Category: ახალი ამბები

  • ტონს დაუწიე, სკანდალი გინდა, ახლა შენ… – კანონპროექტის განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

    ტონს დაუწიე, სკანდალი გინდა, ახლა შენ… – კანონპროექტის განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

    ვტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი და კორონა დიქტაურის დამყარების მცდელობა – ასე აფასებს ოპოზიცია კანონპროექტს, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

    ხმაურიან ცვლილებების პროექტი დღეს ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა. სხდომაზე დეპუტატები სოფიო კილაძე და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

    „ნამუსი არ გაქვს?”,- ასე მიმართა სოფო კილაძემ ლევან კობერიძეს, როდესაც მან თქვა, რომ მსგავსი კანონი „ნაციონალური მოძრაობის” დროსაც კი არ მიუღიათ.

    „ნამუსი არა გაქვს, რა სიტყვებია? მე მგონი, შეურაცხყოფა მე შენთვის არ მომიყენებია და ნამუსი შენსკენ მოიკითხე მაშინ, რა ნამუსი ხომ არ მაქვს, ვერ გავიგე. რა სიტყვებია, ვერ გავიგე. ცოტა დაუწიე ტონს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ხარ და შეურაცხყოფას ასე ადვილად ნუ აყენებ ადამიანს”, – მიმართა ლევან კობერიძემ სოფიო კილაძეს.

  • “კავასაკის სინდრომი შეიძლება კორონამაც გამოიწვიოს”-ამირან გამყრელიძემ პედიატრებს მიმართა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ

    “კავასაკის სინდრომი შეიძლება კორონამაც გამოიწვიოს”-ამირან გამყრელიძემ პედიატრებს მიმართა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ

    კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება, – შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    გამყრელიძემ პედიატრებს მიმართა, კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება.

    „კავასაკის სინდრომზე მეც დამისვამს დაიგნოზი. მოგეხსენებათ, ეს სისხლძარღვოვანი დაზიანება ძირითადად სხვადასხვა ინფექციითაა გამოწვეული და მათ შორის კორონამაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. ალბათ უპრიანია, რომ კლინიცისტებმა და პედიატრებმა გასცენ პასუხი, რადგან ეს უფრო გვხვდება ბავშვთა ასაკში. ეს შედარებით იშვიათი გართულება და სინდრომია და არა მგონია, რომ ჩვენს პედიატრებს შეეშალოთ, თუ ამ ტიპის ავადმყოფი იქნება. არსებობს ამ დაავადების მართვის პროტოკოლი. მივმართავ ჩვენს პედიატრებს, რომ მეტი ისაუბრონ კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით, რომლის კავშირი კორონავირუსის ინფექციასთან, ამის დიდი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ალბათობა არის, რადგან კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • ხვალ და ზეგ არა, მაგრამ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ – გამყრელიძე საზ. ტრანსპორტის გახსნაზე

    ხვალ და ზეგ არა, მაგრამ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ – გამყრელიძე საზ. ტრანსპორტის გახსნაზე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა არსებობს და გადაწყვეტილებას მთავრობა მალე მიიღებს.

    ,,ამ ტიპის გადაწყვეტილებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, ინფორმაციებს და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება.

    საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა , რა თქმა უნდა, დიდია, ეს ისწავლება. იცით, საზ.ტრანსპორტი ძირითადად დიდ ქალაქებშია დატვირთული, განსაკუთრებით, თბილისში. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მალე მიღებული, თუ როდის , რა პრინციპებით და წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში”,- თქვა გამყრელიძემ.

    თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, თუმცა როდის მოხდება ეს, არ იცის. მისი თქმით, დარგის სპეციალიტების მითითებებს ელოდებიან.

  • არასდროს დამიშვია, რომ  “ოცნების” მორჩილებაშია,კარგად ვიცნობ პრეზიდენტს – ეკა ბესელია

    არასდროს დამიშვია, რომ “ოცნების” მორჩილებაშია,კარგად ვიცნობ პრეზიდენტს – ეკა ბესელია

    “არასდროს დამიშვია, რომ “ოცნების” მორჩილებაშია,კარგად ვიცნობ პრეზიდენტს”- ეს განცხადება, ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ მთავარი არხის ეთერში გააკეთა.

    “მე კარგად ვიცნობ პრეზიდენტს, ვინც ფიქრობს, რომ ის მორჩილებაშია მმართველი პარტიის, მე არასდროს არ დამიშვია ეს.მას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, ასე ვიტყოდი. თუ არ უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი, არ იქნება. მაგრამ მას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, მე მას ვიცნობ კარგად, ბევრი წელი ჩვენ ერთად ვიყავით ოპოზიციაში”,-  განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • წელს არ გვინდა ბანკეტები – ამირან გამყრელიძე სკოლადამთავრებულებს

    წელს არ გვინდა ბანკეტები – ამირან გამყრელიძე სკოლადამთავრებულებს

    დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე სკოლადამთავრებულებს მოუწოდებს, წელს ბანკეტებს ნუ ჩაატარებენ.

    ,,წელს არ გვინდა ბანკეტები. მომავალ წელს როცა დამარცხდება კორონა, ორმაგად აღინიშნოს” ,- თქვა გამყრელიძემ ფეისბუქ ლაივ ჩართვაში.

    ხათუნა ზახაშვილმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და აღნიშნა, რომ წლევანდელ მეთორმეტე კლასელებს სულ ემახსოვრებათ, რომ იმ წელს, როცა დაამთავრეს სკოლა, იყო პანდემია და ბოლო ზარი ისე დაურეკეს, რომ თვითონ სკოლაში არ იყვნენ.

    მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი დღეს დამთავრდა.

  • თუ სასამართლო სისტემაში პროგრესი არ იქნება, ინვესტორები ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ – დეგნანი

    თუ სასამართლო სისტემაში პროგრესი არ იქნება, ინვესტორები ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ – დეგნანი

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა დღეს ვირტუალური პრესკონფერენცია გამართა.

    დეგნანმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს სასამართლო სისტემაში პროგრესი არ იქნება, ინვესტორები ფულს სხვა ქვეყნებში ჩადებენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შექმნას დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო.

    “ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. საქართველოში არის მრავალი პროფესიონალი იურისტი – ადვოკატები, პროკურორები და სხვები. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ საკუთარი პროფესიით ისე, რომ მათ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს შექმნას დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო სისტემა. ამ მხრივ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება.

    ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი კონტრაქტები აღსრულდება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებები კი სამართლიანი და დროული იქნება. შესაბამისად, თუ არ გადაიდგა ამ მხრივ ნაბიჯები ინვესტორები საკუთარ ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

    მან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ამ მიმართულებით აშშ-ში ინტერესი საკმაოდ დიდია და თემის განხილვის შესაძლებლობა არსებობს.

    “თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა, ცხადია, რომ ინტერესი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი სავაჭრო მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დაწყებულია და ალბათ, ეს არის პრიორიტეტული, თუმცა თემის განხილვის შესაძლებლობლობა აშშ-ში არსებობს”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

  • სალომე ზურაბიშვილმა ბინის გაქირავებით,შემოსავლის სახით 21 600 ევრო მიიღო

    სალომე ზურაბიშვილმა ბინის გაქირავებით,შემოსავლის სახით 21 600 ევრო მიიღო

    საქართველოს პრეზიდენტი პარიზის პრესტიჟულ უბანში ბინას აქირავებს. 2019 წელს ბინის გაქირავებით 21 600 ევრო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციაში მიუთითა. დეკლარაციაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი 60 კვმ ფართის გაქირავებით წელიწადში 21 600 ევროს, ანუ თვეში  1800 ევროს იღებს.

    პრეზიდენტის ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს პრეზიდენტს ხელფასის სახით დაერიცხა 66 240 ლარი, თუმცა ის  ხელფასს არ იღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პირველივე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უარს ამბობდა საქართველოში თანამდებობრივ სარგოზე და ფრანგული პენსიით იცხოვრებდა.

  • პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია – ხუნდაძე თავის კანონპროექტზე

    პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია – ხუნდაძე თავის კანონპროექტზე

    ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონპროექტით, რომლის ინიცირება თავად მოახდინა, პარლამენტის უგულებელყოფა არ ხდება.

    მისი განცხადებით, ამ ცვლილებებით პარლამენტს საპარლამენტო კონტროლს არავინ ართმევს.

    „პარლამენტის როლის უგულვებელყოფა არ ხდება. პარლამენტში ვართ სწორედ ახლა და ამ საკითხს ვიხილავთ. საგანგებო მდგომარეობას პარლამენტმა დაუჭირა მხარი და ამ რეგულაციებსაც პარლამენტი იხილავს. ეს პარლამენტის დასტურის გარეშე არ მოხდება. სწორედ ამიტომ არის პარლამენტში საკომიტეტო განხილვა და მადლობა მინდა გითხრათ ჩართულობისთვის. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, რა თქმა უნდა, პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია“,-განაცხადა ხუნდაძემ.

    ის აღნიშნავს, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ანგარიშს წარადგენს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

    დღეს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებენ და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

  • კემბრიჯის უნივერსიტეტში 2020-2021 აკადემიური წლის ბოლომდე ონლაინლექციები ჩატარდება

    კემბრიჯის უნივერსიტეტში 2020-2021 აკადემიური წლის ბოლომდე ონლაინლექციები ჩატარდება

    მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი, კემბრიჯის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ 2021 წლის შუა რიცხვებამდე ლექციები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესსპიკერი აცხადებს.

    მისი განცხადებით, კემბრიჯის უნივერსიტეტი განაგრძობს ლექციების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ მცირე ჯგუფებისთვის, მხოლოდ იმ პირობით, რომ მაქსიმალურად იქნება  სოციალური დისტანცია დაცული.

     

  • კომენდანტის საათით მთავრობას პატიმრებივით ჰყავს ხალხი – გირჩი საკონსტიტუციოს საჩივრით მიმართავს

    კომენდანტის საათით მთავრობას პატიმრებივით ჰყავს ხალხი – გირჩი საკონსტიტუციოს საჩივრით მიმართავს

    საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიაში დღეს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მეორე სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

    გირჩი რიგით მეორე სარჩელით, რომელიც საგანგებო მდგომარეობის თემატიკას ეხება, კომენდანტის საათის შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

    “კომენდანტის საათით ადამიანები გამოკეტეს სახლში, ფაქტობრივად, პატიმრებივით ჰყავთ ისინი და სახელმწიფოს მეთვალყურების გარეშე გადაადგილებას უკრძალავენ, და თან აჯარიმებენ. ჩემი აზრით, დღეს არის გასარკვევი ის ამბავი, ზოგადად რისი უფლებამოსილება აქვს სახელმწიფოს და რა ფარგლებში შეუძლია მას ჩაერიოს ჩვენს ცხოვრებაში”, – აცხადებს გირჩის იურისტი ლევან ჯგერენაია. 

    საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით  გირჩმა სამი სარჩელი შეიტანა. მათ შორის დასაშვებად იქნა ცნობილი სარჩელი, რომელიც  ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო რეჟიმის შემოღებას შეეხება. კიდევ ერთი სარჩელი კი  მსუბუქ ავტომანქანებში მგზავრთა რაოდენბის შეზღუდვას შეეხება.