Category: ახალი ამბები

  • გუშინ საიდუმლო შეხვედრაზე პატრიარქი და მთავრობა არჩევნებში მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ – კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ გუშინ მთავრობასა და პატრიარქს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რაზეც , ,,ცხადია, არჩევნებში მხარდაჭერასა და ერთობლივ პროპაგანდაზე შეთანხმდნენ”.

    მისივე თქმით, ეკლესია ანტივაქცინურ პროპაგანდას ეწევა, რაც მოსალეობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

    ,,გუშინ საიდუმლო შეხვედრა იყო პატრიარქს და მთავრობას შორის. ტვ პირველმა დააფიქსირა ჩინოვნიკების გამოსვლა საპატრიარქოდან. ხალხს არც უთხრეს რაზე მოილაპარაკეს. ბობოლებს ეკუთვნით ჩვენი სიცოცხლე. ცხადია არჩევნებში მხარდაჭერაზე და ერთობლივ პროპაგანდაზე შეთანხმდნენ. რომ საქართველო ეპიდემიას ეკლესიის ჯადოსნობამ გადაარჩინა. ეკლესიამ ნება მისცა პრეზიდენტს ეწრიპინა, ზოგიერთი მღვდელი ვაქცინას ეწინააღმდეგებაო. ზოგიერთი კი არა ერთი თვეა მთელი ეკლესია მაგას ქადაგებს, მალე მოვა დრო და ამ წრიპინსაც უკან ჩაჩრის ეკლესია სალომეს.

    ეკლესიის ბოდვების საარჩევნოდ გამოყენებით მთავრობა უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებს ხალხს, რადგან შემოდგომაზე, ვირუსის გააქტიურებისას მოსახლეობა საბოლოოდ ზომბირებული იქნება ანტივაქცინური ქადაგებით. დღეს ტყეებს აძლევენ ეკლესიას, არჩევნებამდე კიდევ ბევრ მსუყე ლუკმას გადააყლაპებენ. ასეთი არამზადა ეკლესია რუსეთშიც კი არაა”,- წერს კობახიძე “ფეისბუქზე”

  • რომელიმე მხარეს არ ავირჩევ, მთავარი შეთანხმების შესრულებაა – კონგრესმენი კინზინგერი

    რომელიმე მხარეს არ ავირჩევ, მთავარი შეთანხმების შესრულებაა – კონგრესმენი კინზინგერი

    ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ შექებას იმსახურებს საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია, რომლებმაც რთულ დროში გამოსავლის პოვნა სცადეს.

    მისი თქმით, საქართველოში, ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

    „გარკვეული გამოწვევები არსებობს საქართველოში, თუმცა ეს გამოწვევები ყველგანაა იქნება ეს კორონავირუსთან დაკავშირებით, პოლიტიკასთან, თუ სხვა რამ. ჩვენც საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნები გვიახლოვდება, რაც ასევე საინტერესო იქნება. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ვიცი, კვლავ არის გარკევული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა მთავარი თემა მოახლოებული არჩევნებია. ვიმედოვნებ, რომ მანდ ვიქნები ოქტომბერში, როგორც დამკვირვებელი. ეს დამოკიდებულია მიმოსვლაზე, ასევე, კონგრესის სამუშაო გრაფიკზე. კიდევ ერთხელ, შექებას იმსახურებს განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც ძალიან რთულ დროში მოუწიათ გავლა და ეცადნენ, გამოსავლის მოძებნას. შესაძლოა ეს გამოსავალი ყველას არ მოეწონოს, თუმცა დემოკრატია სწორედ ეს არის“, – განაცხადა კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.

    რაც შეეხება კორონავირუსთან გამკლავების საკითხს, კინზინგერის თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი განიხილავს, თუ როგორ იმოქმედოს გლობალურ დონეზე დახმარების კუთხით.

    „აშშ-მა არა მხოლოდ უნდა შეინარჩუნოს, არამედ უნდა გააორმაგოს ჩართულობა და ჩინეთის წინააღმდეგ წნეხი, რომელიც ამ პანდემიაზეა პასუხისმგებელი. ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეკონომიკა ალბათ ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებს ჩვენთანაც და საქართველოშიც და ვიმედოვნებ, ეს ის მომენტია, როდესაც გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი განსხვავებები და ამის გადასალახად ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხის სასარგებლოდ“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

    იგი შესავალ სიტყვაში საუბრისას ანაკლიის პორტის საკითხსაც შეეხო.

    „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე საქართველოს მთავრობას და როგორც მითხრეს, ისინი დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება. მინდა მივულოცო ჩვენს ელჩს საქართველოში – კელი დეგნანს. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად მუშაობს“, – განაცხადა კინზინგერმა

  • სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში – გიგაური შეზღუდვების კანონპროექტზე

    სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში – გიგაური შეზღუდვების კანონპროექტზე

    საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, რომ თუ პარლამენტი დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებულ კანონპროეტს დაამტკიცებს, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

    “ჩვენს სასამარლო სისტემაში და საკუნსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პირების საქმიანობა მთლად გამჭირვალე არ არის და არ ვიცით, რამდენად შორს იქნებიან ისინი პოლიტიკური კონიუქტურისგან. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ნამდვილად შევიტანთ სარჩენს საკონსტიტუციოში, თუ ამ სახით მიიღეს ეს კანონი და ამგვარი გზით შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს არასწორია”,-განაცხადა ეკა გიგაურმა.

    დღეს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

  • სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების თაობაზე პარტიაში მსჯელობა დღემდე არ შემდგარა

    სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების თაობაზე პარტიაში მსჯელობა დღემდე არ შემდგარა

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუერთდება თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, აღნიშნულზე პარტიაში მსჯელობა არ მომხდარა.

    „ამაზე მსჯელობა პარტიაში დღემდე არ შემდგარა. დღევანდელი მოცემულობით ამის თქმა შემიძლია“,- განაცხადა სამადაშვილმა.

    ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.

  • შრომითი ურთიერთობა მინიმუმ 78 000 დასაქმებულს შეუწყდა ან შეუჩერდა – შემოსავლების სამსახური

    შრომითი ურთიერთობა მინიმუმ 78 000 დასაქმებულს შეუწყდა ან შეუჩერდა – შემოსავლების სამსახური

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შრომითი ურთიერთობა პანდემიის პირობებში სულ მცირე 78 000 ადამიანს შეუწყდა ან შეუჩერდა.

    უწყების ცნობით, ამდენი ადამიანის შესახებ მიაწოდეს მათ დამსაქმებლებმა ინფორმაცია, თუმცა რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

    შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

    უწყების განცხადებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

    შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს მოუწოდებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

    უწყება აღნიშნავს, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ისინი ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.სააგენტო დასაქმებულებზე კომპენსაციას 10 დღის ვადაში გასცემს

    იმ ადამიანების ნაწილი, ვისაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და ან შეუჩერდა, კომპენსაციის სახით, 6 თვის განმავლობაში თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.

  • ვანო მერაბიშვილი პარტიულად “ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება – გიგი უგულავა

    ვანო მერაბიშვილი პარტიულად “ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება – გიგი უგულავა

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობის” იქნება.

    „საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის” საქმეა. ჩვენ მეგობრები ვართ 98 წლიდან, მეგობრობა აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. საიდუმლო გავეცი? არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, ყოველ შემთხვევაში, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ისედაც ცხადი იყო“, – განაცხადა უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი”.

    ამ დრომდე არ იყო ცნობილი, რომელ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდებოდა ვანო მერაბიშვილი. მან საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა.

  • “იგივე მასშტაბით რომ იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მეორე  ტალღას მივიღებთ”- გამყრელიძე

    “იგივე მასშტაბით რომ იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მეორე ტალღას მივიღებთ”- გამყრელიძე

    “იგივე მასშტაბით რომ იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, II ტალღას მივიღებთ”-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ა იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსებუთ გადაადგილება, მალე მივიღებთ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას.

    ამიტომ ეს წესები, ონლაინ მუშაობა იმიტომ დაუშვა სახელმწიფომ… ამიტომ ვამბობთ, რომ კორონავირუსმა მთელს მსოფლიოში ბევრი რამე შეცვალა, შეარყია სამყარო, ბევრი სამსახური გადავა ონლაინ სამუშაოზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

     

  • რურუას ჩხრეკვისას ამოღებული იარაღი სპეციალურ პაკეტში წესების დაცვით მოთავსდა – პროკურატურა

    რურუას ჩხრეკვისას ამოღებული იარაღი სპეციალურ პაკეტში წესების დაცვით მოთავსდა – პროკურატურა

    საქართველოს პროკურატურა გიორგი რურუას ინტერესების დამცველს პასუხობს. უწყების განცხადებით, რურუას ჩხრეკვისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი სპეციალურ პაკეტში ყველა წესის დაცვით მოთავსდა და დაილუქა.

    „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის”,- აცხადებს პროკურატურა.

    დღეს სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ რურუას ჩხრეკვისას მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით, რამაც სამართალდამცავებს მასზე დნმ-ის დატანის საშუალება მისცა.

  • ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრა აუცილებელია

    ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრა აუცილებელია

    უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა, ნებისმიერი ფორმატით გამართოს მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან, უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემაზე.

    „მზად ვართ ნებისმიერი ფორმატით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ ომი დასრულდეს და ჩვენი ტერიტორიები დაგვიბრუნდეს. ნებისმიერი ფორმატი შეიძლება. ჩვენ შედეგები გვჭირდება“,-განაცხადა ზელენსკიმ.

    მისივე თქმით, ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც რუსეთისა და ყირიმის ციხეებში იმყოფებიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

    „ახლა ყველა საკუთარი ქვეყნის ამბებშია ჩართული კორონავირუსის გამო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი ტყვეების დაბრუნების და უკანონო ანექსიის საკითხი თვალთახედვის არეალიდან გაქრეს“,-აღნიშნა ზელენსკიმ.

  • რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად ქვეყანაში – გამყრელიძის განმარტება

    რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად ქვეყანაში – გამყრელიძის განმარტება

    დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ სლოგანი, რაც დღემდე გვქონდა – „დარჩი სახლში“, თანდათანობით შეიცვლება სლოგანით – „ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება“.

    მისი განცხადებით, პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები ქვეყანაში დიდხანს დარჩება.

    „მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდ ხანს დარჩება. არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულების შიგნით, მაგრამ დახურულ სივრცეებში და შეკრებების დრო პირბადე დიდ ხანს დარჩება. სოციალური დისტანცირება, ასევე, დიდხანს დარჩება. ხომ ვიცავთ წესს მაღაზიებში შესვლისას – ძალიან კარგია ეს. თანდათან, ახლა სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება, როგორც ვიცი, იქაც ძალიან კარგად იცავენ წესებს – უზომავენ ტემპერატურას, არის ხელის სანიტაიზერები, შეიძლება ეს ყველაფერ არ გვსიამოვნებს, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე, ეს დანამდვილებით ვიცი და მერე ვნახოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    პაატა იმნაძის თქმით, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც სავალდებულო იქნება.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 475 მოქალაქე.