია, რომელიც შეწუხებულია მთავარი შეთანხმების შეუსრულებლობით. იგივე ამერიკის კონგრესშიც”,- აცხადებს კუბილიუსი ,,მთავარ არხთან”.

    დღეს უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ კუბილიუსი ცდილობს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი დახმარება “კონკრეტული კრიმინალების” გათავისუფლებას დაუკავშიროს.

    მის განცხადებას უპასუხა გია ჟორჟოლიანმაც და თქვა, რომ არავინ ,,არ ეკითხება ფინანსებს ბატონ კუბილიუსს” და მისი ,,შანტაჟისმაგვარი წერილი” საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი.

     

     

  • შეთანხმების ჩაგდებას მშიერი ხალხის აქციები მოყვება, რისიც ხელისუფლებას ეშინია – ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების მიერ დატოვებულ შეზღუდვებზე

    შეთანხმების ჩაგდებას მშიერი ხალხის აქციები მოყვება, რისიც ხელისუფლებას ეშინია – ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების მიერ დატოვებულ შეზღუდვებზე

    შეზღუდვებს იმიტომ არ ხსნიან, რომ მშიერი ხალხის აქციების ეშინიათ,”- ეს განცხადება “ტაბულას” რედაქტორმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მისი თქმით ხელისუფლება შეზღუდვებს იმიტომ არ ხსნის, რომ იციან შეთანხმების ჩაგდებას მშიერი ხალხის აქციები მოყვება რისიც ხელისუფლებას ძალიან ეშინია.

    „სალონები იმიტომ გახსნეს და როგორც საზოგადოებრივ, ისე ინდივიდუალურ ტრანსპორტზე შეზღუდვებს იმიტომ არ ხსნიან, რომ მშიერი ხალხის აქციების ეშინიათ, მათი გადაადგილების – შეთანხმების ჩაგდებას ხომ იციან რაც მოყვება. გადაგახევთ მაგ შეზღუდვებს. შეთანხმება შეასრულეთ!“ – წერს თამარ   ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.