Category: ახალი ამბები

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 4 სოფელ გეტაში, 2 კი მუშევანშია.  მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ  გუშინ აღებული 156 პირის საკვლევი მასალიდან, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი 6 პირს დაუდასტურდა.

    ამ დროისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 145 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულა რიცხვი ორით გაიზარდა და 51-ი გახდა, გადაცვლილია 3.

  • ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

    ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

    ოთარ ფარცხალაძის ძმა თორნიკე ფარცხალაძე დააკავეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ძმა დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.

    თორნიკე ფარცხალაძე შსს-მ სავარაუდოდ ორი დღის წინ დააკავა და მას თან აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით  სუბოტექსი. თორნიკე ფარცხალაძე ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია და პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. სასამართლო ორშაბათს არის ჩანიშნული.

    როგორც “მთავარ არხი” ავრცელებს ინფორმაციას, ისინი  ყოფილ პროკურორს კუთვნილ ნომერზე დაუკავშირდა, თუმცა მამაკაცმა, რომელმაც ტელეფონს უპასუხა, უარყო რომ ის ფარცხალაძეა, მან ასევე არ დაადასტურა, თორნიკე ფარცხალაძის დაკავება: გეშლებათ…არ არის ეს ინფორმაცია სწორი, მცდარი ინფორმაციაა” – ამბობს სატელეფონო საუბარში მამაკაცი.

     

  • ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე ოკუპანტები ბორდერიზაციას აგრძელებენ

    ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე ოკუპანტები ბორდერიზაციას აგრძელებენ

    ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფლების – ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”მთავარი” ავრცელებს.

    რუსმა ოკუპანტებმა ადგილზე მიიტანეს მავთულხლართების გროვა, აფართოებენ საგუშაგო პოსტებსაც და ე.წ. საზღვარს ქართული მხარის მიერ კონტორლირებად მხარეს შვიდი მეტრით წევენ.

    ადგილზე რუსი სამხედროების მობილიზაციაა, საბერიო-ფახულანის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა მიიტანეს სამშენებლო მასალებიც. ბორდერიზაციის სამუშაოებისთვის მზადება რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს.

    როგორც უწყებაში განმარტავენ, უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია.

  • 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავეს

    11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავეს

    პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავა.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

  • “გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ მერიის სკუტერები”- რას წერს უკმაყოფილო მომხმარებელი თბილისის მერიის სკუტერებზე

    “გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ მერიის სკუტერები”- რას წერს უკმაყოფილო მომხმარებელი თბილისის მერიის სკუტერებზე

    სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე ნიკა გურგენიძე მერიის ახალ სკუტერებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას მოქალაქეებს უზიარებს. მისი თქმით  ახალი სკუტერები სრულიად გამოუსადეგრია და მოსახოლეობას მოუწოდებს რომ არასდროს ისარგებლონ ამით.

    “გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ მერიის სკუტერები❗️❗️❗️
    – შუა გზაში დაჯდა.
    – მგზავრობა ვერ დავასრულე ბევრი მცდელობის მიუხედავად, აპლიკაცია აგდებდა ერორებს.
    – დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე, ჯერ სანამ გავედი და გადაამოწმეს. მერე მითხრეს, ეს კერძო კომპანიას ეკუთვნის ჩვენ ვერ დაგეხმარებით, იმათ საფორთ მეილზე უნდა გააგზავნო მოთხოვნაო და გავაგზავნე.
    – ამასობაში უამრავი დრო გავიდა და როდესაც იმათმა (კერძო კომპანიამ, მეილის საფუძველზე) ხელით დაასრულეს მგზავრობა, ჩამომეჭრა 14.65.
    – კომპანიას მოვთხოვე ზედმეტი თანხის ანაზღაურება. არც მეილზე მპასუხობენ და არც შიდა აპლიკაციის დახმარების განყოფილებაში.”- წერს ნიკა გურგენიძე.

    ცნობისთვის, 27 აპრილიდან, თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა.  მგზავრობის დაწყების ღირებულება 1 ლარია, ხოლო ყოველი მომდევნო წუთი 35 თეთრი ღირს. ელექტროსკუტერით 1 საათის სარგებლობის ფასი 21 ლარია.

     

     

     

  • “ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსის არსებობის, არა”  – პაატა  იმნაძე

    “ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსის არსებობის, არა” – პაატა იმნაძე

    “ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის გვერდით, მაგის არ სჯერათ.”- ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმანძემ განაცხადა.

    “ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არის გვერდით, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავადებების დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება”, – განაცხადა  პაატა იმნაძემ.

  • თუ იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ხელისუფლებას მაინც და მაინც პომპეომ მიმართოს, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება –  თორნიკე შარაშენიძე კონგრესმენებისა და სენატორების წერილზე

    თუ იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ხელისუფლებას მაინც და მაინც პომპეომ მიმართოს, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება – თორნიკე შარაშენიძე კონგრესმენებისა და სენატორების წერილზე

    კონგრესმენებისა და სენატორების გზავნილი უპრეცედენტოდ მძიმეა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ აწერს ხელს, – ამის შესახებ GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი წერილით მიმართვას. მისივე შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ საქმეს იქამდე მიიყვანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიმართოს, უკვე ძალიან გვიანი იქნება.

    „ეს გზავნილი უპრეცედენტოდ მძიმეა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ აწერს ხელს. აქამდე, როცა მსგავსი წერილები იწერებოდა, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ჩააფრინდებოდა ხოლმე დეტალს, რომ ამ წერილებში ნახსენები იყო კომპანია „ფრონტერა“, რომელიც რაღაც ეჭვებს ბადებდა. ამ კომპანიის გარშემო რაღაც კითხვები არსებობს, მაგრამ ახლა ისეთი ვიღაცები აწერენ ხელს და პლუს ამას, წერილში მოხსენიებულია, რომ ამ მდგომარეობაში ბევრი ამერიკული კომპანიაა. გარდა ამისა, იქ საუბარია ირანთან კავშირებზე და ამერიკისთვის ირანი დაახლოებით იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ქსოვილი. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ძალიან მკვეთრი და მძიმე წერილია.ტედ კრუზი ერთეულ სენატორზე გაცილებით მეტია. მაიკ პომპეოს მიმართავენ პირდაპირ და თუ იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ მაინც და მაინც პომპეომ მიმართოს, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება,“ – განაცხადა შარაშენიძემ.

    ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს”.

  • ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა, ეს კომპლიმენტია, რადგან ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია – უგულავა

    ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა, ეს კომპლიმენტია, რადგან ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია – უგულავა

    ახალი ხელისუფლება როდესაც ხარ ბევრი რაღაც გეპატიება, მაგრამ როდესაც ორი ვადის ბოლოში ხარ აღარაფერი აღარ გეპატიება, მითუმეტეს, მაშინ როდესაც წამდაუწუმ იტყუები და ატყუებ შენს პარტნიორებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას არც საერთაშორისო საზოგადოება აღარ აპატიებს რამეს.

    ამასთანავე, უგულავამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების გადაწყვეტილებები შეაფასა და მას სამოსანი უწოდა.

    „კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა და ეს კომპლიმენტია იმიტომ, რომ ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია. ზოგადად სკოლიდან, ალბათ, გახსოვთ როგორი უტიფარი თვითკმაყოფილების მქონე სახე აქვს ოროსანს, როცა სამიანს მიიღებს, დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილი სახეებით ვხედავ დღეს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“, რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს. მთავარია ეს ჯამი ანუ ერთობა და თანხმობა პრინციპულ საკითხებზე. განვლილმა თვეებმა აჩვენა, რომ ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს, სხვა შემთხვევაში ივანიშვილი უკვე რამდენი ხანია ცდილობს გათიშვას და მერე ბატონობას, მაგრამ ეს არ გამოსდის, ეს მან ფულით სცადა, შემდეგ დაპატიმრებებით, მაგრამ იღებს საპირისპიროს. ამიტომ თუ იქნება ერთობა და ამავდროულად მრავალფეროვნება – ერთობა მაჟორიტარების ნაწილში, იმიტომ რომ ხელისუფლების მიტაცებას ივანიშვილი კვლავ მაჟორიტარების საშუალებით ეცდება, მრავალფეროვნება კი იმას ქვია, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველია, რომელსაც შეიძლება საერთოდ ახალი პარტია უნდა, ამიტომ ამის შესაძლებლობებიც უნდა არსებობდეს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

  • 17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ

    17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ

    ” ხვალ რამდენიმე მანქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს “- ეს განცხადება არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილმა  17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით სასულიერო პირები ქალაქს მანქანით შემოივლიან და ქუჩებს აკურთხებენ.

    “17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხალხთან ერთად იმართებოდა მსვლელობა. წელს მსვლელობა ვერ იქნება… ხვალ რამდენიმე მანქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს”, – აცხადებს არქიმანდრიტი.

    17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს საპატრიარქომ ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა.

  • დაკავებულია რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი-სახელმწიფოს ზარალი 3.5 მილიონს აღემატება

    დაკავებულია რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი-სახელმწიფოს ზარალი 3.5 მილიონს აღემატება

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

    ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე, განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, რომელიც 3 მილიონ 500 000 ლარს აღემატება.

    ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა, თორნიკე ბიბილეიშვილმა გააკეთა.

    „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და გამოყენების ფაქტების გამოსავლენად.

    საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს ოთხი პირი.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე, განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, რომელიც სამ მილიონ 500 000 ლარს აღემატება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

    გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ იქნა ბრალდებულთა უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ხსენებული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, – განაცხადა თორნიკე ბიბილეიშვილმა.