Category: ახალი ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ფაქტი გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ფაქტი გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 67 შემთხვევა გამოვლინდა.

    უწყებაში ამბობენ, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 59 მოქალაქე დაჯარიმდა. ასევე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს 6 ადამიანი. თვითიზოლაციის წესის დარღვევის კი 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი განიკურნა, დაინფიცირდა 6

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი განიკურნა, დაინფიცირდა 6

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი განიკურნა, დაინფიცირდა 6. სულ COVID-19 713 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან 475 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში არის 3 519 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 351.

  • “არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე“–სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებზე

    “არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე“–სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებზე

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სენატორი რიში, რომელმაც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში სიტყვა “პოლიტპატიმარი” ახსენა, ცუდად ინფორმირებულია.

    როგორც პრეზიდენტმა “ღამის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება და ამაში ყველა ერთად უნდა ჩაერთოს.

    “შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ რომელიმე საელჩოს ელჩი ან თანამშრომელი და ხარ გართული ძალიან ბევრი, სხვადასხვა მიმართულებით. ყველაფერს ვერ ფარავ, მით უმეტეს მაშინ, როცა პატარა ქვეყანა ხარ და, მით უმეტეს, კორონავირუსის კრიზისის დროს.

    ამ ვიღაც სენატორების თუ პარლამენტარების გამონათქვამები, ეს ერთ წუთში არ იცვლება. ეს ყველას გასაკეთებელია და არა მხოლოდ საელჩოების. იგივე ჩემი, მეტი შეხვედრები და მეტი აქტიურობა.

    ჩართული ვარ და პირველი, რომელმაც გამოთქვა ჩემი გამოსვლის მერე, რომ გავათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები, მიიღო პირველი პასუხი, მაგრამ ეს არ იქნება უკანასკნელი.

    არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე. თუ არ შევხვდები კონფერენციაზე ან სხვა მსგავს პირობებში, მაგრამ მე ვაპირებ, რომ ძალიან კატეგორიულად, მაქვს ამისი ყველანაირი უფლება, რადგან მე ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, ყველას მოვთხოვო, რომ თავისი მხრიდანაც გამონახოს თავის თავში თავშეკავება და ეს იქნება აუცილებელი. ამას მივყვები, ეს იქნება “ტვიტერის” პასუხებით თუ პირადი კონტაქტებით,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • მოძრაობა “სირცხვილიამ“ რურუაზე მომზადებული მთავარი არხის სიუჟეტი გააპროტესტა. რა არ მოეწონათ აქტივისტებს და რატომ მიიღეს მწვავე კრიტიკა

    მოძრაობა “სირცხვილიამ“ რურუაზე მომზადებული მთავარი არხის სიუჟეტი გააპროტესტა. რა არ მოეწონათ აქტივისტებს და რატომ მიიღეს მწვავე კრიტიკა

    მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს “ახალგაზრდა თანამებრძოლების მილოცვა გიორგი რურუას“ კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. სიუჟეტში მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები გიორგი რურუას დაბადების დღეს ულოცავენ, მასთან ურთიერთობაზე და იმ მხარდაჭერაზე საუბრობენ, რომელიც მთავარი არხის ერთ–ერთმა მეწილემ საპროტესტო მოძრაობას აღმოუჩინა.

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/584778212226768/ 

    სიუჟეტი მთლიანად ინტერვიუებზე და კადრებზეა აწყობილი,თუმცა როგორც გაირკვა, მოძრაობა სირცხვილიას წევრებს ის კონტექსტი არ მოეწონათ, რომელშიც მათი ინტერვიუები აღმოჩნდა. ახალგაზრდა აქტივისტები სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა გიორგი რურუას მხარდაჭერის გამო, რომელიც დღეს დასავლეთის მიერ პოლიტპატიმრად არის აღიარებული, თუმცა რურუას მხარდამჭერებს შეახსენეს, რომ  მისი წარსულის შესახებ არაერთი კითხვა არსებობს. მოძრაობა “სირცხვილიამ“ საკუთარ გვერდზე საღამოს განცხადება გამოაქვეყნა:

    “ვეხმაურებით სიუჟეტს, რომელიც დღეს გავიდა “მთავარი არხის” ეთერში. საბოლოო პროდუქტი, რომელიც იხილა საზოგადოებამ არის მოულოდნელობა ყველა მონაწილისთვის, რადგან ფორმატი და კონტექსტი ჩვენთვის სხვაგვარად იყო მოწოდებული. სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს ვიდეოს მონაწილეებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ მზადდებოდა პოლიტპატიმარ გიორგი რურუასთვის დაბადების დღის მისალოცი სიუჟეტი, რომელშიც მონაწილეობას ბევრი ადამიანი იღებდა.

    კადრებში, რომლებიც საბოლოო ვიდეოში რატომღაც არ მოხვდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რატომ არ უნდა იჯდეს გიორგი რურუა შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, რატომ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და რატომ არის “პოლიტპატიმარი” ის ტერმინი, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს გიორგი რურუას საქმე.

    გარდა ამისა და შაბლონური მილოცვისა, ჟურნალისტი გვესაუბრა გიორგი რურუასთან დაკავშირებულ სხვა თემებზეც, საბოლოოდ კი, მივიღეთ შედეგი, რომელიც აცდენილია მონაწილეების მიზნებს. ხოლო მოძრაობის მიერ გიორგი რურუას მხარდაჭერის მოტივებს ადეკვატურად არ გამოხატავს.

    არ გავურბივართ ჩვენს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ პასუხისმგებლობებს, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ თუ ვიდეო მზადდებობდა მხოლოდ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებით და ამგვარი პათოსით, ეს ამბავი წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო ჩვენთან.

    თავის მხრივ, ჩვენც უნდა გამოგვეჩინა მეტი წინდახედულება, რომ არ შეგვეტანა ჩვენი წვლილი ბუნდოვანი კონტექსტის სიუჟეტის მომზადებაში. ვფიქრობთ, რომ არასწორი აქცენტების დასმა ბრძოლისთვისაც კონტრპროდუქტიულია, რადგან გიორგი რურუა ვინმესთან მეგობრობის გამო კი არ უნდა გამოუშვან ციხიდან, არამედ იმიტომ, რომ არსებული ბრალდებები არის მოგონილი, პოლიტპატიმრების ყოლა კი ქვეყნის იმიჯისთვის დამანგრეველია. სწორედ ამაზე მიუთითებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და სწორედ ამიტომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაც.

    შესაბამისად, ვიღებთ კრიტიკას და ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის.
    გმადლობთ.“– ნათქვამია “სირცხვილიას“ განცხადებაში.

    ამ განცხადებას არანაკლები კრიტიკა მოჰყვა. მოძრაობის წევრებს ზოგმა უმადურები უწოდა, განცხადებას კი შოკი და “სირცხვილი“.

  • ლევან ვასაძის დის კომპანიისგან თავდაცვის სამინისტრო უკონკურენტო ტენდერით ჩოხებს ყიდულობს

    ლევან ვასაძის დის კომპანიისგან თავდაცვის სამინისტრო უკონკურენტო ტენდერით ჩოხებს ყიდულობს

    ლევან ვასაძის დის კომპანიის, “სამოსელი პირველისგან“ თავდაცვის სამინისტრო 80 ჩოხას ყიდულობს. უკონკურენტო ტენდერი 116 000 ლარიანია. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს“.

    თავდაცვის სამინისტრომ 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შესაძენად 9 მარტს ტენდერი გამოაცხადა – შესასყიდ თანხად 116,000 ლარი განისაზღვრა.

    წინადადების მიღება 12 მარტს დასრულდა და ერთადერთი კონკურსანტი ლევან ვასაძის დის დაფუძნებული კომპანია “სამოსელი პირველი” იყო. თამარ ვასაძე კომპანიაში 85%-იან წილს ფლობს.

    ამ დროისთვის შესყიდვის სტატუსი შერჩევა/შეფასებაა, რაც იმას ნიშვნავს, რომ ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაფორმებულა. ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შეძენა სურს, რომელიც მოიცავს: ნაცრისფერ ჩოხას, თეთრ და შავ ყაბალახს, თეთრ და შავ ახალუხს, 2 ცალ შავ გალიფეს, 20 ცალ მასრას, ქამარს, ჩიხოლსა და ხანჯალს.

    “სამოსელი პირველიდან” ნივთები უწყებებს, სააგენტოებსა და თვითმართველობის ორგანოებს აქამდეც შეუძენიათ – 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით კომპანიას 107 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან შემსყიდველების უმეტესობა სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ პერიოდში მაღაზიას ჯამურად 135,365 ლარი აქვს მიღებული.

    წყარო: ტენდერი NAT200005045

  • “უკრაინის მხრიდან არაინფორმირება და ჩვენთან ამ საკითხის არგავლა იყო არადიპლომატიური “- პრეზიდენტი სააკაშვილის დანიშვნაზე

    “უკრაინის მხრიდან არაინფორმირება და ჩვენთან ამ საკითხის არგავლა იყო არადიპლომატიური “- პრეზიდენტი სააკაშვილის დანიშვნაზე

    შეკითხვას – მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნა, იქნება თუ არა  მეხუთე პრეზიდენტისთვის შემაფერხებელი გარემოება უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად და რამდენად სწორია ამ დანიშვნის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭებაზე საუბარი საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან -სალომე ზურაბიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში უპასუხა.

    სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს სტრატეგიული პარტნიორის არაინფორმირებულობა უკრაინის მხრიდან არადიპლომატიური ნაბიჯია. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის, მოზომილი და ნორმალური იყო:

    “მე მგონი, პირიქითაა კითხვა დასასმელი, რამდენად სწორია იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც არის ჩვენი ძველი, საუკუნოვანი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც გვაქვს ამდენი საერთო საკითხები გადასაწყვეტი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვართ ის ორი ასოცირებული წევრი, რომელსაც რეალურად აქვს შანსი რომ ევროკავშირთან შიგ შევიდეს, შეიწიოს, ასე ვთქვათ და ჩვენ კიდევ უფრო, მაგრამ ეს ორი ქვეყანაა ძირითადათ. სხვები რეალურად არიან ბევრად შორს ამისგან. ამ დროს ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ, არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ, ვიცი, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, ის ხომ არ არის ვიღაცა. გაფრთხილება და ინფორმირება, არის როგორც მინიმუმი ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა.

    ასე რომ, მე ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული, უკვე არსებობდა ეს ფაქტორი – მის სახელს რაც შეიძლება ნაკლებად ხშირად ვხმარობ, ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური, მე დიპლომატიური ენა ვიცი და რა შეიძლება და რა არა. იყო სრულიად მოზომილი, ნორმალური, რაც უნდა ყოფილიყო. ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ბუნებრივია იმიტომ, რომ ელჩი უნდა იყოს ის, ვინც ამ საკითხებზე გაფრთხილებს და გაძლევს საშუალებას, როგორ უნდ იმოქმედო, აქ არაფერი უცნაური არ არის. დაველოდოთ მომავალს, რამდენად შევძლებთ და შეძლებს უკრაინის ხელისუფლება რომ ჩვენთან ჰქონდეს ის ურთიერთობები, რომელიც გვჭირდება.

    ჩვენ უნდა წავსულიყავით ერთად, ეს იყო ჩემი შეთავაზება და ამას ძალიან პოზიტიურად შეხვდა თავის დროზე ზელენსკი, რომ ერთად ჩავსულიყავით ბრიუსელში და შევხვედროდით იქაურ ხელმძღვანელობას, ჩვენი ერთობლივი, წერილობითი მოთხოვნებით. ბოლო დანიშნული ვიზიტი კოვიდის გამო გადაიდო, ჩვენ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიერ შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული შეურაცხყოფად. არაინფორმირება და ჩვენთან ამ საკითხის არგავლა იყო არადიპლომატიური, მე ამას ვიტყვი მხოლოდ,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • უკრაინული მედიის ცნობით საქართველო მზად არის უკრაინასთან ავიამიმოსვლა 1 ივლისიდან აღადგინოს

    უკრაინული მედიის ცნობით საქართველო მზად არის უკრაინასთან ავიამიმოსვლა 1 ივლისიდან აღადგინოს

    უკრაინული მედიის ინფორმაციით უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვლადისლავ კრიკლი ვიდეოჩართვის საშუალებით ესაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტსრს, ნათია თურნავას და მათ ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს.

    ამის შესახებ უკრაინული ვებგვერდი censor.net.ua უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

    გარდა ამისა, თურნავამ და კრიკლიმ განიხილეს შემდგომი თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებებით.

    უკრაინული მედიის ცნობით ქართველმა კოლეგამ თქა, რომ საქართველო მზად არის საკუთარი საზღვრები საერთაშორისო რეგულარული რეისებისთვის უკვე 1 ივლისიდან გახსნას, და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის აუცილებლობას, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

    კრიკლიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის სწრაფად და სინქრონულად იმოქმედოს, რათა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კოორდინაციით სამგზავრო მიმოსვლისთვის საზღვრები გაიხსნას.

    შესაბამისად, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა უკვე მიმართეს ქართულ მხარეს განცხადებით ფრენის აღდგენის მზადყოფნის შესახებ. ორივე მხარე ამჟამად აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ შექმნას ყველა უსაფრთხო პირობა მგზავრებისთვის ფრენების განახლების შემდეგ.

    მინისტრების ვიდეოშეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც:

    „პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის“ შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის“ – განაცხადა ნათია თურნავამ სამინისტროს ინფორმაციით.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 707

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 707

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდეც 5 შემთხვევა დადასტურდა, სულ ინფიცირებულია 707 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    707 პაციენტიდან გამოჯანმრთელდა 456, ხოლო გარდაიცვალა 12 ადამიანი.

  • რომელი უფლებების შეზღუდვას შეძლებს მთავრობა საგანგებოს გარეშე, თუ კანონპროექტი დამტკიცდება

    რომელი უფლებების შეზღუდვას შეძლებს მთავრობა საგანგებოს გარეშე, თუ კანონპროექტი დამტკიცდება

    პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის ინიცირება პარლამენტში ხვალ მოხდება. კანონპროექტი მთავრობას საშუალებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გაატაროს სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება.

    თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭერს, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს:

    • საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება;
    • პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;
    • საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;
    • ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

    კანონპროექტს მწვავე კრიტიკა მოყვა ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ,,კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ  ადამიანის იმ  ძირითად უფლებათა შეზღუდვას  ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით.

    TI–ს წერს, რომ კანონპროექტში საკარანტინო ღონისძიებების ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ  , ფაქტობრივად, უთანაბრდება საგანგებო მდგომარეობას.

    ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანის შეფასებით, დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ასეთი უფლების მინიჭება სრულიად დაუშვებელია და შემაშფოთებელია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. მისი თქმით, ოპოზიცია ავტორიტარიზმის სურვილს ხედავს.

    პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობამ იმიტომ მიმართა პარლამენტს, რომ ,,ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი”.

    კანონპროექტი ხვალ, 20 მაისს ბიუროს სხდომაზე განიხილება.

  • “არ უნდა იყოს სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და  მედია ხელმძღვანელების წინააღმდეგ“–ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი

    “არ უნდა იყოს სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და  მედია ხელმძღვანელების წინააღმდეგ“–ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი

    ევროპარლამენტის საგარეო საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას  დეპუტატმა რაფაელ გლუქსმანმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით ქართველი ხალხი ქვეყნის პროევროპულ გზას უჭერს მხარს, რისი დასტურიც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებაა.  გლუქსმანი თვლის, რომ ევროპელი დეპუტატების მობილიზებამ გავლენა მოახდინა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე.

    „ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, სადაც შეგვიძლია დავინახოთ რა გავლენას ახდენს ევროპარლამენტი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის პროევროპულ გზას და ჩვენი ხმაც გაიგონეს. ტვიტერის პოსტები ცუდი არ არის და არც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს.  სწორედ ასეთმა მობილიზებამ მოახდინა გავლენა შეწყალებაზე. მაგრამ ჯერ შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის და მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევნები საქართველოს ევროპული გზისთვის ლაკმუსის ქაღალდია. არ უნდა იყოს სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და  მედია ხელმძღვანელების წინააღმდეგ“, – განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე დღეს სვენ მიქსერის მიერ შედგენილ ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია გათავისუფლდეს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი–  გიორგი რურუა.