Category: ახალი ამბები

  • თუ ჩემი განცხადება ვინმეს ხმის მოცემას გადააფიქრებინებს, ნუ მომცემს – მელია ლგბტ ადამიანებზე

    თუ ჩემი განცხადება ვინმეს ხმის მოცემას გადააფიქრებინებს, ნუ მომცემს – მელია ლგბტ ადამიანებზე

    ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ ლგბტ ადამიანების უფლებებზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ მისი განცხადება ამომრჩეველს ხმის მიცემას გადააფიქრებინებს, ნუ მისცემს.

    მისი თქმით, არ სჭირდება ისეთი ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზადაა განსხვავებულობის გამო თავი გაუჩეჩქვოს თანამოქალაქეს.

    ,,თუ გვინდა ჩვენ ვიაროთ განვითარების გზაზე, ყველამ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი თუ სხვა. თუკი ჩემი განცხადება, მაგალითისთვის, რომელიმე პოტენციურ ამომრჩეველს გადააფიქრებინებს ჩემთვის ხმის მოცემას, პირობითად ვამბობ, დაე, არ მომცეს. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ასეთი ამომრჩევლის ხმა არ მჭირდება, რომელიც მზად არის თავი გაუჩეჩქვოს რომელიმე თანამოქალაქეს იმიტომ, რომ ის არის განსხვავებული, უცნაური კი არ არის, განსხვავებულია”,- თქვა მელიამ ტვ პირველზე.

    მელია აცხადებს, ყველანაირი ადამიანი უნდა ვაღიაროთ თანასწორად, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი თუ სხვა – „ეს ორჯერ ორი ოთხია“.

    ,,ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თანასწორი, ყველა ადამიანს ხალხნო. და მარტო 17 მაისი და ცალკე აღებული თარიღი კი არ უნდა იყოს ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის საპატივცემულოდ. დრო არის საჭირო, რამდენიმე წელიწადი ალბათ, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ბევრი საბჭოთა მენტალობის ადამიანი ცხოვრობს”,- ამბობს ნიკა მელია.

     

  • მამა გიორგიც პოლიტპატიმარია, რომლის გამოსვლა არ აწყობთ – მამა ანდრია სარია

    მამა გიორგიც პოლიტპატიმარია, რომლის გამოსვლა არ აწყობთ – მამა ანდრია სარია

    მამა სარია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის პატირობიდან გათავისუფლების საკითხს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძეც პოლიტპატიმარია, რომელსაც მხოლოდ იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ საპატრიარქოზე ბევრი ინფორმაცია აქვს.

    ,,მამა გიორგი სწორედ პოლიტაპტიმარია, ოღონდ პოლიტიკური სახელმწიფოს და საპატრიარქოს მხრიდან, ორივე მხრიდან, ანუ ორმაგი შეიძლება ასე ითქვას. მისი გამოსვლა არ აწყობთ. ფაქტობრივად, გაშიშვლდება ის სიბინძურე, რასაც სჩადიოდნენ სახელმწიფო და ეკლესია ერთდროულად. მამა გიორგი არაერთგზის აღნიშნავდა, რომ მას აქვს უამრავი ფაქტები საეკლესიო დარღვევების შესახებ, რამაც უნდა გაწმინდოს ეკლესია და ხელისუფლება,”- აცხადებს მამა ანდრია სარია.

    მისივე თქმით, ის პატრიარქის პირადი პატიმარია, რომელიც ყველამ დაივიწყა.

  • “დარჩი სახლში” მგონი უნდა დარჩეს, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან – ეზუგბაია

    “დარჩი სახლში” მგონი უნდა დარჩეს, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სლოგანი “დარჩით სახლში” ძალაში უნდა დარჩეს და ადამიანები სახლიდან აუცილებელი საქმის გარეშე არ უნდა გავიდნენ.

    “დარჩი სახლში — მემგონი უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში გავიდეთ. რამოდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავლობა, ქუჩებში, ეზოებში, მე მოსახლეობას ვთხოვდი, მაინც თავი შევიკავოთ, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან და შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. მიღებული შედეგების გამყარებისთვის, აუცილებელია, ჯერ ჯერობით, კვლავ მეტნაკლებად თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ”, — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    მისივე თქმით, თუ მონაცემები სტაბილური დარჩება, შეგვეძლება თქმა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პირველი შემოტევა გადაილახა. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ,,არ უნდა გავთამამდეთ და თვითშეზღუდვები დავიწესოთ”.

    დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 702 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 456, ხოლო გარდაცვლილია 12 ადამიანი.

  • იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც – სოლოღაშვილი

    იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც – სოლოღაშვილი

    ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, იზოლაცია აისახა არამხოლოდ COVID-19-ის გავრცელებაზე, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც.

    “ჩვენ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გააგრძელოთ და ყველა იმ მოწოდების დაცვა, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამასთან, იზოლაცია სეზონურ გრიპებზეც აისახა და სხვა ინფექციურ დაავადებებზეც. იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა არამხოლოდ კოვიდ-19-ის, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც,” – თქვა სოლოღაშვილმა.

    მისივე თქმით, კლინიკას დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, 2 პაციენტი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

  • მახარებს ეს ამბავი – კინზინგერი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    მახარებს ეს ამბავი – კინზინგერი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

    კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოელის.

    „[კონგრესმენს] ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს [შეთანხმების] განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ – აცხადებს კონგრესმენის ოფისი ,,ამერიკის ხმასთან”.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. მანამდე ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, შეესრულებინათ 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 702-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 702-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 702 გახდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    19 მაისის მდგომარეობით კორონავირუსისგან კიდევ 24 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 456. ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 24 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 456

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 24 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 456

    საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 24-ით გაიზარდა და 456 გახდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 12 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

  • “არ უნდა მიიღო სამუშაოდ ნოდარ მელაძისნაირი ახალგაზრდები“–უცნობი ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს

    “არ უნდა მიიღო სამუშაოდ ნოდარ მელაძისნაირი ახალგაზრდები“–უცნობი ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს

    მომღერალი და რადიო უცნობის დამფუძნებელი, გიორგი გაჩეჩილაძე ტვ პირველის დირექტორს, ინგა გრიგოლიას ნოდარ მელაძის სამსახურში მიღების გამო შეცდომის აღიარებას სთხოვს. გადაცემა “უცნობ კიდობანში“, რომელიც რადიო უცნობის ეთერში გადის სტუმრად მყოფ ინგა გრიგოლიას გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ უთხრა, რომ ნოდარ მელაძე სამსახურში არ უნდა მიეღო. შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძემ ცოტა ხნის წინ მთავარი არხი დატოვა და ტვ პირველში თავის გუნდთან ერთად გადავიდა. ინგა გრიგოლია ამბობ

    ს, რომ ნოდარ მელაძე საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო ნიუსმეიქერია და ამიტომ მის მოსაზრებას ვერ დაეთანხმება. უცნობი ნოდარ მელაძეს ცილისმწამებელს უწოდებს:

    „ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი. მე გეუბნები, როგორც გავლილი ისტორია. ჩემს ზურგზე გადატეხილ ისტორიას გეუბნები, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი. კარგი მენეჯერი არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია, რომ იყოს კარგი ადამიანი, კარგი დირექტორი და ა.შ. მე შენს შეცდომად მიმაჩნია, რომ ის სამსახურში აიყვანე“– თქვა უცნობმა.

    ინგა გრიგოლია მას ურჩევს თუ ვინმემ ცილი დასწამა სასამართლოში უჩივლოს. მისთვის კი სამსახურში ჟურნალისტის მიღებისას მთავარი პროფესიონალიზმია.

  • “მე პოლიტპატიმრები არ შემიწყალებია“–სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს ტვიტერზე შენიშვნა მისცა

    “მე პოლიტპატიმრები არ შემიწყალებია“–სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს ტვიტერზე შენიშვნა მისცა

    ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც სხვა კოლეგებთან ერთად აქტიურად მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა ტვიტერის გვერდზე სტატუსი დაწერა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმა.

    “მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის @Zourabichvili_S მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას. #საქართველო #Georgia“ – დაწერა ევროპარლამენტარმა .

    საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარის ტვიტი საკუთარ გვერდზე გააზიარა და თან კომენტარი დაურთო:

    “უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მე არ შემიწყალებია “პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მადლობელი ვიქნებოდი, თუ ამ ფაქტს გაითვალისწინებთ საქართველოში არსებული სიტუაციის კომენტირებისას.“– დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

     

  • ვანო მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ– ოქრუაშვილი

    ვანო მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ– ოქრუაშვილი

    “მან შეიძლება მაქსიმუმ მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი მწვერვალზე ასვლა.“ ასე პასუხობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილი ფორმულას ეთერში კითხვას ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ის მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ხედავს. კითხვაზე, იქნება თუ არა ის მერაბიშვილის მაჟორიტარობის წინააღმდეგი, ოქრუაშვილი პასუხობს:   “ალბათ კი,  თუ ეს შეეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას“.