Category: ახალი ამბები

  • გიგა ბოკერია არის N1 გოიმი ამ გოიმების სპექტრში – კობახიძე

    გიგა ბოკერია არის N1 გოიმი ამ გოიმების სპექტრში – კობახიძე

    უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას კიდევ ერთხეულ უწოდა ,,გოიმები” და თქვა, რომ ამის გამო ისინი საზოგადოებისგან პასუხს მიიღებენ.

    მისივე თქმით , გიგა ბოკერია N1 გოიმია.

    ,,ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რაც არის, ყველამ კარგად იცის, მე მგონი, ამას განმარტება არ სჭირდება. საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის გოიმობა. ასევე საზოგადოებამ იცის, თუ რას ნიშნავს გოიმური ქცევა, რას ნიშნავს გოიმური საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ოფისში რამდენიმე დღის წინ…

    გიგა ბოკერია არის N1 გოიმი ამ გოიმების სპექტრში”- თქვა კობახიძემ.

     

     

  • ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება – ჩიქოვანი

    ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება – ჩიქოვანი

    პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხვალიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები შენარჩუნდება.

    “ტრანსპორტი არის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ასპექტი. მთავრობამ ეს კონკრეტული ღონისძიება არ დაუკავშირა გახსნის არცერთ ეტაპს, რადგან ეს დაკავშირებული იქნება ეპიდმდგომარეობასთან. ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. სხვალიდან ტრანსპორტი არ ამუშავდება”,- თქვა ჩიქოვანმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ნარჩუნდება ტრანსპორტთან დაკავშირებით სხვა შეზღუდვებიც, რაც სავარაუდოდ გულისხმობს ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანის შეზღუდვის დატოვებასაც.

    გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა არსებობს, მთავრობა კი გადწყვეტილებას ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მალე მიიღებს. 

  • როდის და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი  მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდების ჩაბარების სერვისი

    როდის და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდების ჩაბარების სერვისი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის.

    25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით.

    ამასთანავე, 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

    „მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით. მეორე ეტაპზე, 25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც განახორციელეს ჯავშნის რეგისტრაცია. ამასთანავე, 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება’, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გაჩერებულია ქვეყანა, გაჩერებული არ არის ივანიშვილის ხეები და ივანიშვილის ოქროს ექსპოტი – ბოკუჩავა

    გაჩერებულია ქვეყანა, გაჩერებული არ არის ივანიშვილის ხეები და ივანიშვილის ოქროს ექსპოტი – ბოკუჩავა

    “გაჩერებულია ქვეყანა, გაჩერებული არ არის ივანიშვილის ხეები და ივანიშვილის ოქროს ექსპოტი” – განაცხადა ნაციონალურ მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    “უკიდურეს გაჭირვებაში უწევს საზოგადოებას ცხოვრება „ქართული ოცნების“ პრივლეგირებული კლასტერისგან განსხვავებით. პირიქით, სარგებელი ნახეს და გააფართოვეს ბიზნესინტერესები. გაჩერებულია ეკონომიკა, მთლიანად გაჩერებილია მთელი ქვეყანა, მაგრამ გაჩერებული არ არის „ოცნებასთან“ დაახლოებული ჯგუფების ბიზნესები, გაჩერებული არ არინ ივანიშვილის ხეები და ივანიშვილის ოქროს ექსპორტი” – მიმართა ბოკუჩავამ „ქართულ ოცნებას“

  • “დაიწყეთ ბაქაბუქი და გაითხარეთ ორმო თავად ” – რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ (ვიდეო)

    “დაიწყეთ ბაქაბუქი და გაითხარეთ ორმო თავად ” – რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ (ვიდეო)

    “დაიწყეთ ბაქაბუქი და გაითხარეთ ორმო თავად”- ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    “რატომ ხდება, რომ ყველა დაპირება, რიომელიც თქვენ მიეცით ბიზნესს, მოქალაქეებს, არ არის უზრუნველყოფილი ფინანსურად?! დაიწყეთ ბაქაბუქი და გაითხარეთ ორმო თავად. სად არის ის 3 მილიარდი? მუშაობაც კი არ შეგიძლიათ, ველოდებით სასრაფოდ ბიუჯეტს.
    ამ კრიზისულმა ვითარებამ გამოავლინა ერთი რამ, რომ ხელისუფლებას არ აქვს არავითარი გეგმა, მოიქცა უპასუხისმგებლოდ, ქვეყანა ჩააგდო უმძიმეს ვითარება” – რომან გოცირიძე საგანგებო სესიაზე „ქართულ ოცნებას“

  • დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება – სამადაშვილი

    დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება – სამადაშვილი

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება, ამიტომ პარლამენტში მივიდა.

    “არ შეიძლება, პანდემიის გამოწვევას სახელმწიფო ებრძოლოს არაკონსტიტუციური გზებით. ის კანონი რომელიც დღეს შემოდის, არის პირდაპირწინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ამიტომ მოვედით ჩვენ დღეს აქ, რადგან დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება”.

    კანონპროექტი , რომელსაც დღეს პარლამენტი კენჭს უყრის, ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

    მას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეძლებს.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

  • ,,ნაციონალურ მოძრაობაში” ვანო მერაბიშვილის გაწევრიანებაზე საუბარი არ ყოფილა – გოცირიძე

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანების შესახებ პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

    „ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მას განუცხადებია ამაზე საჯაროდ. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბუნებრივია, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს არის მისი არჩევანი,”- თქვა გოცირიძემ.

    გუშინ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განცხადა, რომ შინაგან  ვანო მერაბიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობის” იქნება.

  • გამოძიებას ვერ ჩავატარებთ იყავით თუ არა ძიძა, ისე ვარიგოთ ფული? – ვანო მაჭავარიანი

    გამოძიებას ვერ ჩავატარებთ იყავით თუ არა ძიძა, ისე ვარიგოთ ფული? – ვანო მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოძიებას ვერ ჩაატარებენ, მუშობდა თუ არა კონკრეტული პირი ძიძად ან მომღერლად, ამიტომ ვინ დადასტურებას მოახერხებს, მხოლოდ ის მიიღბას კომპენსაცია. მისი თქმით, ამ ფაქტის გამო, “ვიღაცები დარჩებიან დახმარების მიღმა”.

    “სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ, უძლურები ვართ. თქვენ მობრძანდით და ამბობთ, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ. ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ: იყავით მართლა ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა.

    ეს ხომ საჯარო ფულია, გადასახადის გადამხდელის ფულია, ამიტომ რაღაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას. როგორც მოგვეპრიანება, ეგრე არ არის, რომ თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერებთ, რომ ამას შვებოდით. შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული?” — განაცხადა მაჭავარიანმა.

    მინისტრმა განაცხადა, რომ ჯობდა ასეთი პირებს “წლების განმავლობაში” სამინისტროს გაცემული რჩევა გაეთვალისწინებინათ და დარეგისტრირებულიყვნენ მცირე მეწარმეებად.

    მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, თვითდასაქმებულები, ვინც პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგეს და ამის დადასტურებას შეძლებენ, ერთჯერადად 300 ლარით დახმარებას მიიღებენ. ასევე, კომპენსაციას მიიღებენ დაქიირავებით დასაქმებულები 200 ლარს 6 თვის განმავლობაში.

  • საგანგებოს გარეშე შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება – გახარია

    საგანგებოს გარეშე შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გასაგრძელებლად, მთავრობას შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო სჭირდება, ამიტომ მიმართეს პარლამენტს თხოვნით.

    ,,გაუაზრებელი, ერთბაშად მოხსნა ის შეზღუდვები, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

    საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული”, – ამბობს გახარია.

    საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის.

    მას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეძლებს.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

  • თვითონ ამ საკითხის დაყენებაა ძალიან გოიმური – გიგი წერეთელი კობახიძის განცხადებაზე

    თვითონ ამ საკითხის დაყენებაა ძალიან გოიმური – გიგი წერეთელი კობახიძის განცხადებაზე

    „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია ,,გოიმურია” ეხმიანება და ამბობს, რომ ამ საკითხის დაყენებაა ძალიან გოიმური.

    წერეთლის თქმით, რომ მსგავს განცხადებებზე და საკითხებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს.

    „არ მგონია, რომ ასეთ საკითხებზე სერიოზული განცხადებები უნდა გაკეთდეს. რას ნიშნავს საკითხის ასე დაყენება? მემგონი თვითონ საკითხის დაყენება ძალიან გოიმურია,”- განაცხადა წერეთელმა.

    გუშინ ,,ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისეთი ,,გოიმური” და ,,მარგინალური” ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია შეკრებილი, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.