Category: ახალი ამბები

  • “ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ რომ ტყის მცველები ვიყოთ “- მეუფე ნიკოლოზი ტყის კოდექსის დაამტკიცებაზე

    “ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ რომ ტყის მცველები ვიყოთ “- მეუფე ნიკოლოზი ტყის კოდექსის დაამტკიცებაზე

    “ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ რომ ტყის მცველები ვიყოთ ” – ასე გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი პარლამენტის მიერ ტყის კოდექსის დამტკიცებას.

    “ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას აქტიურად უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა.პირობას გაძლევთ, რომ ნამდვილად ეკლესია, არც სასულიერო პირი, ბარბაროსი არავინ მეგულება მე, რომ ტყე მიიღოს და ის გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს ტყე.საქართველოში 95% მოსახლეობის თავს თვლის მართლმადიდებელად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას.ესაა ეროვნული ქონება.გუშინ შევიტყე ამის შესახებ და თუ მართლა გადმოგვეცა, ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ რომ ტყის მცველები ვიყოთ”- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

    ცნობისთვის, ცოტახნისწინ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც, ითვალისწინებს იმას, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა.

  • ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა – თალაკვაძე რომან გოცირიძეს

    ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა – თალაკვაძე რომან გოცირიძეს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველმა პარტიამ სხვა რამ შეუკვეთა, თუმცა მიღებული კანონით სხვა შედეგი მიიღო.

    „ბატონო რომან, ეს არის სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძის კომენტარის საპასუხოდ.

    ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიციის კრიტიკის ტონი შერბილებულია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით. თუმცა, რომან გოცირიძემ ამასთანავე განმარტა, რომ არც ეს კანონი არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან მას სერიოზული პრობლემები აქვს და ის გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.

  • პარლამენტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი მე-2 მოსმენით დაუჭირა

    პარლამენტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი მე-2 მოსმენით დაუჭირა

    პარლამენტმა კანონპროექტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას შეზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

    საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

    გუშინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა დღეს იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად ჩაიწეროს და ძალაში 15 ივლისამდე იყოს. კანონი ამ დათქმით მიიღეს.

    მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

  • საქართველოში ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა – ტყის კოდექსი დაამტკიცეს

    საქართველოში ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა – ტყის კოდექსი დაამტკიცეს

    საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც, ითვალისწინებს იმას, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა.

    ტყის კოდექსის ამ ჩანაწერს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ ამის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს.

  • ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით? –  ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით? – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?- ასე უპასუხა სიონის სიონის ტაძრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რას ფიქრობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც საპატრიარქოს ტყის გარკვეული ფართობი უნდა გადაეცეს.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

  • მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 ტრანსგენდერ ქალს დახმარება გამოუგზავნა – ნატა ფერაძე

    მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 ტრანსგენდერ ქალს დახმარება გამოუგზავნა – ნატა ფერაძე

    აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 ტრანსგენდერ ქალს ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დახმარება გაუგზავნა.

    მისი თქმით, გამოგზავნილი პროდუქტების დარიგებას იწყებს.

    ,,ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე!!! ყველი, მაწონი, სიგარეტი, კარტოფილი ა.შ. კი. ეკლესიის!  ვიწყებ დარიგებას”,- წერს ნატა ფერაძე და პროდუქტების ფოტოებს აქვეყნებს.

  • პოლიციამ გურიაში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავა

    პოლიციამ გურიაში შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ.საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • პაკისტანში თვითმრინავი ჩამოვარდა, 99 მგზავრით და ეკიპაჟის 8 წევრით

    პაკისტანში თვითმრინავი ჩამოვარდა, 99 მგზავრით და ეკიპაჟის 8 წევრით

    პაკისტანში, კარაჩის სიახლოვეს პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. სამოქალაქო ავიაციის ადგილობრივი სამმართველოს ცნობით თვითფრინავი იმ დროს ჩამოვარდა, როცა აეროპორტში დასაფრნად ემზადებოდა.

    პაკისტანის სახელმწიფო არხებმა აჩვენეს კადრები, სადაც ჩანს, რომ ლაინერი ქალაქის საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.

    სამმართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო.

    თვითმფრინავთან კავშირი დაფრენამდე ერთი წუთით ადრე დაიკარგა.

    ქვეყნის ხელისუფლებამ ფრენები რამდენიმე დღის წინ აღადგინა.

  • ვიქტორ დოლიძე ნატო-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

    ვიქტორ დოლიძე ნატო-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

    ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორი დოლიძე ნატო-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა საქმიანობა. ჩვენ მივიღეთ გადაყვეტილება, რომ მისი გამოცდილება გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და ის საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე – ის იქნება ნატო-ში ჩვენი წარმომადგენელი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

  • კინზინგერსაც და ყველა საერთაშორისო პარტნიორს არჩევნებზე დამკვირვებლად მოწვევას გავუგზავნით –  ზალკალიანი

    კინზინგერსაც და ყველა საერთაშორისო პარტნიორს არჩევნებზე დამკვირვებლად მოწვევას გავუგზავნით – ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანმა განაცხადა, როგორც კი არჩევნების თარიღი დაინიშნება, საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის კონგრესმენ ადამ კინზინგერს არჩევნებზე მოიწვევს.

    “მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისთვის, რომ შეთანხმება განხორციელდეს. ეს პოზიცია ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის. აუცილებელია, რომ ახლა ყველა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არჩევნები ჩატარდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს პრინციპებთან და ამ თვალსაზრისით მზად ვიქნებით არა მარტო ბატონი კინზინგერი, არამედ სენატორები, კონგრესმენები, როგორც კი გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორს გავუგზავნით ოფიციალურ მოწვევას, როგორც დამკვირვებლებს. იცით თქვენ, რომ ეუთო/ოდირი განახორციელებს სადამკვირვებლო პროცესს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება მაქსიმალურად ჩართული”, –  განაცხადა ზალკალიანმა.