Category: ახალი ამბები

  • პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა – კალაძე “სირცხვილიას”

    პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა – კალაძე “სირცხვილიას”

    ,,თბილისის მერი” კახა კალაძე „სირცხვილიას“ განცხადებას პასუხობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებში დახმარება შეთავაზეს. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა.

    კალაძის თქმით, აქციები არასდროს შეზღუდულა.

    “[ისინი] ღირსეულად ართმევენ თავს [სამუშაოს]. აქციების და შეკრების შეზღუდვა არასდროს არ ყოფილა. ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულებაა, რომ ყველამ გამოხატოს აზრი”.

    კალაძის თქმით, პარლამენტის წინ რეაბილიტაცია გრძელდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის დასრულდება.

    ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” 20 ივნისს პარლამენტთან აქციას გეგმავს. მანამდე კი, კახა კალაძეს რეაბილიტაციის დასრულებაში დახმარებას სთავაზობს.

  • “ნათურაც კი არ აქვთ დაკიდული” – ხაბეიშვილის თქმით, კალაძე მეტროს შემკეთებელ კომპანიებთან კორუფციაშია ჩართული

    “ნათურაც კი არ აქვთ დაკიდული” – ხაბეიშვილის თქმით, კალაძე მეტროს შემკეთებელ კომპანიებთან კორუფციაშია ჩართული

    ენმ-ს და თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ და ,,ნათურაც კი არ აქვთ დაკიდული”.

    ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კომპანიებს შორის არის „ეიჯი გრუპი“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ის სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.

    ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ხაბეიშვილის მტკიცებით, რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

    ,,კითხვა გვაქვს ლეგიტიმური, როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები. ოთხი კომპანიიდან ორს საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, მეტიც, ერთო 2020 წლის თებერვალშია დაფუძნებული და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს. ეს ხალხი დირექტორიანად არც კი იგუგლება, რომ ნათურა მაინც აქვს შეცვლილი. რომელიც იგუგლება, ამ კომპანიის დირექტორი არის გიორგი ნემსაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და “იბერია ავტოს” დირექტორიც, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

    ,,კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით”, – ასე პასუხობს თბილისის მერი ოპოზიციის კრიტიკას.

    მისი განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ვალდებულება აქვს.

    ,,ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.

     

  • სეტყვა, ელჭექი, წვიმა – როგორი ამინდი იქნება 19 მაისამდე

    სეტყვა, ელჭექი, წვიმა – როგორი ამინდი იქნება 19 მაისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 15-16 მაისს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

    მათი ინფორმაციით, 17-18 მაისს საქართველოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა +23, +26 გრადუსამდე დაიკლებს.

  • პატიმრების გათავისუფლების მანდატი პრეზიდენტს აქვს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – კალაძე

    პატიმრების გათავისუფლების მანდატი პრეზიდენტს აქვს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ,,კონკრეტული კრიმინალების” გამოშვება.

    ,,არის ოპოზიცია, რომელიც ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებები აქვს ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეეფერება. იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა, ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც პატიმრების გათავისუფლების მანდატი აქვს, არის პრეზიდენტი და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

    ,,ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს პატიმრების გათავისუფლების შესაძლებლობა და მანდატი, არის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ოპოზიციას, ცხადია, რომ სურს, სიტუაციის არა განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა იმიტომ, რომ კარგად ხვდებიან თუ რა რეიტინგები აქვთ, იციან, რომ არჩევნების გზით, მათ არანაირი შანსი, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების, – თქვა კახა კალაძემ.

    ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდნენ. ,,ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამ შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს შეთანხმება და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამისკენ მოუწოდებენ მმართველ პარტიას ევროპარლამენტარებიც.

    13 მაისს განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ. მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

    ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ამიტომ ძალიან უკმაყოფილია ,,ქართული ოცნების” პოზიციით.

    ევროპარლამენტარმა, ვიოლა კონ კრამონიმ თქვა, რომ კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

    ანდრიუს კუბილიუსის თქმით, პოლიტპატიმრების ციხეში დატოვება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროკავშირის დახმარების მიღებაში.

     

  • კორუმპირებულები და “მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთ იცით – კალაძე მეტროს რეაბილიტაციის ტენდერზე

    კორუმპირებულები და “მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთ იცით – კალაძე მეტროს რეაბილიტაციის ტენდერზე

    კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით, – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეტროს რეაბილიტაციისას მაღალი ძაბვის კაბელებს კომპანიები „ეიჯი გრუპი“ და შპს „ელიბო“ ახორციელებს, რომელთაც ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

    „კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც”,- ამბობს კალაძე.

    მისი განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ვალდებულება აქვს.

    ,,ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.

  • ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა – გიორგი რურუა

    ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა – გიორგი რურუა

    მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მას შემდეგ, რაც იარაღი ჩაუდო და შემდეგ ეს ვერ დაამტკიცა, სამთავრობო მედიის საშუალებით ცილს სწამებს.

    ,,ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია საშუალებები ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას ჩემს წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ჩადის დანაშაულს და მიდებს იარაღს, შემდეგ ვერ ამტკიცებს ამას, მიდის აბსურდული პროცესები, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ტყუილით, ცილისწამებით და ტრაგედიებით მანიპულირება.

    რურუას თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

    ,,იმდენად დაინტერესებულები არიან, განსხვავებული აზრის მქონე პირის ციხეში გამოკეტვით, რომ გონიათ, საკუთარ დანაშაულს ბინძური ტყუილებით, და აბსურდით გადაფარავენ.
    “ქართლი ოცნების” მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა,ეს საბჭოთა რუსული მეთოდია და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელს ვერ შეუშლის”,- აცხადებს გიორგი რურუა.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.

    მას ოპოზიცია გიგი უგულავასთან და ირაკლი ოქრუაშვილთა ერთად პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მთავრობისგან მის გათავისუფლებას ითხოვს. იმავეს ითხოვენ ევროპარლამენტართა ნაწილიც, თუმცა მმართველი ძალა უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას.

  • “ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში,თარიღი გამოცხადდება ივნისში“– გახარია

    “ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში,თარიღი გამოცხადდება ივნისში“– გახარია

    ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

    გახარია ამბობს, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება.

    „ეს არის ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ, როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის პირველი რეაქცია კრიზისზე. ეს იყო ჩვენი განათლების სისტემის ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება არის პრიორიტეტი ნომერი ერთი.  განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს.  ეს რეფორმა უნდა გაგრძელეს.  ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერმინისტრის თქმით, პანდემიის შემდგომ გლობალური კონკურენცია იქნება გაცილებით მძაფრი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში.

    „ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია – გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა უნდა იყოს წარმატებით დასრულებული, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • საგანგებო მდგომარეობა 22 მაისიდან აღარ გახანგრძლივდება

    საგანგებო მდგომარეობა 22 მაისიდან აღარ გახანგრძლივდება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

    მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე მიიღეს.

    “საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომაროების  გაგრძელების მიზნით”, – თქვა გახარიამ.

    მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვების ნაწილი საგანგებოს შენარჩუნების გარეშე დარჩება, რისთვისაც პარლამენტს მიმართავენ.

    ,,შეზღუდვების ნაწილი, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, – თქვა პრემიერმა.

    ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს.

  • უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება – ჩხენკელი

    უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება – ჩხენკელი

    განათლების მინსიტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება.

    “ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპზე. მეექვსე ეტაპია, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება და შესაბამისად ფინალური გამოცდები ჩატარდება ამ პერიოდში. რაც შეეხება, შუალედურ გამოცდებს, სამინისტროს რეკომენდაციით უნივერსიტეტებმა მშვენივრად მოახერხეს ამის ადაპტაცია და ეს პრობლემა მოხსნილია”, – თქვა მინისტრმა.

    მისივე თქმით, საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევრების დაცვა სტუდენტისახელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე მოხდება.

    მთავრობის გეგმის მიხედვით, შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპი ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება და გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

  • პატრიარქის განცხადებებს Amin-ს რომ უწერენ, მრევლის ბოლო თაობაა, ეკლესია ჩიხშია – კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ ეკლესია იმ რამდენიმე ათას ადამიანზე დგას, ვინც პატრიარქის ,,შავბნელ” განცხადებებს სოციალურ ქსელში ,,Amin”-ს უწერენ.

    მისი თქმით, ეკლესია ჩიხშია, რადგან შემდეგი თაობა ასეთ ეკლესიაში აღარ მივა.

    ,,პატრიარქის ნებისმიერ შავბნელ განცხადებას რომ სოციალურ ქსელებში რამდენიმე ათასი ადამიანი უწერს Amin, amin, amin, hamin, AMIn, Аминь АМИНЬ. სწორედ ამაზე დგას ეკლესია. ამიტომ უწვება მას პოლიტიკური ელიტა და ფულებს აძლევს ფინანსური ელიტა. მაგრამ ეს ხალხი, გინდ ასაკოვნები, გინდ ახალგაზრდები ამგვარი მრევლის ბოლო თაობაა. მათშიც კი უამრავ ადამიანს თვალი ეხილება. შემდეგი თაობა უბრალოდ დატოვებს ასეთ ეკლესიას.

    შემოსავალი რომ მოაკლდებათ მამაოების დიდი ნაწილიც ერში წავა და სხვა საშოვარზე დადგება. ეკლესია დღეს უკვე არის კატასტროფულ ჩიხში, რომელსაც ვერ ამჩნევს და ამპარტავნულად იბრიქება”,- წერს სოციალურ ქსელში ბასილ კობახიძე.