Category: ახალი ამბები

  • “თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს” – ელისაშვილი კენჭისყრას აპირებს

    “თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს” – ელისაშვილი კენჭისყრას აპირებს

    ალეკო ელისაშვილი საკუთარი საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებასა და მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს – ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

    ელისაშვილის თქმით, ის არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას და ამბობს, რომ ოპოზიციამ მისი პოზიციის შესახებ იცის. ელისაშვილი დღეს ოპოზიციის შეკრებას არ ესწრებოდა, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციასთან კოორდინაციაშია:

    “ხაზზე ვართ. საქმის კურსში ვართ, ჩვენი პოზიცია იციან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ მაჟორიტარებზე ერთმანეთს ხელს არ შევუშლით, დანარჩენზე ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ.

    სერიოზულად ვფიქრობ (მაჟორიტარ კანდიდატობაზე), იქნება ეს ალბათ შეთანხმების ნაწილი. თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს და ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგებით ვიხელმძღვანელოთ.“–აცხადებს ელისაშვილი.

    ის დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუაც გათავისუფლდება. ელისაშვილი  ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” უცნაური თვისება აქვს, როცა “იარაღს ხელში მიაწვდი, ფეხში იმიზნებს და თვითდაზიანებას იღებს”. მისი აზრით, მმართველმა გუნდმა სწორედ ეს გააკეთა, როცა 8 მარტის შეთანხმების დარღვევა დააპირა.

     

  • “საკუთარ თავზე აიღო დარტყმა, სალომე ზურაბიშვილი ბრძენი ქალია ” – გოგა ხაინდრავა ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე

    “საკუთარ თავზე აიღო დარტყმა, სალომე ზურაბიშვილი ბრძენი ქალია ” – გოგა ხაინდრავა ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე

    “ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე”-   ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

    როგორც გოგა ხაინდრავა აცხადებს, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით ძალიან დიდი პრობლემა მოხსნა.

    „ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში სხვა რომელიმე პოლიტიკოსისგან ძნელი წარმოსადგენი იყო და საკუთარ თავზე აიღო დარტყმა. გონიერი ადამიანი ყველა მიხვდება, რამხელა პრობლემა მოხსნა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

  • ქავთარაძეზე კორპუსის ფანჯრებს უკვე აშენებულ კედელში ანგრევენ (ვიდეო)

    ქავთარაძეზე კორპუსის ფანჯრებს უკვე აშენებულ კედელში ანგრევენ (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ქავთარაძეზე ახალაშენებულ კორპუსს ფანჯრებს აშენების შემდეგ უკეთებენ.  ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქ გვერდი ” ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

    “ეს ხდება ქავთარაძეზე ახალ აშენებულ კორპუსს უკეთებენ ფანჯრებს

    თუ ხართ ვინმე მცოდნე გვაინტერესებს , ( დაწერეთ კომენტარი ) კორპუსი რომ შენდება ფანჯრების ადგილი დატოვებული არ უნდა იყოს ? ” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს”

  • ხვალ ვიმსჯელებთ თუ როგორ გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას –  ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი

    ხვალ ვიმსჯელებთ თუ როგორ გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას – ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი

    “ხვალ გაიმრთება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში და  ვიმსჯელებთ თუ  როგორ გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას “- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მწვანეების ჯგუფიდან, ივანიშვილის ყოფილმა მხარდამჭერმა ვიოლა ვონ კრამონმა “დღის სტუმარის” ეთერში ისაუბრა. როგორც ვიოლა ვონ კრამონი აცხადებს, ევროპარლამენტში იმედი აქვთ, საქართველოს მთავრობა ხვდება, რა დევს სასწორის პინაზე.

    “ვიმედოვნებ თქვენი ხელისუფლება ხვდება რა საკითხებია ახლა ზღურბლზე და იმედია სურვილი აქვთ თანმიმდევრობით მიყვნენ ევროინტეგრაციის გზას. სანქციებზე ახლა აუცილებელი არაა ლაპარაკი თუმცა ხვალ გაიმრთება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში. განხილვის მთავარი საკითხი იქნება, თუ  როგორ უნდა  მივუდგეთ და გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას თუ ისინი არ მისდევენ თავიანთ დანაპირებს და არ შეასრულებენ გაცემულ პირობებს.”- აცხადებს, ვიოლა ვონ კრამონი

     

  • თბილისის ცენტრში ლომბარდი დააყაჩაღეს – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

    თბილისის ცენტრში ლომბარდი დააყაჩაღეს – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

    აჩაღობა თბილისის ცენტრში. რამდენიმე წუთის წინ, კოსტავას #44-ში მდებარე ერთ-ერთი ლომბარდი დააყაჩაღეს. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ ვინ არის გარდაცვლილი და რა მოხდა ლომბარდში.

    ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

  • ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ – ნათია თურნავა

    ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ – ნათია თურნავა

    დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენ აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იაროსლავ ნარკევიჩთან გამართა ონლაინ შეხვედრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი.

    „ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მოქალაქეების მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს,“ – განაცხადა მინისტრმა.

  • “ქართულ ოცნებას უნდა ახსოვდეს, რომ სანქციების პრეცედენტი რეგიონში უკვე არსებობს“– დევიდ კრამერი

    “ქართულ ოცნებას უნდა ახსოვდეს, რომ სანქციების პრეცედენტი რეგიონში უკვე არსებობს“– დევიდ კრამერი

    საქართველოს მეგობარმა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა და ფრიდომ ჰაუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ კრამერმა მთავარი არხის ეთერში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს და რომელშიც საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან კავშირებზეა საუბარი:

    “ასეთი წერილი ძალიან უჩვეულოა. მათი შეშფოთება გამოწვეულია უცხოური ინვესტიციების და ამერიკული კომპანიების შევიწროებით, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთთან და ირანთან კავშირებია. ეს არის ძალიან უჩვეულო ამბავი. კონგრესმენები, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან მიმართავენ სახელმწიფო დეპარტამენტს. ამაზე ოფიციალური თბილისიც უნდა დაფიქრდეს.

    მე ვფიქრობ ბოლო წლების განმავლობაში ვაშინგტონის ერთ–ერთი მთავარი წუხილი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად მოსკოვთან ურთიერთობები დაელაგებინა, მცოცავი ოკუპაცია გრძელდებოდა. რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის ხელშეკრულებას  განაგრძობს საქართველოსა და უკრაინაზე ზეწოლას. ბუნებრივია, რუსეთი მუდმივად თქვენი მეზობელი იქნება და მთავრობა ეცდება მასთან ურთიერთობის მოწესრიგებას, მეორეს მხრივ არის იმედგაცრუება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ. ამერიკას ორი წელი არ ყავდა ელჩი, მაგრამ ახლა თქვენ უკვე გყავთ ამერიკის წარმომადგენელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მუდმივად იქნება ფოკუსში.

    ოქრუაშვილი და უგულავა პრეზიდენტმა გაათავისუფლა, მაგრამ პრეზიდენტისთვის ისინი პოლიტპატიმრები არ არიან, არცერთი კარგი სიტყვა არ უთქვამს. გათავისუფლებულებს შორის არ არის გიორგი რურუა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მისი პროცესიც პოზიტიურად დასრულდება, რადგან ოპოზიციის თქმით სწორედ ამ სამ ინდივიდზე იყო საუბარი, მათ გამოშვებაზე, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება გაფორმებულიყო.

    ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საქართველოში უნდა იყოს უკეთესი საარჩევნო მოდელი, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტქარული. ოქტომბრის არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი. და ვფიქრობ პანდემია ხელს არ შეგვიშლის. საქართველომ უნდა შეძლოს ღია და გამჭვირვალე არჩენვები ჩაატაროს, რათა ხალხს ქონდეს თავისუფალი არჩევანი.“– ამბობს კრამერი. მისი აზრით ხელისუფლების მხრიდან დათმობა საერთაშორისო ჩართულობამ განაპირობა, რადგან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები მაშინვე გამოვიდნენ და თქვეს, რომ რვა მარტის შეთანხმება მოიცავდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხსაც. ექსპერტი საქართველოს ხელისუფლების შესაძლო სანქცირებაზეც საუბრობს:

    “ მე მახსენდება ბელორუსის შემთხვევა 2006/2008 წლებში, როდესაც მე ვიყავი სახელმწიფო დეპარტამეტში. ჩვენ დავუწესეთ ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები იმისათვის, რომ მას გამოეშვა პოლიტპატიმრები. მაშინ მან ნაწილი გაათავისუფლა, მაგრამ რამდენიმეს არ უშვებდა. მათ შორის იყო ალექსანდრე კაზულინი და ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეწესებინა სანქციები ლუკაშენკოსთვის.  ლუკაშენკოს შემთხევაში იყო ორივე ეტაპის სანქციები, ეს იყო პერსონალური,  ვიზების შეჩერება და ანგარიშების გაყინვა. ეს ეხებოდა ინდივიდებს, თავად ლუკაშენკოს და მის გარემოცვას. და რაც მთავარია ეს იყო არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროკავშირთან კოორდინირებული სანქციები. სანქციები დაუწესდათ ბელორუსულ კომპანიებს და საწარმოებს, მათ შორის ბელორუსნეფტს. ზეწოლა ხორციელდებოდა იმისათვის, რომ პოლიტპატიმრები გამოეშვა ლუკაშენკოს. ასე რომ, ეს სანქციები, მიმართული იყო ორივე მხარეს, იმისთვის რომ ზეწოლა ყოფილიყო სრულყოფილი.

    რაღა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ არის სანქციები და მე იმედი მაქვს, არც დაგვჭირდება. მე მტკივა, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, თუმცა არის პლახატნიუკის მაგალითიც, როდესაც მას კორუფციის გამო დაუწესდა სერიოზული შეზღუდვები, ასე რომ ქართულ ოცნებას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ყველაფერი რიგზე არ არის, სანქციების პრეცედენტი რეგიონში უკვე არსებობს.

  • “წულუკიანის დიეტით გავხდი, უადვილესია”- ირაკლი ოქრუაშვილი ინგა გრიგოლიას პასუხობს

    “წულუკიანის დიეტით გავხდი, უადვილესია”- ირაკლი ოქრუაშვილი ინგა გრიგოლიას პასუხობს

    “წულუკიანის დიეტით გავხდი, უადვილესია”- ასე უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას შეკითხვას, როგორ მოახერხა ციხეში წონის დაკლება. ცოტახნის წინ ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოქვეყნა სადაც თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის ყველას დიდ მადლობას უხდის. სტატუსის კომენტარებში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ირაკლი ოქრუაშვილის დიეტით დაინტერესდა და გამხელა სთხოვა.

    “წულუკიანის დიეტა ქვია, უადვილესია. მჟაუნის და მაწვნის სუპი, წიწიბურა და ლობიო. ხორცი 120 გრ. კვირაში. ოღონდ იქ ადგილზე თუ დაიცავ მაშინ აქვს შედეგი:))”- პასუხობს ირაკლი ოქრუაშვილი

     

  • “რაც უფრო მოიმატებს ტემპერატურა, ზედაპირზე დარჩენილი კორონები ვერ გადარჩებიან”- იმუნოლოგი

    “რაც უფრო მოიმატებს ტემპერატურა, ზედაპირზე დარჩენილი კორონები ვერ გადარჩებიან”- იმუნოლოგი

    “რაც უფრო მეტად მოიმატებს ტემპერატურა და სტაბილურად იქნება 25 გრადუსი და მეტი, ხოლო ტენიანობა დაიწევს, ზედაპირებზე გადარჩენილი კორონები ვეღარ გადარჩებიან”- ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით მზის სხივები და მაღალი ტემპერატურა კორონავირუსზე იმოქმედებს და მას გაანადგურებს. რა თქმა უნდა 100%-ით ინფექციის გაქრობა არ მოხდება თუმცა გავრცელებას მნიშნველოვნად შეუშლის ხელს მაღალი ტემპერატურა.

    „ტემპერატურის მატება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად  გავრცელების სიხშირეზე. მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები ვიცით, რომ ძალიან მოქმედებს კორონავირუსზე, მის დაღუპვას იწვევს, ასევე დაბალი ტენიანობა. ამიტომ, რაც უფრო მეტად მოიმატებს ტემპერატურა და სტაბილურად იქნება 25 გრადუსი და მეტი, ხოლო ტენიანობა დაიწევს, ზედაპირებზე გადარჩენილი კორონები ვეღარ გადარჩებიან და ვირუსი ადამიანიდან ადამიანს აღარ გადაეცემა“, –აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვმა.

  • რუსეთი Covid 19-ის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

    რუსეთი Covid 19-ის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

    2020 წლის 17 მაისის მდგომარეობით, რუსეთი Covid 19-ის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანაში სულ 290,678 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გარდაცვალებით დასრულდა 2,722 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 70,209-ია.

    ბოლო 24 საათში რუსეთში სულ 8,926 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ჯამში 7 მილიონზე მეტი Covid 19-ის ტესტია ჩატარებული.