Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა, სულ ინფიცირებულია 695 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზეა განთავსებული.

    ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 425 პაციენტი, ხოლო 12 ადამიანი გარდაცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.

  • რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან საქართველოში

    რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან საქართველოში

    ხვალიდან, 18 მაისიდან მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული

                                                   4 შეზღუდვა იხსნება:

    • გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დაცული უნდა იყოს ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია.
    • მოიხსნება 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. შეზღუდვა ასევე არ იხსნება ავტომობილით 3-ზე მეტი პირის გადაადგილებაზე.
    •  ხვალიდან მარნეული გაიხსნება. 18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება. შესაბამისად, ამ რეგიონის მოქალაქეებსაც შეეძლებათ მუნიციპალიტეტში შესვლა და გასვლა.
    •  18 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

     

     

  • სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო – ირაკლი ოქრუაშვილი

    სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო – ირაკლი ოქრუაშვილი

    “სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო”- ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

    „ამ ყველაფრის შედეგად არავის მიმართ არ მაქვს რევანშის გრძნობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვრონ მშვიდად. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, არამედ ამ ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს და ყველას შვილებისთვის იყოს ნორმალური გარემო.

    ადრე თუ გვიან დამთავრდეს ეს დავიდარაბა და ვკამათობდეთ, ვდავობდეთ იმაზე, თუ როგორი იქნება სოციალური სფერო, განათლება, როგრი იქნება უსაფრთხოება და არა იმაზე, ვინ იქნება ხვალ პარლამენტში და როგორი წარმომადგენლობით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

  • ივანიშვილზე მოხდა ზეწოლა, ივანიშვილმა მოახდინა სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა  – ალეკო ელისაშვილი

    ივანიშვილზე მოხდა ზეწოლა, ივანიშვილმა მოახდინა სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა – ალეკო ელისაშვილი

    სახეზე ეწერა სალომე ზურაბიშვილს რომ არ უნდოდა იმის თქმა, რისი თქმაც აიძულეს” – ეს განცხადება “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით ბიძინა ივანიშვილმა აიძულა სალომე ზურაბიშვილი რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეეწყალებინა.

    ”ივანიშვილზე მოხდა ზეწოლა, ივანიშვილმა მოახდინა სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა და სახეზე ეწერა სალომე ზურაბიშვილს. ისედაც ძლივს ლაპარაკობს ქართულად და გუშინ საერთოდ ვერ უყრიდა თავს წინადადებებს და აშკარად ეტყობოდა, რომ არ უნდოდა იმის თქმა, რისი თქმაც აიძულეს”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • დღეს დავურეკე უგულავას და ვუთხარი შენი დაჭერა გამიხარდა თქო – ირაკლი ოქრუაშვილი

    დღეს დავურეკე უგულავას და ვუთხარი შენი დაჭერა გამიხარდა თქო – ირაკლი ოქრუაშვილი

    “დღეს დავურეკე და გიგი უგულავას გავეხუმრე,შენი დაჭერა გამიხარდა მეთქი შენმა დაჭერამ საბოლოო ნიშანი მომცა, რომ ჩემი გათავისუფლება ახლოს იყო თქო” – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

    „დღეს დავურეკე გიგი უგულავას  და გავეხუმრე. პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა. მაგრამ არის ერთი ადამიანი ვისი დაჭერაც გამიხარდა მეთქი.

    ამ მონოლოგს რომ უსმენდა, სიჩუმე იყო მისი მხრიდან. მკითხა ვისი დაჭერა გაგიხარდაო. შენი დაჭერა გამიხარდა მეთქი, შენმა დაჭერამ საბოლოო ნიშანი მომცა, რომ ჩემი გათავისუფლება ახლოს იყო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

     

  • წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია – დავით ბერძენიშვილი

    წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია – დავით ბერძენიშვილი

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დასავლელი პარტნიორების მწვავე გზავნილებს ეხმაურება. საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილს, სადაც ივანიშვილის რუსეთთან მოკავშირეობაზეა აქცენტი გაკეთებული.

    “წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია.ივანიშვილმა უკვე ისე შეტოპა, რომ თავს დამანებებენ – ამით თავს ვერ დაიმშვიდებს იმიტომ, რომ როდესაც ძალიან გავლენიანი კანონმდებლები საკუთარ მთავრობას წერენ, რომ საჭიროა, უკვე სერიოზული რეგიარება, ბიძინა ივანიშვილი, ახლა წარმომიდგენია, რა შეშინებულია, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

  • მმართველი პარტიის რეაქცია ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ – სალომე ზურაბიშვილი

    მმართველი პარტიის რეაქცია ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ – სალომე ზურაბიშვილი

    ” მმართველი პარტიის რეაქცია, ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ – სალომე ზურაბიშვილი” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე მმართველი პარტიის რეაქციას TV პირველის ჟურნალისტთან.

    “ჩემი გადაწყვეტილება ჩემია და ესეც ნათლად ჩანს ჩემს გამოსვლაში, რომლის ყველა სიტყვა ავწონ-დავწონე. რაც ეხება მმართველი პარტიის რეაქციას, ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ. დანარჩენი ლოგიკურად მათგან უნდა გაიგოთ”, –  განაცხადა  ზურაბიშვილმა  TV პირველთან.

  • ბელარუსში რადიო თავისუფლების თანამშრომლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ

    ბელარუსში რადიო თავისუფლების თანამშრომლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ

    ბელარუსში ავტოკატასტროფაში დაიღუპა რადიო თავისუფლების ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ (Current Time-ის) პროექტის, „უცნობი ბელარუსის“ ორი თანამშრომელი: ვლადიმირ მიხაილოვსკი და მაქსიმ გავრილენკო.

    მათთან ერთად მყოფი რეჟისორი, ლიუბოვ ზემცოვა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში.

    „ეს არის ყველაზე ცუდი ამბავი, რაც კი შეიძლება არსებობდეს“, განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ. „ეს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები იყვნენ შესანიშნავი, ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები, ისინი იყვნენ მონაწილე ახალი ინიციატივისა, რომელიც დავიწყეთ, რათა ბელორუსიის შესახებ გვქონოდა საუკეთესო ამბები მათთვის, ვინც ცოტა, ან არაფერი იცის ამ ქვეყნის ხალხის შესახებ“. „ისინი თავიანთ საქმეს ასრულებდნენ სიახლისა და იმედის სულისკვეთებით, რასაც ყველა ვგრძნობდით, თქვა ფლაიმ და მიხაილოვსკისა და გავრილენკოს დაკარგვას „გამანადგურებელი“ უწოდა. „ ჩვენ რადიო თავისუფალ ევროპა/ რადიო თავისუფლებაში ყველა ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ზემცოვა გადარჩეს, დასძინა ფლაიმ და აღნიშნა, რომ ზემცოვას 14 მაისს დაბადების დღე ჰქონდა.

    მანქანას, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით, შემხვედრ ზოლზე მომავალი ავტომობილი.

    შემთხვევა მოხდა ჰომელიდან მინსკისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე. პროექტის მონაწილეები იღებდნენ პროგრამას მოხალისეების შესახებ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარებოდნენ.

    „უცნობი ბელარუსი“ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ახალი პროექტია, ეთერში გავიდა მისი ოთხი ეპიზოდი.

    წყარო: რადიო თავისუფლება

  • ოთარ ფარცხალაძის ძმას  პატიმრობა შეეფარდა

    ოთარ ფარცხალაძის ძმას პატიმრობა შეეფარდა

    ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

    სამართალდმაცავებმა ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას 1 აბი “სუბოქსინი” აღმოუჩინეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

  • არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის  დაკავებული ბიძინა ივანიშვილის ნათესავია

    არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული ბიძინა ივანიშვილის ნათესავია

    ცოტახნის წინ პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავა. როგორც ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს ინფორმაციას დაკავებული  მამაკაცი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და მეზობელია.

    დაკავებული ახალგაზრდა ბიზნესმენი ბესიკ ივანაშვილი,  “ქართული ოცნების” თავმდჯომარის მეზობელია და მის ოჯახთან დაახლოებეულ პირად ითვლება. ის ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იგებდა ტენდერებს იმერეთის რეგიონში და მასზე ოპოზიცია ხშირად საუბროდა, რომ შესყიდვები სწორედ მის კომპანიაზე იყო მორგებული.

    ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო – გამოძიება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.