Category: ახალი ამბები

  • როდის დაამთავრებენ სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეები – გახარიას განმარტება

    როდის დაამთავრებენ სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეები – გახარიას განმარტება

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები – 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს.

    მისივე თქმით, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში ჩატარდა.

    “განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, რომელიც არის ტელესკოლა.

    ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტელესკოლა, ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებიც ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში აკადემიური წელი 2019-2020 სასწავლო წლები არ გამოცხადდება”,- თქვა გახარიამ.

  • ადამიანების გამოკეტვა მარნეულსა და ბოლნისში არაკონსტიტუციურია – ზურაბ ჯაფარიძე

    ადამიანების გამოკეტვა მარნეულსა და ბოლნისში არაკონსტიტუციურია – ზურაბ ჯაფარიძე

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვირუსის შეკავებასთან კავშირში არ არის, მარნეულსა და ბოლნისში ხალხის ჩაკეტვა კი არაკონსტიტუციურია.

    ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო გირჩის წევრის გიორგი ჭაუჭიძის სარჩელს განიხილავს. სასამართლო მსჯელობს, იყო თუ არა კონსტიტუციური იყო მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვა

    ,,ერთადერთი რა შედეგიც ამან მოიტანა, არის ის, რომ დააზარალა უამრავი ადამიანი და დატოვა შემოსავლის გარეშე. მათ შორის, შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი არის არაკონსტიტუციური და ჩვენ რამდენიმე სარჩელი გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ადამიანების გამოკეტვა ამ ორ რეგიონში იყო არაკონსტიტუციური, – აცხადებს ჯაფარიძე.

    “გირჩი” საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელითაც მიმართავს. პარტია ითხოვს, რომ კომენდანტის საათი არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს. ამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება და არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვის მოქალაქეებს გამოუწერეს.

  • ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 104 ადამიანი დააჯარიმეს

    ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 104 ადამიანი დააჯარიმეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 119 პირი დააჯარიმეს.

    უწყების ცნობით, პოლიციამ, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 104 მოქალაქე დააჯარიმა.

    მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 5 პირი დააჯარიმდა, ხოლო საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო – 10.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • “გამარჯობათ ჯერ ერთი და ნახვამდის” – ზურაბიშვილი უგულავას შეწყალებაზე კითხვებს არ პასუხობს

    “გამარჯობათ ჯერ ერთი და ნახვამდის” – ზურაბიშვილი უგულავას შეწყალებაზე კითხვებს არ პასუხობს

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ ჟურნალისტების კითხვას არ პასუხობს.

    “ორი სიტყვით თუ სამი სიტყვით? გამარჯობათ ჯერ ერთი და ნახვამდის”,- ასე პასუხობს პრეზიდენტი ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა უგულავას შეწყალებას.

    ვიდეოს ,,ტელეკომპანია პირველი ავრცელებს”:

     

    https://www.facebook.com/tvpirveli/videos/869987486802796/

  • ვიმედოვნებ, რომ პირველი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს – რატიანი

    ვიმედოვნებ, რომ პირველი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ პირველი ივნისიდან მისი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და ჩვეულ რეჟიმზე გადავა. მისი თქმით, კლინიკაში 6-7 დღეა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ.

    “შემოვიდა ახალი ბრიგადა, იმედია ეს ბოლო იქნება ჩვენი კლინიკისთვის და პირველი ივნისიდან ვიმედოვნებთ, ძალიან მინდა როგორც მე ასევე მთელ საქართველოს, რომ ჩვენმა კლინიკამ კოვიდთან ბრძოლა შეწყვიტოს და გადავიდეთ ჩვეულებრივ რეჟიმში და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს,” – თქვა რატიანმა.

    რატიანი აღნიშნავს, რომ პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ 10 მარტიდან ამ დრომდე კორონავირუსის 1500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, 125-მა დატოვა კლინიკა.

    მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 47 პაციენტი მკურნალობს. მათგან კოვიდინფიცირებული 38 პაციენტია და 1 მძიმე პაციენტი რჩება.

    საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393. გარდაცვლილი – 12.

     

  • ბათუმში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

    ბათუმში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

    ბათუმში ავარიის 14 მაისს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

    BMW-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 მანქანას შეეჯახა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს პატიმრები, ჩიხი უნდა გახსნას – ოქრიაშვილი 8 მარტის შეთანხმებაზე

    პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს პატიმრები, ჩიხი უნდა გახსნას – ოქრიაშვილი 8 მარტის შეთანხმებაზე

    უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხშია მოქცეული, რისი მოხსნაც მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ოქრიაშვილის თქმით, უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს, ამიტომ ეს 3 პატიმარი პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

    ,,პოლიტიკური პროცესი არის ჩიხში შესული ამ მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. ჩემი პოზიციაა, რომ უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ჩვენ გვყავს ზეპარტიული, კონსტიტუციით ყოველ შემთხევაში, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრია, უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ”, — თქვა ოქრიაშვილმა.

    მისივე თქმით, ის არ აპირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

  • კორონავირუსი კიდევ ერთ მედპერსონალს დაუდასტურდა – ეზუგბაია

    კორონავირუსი კიდევ ერთ მედპერსონალს დაუდასტურდა – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში 19 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან ერთი მედპერსონალია, ერთიც საკარანტინე სივრციდან, 17 კი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

    ახალ ინფიცირებულებს შორის სამი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ეზუგბაიას თქმით, ისინი ბოლნისიდან არიან და მათთან ჯერ კიდევ ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

    ,,ბოლო 24 საათში დაგვემატა 19 დადასტურებული შემთხვევა, 10 გამოჯანმრთელებული. ამჟამად კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 ახალი პაციენტი ყველა ცნობილი წყაროა, აქედან 17 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, დანარჩენი ორიდან ერთი მედპერსონალია, ერთი – საკარატინო სივრციდან, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. ჩვენთან სამი ახალი პაციენტია ბოლნისიდან, ერთი ოჯახის სამი წევრია, მათი მდგომაროება, არსებული რუტინული კვლევებით, არ არის საშუალოზე მძიმე. გუშინ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა, მოზარდი. გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებთ, ასე დარჩება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ — 393

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ — 393

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ განკურნებულთა რიცხვი 393-მდე გაიზარდა. მონაცემი StopCov.ge-ზე განახლდა.

    15 მაისის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევები 671-მდე გაიზარდა, მათ შორის, გარდაცვლილია 12 ადამიანი.

    კარანტინის რეჟიმშია 3 873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 404 პირი.

     

  • აშშ-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს $250 000-ის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობები გადასცა

    აშშ-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს $250 000-ის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობები გადასცა

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA), ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.

    შსს-ს ინფორმაციით, DTRA-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი „Tyvek”, დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და ბახილებით.

    სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფზე განაწილდება: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.