Category: ახალი ამბები

  • ოპოზიცია გოიმურია თუ სვეტური, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გვიჩვენებს – ვოლსკი

    ოპოზიცია გოიმურია თუ სვეტური, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გვიჩვენებს – ვოლსკი

    უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიცია “გოიმურია თუ სვეტური”, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები აჩვენებს.

    ვოლსკი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ტერმინოლოგიას მათი ოპონენტებიც იყენებენ.

    „ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ თქვენ გეკითხათ, თუ რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვით, გოიმურია თუ სვეტურია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები,”- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისეთი ,,გოიმური” და ,,მარგინალური” ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია შეკრებილი, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.

  • მათ, ვინც სამსახური დაკარგა და სახელმწიფო ეხმარება, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ – გახარია

    მათ, ვინც სამსახური დაკარგა და სახელმწიფო ეხმარება, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახური კორონავირუსის პანდემიის დროს დაკარგა და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დახმარებას იღებს, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ.

    ,,გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება 3 თვით. ყოველივე ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”,- თქვა გახარიამ.

    საბანკო სექტორმა პანდემიის გამო მოქალაქეებს სესხები 3 თვით უკვე გადაუვადა, თუმცა 3 თვე უკვე გავიდა.

  • 22 მაისიდან კომენდანტის საათიც მოიხსნება – გახარია

    22 მაისიდან კომენდანტის საათიც მოიხსნება – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 22 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად კომენდანტის საათიც მოიხსნება

    “მივიღეთ გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი”, – თქვა გახარიამ.

    საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდეა გამოცხადებული.

  • უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად ზელენსკიმ ლევან ვარშალომიძე დანიშნა

    უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად ზელენსკიმ ლევან ვარშალომიძე დანიშნა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საინვესტიციო ოფისს,  რომელიც მუშაობს სექტემბერში დაიწყებს, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას  Sova.news ავრცელებს.

    „შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა. საკადრო პოლიტიკაში ცვლილებები შედის“, — განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ოფისი ახალი სტრუქტურაა და ის მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული.

    „მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი ცალკეული გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი უკვე სექტემბერში იმუშავებს და მხოლოდ ის იქნება დაკავებული ინვესტიციებით. პირველი ჩემი გეგმა მათთან უკვე შევათანხმე. გეგმა თვრამეტ თვეზეა გათვლილი. უკრაინაში 7 მილიარდი აშშ დოლარის სწრაფი ინვესტიციების მოზიდვის გეგმა. უკვე არიან გასაგები კომპანიები და ხალხი“, — თქვა ზელენსკიმ.

    ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეა. ის უკრაინაში 12 მარტიდან ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად მუშაობს.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სუ განკურნებულია 485 ადამიანი.

    დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 721-მდე გაიზარდა, მათგან 12 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ გამოვლენლია ინფიცირების 721 შემთხვევა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა 485 ადამიანი, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი.
  • 77/73-ზე სისტემით ქართული ოცნება ოპოზიციას “დავანგრევთ”, ვაბანკზე მიდიან – მდინარაძე

    77/73-ზე სისტემით ქართული ოცნება ოპოზიციას “დავანგრევთ”, ვაბანკზე მიდიან – მდინარაძე

    უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაზე აცხადებს, რომ ქართული ოცნება არსებული მაჟორიტარული სისტემით ოპოზიციას დაამარცხებს და ოპოზიცია ვაბანკზე მიდის.

    “ხომ იციან, რომ 77/73-ზე წესით ქართული ოცნება ოპოზიციას “დავანგრევთ”. არ ვაზედმეტებ, წარმოიდგინეთ, ქართული ოცნება რას უზამს ოპოზიციას, იციან ეს და ამ პიარული თავხედობის გამო მაინც ვაბანკზე მიდიან და აწვებიან, რომ თუ ჟორიკა რურუას არ გამოუშვებ, მე ამასაც ჩაგიგდებ და საერთაშორისო რეაქციები იქნება უმძიმესი. ჩააგდონ, უფრო მაგრად მოვუგებთ. ახლა ჩვენ ვეხვეწებით, იქნება პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ რამენარად-თქო”, – თქვა მდინარაძემ.

    მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან რურუას გათავისუფლების მოთხოვნა “პიარული თავხედობაა” მაშინ, როცა მეორე მხარს ქვეყნის ბედია.

    “ოპოზიციამ პოლიტიკური ბრძოლის ეს ეპიზოდი [უგულავა-ოქრუავილის შეწყალება] წარმატებად ჩათვალა, შეიძლება, ჩვენმა ბევრმა მხარდამჭერმაც ასე ჩათვალა, ამას ობიექტური საფუძველიც ჰქონდა.

    მაგრამ პიარული თავხედობა ჰქვია ჰქვია იმას, რომ ერთ მხარეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი (სულ რომ ჩვენ საქმე იყოს, ჯერ ერთი, რა ჩვენი საქმეა სასამართლოში ჩარევა), მეორე მხარეს კი კონსტიტუციის ანუ ქვეყნის ბედი. კერძოდ, რა სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს – ამაზე დიდი პიარული თავხედობა არის წარმოუდგენელი”, – განაცხადა მდინარაძემ.

    ცნობისთვის, ოპოზიციის გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვს. მათი განცხადებით, მხოლოდ მესამე პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

    საეთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

    ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

  • სეტყა, წვიმა, ქარი – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ხვალიდან ამინდი გაუარესდება.

    ,,21 მაისს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31, 36 გრადუსამდე მოიმატებს.

    22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

    23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს”,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

  • პანდემიის გამო 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება

    პანდემიის გამო 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება

    კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეს. ასეთ პროგნოზს მსოფლიო ბანკის ეკონომისტები აკეთებენ.

    ოთხშაბათს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის სავარაუდოდ კატასტროფული იქნება.

    “ჩვენი შეფასებით 60 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეთ. ეს წყალში ჩაყრის მთელ შრომას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღატაკესთან საბრძოლველად იქნა გაწეული“.– ამბობს ის.

    მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიით “უკიდურესი სიღატაკე“ დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს.

    მსოფლიო ბანკმა 160 მილიარდი დოლარი მისცა გრანტებისა და კრედიტების სახით შემცირებული განაკვეთებით იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა პანდემიისგან სერიოზულად დაზარალდა. მალპასის განცხადებით დახმარებისთვის მათ ასზე მეტმა ქვეყანამ მიმართა, რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს. თუმცა მალპასი თვლის, რომ ეს საკმარისი არ იქნება. ის კომერციულ ბანკებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი არ ჩქარობენ ღარიბი ქვეყნებისთვის პანდემიის ფონზე ვალების ჩამოწერას.

    პანდემიის გამო წელს მკვეთრად შემცირდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ზრდა. ჯერ კიდევ მარტში პირველად 50 წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა ჩინეთში, ევროკავშირი წლის შედეგების მიხედვით არსებობის მანძილზე მშპ–ს ყველაზე დიდ შემცირებას ელოდება. ამერიკული ეკონომიკა კი ზრდის ფაზიდან გამოვიდა, რომელიც ბოლო ათი წელი გრძელდებოდა.

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 324 ადამიანი.

  • ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში – კობახიძე

    ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში – კობახიძე

    უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისეთი ,,გოიმური” და ,,მარგინალური” ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია შეკრებილი, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.

    “ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი მარგინალური, უხეში ტერმინი არ მინდა გამოვიყენო, ასეთი გოიმური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”, — თქვა ირაკლი კობახიძემ POST TV-ს ეთერში.

    კობახიძის შეფასებით, გაერთიანებულ ოპოზიციას წარმატების არანაირი რესურსი არ აქვს.