Category: ახალი ამბები

  • ისანში პატრულის მანქანა მამაკაცს დაეჯახა

    ისანში პატრულის მანქანა მამაკაცს დაეჯახა

    ისანში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მოქალაქეს პატრული დაეჯახა. ალექსანდრე ჯანგულაშვილის თქმით, ის შუქნიშანზე გადადიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა შეეჯა.

    „გადავდიოდი შუქნიშანზე, მწვანე იყო. ამ დროს საპირისპირო მხრიდან გამოვარდა პატრულის მანქანა, ეტყობა ეჩქარებოდა და დამეჯახა“, – განაცხადა ჯანგულაშვილმა.

    დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაიყვანილი.

  • ქუთაისში პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მეზობლის დაკავების საშუალება არ მისცეს – შსს

    ქუთაისში პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მეზობლის დაკავების საშუალება არ მისცეს – შსს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში პოლიციელს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა ადამიანი, რომელსაც კომენდანტის საათის შემდეგ გარეთ ყოფნის გამო შენიშვნა მისცეს. უწყების ცნობით, მეზობლებმა მისი დაკავების საშუალება არ მისცეს და მათაც სიტყვიერი და ფიზიკური შეყრაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა”, — აღნიშნავენ უწყებაში.

    სამინიტროს პოლიციელების დაზიანების ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.

    ადგილობრივები აცხადებენ, სამართალდამცველები 15 წლის გოგონას და მის მეგობრებს  ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციამ გარეთ მდგომ ახალგაზრდებს სახლში შესვლისკენ მოუწოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა.

    15 წლის გოგონას დედის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციელებმა ადამიანები დაიცვან, სამართალდამცველებმა მისი ქალიშვილი სცემეს. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე სოციალურად დაუცველი მობინადრეების კორპუსში მოხდა.

    ფორმულა გოგონას ფოტოს ავრცელებს:

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

  • კანონპროექტზე სპეკულაციები უადგილოა, ის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება – ხუნდაძე

    კანონპროექტზე სპეკულაციები უადგილოა, ის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება – ხუნდაძე

    საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ახალი კანონპროექტის ინიციატორი, დიმიტრი ხუნდაძე აცხხადებს, რომ კანონპროექტზე სპეკულაციები უადგილოა, რადგან კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

    „ასეთი მოსაზრება მცდარია. არსებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუკი მას პარლამენტი მხარს დაუჭერს. ასევე, პარლამენტი ამ კანონმდებლობით რა თქმა უნდა, არ წყვეტს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში მკვეთრად არის განსაზღვრული ის პირობა, რა შემთხვევაშიც ეს რეგულაციები იმოქმედებს. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში და ადგილობრივი ბერკეტი ამ სტატუსის გამოცხადებისთვის საკმარისი არ არის.

    ასე, რომ სპეკულაციები უადგილოა, ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს პანდემიას ან საშიში ინფექციების გავრცელებას“,-განაცხადა ხუნდაძემ.

    ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

    პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

    მისი ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

  • კინზინგერი: მოველი შეთანხმების შესრულებას

    კინზინგერი: მოველი შეთანხმების შესრულებას

    კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება. „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად, კონგრესმენის ოფისმა განაცხადა:

    „კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს შეთანხმების განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ – აცხადებს კონგრესმენ კინზინგერის ოფისი.

    გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გასულ კვირას გამოეხმაურა ასევე შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი.

    „მივესალმებით დღეს ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა”, – განაცხადეს მათ.

    ერთობლივ განცხადებაში სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ. „ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

    პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ვხედავ, რომ რურუას მიმართ ბრალდებები ყალბია, ისინი უნდა მოიხსნას – ანა ფოტიგა

    ვხედავ, რომ რურუას მიმართ ბრალდებები ყალბია, ისინი უნდა მოიხსნას – ანა ფოტიგა

    ევროპარლამენტის წევრი, ანა ფოტიგა აცხადებს, რომ გიორგი რურუას მიმართ არსებული ბრალი ყალბია და ისინი უნდა მოიხსნას.

    მისივე თქმიტ, მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე, ამასთან, იმედს გამოთქვამს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

    “საქართველო ჩვენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური ჯგუფები ერთსულოვნად უჭერენ მას მხარს.

    საქართველოში ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა ჯერაც ოკუპირებულია და უზარმაზარი სტრესის ქვეშაა. არ სრულდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ყოველდღე ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას.

    ჩვენ გაოგნებულები ვიყავით გასული წლის ივნისის მოვლენებით. დიახ, იყო ემოციური რეაქციები, მაგრამ ჩვენ მაინც ამაყად მხარს დავუჭერთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას.

    მე მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიდგომას უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა აღვნიშნო გიორგი რურუა – ის დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედიის მფლობელია.

    პოსტსაბჭოთა სივრცეში და ოპოზიციაში ყოფნის მთელი ჩემი გამოცდილებით, მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ყალბია. მას ეს ბრალდებები უნდა მოეხსნას. მე იმედი მაქვს, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იქნება და 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი არჩევნები ჩატარდება.

    მე დაჟინებით მოვუწოდებ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენლობას, გამოხატონ მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გაუწიონ მათ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა”, – თქვა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

  • პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას – ევროპარლამენტარი მაკალისტერი

    პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას – ევროპარლამენტარი მაკალისტერი

    ევროპარლამენტარი დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა.

    მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.

    ,,მე ასევე მივესალმე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას 15 მაისს, რაც არის მნიშვნელოვანი ასპექტი 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესასრულებლად. კერძოდ, მე მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას, პოლიტპატიმრის, რომელიც 3-წელიწადნახევრის წინ თბილისში, ციხეში მე თვითონ ვნახე.

    მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გათავისუფლდა, ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის საქმეც ცნობილია, კვლავ ელოდება თავის გათავისუფლებას და მინდა, რომ ვკითხო ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR), დგას თუ არა ეს საკითხი ჩვენთვის და რას ვაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე”,- თქვა მაკალისტერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხის განხილვისას.

     

  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე – მიკსერი

    კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე – მიკსერი

    ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების გადაწყვეტილება პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

    მისი თქმით, საკონსტიტუციური ცვლილებები და შეთანხმებები დროულად უნდა განხორციელდეს.

    „მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად კოვიდ-19 გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე“,- განაცხადა მიქსერმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს არ უჭერს ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საერთაშორისო კანონებს.

    ,,რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირი, მნიშვნელოვანია ნათლად იყოს გაგებული, რომ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას, მათ შორის მათ სურვილს დაუახლოვდნენ ევროპას და ევროკავშირის სტრუქტურებს”,- განაცხადა მიკსერმა.

  • დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედება შეეძლოს – მდინარაძე

    დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედება შეეძლოს – მდინარაძე

    უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

    მისი თქმით, ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, ან კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელიც მთავრობას შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალებას მისცემს.

    “ახლა ჩვენ ვდგავართ რამდენიმე არჩევანის წინაშე: ერთი, ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას ჰქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები. ან უნდა ვთქვათ, რომ ბოდიში ჟარგონისთვის, მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება ათეული ასეული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა.

    მე მგონია და ეს გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს კანონში, რათა მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს,“- განაცხადა მდინარაძემ.

    ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

    პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

    მისი ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

  • ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშე შეძლებს

    ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშე შეძლებს

    ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. კანონში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება ხვალ, 20 მაისს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

    კანონი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

    IPN-ის ინფორმაციით, ამჟამინდელი კანონით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი კი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

    კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ყველა ამ ღონისძიების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად პარლამენტის მხარდაჭერა არ დასჭირდება.

    კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ “პროცესები უმართავი არ გახდეს.” ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

    კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

    კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ 17 მაისს განაცხადა, რომ მთავრობას მიენიჭება უფლება, პანდემიის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლოს “კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე კრიზისის დარეგულირება, რომ მან შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა”.

  • ოპოზიციას შეუძლია დატოვოს თავიანთი საყვარელი სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ – კობახიძე

    ოპოზიციას შეუძლია დატოვოს თავიანთი საყვარელი სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ – კობახიძე

    ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერ, ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპოზიციას შეუძლია თავიანთ საყვარელ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭიროს, თუმცა მისი ჩავარდნის პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.

    მისივე თქმით,საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი პარტია მხარს დაუჭერს.

    “საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასწყვეტია. მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, ჯერ როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, როდესაც მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენი სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს”, — განაცხადა კობახიძემ.

    მისივე ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე სამი მოსმენით ივნისის ბოლოს გავა.